მთიანი აჭარა

აჭარის მთავრობა წაბლანას 200-მდე ოჯახს ბათუმში ბინებს გადასცემს

19.08.2014 • 2687
აჭარის მთავრობა წაბლანას 200-მდე ოჯახს ბათუმში ბინებს გადასცემს

გვირაბის მშენებლობის ადგილი სოფელ წაბლანაში

ჰესის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე წაბლანელებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, ბოლო აქცია ორი კვირის წინ იყო. როგორც წაბლანას მცხოვრები ანზორ აბაშიძე ამბობს, სწორედ ამ აქციის შემდეგ დაიწყო მთავრობამ მოლაპარაკებები მოსახლეობასთან.

„10 დღის წინ  დაიწყო მოლაპარაკება. დაგვპირდნენ, რომ სოფლის ყველა მცხოვრებს, დაახლოებით 200 ოჯახს, მოგვცემენ საცხოვრებელ ბინას ბათუმში.  ყველაფერი მოგვარებულია, თითქმის ღარიბაშვილის დონეზე გადაწყდა. რასაც ვითხოვდით ყველაფერი შესრულდა. მთელი სოფელი თანახმაა შემოთავაზებაზე და ველოდებით ოფიციალური დოკუმენტის გაფორმებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ წაბლანელი ანზორ აბაშიძე.

ის, რომ აჭარის მთავრობა წაბლანას მცხოვრებლებს ბინებს გადასცემს გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ შუახევში, „შუახევი ჰესის“ მშენებლობის დათვალიერების დროს დაადასტურა.

„ორი კვირის წინ იყო წაბლანის თემა, იქაც დავლაგდით. მოვილაპარაკეთ მოსახლეობასთან და უპრეცენდენტო დაპირებები გავეცით.  მოგეხსენებათ 1989 წლის შემდეგ იყო გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ბათუმის ტერიტორიაზე, მერე წინა ხელისუფლების პერიოდში, 2007 წელში ეს პროცესი წააგო წაბლანელებმა. ჩვენი კეთილი ნებით ამ პროექტის განხორციელების პარალელურად ვფიქრობთ რომ მივაღწევთ იმას რაც 25 წლის განმავლობაში არ მომხდარა. მათთან მოალაპარაკებებით 200-მდე ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოხდება ბათუმის ტერიტორიაზე, პერიფერიებში,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

1989 წლის მეწყრის დროს დაღუპულთა მემორიალი წაბლანას შესასვლელში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: