ავტორი: სულხან ღლონტი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დღეს 8 აგვისტოა, აგვისტოს მოვლენების მთავარი დღე, ასე დამკვიდრდა ეს დღე ჩვენს ცნობიერებაში. ზოგადად, ოკუპანტის, დამპყრობლის მთავარი მიზანია, დაპყრობილი ხალხების თავისუფლების გაცნობიერების განცდების მინიმუმამდე დაყვანა და შემდეგი ეტაპისთვის საერთოდ გაქრობა. ასე იყო მაგალითად მეფის რუსეთის დროს. დაპყრობილი ერების აზროვნება დაჰყავდათ პრიმიტიულ დასკვნამდე – „ჩვენ მარტონი ვერაფერს …
Category Archives: მოსაზრება
თუ ფული უნდათ, ირინა ქრთამს არავის გადაუხდის – ექსპროპრიაცია კომპენსაციის გარეშე
ავტორი: კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (იქნებ ქალაქ ბათუმის მერია ფიქრობს, ან გვატყუებს, რომ საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემულ დოკუმენტსაც აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზება სჭირდება?) 2010 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, საავტომობილო გზის გაგრძელების მშენებლობის მიზნით ექსპროპრიაციას დაექვემდებარა ქალაქ ბათუმის ადლიის დასახლებაში მცხოვრები 38 ოჯახის, მათ შორის …
Continue reading “თუ ფული უნდათ, ირინა ქრთამს არავის გადაუხდის – ექსპროპრიაცია კომპენსაციის გარეშე”
ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიამ 320 მლრდ დოლარი დაკარგა – UNWTO
კორონავირუსის პანდემიის გამო ტურიზმის ინდუსტიის დანაკარგი მსოფლიოს მასშტაბით 320 მილიარდი აშშ დოლარია 2020 წლის იავრიდან მაისის ჩათვლით – წერს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია [UNWTO]. ორგანიზაციის ცნობით, ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წელს 300 მილიონით შემცირდა და ეს დანაკარგი ტურიზმის ინდუსტრიაში სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს იყო. ტურიზმის ექსპერტები საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას ვარაუდობენ 2021 …
Continue reading “ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიამ 320 მლრდ დოლარი დაკარგა – UNWTO”
ხომ არ გაიქცევი და მიმატოვებ? – თინეიჯერის ბლოგი
ავტორი: ლილე მესხიძე, ისრაელის GHIS სკოლის მოსწავლე __________________ – გაიგე, გუშინ ორი ბიჭი რომ დაბრიდეს? – რაა? – ხო, ბიჭო, დილით ნიუსებში მოვკარი ყური, ამბობენ კლასელებთან ჰქონდათ პრობლემაო. აშკარად გასულები იყვნენ. – მერე? ჩაუშვეს ვინმე? – არა, ძაან ცუდ დღეში არიან, მაგრამ პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. – ჰაჰ.. არ მიკვირს. – რას იძახი? – სულ …
Continue reading “ხომ არ გაიქცევი და მიმატოვებ? – თინეიჯერის ბლოგი”
ქალაქი დაბერდა და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ – მიმართვა აჭარის განათლების სამინისტროს
ავტორი: ლევან გელიაშვილი [ერედელი], პროექტის – Art Up | Street Gallery-ის და Black Sea Sound-ის დამფუძნებელი _____________________ დღეიდან ვწყვეტ თანამშრომლობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან რადგან მათი მხრიდან საქმის, განსაკუთრებით კი, თანამედროვე ხელოვნებისა და მუსიკის მიმართ დამოკიდებულება გახდა სრულიად აუტანელი, არასერიოზული და არაკომპეტენტური. რაც მთავარია, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდა პანდემიის დროს გამოვლენილი …
Continue reading “ქალაქი დაბერდა და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ – მიმართვა აჭარის განათლების სამინისტროს”
რა გახდა 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი – 17 დაკავებული და გამოძიების ვერსია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, რომლის ცხედარიც ოთხდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს, 17 პირი დააკავა, რომელთა შორის, რამდენიმე არასრულწლოვანია. შს სამინისტროს განცხადებით, დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა. გამოძიების ვერსიით, 2020 წლის 18 ივნისს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში …
Benediximus, BIIMO – სათქმელი ქუჩაში, რომელიც გადავხაზეთ
ავტორი: მალხაზ ჭკადუა ხანდახან ადგილები ირჩევენ ადამიანებს. ბათუმში ასეთ ადგილებს შორის მემედ აბაშიძის ქუჩის ერთი კედელია, „ბათუმელების” რედაქციის გვერდით – უხარისხოდ მოპირკეთებული, ცოტა შელახული, მაგრამ აჭრელებული. ყველას, ვისაც რაღაც სათქმელი აქვს, ეს კედელი მოუნიშნავს, მოუხატავს, ამ კედელზე დაუწერია: აქ ნახავდით ირაკლი ადეიშვილს „ისარსაც”, ლევან გელიაშვილის პროექტის art-up გალერეის ნამუშევრები მუდმივად იქცევენ ყურადღებას, ორიოდ კვირის წინ …
Continue reading “Benediximus, BIIMO – სათქმელი ქუჩაში, რომელიც გადავხაზეთ”
საკრებულოს ოპოზიციის ფრაქცია ბათუმის მერის შესაძლო იმპიჩმენტზე
„ადრეც გვქონდა ჩვენ მერის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი, უბრალოდ ამას საკმარისი ხმები სჭირდება, ამიტომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, ხმები გვეყოფა თუ არა. ორ-სამ დღეში შევხედავთ. მათი პოზიციაც გვაინტერესებს, ვინც ამბასადორის საკითხს მხარი არ დაუჭირა, ანუ ჩვენი ოთხი ხმა არ ჰყოფნის“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. 29 მაისს, საკრებულოს უმრავლესობამ მხარი …
Continue reading “საკრებულოს ოპოზიციის ფრაქცია ბათუმის მერის შესაძლო იმპიჩმენტზე “
ქართველი სტუდენტი რუსეთიდან – მემუქრებოდნენ, მაიძულებდნენ ინფიცირებულებთან მემუშავა
19 მაისის მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 290 678 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2 722-ია. თებერვალში 146-მილიონიან რუსეთში ოფიციალურად კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, მარტის პირველ ნახევრამდე კი, ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებულთა როდენობა მხოლოდ 100-მდე იყო. არსებობს ეჭვი, რომ რუსეთი გარდაცვლილთა რაოდენობას ახლაც მალავს და რეალურ სურათს არ ასაჯაროებს. რუსეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტი, რომელიც …
ხანდაზმულების ღირსება და სიცოცხლე COVID-19-ის პანდემიის დროს – მოსაზრება
ავტორი: ალანა არმიტაჟი, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ________________ მთელს ევროპაში, ესპანეთიდან სერბეთამდე, ხანდაზმულებზე ზრუნვის დაწესებულებები COVID-19-ის ინფექციის კერებად გადაიქცა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების თითქმის ნახევარი სწორედ ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში განთავსებულ ადამიანებზე მოდის ევროპაში. იმ ყველა სამწუხარო სტატისტიკას შორის, რომლებიც მთელს მსოფლიოში ვირუსის მიერ სიცოცხლის …
Continue reading “ხანდაზმულების ღირსება და სიცოცხლე COVID-19-ის პანდემიის დროს – მოსაზრება”
ქალი: დღეს ჩემებმა მხოლოდ ტყემალი და პური ჭამეს, მშივრები არიან
ტექსტი ქვეყნდება სტილის დაცვით ______ ვის მივმართო?! თურქეთში დავდიოდი/ვმუშაობდი და ოჯახს ვარჩენდი. ახლა ვზივარ უთეთროდ მშიერი. ვის მივმართო დახმარებისთვის? რამდენს მივმართე? – ბევრსსს… 20 მარტი იყო, როდესაც მირიანს მივმართე [მირიან ქათამაძე, ქობულეთის გამგებელი]. მოვიდნენ და მცირედი ამანათი მოიტანეს. მერე, აპრილში, ისევ მივმართე. მისი პასუხი ეს იყო – რომ „მე თქვენ დაგეხმარეთ ამანათითო“. სამჯერ მივწერე, გაუსაძლისი …
Continue reading “ქალი: დღეს ჩემებმა მხოლოდ ტყემალი და პური ჭამეს, მშივრები არიან”
ვისაც არ უნდა იმის დაჯერება, რომ რუსეთი ავტორიტარიზმისკენ მიექანება
ავტორი: ესმა გუმბერიძე რუსეთი ავტორიტარიზმისკენ რომ მიექანება, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ არის ხალხი, ვისაც არ უნდა ამის დაჯერება. უფრო თვალსაჩინო უნდა გახდეს ეს, ფაქტებით უნდა ავხსნათ. სახელმწიფოს კონსტიტუცია საჯარო განცხადებაა იმის შესახებ, თუ როგორ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. როგორც წესი, კონსტიტუცია უფრო ხედვაა, ერთგვარი იდეალი, პრაქტიკა კი კიდევ უფრო მძიმე არის ხოლმე. კონსტიტუციაში ისეთ რამეს არ …
Continue reading “ვისაც არ უნდა იმის დაჯერება, რომ რუსეთი ავტორიტარიზმისკენ მიექანება”
პანდემიური პროპაგანდა მოემართება, მოემზადეთ
ავტორი: ვერა ზაკემი წყარო: ნიუ–იორკ ტაიმზში (NYT) გასულ თვეს სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა პოსტი, რომელიც ვითომ სტენფორდის უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. პოსტის თანახმად, თუ 10 წამზე მეტი ხნით შეგიძლიათ სუნთქვის შეკავება და ამის შემდეგ არ დაახველებთ, დიდი შანსია, რომ არ გაქვთ COVID 19. თავდაპირველად მეც სარწმუნოდ მივიჩნიე ეს ინფორმაცია და მეგობრებს გადავუგზავნე, სანამ გავიგებდი, რომ სიცრუე იყო. …
Continue reading “პანდემიური პროპაგანდა მოემართება, მოემზადეთ”
კოვიდ 19 და საერთაშორისო სამართალი
ავტორი: აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, უჰანში წარმოქმნილმა კოვიდ 19-მა უკვე დააყენა მსოფლიო წესრიგის ახლებური გააზრების აუცილებლობა. ამ დისკუსიამ უკვე ასახვა ჰპოვა საერთაშორისო სამართალის თეორიაშიც. ეს ბუნებრივიცაა, იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო ურთიერთობები საერთაშორისო სამართლის გარეშე არ არსებობს და მისი ფრაგმენტაციის აუცილებელი მექანიზმია. არსებული საერთაშორისო სამართალი რომ გავაანალიზოთ, ორგვარი ტენდენცია შეინიშნება – სოლიდარობაზე დაფუძნებული …
განა ჩვენ არ გვინდოდა მთელი დღე ოჯახთან ერთად გაგვეტარებინა?! – მოსწავლის მოსაზრება
ავტორი: ლიზა ანთაძე, მოსწავლე _________________________ კარგად მახსოვს, 26 თებერვალი იყო, ოთხშაბათი. დღე, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. დღე, როცა მივხვდი, რომ ჩემს თავს ხდებოდა ის, რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. „არაფერია ადამიანის გონებისთვის იმაზე მტკივნეული, ვიდრე ძირეული და უცაბედი ცვლილება“ – დიახ, მეგობრებო, ეს ჩვენთვის მართლაც უცაბედი და მტკივნეული ცვლილებაა, რომელთან ადაპტაცია საჭირო და მნიშვნელოვანია. …
ცხრა მთას იქით, ამერიკაში
ავტორი: ტატო ცეცხლაძე, ფილადელფია, აშშ ბავშვობაში როცა ცუდ ამბავს გავიგებდი, მე, როგორც ჩემი ახლობლები, ვამბობდით – “ცხრა მთას იქით”. ეს ნიშნავდა, ჩვენგან შორს, იქ, სადღაც შორს. სწორედ ასე, ცხრა მთას იქეთ გაჩნდა კორონავურუსი. ჯერ კიდევ 15 მარტს, ჩემს დაბადების დღეზე და, როგორც აღმოჩნდა, ჩემს ბოლო სამუშაო დღეს, სამსახურში ვსვამდით. მხიარული და პოზიტიური გარემო იყო. მაშინ …
როგორ ჩავრთოთ უსინათლო პირები საგანმანათლებლო ღონისძიებებში – ესმა გუმბერიძე
ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი ________________________________ არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიება [ტრენინგი, საჯარო ლექცია, მრგვალი მაგიდა, დისკუსია, კონფერენცია, მოდელირება, დებატების შეჯიბრი, ბანაკი] უსინათლო მონაწილისთვის მისაწვდომი რომ იყოს: ღონისძიების ორგანიზატორს სააპლიკაციო/სარეგისტრაციო ფორმაში შეუძლია მიუთითოს, რომ ღონისძიება ინკლუზიური და ღიაა შშმ პირებისთვის და შეიტანოს კითხვა, აქვს თუ არა მონაწილეობის მსურველს რამე სპეციალური საჭიროება (წასაკითხი მასალის ვორდის …
Continue reading “როგორ ჩავრთოთ უსინათლო პირები საგანმანათლებლო ღონისძიებებში – ესმა გუმბერიძე”
გუშინ ჩემმა მეგობარმა მომწერა, თუ გარდავიცვალე, ფულს შენ მიიღებო – ქართველი აშშ-დან
ავტორი: ნათია როყვა, ნიუ ჯერსის შტატი, აშშ ____________________________ გუშინ ჩემმა მეგობარმა მომწერა, თუ გარდავიცვალე, ფულს შენ მიიღებო. სამსახურში მისი სიცოცხლე დააზღვიეს და ჩემი ანგარიშის ნომერი მიუთითებია. ჩემი მეგობარი ამერიკელია, მას დედაც ჰყავს, მამაც, დაც და ძმაც, მაგრამ ფულის ჩემთვის დატოვება, როგორც მითხრა, იმიტომ გადაწყვიტა, რომ მე ახლა აქ, ჩემი ოჯახისგან შორს ვარ და შვილს მარტო …
ახლა სტომატოლოგთან სიარულის დრო არ არის
ავტორი: თათია ანდღულაძე, სტომატოლოგი, კლინიკა „ინდიგოს“ დამფუძნებელი _____________________ სტომატოლოგიურ კლინიკებში უნდა შეწყდეს არამარტო გეგმიური, არამედ გადაუდებელი მომსახურებაც. ვირუსის შესახებ არაფერი ვიცით. არც ის ვიცით, შემოსული პაციენტი დაავადებულია თუ არა. ამიტომ რისკის ქვეშ ვაყენებთ არამარტო მომუშავე მედპერსონალს, არამედ ყველა პაციენტს და მათთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს. თუ, როგორც კვლევები აჩვენებს, ვირუსი გარემოში მედეგობას ხანგრძლივი პერიოდით ინარჩუნებს, …
მოხალისეობის პირველი დღეები ბულგარეთის პატარა ქალაქში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე
ავტორი: ელზა ლემსაძე გასულ წელს, მეგობრის დახმარებით, ძალიან კარგი პროგრამის შესახებ გავიგე, რომელიც Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მომდევნო ათი თვის განმავლობაში ბულგარეთში, ქალაქ სლივენის ადგილობრივ ორგანიზაციაში უნდა ვიმუშაო. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი ეს პროგრამა ჩემს ცხოვრებას თუ შეცვლიდა. ვერც იმ პირველ ემოციას დავივიწყებ, როცა მაცნობეს, რომ შემარჩიეს. ასევე, ვერ წარმომედგინა ჩვენ ცხოვრებაში COVID-19 -ის მოულოდნელად შემოჭრაც. …
„მე კი არ ვარ ცუდი, ის არის ცუდი, ვინც მეზიზღება… ასე ხდება დემონიზება“ – მაია ცირამუა
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა დისკრიმინაციისა და თანასწორობის თემაზე. შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ მოხსენება წაიკითხა. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ამ თემაზე დაესვათ კითხვები და გამოეხატათ მოსაზრებები. მაია ცირამუა: მე ვარ კლინიკური ფსიქოლოგი და ძირითადად იმ ადამიანებთან მიწევს მუშაობა, რომლებსაც მძიმე ტრავმული გამოცდილება აქვთ, ეს იქნება …
„ჩვენც გვაქვს ღირსება“ – გოდერძიზე მდებარე რესტორნის მენეჯმენტის გამოხმაურება კლიენტს
“ბათუმელებმა” 13 თებერვალს გამოაქვეყნა მოქალაქის მოსაზრება, რომელიც კურორტ გოდერძიზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ამბავს შეეხებოდა. მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ, დაგვიკავშირდა რესტორან Chalet Goderdzi-ის მმართველი კომპანიის, შპს “ხიდის” დირექტორი ჯუმბერ ჭყონია, რომელმაც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. გთავაზობთ ჯუმბერ ჭყონიას კომენტარს: “დავიწყებ იმით, რომ ეს სტუმარი [ნინო ზვიადაური] ნამდვილად ბრძანდებოდა ჩვენთან, კურორტ გოდერძიზე მდებარე ობიექტზე… ის თავის …
„ასეთი უკმეხი დამოკიდებულება არ მინახავს“ – ტურისტი გოდერძიზე მდებარე რესტორანზე
ავტორი: ნინო ზვიადაური 7 თებერვალი. რესტორანი „შალე გოდერძი“ ( chalet goderdzi). ამ რესტორანში ფასები ისეთივეა, როგორც ბათუმის ან თბილისის ძვირადღირებულ რესტორანში. საჭმელი – არაფერი განსაკუთრებული, თუმცა არც ცუდი არ არის. მაგალითად, კარბონარა 18 ლარი ღირს, 4 ლარი – ჩაი, 9 ლარი – ფრი. მეორე ვიზიტზე შეკვეთის მოტანიდან დაახლოებით 30 წუთში შემოდის რესტორნის თანამშრომელი და გვთხოვს …
Continue reading “„ასეთი უკმეხი დამოკიდებულება არ მინახავს“ – ტურისტი გოდერძიზე მდებარე რესტორანზე”
ნათია ზოიძემ აჭარის მაუწყებელი დატოვა
აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ თავის ფეისბუქგვერდზე წერს. ნათია ზოიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „ძალიან მოკლედ იმაზე, თუ რატომ მივდივარ აჭარის მაუწყებლიდან. ძალიან „მარტივადაა“ საქმე – აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა სამსახურიდან წასვლის შესახებ. არ ვიტყვი, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია. [checklist] იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება; ჩემი ახალი ხელშეკრულება …
როცა ახალი წლის წინ სამსახურს კარგავ და სწავლისთვის აღებული კრედიტი გრჩება
ჩინეთი. 2020 წელი. 2019 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დავკარგე ყველა სამსახური, რასთან ერთადაც, სამწუხაროდ, არ დაიკარგა ჩემი (სწავლისთვის აღებული) კრედიტი და ყველა სხვა ფინანსური ვალდებულება, რაც ამ სამსახურების იმედად, არსებობის ზღვარზე გავლით უნდა გამესტუმრებინა. ასე შევხვდი ახალ წელს, იმაზე ფიქრში რა მომელოდა, სადამდე გაიზრდებოდა ჩემი კრედიტის პროცენტი, რამდენ ასიათასამდე ავიდოდა, მანამდე სანამ სამსახურს ვიპოვიდი. …
Continue reading “როცა ახალი წლის წინ სამსახურს კარგავ და სწავლისთვის აღებული კრედიტი გრჩება”
ქართველი მამლუქების ძიებაში – კაიროს „მიცვალებულთა ქალაქი“ [ფოტო]
ავტორი: მიხეილ გვაძაბია 1811 წლის პირველი მარტი – ოსმალთა ეგვიპტის გამგებელმა მუჰამად ‘ალი ფაშამ, რომელსაც გავლენაში მოცილე ელემენტები არ სჭირდებოდა, წერტილი დაუსვა მამლუქთა ერას ქვეყანაში. კაიროს ციტადელში აღლუმზე დასასწრებად მიპატიჟებულებს, 470 მამლუქსა და სხვებს, სულ 1000-მდე ადამიანს, კარიბჭე მოულოდნელად ჩაუკეტეს და ციხესიმაგრის გალავნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. ვისაც ტყვიები ვერ მისწვდა, თავები მოკვეთეს. მომდევნო დღეებში ეს პროცესი …
Continue reading “ქართველი მამლუქების ძიებაში – კაიროს „მიცვალებულთა ქალაქი“ [ფოტო]”
როგორ იშორებენ თავიდან საჯარო მოხელეები მოქალაქეებს – 9 მეთოდი
ავტორი: ესმა გუმბერიძე არაკეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები, საშუალო, დაბალ თუ მაღალ რგოლში, რომლებიც ბლომად გვყავს, შემდეგნაირად იცილებენ თავიდან მოქალაქეებსა და მათ ინიციატივებს, მოთხოვნებს: ჩამონათვალი არ არის სრული. გთხოვთ, კომენტარებში დაამატეთ თქვენი გამოცდილება. [checklist] ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის: გამისამართებენ სხვაგან, ის სხვა სტრუქტურა ასევე გეუბნება, რომ რაღაც არ შედის მის კომპეტენციაში და ისევ უკან გაბრუნებს ან …
Continue reading “როგორ იშორებენ თავიდან საჯარო მოხელეები მოქალაქეებს – 9 მეთოდი”
„მგონია, სხვებზე ოდნავ უფრო კარგად ვიცი, რას გრძნობდა“ – მოქალაქე ლუკა სირაძეზე
ავტორი: საშკა კალმახელიძე დავწერო, არ დავწერო, დავწერო, არ დავწერო, დავწერო, არ დავწერო.. მე-2 დღეა იმ ბიჭის მეტზე ვერავისზე და ვერაფერზე ვფიქრობ. ალბათ იმიტომ, რომ მგონია სხვებზე ოდნავ უფრო კარგად ვიცი, რას გრძნობდა. რა პრესი გაიარა. სად გატეხეს. როგორ მიუდგნენ. რა აგრძნობინეს. ამ ამბავზე არასდროს არც დამიწერია, არც მილაპარაკია, არც ვინმესთან შემიმჩნევია, გრძნობები ამომილაგებია და საერთოდ …
Continue reading “„მგონია, სხვებზე ოდნავ უფრო კარგად ვიცი, რას გრძნობდა“ – მოქალაქე ლუკა სირაძეზე”
„რატომ აღარ მინდა სტუდიაში შესვლა?“ – თეონა ბაკურიძე ცენზურის სუნზე აჭარის ტელევიზიაში
თეონა ბაკურიძე, ჟურნალისტი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარის“ წამყვანი: „თეონა, ჩამქრალი ხარ..“ „დაღლილი ჩანხარ..“ „რაღაც გჭირს…“ ვინც აჭარის ტელევიზიის ეთერში 2 წელი და 10 თვეა მიყურებს და მისმენს, მარტივად შენიშნა, რომ „რაღაც მიჭირს,“ განსაკუთრებით თანამშრომლებმა… რა მიჭირს? – ის, რასაც ამდენი თვეა, საკუთარი სინდისით, ჟურნალისტური სტანდარტით, თავისუფლად, დამოუკიდებლად ვაკეთებდი, ახალმა დირექტორმა „ორი წინადადებით შეაფასა..“ ირწმუნება, …
„შავი პარასკევი“ ქართულად
ავტორი: გურამ მურვანიძე მსოფლიოში ყველგან და მათ შორის საქართველოშიც უკვე ყველამ იცის, რომ ყოველ წელს, ნომერის ბოლო პარასკევი „შავია“ [Black Friday]. ამ დღეს ყველა კომპანიას განსაკუთრებული ფასდაკლებით გამოაქვს თავის პროდუქციის გარკვეული ან სრული კატალოგი. ადამიანები ხშირად რიგში ათენებენ. ყველას გვინახავს განსაკუთრებით უცხოეთში, როგორი „წყვეტაა“ სასურველი ნივთისთვის. საქართველოშიც, კომპანიები მეტ-ნაკლებად ცდილობენ აყვნენ მსოფლიო ტრენდს. ამ დღისთვის …
საქმის კეთება თუ არ გინდოდა, რაღას გამომყევი ცოლად?
ესეის ავტორი: ანასტასია ასანიშვილი, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის Xბ კლასის მოსწავლე მე ვოცნებობდი. მე ვოცნებობდი, რომ ვიქნებოდი ძლიერი ქალი. მე ვოცნებობდი, რომ მივიღებდი შესაფერის განათლებას. მე ვოცნებობდი, რომ ვიმუშავებდი და მექნებოდა ჩემი ხელფასი. მე ვოცნებობდი, რომ შემიყვარდებოდა ვინმე. მე ვოცნებობდი, რომ შევქმნიდი ოჯახს. მე ვოცნებობდი, რომ ვიქნებოდი თავისუფალი. მე ვოცნებობდი, რომ ვიქნებოდი ადამიანი. მე ვოცნებობდი. …
Continue reading “საქმის კეთება თუ არ გინდოდა, რაღას გამომყევი ცოლად?”
„საპატრიარქო ახლა დენთით სავსე კასრია“ – თეოლოგის შეფასება ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე
„მეუფე იაკობი გააღიზიანა იმან, რომ ეგონა: მეუფე შიო, უბრალოდ იჯდება საპატრიარქოში და სტატუს-კვო იქნებოდა შენარჩუნებული, მაგრამ ეს ასე აღარ არის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ვესაუბრეთ თემაზე, რა ხდება ამჯერად ეკლესიაში. 26 ოქტომბერს ბოდბელმა მთავარეპიკოსპოსმა თქვა, რომ მას ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ივანიშვილის დავალებით პატრიარქის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ“. დღეს, 28 ოქტომბერს, ქორეპისკოპოსის პოზიცია მეუფე იაკობმა დატოვა. …
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: „შოკირებული ვარ მეუფე იაკობის ინტერვიუს მოსმენით. ასეთ ეკლესიაში გაჩერება სულ უფრო აუტანელი და სამარცხვინო ხდება. სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე რა თქმა უნდა ენიჭება ეკლესიის მეთაურს, ანუ კათოლიკოს-პატრიარქს, გამომდინარე იმ მახინჯი საკადრო პოლიტიკიდან, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა და რის გამოც დღეს ამ დღეში აღმოვჩნდით. დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი.“ ____________ …
Continue reading “დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი”
ესმა გუმბერიძე გულწრფელობაზე, გრეტაზე და ქართველ ბავშვებზე
ავტორი: ესმა გუმბერიძე ამ ბოლო დროს გრეტა ტუმბერგის გარშემო უამრავი საუბარია. რომ არაბუნებრივია მისი აქტიურობა, რომ „ერთი დიდი პროექტის ნაწილია“, რომ „გამოიყენეს“, ისარგებლეს. ვიღაცამ მკითხა, მსგავსი მასშტაბური მოძრაობის წამოწყებას ხომ არ გეგმავ თბილისშიო. ყოველივე ამაზე ერთი მარტივი პასუხი მაქვს: ასე ის საუბრობს, ვინც გულწრფელად არ შეწუხებულა არავითარ საზოგადოებრივ პრობლემაზე. იმასაც ვიტყვი, რომ ქართულ და შვედურ …
Continue reading “ესმა გუმბერიძე გულწრფელობაზე, გრეტაზე და ქართველ ბავშვებზე”
რიგითი მოქალაქის მოსაზრება
ავტორი: ნათია სირაბიძე რამდენიმე წლის წინ კუვეიტში ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლება დავაპირე. ჩემმა მეგობარმა, რომელიც იქ ასწავლიდა, მითხრა: ძალიან კარგი პირობებია, მაგრამ ყველაზე დიდ სირთულეს სტუდენტების მოტივირება წარმოადგენსო. რა გინდა უთხრა ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, რომლებიც მილიარდერები არიან და სკოლაში “ლამბორჯინით” დადიან. ისწავლე, განათლება მიიღე და… რა? საქართველოში ყველა მეხუთე ბავშვი მშიერი მიდის სკოლაშიო, ერთმა მკვლევარმა თქვა. მასწავლებლები …
იცის თუ არა მეპატრონემ, რომ მიწა არქეოლოგიური დაცვის ზონაში იყიდა – „ბათომის“ მიმართვა მთავრობას
საზოგადოება „ბათომი“ მაღალი თანამდებობის პირებს მიმართავს. ორგანიზაციას აინტერესებს, რას უპირებს ახალი მესაკუთრე ციხისძირში, „პეტრას“ ციხის მიმდებარე მიწის ნაკვეთს, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიძინა. ასევე თუ გააფრთხილეს ქონების შემძენი, რომ გაყიდული ტერიტორია მდებარეობს არქეოლოგიური დაცვის ზონაში. „ბათომის“ წერილის ადრესატები არიან: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურ დირექტორი, ნიკოლოზ …