ალექს ჩიღვინაძე, მწერალი ბოშები არათუ საკმარისად ინტეგრირებული, მგონი, ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია და მათ ცხოვრებაზე ბუნდოვანი წარმოდგენები გვაქვს. მე, პირადად, არ გამიგია, რომ ქართული სახელმწიფო რამეს აკეთებდეს არათუ ბოშათა პრობლემების მოსაგვარებლად, ზოგადად, ნებისმიერი უმცირესობისა და მარგინალიზებული ჯგუფისთვის. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო დაკავებულია დღესასწაულების გამოგონებით, ამ დღესასწაულების აღსანიშნავი ზეიმების ორგანიზებით და არაფერს აკეთებს იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც …
Category Archives: მოსაზრება
ალექსანდრე ლორდქიფანიძე ბოშებზე: მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის შანსის მიცემა
ბოშები არათუ საკმარისად, საერთოდ არ არიან ინტეგრირებულნი. ზოგადად, სხვადასხვა თემისა თუ ჯგუფის საზოგადოებაში ინტეგრაცია სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორის თანაბარი პასუხისმგებლობა მგონია. ერთმა მატერიალური პირობები უნდა შეუქმნას, მეორემ – სოლიდარობა გამოიჩინოს და მიიღოს. სტიგმები და სტერეოტიპები ერთსა და იმავე მორევში ატრიალებს აღნიშნულ ჯგუფს და ისევ უბიძგებს თავადაც ამ სტერეოტიპების (ქურდები, მათხოვრები, მჩხიბავები) მიმართულებით იმოძრაონ, რადგან საზოგადოებაში არ …
Continue reading “ალექსანდრე ლორდქიფანიძე ბოშებზე: მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის შანსის მიცემა”
რეჟისორი მიშა ჩარკვიანი ბოშებზე – „ეს ეთნიკური უმცირესობა მივიწყებულია“
მიშა ჩარკვიანი, რეჟისორი ბოშები საერთოდ არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში. ეს ეთნიკური უმცირესობა მივიწყებულია. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი პირადობის მოწმობის გარეშეა და ისინი ვერ სარგებლობენ სახელმწიფო დაზღვევით, ვერ იღებენ ვერავითარ დახმარებას, განათლებას, ვერ ვითარდებიან… მათი ცხოვრება ძალიან შორსაა იმ ელემენტარული საჭიროებებისგან, რაც ადამიანს ყოველდღიურად უდგას. ჩვენს ქვეყანაში ისედაც ძალიან ცოტა ადამიანს ეძლევა საშუალება, გაიუმჯობესოს ცხოვრება. ეს …
Continue reading “რეჟისორი მიშა ჩარკვიანი ბოშებზე – „ეს ეთნიკური უმცირესობა მივიწყებულია“”
ბავშვები, რომლებიც დიდებად იბადებიან
ავტორი: სალომე დუმბაძე, ბსუ-ს სტუდენტი ცხოვრება თანაბარ სტანდარტებს არ უქმნის ყველას და ეს სტანდარტი ვრცელდება ხმამაღალ საუბარზეც… მაგრამ მაინც ვიტყვი… მე დავიბადე და გავიზარდე იმ სოფელში, სადაც არ იყო ინტერნეტი, არც ტელევიზორზე ყურების დრო გვქონდა დიდად. იქ დავიბადე, სადაც ჯერ კიდევ 12 წლის ბავშვებს ეზოში სათამაშოდ მიუწევთ გული, მაგრამ ყოველ დილით მამლის ყივილზე დგებიან და …
ნარგიზ ჯინჭარაძე – ბოშები საკმარისად არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში
ნარგიზ ჯინჭარაძე, ქობულეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ბოშები საკმარისად არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში. მას შემდეგ, რაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს მათთან და გააქტიურდა ეს პრობლემა, იქედან თუ ავითვლით, ინტეგრაციის საკმაოდ კარგი ხარისხი და დინამიკაა, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის. ეს არის გრძელვადიანი საკითხი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელწიფოსა და საზოგადოების როლებს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს …
Continue reading “ნარგიზ ჯინჭარაძე – ბოშები საკმარისად არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში”
ელენე პროშიკიანი: სამწუხაროდ, ამჟამად ბოშათა მიმართ ნდობა დაკარგულია
ელენე პროშიკიანი, ბოშათა საკითხების კოორდინატორი „ეთნიკურობის და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრში“ ჩემი აზრით, საქართველოში მცხოვრები ბოშები საერთოდ არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში. სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესება ნაკლებია, რადგან საქართველოში მცხოვრები ბოშები არ არიან იმდენი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლებად განიხილონ და მათთვის რამე გააკეთონ. თუმცა იუსტიციის სამინისტრო ძალიან გვეხმარება, მაგალითად, პირადობის მოწმებების აღებაში. ეს სერვისი არ არის უფასო, ამაში ხელს …
Continue reading “ელენე პროშიკიანი: სამწუხაროდ, ამჟამად ბოშათა მიმართ ნდობა დაკარგულია”
წერილი საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძეს მუსლიმი ქართველისგან
ავტორი: იოსებ აბაშიძე ბატონო მამუკა, ჩვენთვის მთავრობაში ანუ თქვენამდე მოღწევა ძნელია, ამიტომ ჩვენს ტრადიციულ დღესასწაულს [შუამთობა] ვიყენებთ თქვენთვის რაღაც ცნობების მოსაწოდებლად, მაგალითად, იმაზე, რომ გზა არ გვაქვს. წლევანდელ დღესასწაულზე მეხუთედ მომიხდა თქვენთან, ანუ პრემიერთან შეხვედრა და თქვენგან მოვისმინეთ – „კი, ბატონო – კი, ბატონო“. იცით რა, მოდი თქვენ იყავით ბატონი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ყმებს …
Continue reading “წერილი საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძეს მუსლიმი ქართველისგან”
ბატონო პრემიერო, ეს არის ჩვენი ბოლო მომართვა – აქტივისტები რივიერას დასაცავად
საზოგადოება „ბათომი“, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: მოგმართავთ ისევ „რივიერა ბათუმის“ პროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს დასაბუთებული არგუმენტები პროექტის მიზანშეწონილობას და რისკებთან დაკავშირებით და, …
Continue reading “ბატონო პრემიერო, ეს არის ჩვენი ბოლო მომართვა – აქტივისტები რივიერას დასაცავად”
არაფორმალური განათლების მნიშვნელობა სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის დროს – სპეცმასწავლებლი
ავტორი: ლალი ჯაფარიძე, ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი, ქ.ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი, სასწავლო ცენტრ „ბიზნეს აკადემიის“ ტრენერი. დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლებში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვას. სახელმწიფომ ამ მხრივ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ამ ყველაფერში დიდი როლი აკისრია სპეცმასწავლებელს. სსსმ მოსწავლეებთან განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ განათლებას. ყველამ ვიცით, რომ სსსმ მოსწავლედ მიიჩნევა მოსწავლე, …
რუსი მეფისტოფელის მიერ ისტორიის შეცვლის უნიათო მცდელობები
ავტორი: აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი ფაუსტისა და მეფისტოფელის სკულპტურები გერმანიის ქალაქ ზემპერიში, დრეზნდენში გვერდიგვერდ დგას. ეს სკულპტურები ისე ახლოსაა ერთმანეთთან, როგორც საქართველოსა და მისი ჩრდილოელი მეზობლის ისტორიები ბოლო ორი ასეული წლის მანძილზე. გოეთეს ფაუსტის ერთ-ერთი მთავარი გააზრება ისტორიის შეჯამებაა. ადამიანის განვლილი და გასავლელი ცხოვრების ერთმანეთთან დაჯახებაა. დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთის იმპერიალიზმთან ურთიერთობაში მაგონებს …
Continue reading “რუსი მეფისტოფელის მიერ ისტორიის შეცვლის უნიათო მცდელობები”
ქორიძე რ2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ხელისუფლების განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულია
რუსთავი 2-ის გარშემო მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რაც ამ არხის ტელეწამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსულად აგინა პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. საქმე იმაშია, რომ რუსთავი 2-თან შეკრებილი მოქალაქეები ამ წუთებში არხის გაუქმებას, ასევე გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას გადადგომას ითხოვენ. არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა. მანამდე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ტელეწამყვანის ამ …
„ახალი მეჩეთი იქცა დემოკრატიის განვითარებისათვის ბრძოლად“ – გამოხმაურება ბათუმის მერს
ავტორი: ტარიელ ნაკაიძე, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე _______________ გუშინ „ბათუმელებში“ გავრცელდა ბათუმის მერის, ბატონ ლაშა კომახიძის ინტერვიუ. ინტერვიუში მოცემული შინაარსი სამწუხაროდ ამოვარდნილია რეალურ მსჯელობისგან, ეს არ შეშვენის სახელმწიფო მოხელეს. შეიცავს დისკრიმინაციულ მიდგომებს და ადასტურებს ჩვენ შიშების მიზეზებსაც, რის გამოც მუსლიმი მრევლი უარს ამბობს საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთი …
ქართველი სტუდენტის წერილი აბუ დაბიდან: ოკუპაცია გადის ჩვენს მენტალობაზეც
დავით ჯინჭარაძე, ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტი, აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები ________________________ საქართველოში საპროტესტო აქცია რომ დაიწყო, ლექციიდან გამოვდიოდი. მაშინ ყველაზე მეტად მინდოდა ბილეთი მეყიდა და მეც მიმეღო აქციაში მონაწილეობა. საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში უკან მოვფრინავ და მინდა, პირდაპირ აქციაზე მივიდე! რუსთაველის გამზირზე ბევრ ახალგაზრდას ვხედავთ, თუმცა სინამდვილეში, ჩვენ კიდევ უფრო ბევრნი ვართ. ზოგიერთი ჩვენგანი, …
Continue reading “ქართველი სტუდენტის წერილი აბუ დაბიდან: ოკუპაცია გადის ჩვენს მენტალობაზეც”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ივნისის 21 საათიდან 12 ივნისის 21 საათამდე, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილის საათებში – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს: არ შემოგვასაღოთ ეს ფარსი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებგვერდი აქვეყნებს ამ ტელევიზიის დირექტორის მოადგილის ნათია ზოიძის განცხადებას. ტელევიზიის ბორდის მიერ დირექტორის – ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, დირექტორის მოვალეობას სწორედ ნათია ზოიძე ასრულებს. განცხადების ტექსტს, რომლითაც ნათია ზოიძე მრჩეველთა საბჭოს მიმართვას, უცვლელად გთავაზობთ: „31 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნების პროცესზე მინდა ვთქვა. ამ …
Continue reading “ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს: არ შემოგვასაღოთ ეს ფარსი”
თამარ ჩუგოშვილს მიმართავს სტუდენტი, რომელმაც ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს ქალბატონო თამარ, მოგმართავთ ბსუ-ს სტუდენტი – როგორც ქართული მედია წერს, სტუდენტი, რომელმაც თავისი ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მჭირდება თქვენი, როგორც პოლიტიკოსის, მმართველი პარტიის ლიდერის, როგორც ქალის მხარდაჭერა, რადგან ის, რაც ჩემს, 19 წლის გოგოს გარშემო ბოლო პერიოდში ხდება, არის ძალიან …
ტრამპმა გოლანზე ისრაელის იურისდიქცია აღიარა, რა გავლენა ექნება ამას საერთაშორისო სამართალზე
ავტორი: აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი დონალდ ტრამპის მიერ 25 მარტს ხელმოწერილ საპრეზიდენტო გადაწყვეტილებას, რომ ისრაელის სუვერენიტეტს აღიარებს სირიის გოლანის მაღლობებზე, დიდი უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა მთელს მსოფლიოში. ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა: “ჩვენ არ ვაღიარებთ ისრაელის სუვერენიტეტს არც 1967 წლიდან ოკუპირებულ მიწებზე და არც გოლანის მაღლობზე”. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფანე დუჟარიჩის განცხადებით კი, “გოლანის …
რატომ ვერ დაუკავშირა სააკაშვილმა ხელოვნება და ხულოელები ერთმანეთს
ავტორი: სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიუნხენში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც იქნა, დარბაზს სიცილი „გამოსძალა“, როცა მესამედ იკითხა – „ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის ხალხო?“ ეს იყო ასე, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცენ ამ სიტყვებს, სააკაშვილი ამას გულისხმობდა და ამაზე გაიცინა დარბაზმა. საერთოდ ასე ხდება, ბრიყვს მიუნხენის დარბაზში დასვამ თუ ვენის – …
Continue reading “რატომ ვერ დაუკავშირა სააკაშვილმა ხელოვნება და ხულოელები ერთმანეთს”
გამარჯობა!
ავტორი: იუჯელ ალფაი დემირი ყველაფერი ჩემი ცოლის ნათასავის, მურად მასწავლებლის სიტყვებით დაიწყო: წამო, ბათუმში წავიდეთ! წესად არ მაქვს, ვიკითხო: „ხომ მშვიდობაა? რა საქმე გაქვს?“, არც მისთვის მიკითხავს. ჩემი ხშირი მოგზაურობები ქვეყნის ფარგლებშიც და საზღვარგარეთაც, უმეტესად ასე სპონტანურად და ბევრი ფიქრის გარეშე დაწყებულა. მოგზაურობის დეტალები აეროპორტში გაცნობილ შოთა გაბაიძესთან საუბარში გავიგე. შოთას ქოჯაელის უნივერსიტეტში უსწავლია. დახვეწილი, …
„ბათომის“ წერილი ლაშა კომახიძეს
ბატონო ლაშა, ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის ე.წ. “რივიერას” ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის საპროექტო დავალების გაცემას ჩვენ – „ბათომი“ და სამოქალაქო აქტივისტები, ბათუმის საკრებულოს შევეწინააღმდეგეთ და ახლაც ვეწინააღმდეგებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ტერიტორია 1987 წლიდან ისტორიული დაცვის ზონაშია მოქცეული. „რივიერას“ ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას ადასტურებს სხვადასხვა წლებში (1994, 2006, 2015, 2017) ჩატარებული არაერთი კვლევა და დოკუმენტი. 2018 წლის …
რა თქვა ლაშა კომახიძემ რივიერას ზონიდან ამოღებაზე – კმდს სხდომის ოქმის ჩანაწერი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს [კმდს] საბჭოს გაფართოებული სხდომა 2019 წლის 15 თებერვალს თბილისში გაიმართა. სხდომაზე „ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტზე“ იმსჯელა. ამ დოკუმენტში, ბათუმის „რივიერას“ ტერიტორია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონიდან ამოღებულია, თუმცა ტერიტორიის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოღებას ეროვნული სააგენტოს 15-წევრიანი საბჭოს 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა. სხდომის ოქმის ჩანაწერის მიხედვით, „რივიერას“ ტერიტორიის …
Continue reading “რა თქვა ლაშა კომახიძემ რივიერას ზონიდან ამოღებაზე – კმდს სხდომის ოქმის ჩანაწერი”
ყველა პერსონაჟი ნამდვილია
ავტორი: ცირა ჯგერენაია ბავშვობიდან ვამბობდი, რომ ქორწილი არ მექნებოდა. რომ გავიზარდე, ამაზე ხმამაღლა საუბარი შევწყვიტე. არ მინდოდა ეკითხათ რატომ? მიზეზებზე არასოდეს მიფიქრია. ისე, ზედაპირულად მეგონა, რომ ცერემონიალურობა და სიყალბე არ მომწონდა. მერე ფულის უაზრო ხარჯვად მიმაჩნდა, მერე… დავფიქრდი. მოგონება N1. ლეილა მე 4-ის ვარ, ჩემი და 5-ის. გვითხრეს, რომ ჩვენმა მეზობელმა ცოლი მოიყვანა, რაც იმას …
შერცხვენით დაშინება – იარაღი გოგოების წინააღმდეგ
ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება – ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც დღეს, 8 მარტს, გაიმართა ბათუმში. კონფერენციის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც, ერთი მხრივ, მუშაობენ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი, თავად არიან ბენეფიციარები. კონფერენციის პირველ ნაწილში ძალადობის ფორმებზე ისაუბრა მწერალმა და ფსიქოლოგმა თამარ თანდაშვილმა. „ბათუმელები“ მისი მოხსენების – „ძალადობის ნატიფი ფორმები“ შემოკლებულ, სტენოგრამულ ვერსიას გთავაზობთ. თამარ …
Continue reading “შერცხვენით დაშინება – იარაღი გოგოების წინააღმდეგ”
როგორ გადავურჩეთ სტუდენტურ ცხოვრებას “ჩამოსულები”
ავტორი: ანა მსხალაძე ოთხი წლის წინ, როცა გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი, სრულიად ახალ გარემოში დამეწყო, რთულად თუ წარმოვიდგენდი, რომ ოთხი წლის შემდეგ, ღამის ორ საათზე დავბრუნდებოდი სახლში და დაველოდებოდი თანხის ჩარიცხვას, რომ მეჭამა. არა მოიცა, ასე ცოტა გაუგებარია, ამიტომ დავიწყოთ თავიდან. ბევრი რატომღაც არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ თუ ჩემი ცხოვრების შეცვლა მინდოდა ჩემი ქალაქი …
Continue reading “როგორ გადავურჩეთ სტუდენტურ ცხოვრებას “ჩამოსულები””
აკრძალვების სია ქალებისთვის
ავტორი: ნებისმიერი ქალი, ვინც ეს გზა გაიარა ჩემზე უძალადიათ! ყველა ძალადობამ კვალი დატოვა! დღესაც ვებრძვი ამ კვალს! [checklist] პირველი – თმის შეჭრა მინდოდა. გოგოს გრძელი თმა უხდებოდა, დღემდე მიჭირს თმის გაზრდა; მეორე – ცეკვის სწავლა მინდოდა, მაგრამ მუსიკაზე უნდა მევლო, რადგან ის პარტნიორს არ საჭიროებდა, არც ცეკვა ვიცი და არც დაკვრა; მესამე – მოკრძალებული უნდა …
ესპანური ელ-კლასიკო – მადრიდი კატალონიის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართალში
ავტორი: აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი ორი წლის წინ 2.26 მილიონმა კატალონიელმა რეფერენდუმზე კატალონიის დამოუკიდებლობის სასარგებლოდ მისცა ხმა. კატალონიის მთავრობის მონაცემებით, მოსახლეობის 90%-მა ესპანეთისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა კატალონიის კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც ჩატარდა რეფერენდუმი, რამეთუ ის არღვევდა ესპანეთის 1978 წლის კონსტიტუციას, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია „ესპანელი ხალხის განუყოფლობა და ერთიანობა“. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი …
Continue reading “ესპანური ელ-კლასიკო – მადრიდი კატალონიის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართალში”
გეოგრაფები აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და სხვა რეგიონებიდან ბატიაშვილს მიმართავენ
გეოგრაფები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მიმართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ საბუნებისმეტყველო საგნებს საქართველოს განათლების სისტემაში სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა და განსაკუთრებით ზარალდება გეოგრაფია. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილის ტექსტს: „ჩვენ, გეოგრაფები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შეშფოთებულნი ვართ იმ რეფორმებით, რომელიც ბოლო დროს განათლების სისტემაში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ჩვენთან განათლების მესვეურებს რეფორმა, …
პოლიტიკური ნიშნით გაუცემელი წლიური ჯილდო
ავტორი: ავთანდილ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 15 იანვრის „ბათუმელების“ ვებგვერდიდან გახდა ცნობილი, რომ აჭარის არ-ის მთავრობის აპარატში წლიური ფულადი ჯილდო მიიღო 98 თანამშრომელმა. ჯილდო არ გაცემულა მხოლოდ 4 ადამიანზე, რომელთა შორის, უშუალოდ აპარატის უფროსის დავალებით, წმინდა პოლიტიკური ნიშნით მოვხვდი მეც. კიდევ უფრო ამაზრზენია, თუ როგორ ცდილობენ ამ …
ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა სკოლაში – სპეცმასწავლებლის ხედვები
ლალი ჯაფარიძე, ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი, ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი ბავშვები შეიძლება იყვნენ განსხვავებულები მრავალი მიზეზის გამო. ეს განსხვავებული ნიშნები მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სოციალური, კულტურული, რელიგიური და ეკონომიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიძნელეები. განსხვავებულობა ხშირად არის ერთ-ერთი პირდაპირი თუ არაპირდაპირი წინაპირობა იმ სიძნელეებისა, რომლებსაც ბავშვები აწყდებიან სწავლის დროს. ამ სიძნელეების მთავარ განმაპირობებელ მიზეზს წარმოადგენს გარემო, …
Continue reading “ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა სკოლაში – სპეცმასწავლებლის ხედვები”
ყველაზე ძველი პარლამენტი და ყველაზე „ახალგაზრდა“ სასამართლო ბრექსითის შესახებ
ავტორი: აკაკი ბერიძე, ლექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორანტი 200 ხმა 117-ის წინააღმდეგ – კონსერვატიულმა პარტიამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და პარტიის ლიდერს, ტერეზა მეის, ნდობა გამოუცხადა. კენჭისყრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, ტერეზა მეიმ დაიფიცა, რომ ის ბოლომდე მიიყვანს ბრექსითის პროცედურას, “რომელსაც ბრიტანელმა ხალხმა მხარი დაუჭირა”. ტერეზა მეის მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხს წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი რთული მოლაპარაკება, რის შედეგადაც დიდი …
Continue reading “ყველაზე ძველი პარლამენტი და ყველაზე „ახალგაზრდა“ სასამართლო ბრექსითის შესახებ”
ბსუ-ს განმარტება ,,რუსულენოვანი“ ლიტერატურის შეძენასთან დაკავშირებით
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, გაზეთ ,,ბათუმელებში“ დაბეჭდილ სტატიასთან „75 დასახელების ჟურნალ-გაზეთებიდან, რომელთა შეძენას ბსუ 2019 წელში გეგმავს, 54 რუსულია“ დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ბსუ ყოველწლიურად სხვადასხვა გზით შეისყიდის სამეცნიერო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი საერთაშორისო მონაცემთა ბაზების: Elsevier, ScienceDirect; Scopus; Clarivate Analytics; EBSCO; Cambridge Journals Online და ა.შ. პროდუქციას. აღნიშნულ ბაზებში განთავსებული ათასობით …
Continue reading “ბსუ-ს განმარტება ,,რუსულენოვანი“ ლიტერატურის შეძენასთან დაკავშირებით”
პატარა სახელმწიფო დიდი სამართლის მოლოდინში
ავტორი: აკაკი ბერიძე, ლექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორანტი 2008 წლის აგვისტოში, როცა საერთაშორისო სამართლის რეიტინგული ჟურნალები ჩვეულებრივ შვებულებაში იყვნენ და სტატიების გამოქვეყნებაზე დროებითი პროფესიული შესვენება ჰქონდათ აღებული, 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა ეს შვებულებები შეაჩერა და სტატიების გამოქვეყნება დაიწყო ერთი-მეორეზე მიყოლებით. თუ გადავხედავთ იმ დროინდელ პრესას, გარდა ამერიკული და რუსული ჟურნალებისა, აქტიურობდნენ საერთაშორისო სამართლის ისეთი კლასიკური ქვეყნები, …
Continue reading “პატარა სახელმწიფო დიდი სამართლის მოლოდინში”
“ჩონჩხები კარადაში” ანუ გოგოებს შეცდომის უფლება გვაქვს
ავტორი: ირმა დიმიტრაძე რამდენიმე ხნის წინ, მეგობართან ერთად, ძველ ამბებს ვიხსენებდი და არ მახსოვს, რომელმა ჩვენგანმა თქვა პირველად, მაგრამ ვთქვით, რომ „ჩემს კარადაში ყველაზე დიდი ჩონჩხი“ ჩემი ყოფილი ქმარია. ცოტა ხნის წინ, თინეიჯერმა გოგონამ თავი მოიკლა და წერილი დატოვა, სადაც წერდა, რომ არასწორ ადამიანს ენდო, შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომის და შერცხვენის ისე ეშინოდა, სიკვდილს …
Continue reading ““ჩონჩხები კარადაში” ანუ გოგოებს შეცდომის უფლება გვაქვს”
საშობაო ნოქტიურნი
პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი (იოანეს სახარება 1-1) არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა …
ნენეს ახალი წელი
ავტორი: სულხან სალაძე _________________ 1920 წლის 18 მაისს პოლონეთის ქალაქ ვადოვიცეში რომის პაპი იოანე პავლე II დაიბადა. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების თანახმად, იმავე დღეს დაიბადა ჩემი ნენეც (ბებია). ხოლო მომდევნო დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ტექსტის საბოლოო დამუშავება დაასრულა. რა თქმა უნდა, ამბავს, რომლის მოყოლასაც თქვენთვის ვაპირებ, არაფერი აქვს საერთო არც იოანე …
მოპარული 17 მაისი
„ეს ქუჩა დაკავებულია“, „აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის“, „არა სიძულვილის ენას“, – ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოციალური ქსელი ამ სლოგანებით აჭრელდა. მთელს მსოფლიოში 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედაა გამოცხადებული. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2013 წლის მაისში „არა ჰომოფიას!“ გააფთრებული ხალხის მასა, რელიგიური მოტივით დაუპირისპირდა, საქართველოში 17 მაისმა კიდევ ერთი დატვირთვა შეიძინა. საპატრიარქომ ეს დღე „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა და ასე შეეცადა ჰომოფობიის მოწინააღმდეგეთა კვალის წაშლას. მაშ ასე, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ სექსუალურ უმცირესობათა გამოხატვის თავისუფლების დაცვა.