„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატებზე ჯერ ღიად არ საუბრობს. „უახლოეს მომავალში პრეზენტაციას ვგეგმავთ და იქ გავაჟღერებთ ინფორმაციას“, – გვითხრა გიორგი კირთაძემ, პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. ზუსტად როდის გეგმავს პარტია პრეზენტაციას ბათუმში, ჯერ არ ვიცით, თუმცა მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობის შესახებ „ბათუმელებისთვის“ უკვე ცნობილია. მათ შორის არც ერთი არ არის ქალი. ჩვენი ინფორმაციით, პარტიის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის …

ძველი სახლის ახალი ელფერი [ფოტო]

ბათუმში რეაბილიტირებული ისტორიული სახლები დაგარწმუნებთ, რომ მცდარია წარმოდგენა – „ძველ სახლებს არაფერი ეშველება და გამოსავალი მხოლოდ მათი დანგრევაა“. ბევრი უიმედო მესაკუთრეც კი, რომელიც უკვე რეაბილიტირებულ სახლში ცხოვრობს ან ხელოსნებს, რომლებიც მისი სახლის რეაბილიტაციას ეს-ესაა ასრულებენ, დეტალებზე ეკინკლავება და სახლის სილამაზით იწონებს თავს. ახლა მათი უმეტესობა იმაზე დარდობს, რომ „ირგვლივ მაღალსართულიანები წამოასკუპეს“. რეაბილიტირებული სახლების გარშემო, ძველ …

თურქეთში სამუშაო მისაწვევი 150-200 აშშ დოლარის სანაცვლოდ

თურქეთში სამუშაოდ ან სტუმრად მიწვევის შესახებ დოკუმენტის მისაღებად მოქალაქეებს სხვადასხვა ჯგუფი 150-200 დოლარის გადახდის სანაცვლოდ დახმარებას სთავაზობს.  მოქალაქეების თქმით, რომლებსაც ასეთი დახმარება დასჭირდათ, მათ განუმარტეს, რომ  ამ თანხას ნოტარიუსი ითხოვს. საუბარია ოფიციალურ მიწვევაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქემ თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად დამსაქმებლისგან უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საზღვრის გადაკვეთას ვერ მოახერხებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 აგვისტოდან საქართველო-თურქეთის …

„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე იქნება. პროფესიით ეკონომისტი ტიტე აროშიძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრია 2018 წლიდან. მას აქვს როგორც საჯარო სტრუქტურებში, ასევე არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა წლებში ის ბათუმის მერიაშიც მუშაობდა. მინისტრის პოსტზე ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დანიშნა. ქობულეთში „ოცნება“ უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრს, ადამიანის უფლებების კომისიის …

ქობულეთის მერია გმობს ფალავანდიშვილის მიერ „სექსუალური განათლების“ გრაფიტის დაზიანებას

რა რეაგირებას მოახდენს ქობულეთის მერია ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე გურამ ფალავანდიშვილის მიერ გრაფიტის დაზიანებაზე? – ამ კითხვის პასუხად ქობულეთის მერიაში განმარტეს, რომ ფაქტს შეისწავლიან შენობის მესაკუთრესთან ერთად. ამის გარდა, მერიაში განაცხადეს, რომ გმობენ გურამ ფალავანდიშვილის საქციელს – ეგრეთ წოდებული „სექსუალური განათლების“ გრაფიტის დაზიანებას. გურამ ფალავანდიშვილმა ქობულეთში გრაფიტის დაზიანების პროცესი თანმხლებ პირთან ერთად გადაიღო, სადაც მერს პედოფილი …

ქობულეთის მერს ცემით ემუქრება კაცი, რომელმაც „სექსუალური განათლების“ გრაფიტი დააზიანა

“სექსუალური განათლება არ არის მხოლოდ სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული. ეს არის კომპლექსი, რომელშიც შედის ღირებულებები, უფლებები, სამედიცინო საკითხები, უსაფრთხოება, ემოციები”, – გრაფიტი ამ შინაარსის წარწერით ქობულეთში გურამ ფალავანდიშვილმა დააზიანა. გურამ ფალავანდიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც  სხვადასხვა ძალადობრივ აქციებში ხშირად მონაწილეობს. გრაფიტი ამ თემაზე ქობულეთში, ასევე ბათუმში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სექსუალური განათლების შესახებ „ქალთა ფონდისა“ და „GrlzWave“-ის …

შსს: თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ბათუმში ხუთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული და სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინიტროს განმარტებით გამოძიებით დადგინდა, რომ 1992 წელს დაბადებულმა გ.გ-მ, კ.ს- სთან და გ.გ -სთან …

ბათუმში ავტომანქანა ტროტუარზე მიმავალ 4 პირს შეეჯახა

ბათუმში, გორგასლისა და მელიქიშვილის კვეთაზე, ავტოავარიის გამო დაშავდა ოთხი ადამიანი. თვითმხილველის თქმით, დაშავებულები ტრიტუარზე გადააგილდებობდნენ. ორი დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში, ორი კი მედცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ორი მანქანა და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. შემთხვევა გუშინ, 21 აგვისტოს, ღამით მოხდა. თვითმხილველის თქმით, დაშავებულები ტურისტები არიან. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, სისიხლის სამართლის კოდექსის …

20 წელი აქ ვცხოვრობთ და მიწას არ გვირეგისტრირებენ – 6 ოჯახი გონიოდან

გონიოში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე  მცხოვრები 6 ოჯახი საცხოვრებლის დარეგისტრირებას უკვე წლებია ითხოვს. ისინი აქ 20 წელზე მეტია ცხოვრობენ და ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობას შესაბამისი მოთხოვნით ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ყოფილი სამხედრო ბაზის ერთსართულიან შენობაში სულ ცხრა ოჯახი ცხოვრობს. აქედან სამმა, როგორც მეზობლები ამბობენ, ფართობის საკუთრებაში დარეგისტრირება მოახერხა, ექვს ოჯახს კი უარი უთხრეს. „ჩვენ ზურაბ …

ლევან ანთაძე: გაუქმდეს უაზრო კარანტინი და გაიხსნას საზღვრები მწვანე ქვეყნებთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ექიმმა ლევან ანთაძემ დღეს, 21 აგვისტოს, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი მოსაზრებით, საქართველოს მთავრობა პანდემიას წინასაარჩევნო პერიოდში სათავისოდ იყენებს, რაც საბოლოოდ ქვეყნის ბიუჯეტზე და, შესაბამისად, ეკონომიკაზე ცუდად აისახება. ლევან ანთაძე კლინიკა „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონული კლინიკის  ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს წევრია. კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ბათუმში, მარტი-ივლისის პერიოდში, სწორედ ამ კლინიკაში მკურნალობდნენ. ლევან …

ხელვაჩაურში ორ ქუჩას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

ხვალ, 20 აგვისტოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დილის 9 საათიდან, ანგისისა და ინასარიძის ქუჩებზე მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი აირი სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად, ხვალვე, 20:00 საათიდან მიეწოდებათ. კომპანია თხოვნით მიმართავს აბონენტებს, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის მოწყობილობები, ჩართვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ სოკარის ცხელ ხაზზე: 16 114.

გამყრელიძე: ვფიქრობთ, ბათუმის ბულვარში დაიდგას 2 კარავი ნებაყოფლობითი ტესტირებისთვის

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ბათუმის ბულვარში ორი კარვის მოწყობის საკითხს, სადაც მოქალაქეებს კოვიდ 19-ზე  ნებაყოფლობითი ტესტის ჩატარების  შესაძლებლობა ექნებათ. „იმისთვის, რომ გვქონდეს ინფორმაცია ტრიალებს თუ არა ინფექცია აჭარის რეგიონში“. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ პერიოდში მოქალაქეებს მეტი ყურადღება მართებთ, განსაკუთრებით ტურისტულ რეგიონებში, სადაც სეზონი აქტიურია. ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ …

სავალდებულო ტესტირება კაფე-ბარებში დასაქმებულებისთვის აჭარაში – კორონავირუსი

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც ბევრი ტურისტი ჩავიდა, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში, კაფე-ბარებში მომუშავე პირები ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარებიან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადეს. ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ტურისტებთან აღნიშნულ დაწესებულებათა თანამშრომლების ხშირი კონტაქტით ხსნის. “როგორც მოგეხსენებათ, ტურისტულ რეგიონებში მომატებულია ტურისტების რაოდენობას, განსაკუთრებით ეს შეეხება შავიზღვისპირეთს. შესაბამისად, უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიზნობრივ ჯგუფებს …

ჩაბეტონებული ტროტუარები – ახალი „ტენდენცია“ ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

„გაგიგიათ გამოთქმა სხვის სუფრასთან რა გინდოდაო? – ჰოდა, სხვის სუფრასთან რომ არ მოვხვდე, პირდაპირ ქუჩაში მანქანების სავალზე გადავდივარ. აბა, რა ვქნა, ბილიკზე გაივლი, ველოსიპედი გისიგნალებს, ჩაგივლის აგრესიული საყვედურით, სად დადის ეს ხალხიო; აქეთ კაფეა, იქითაც კაფეა, ნაბიჯს გადადგამ მანქანა დგას, არაა საშველი, ახლაც სულ ტყუილად ვლაპარაკობთ, აღარ უნდა მაგას ლაპარაკი, აგერ მერიაა, მაგრამ მაგათაც არ …

კინტრიშის ეროვნული პარკიდან ჭვანის ხეობამდე – ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ახალი სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება დაიწყო. კინტრიშის ეროვნული პარკიდან ჭვანის ხეობაში გარდამავალ ტურისტულ მარშრუტზე, რომელიც ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან და გომის მთასთან დააკავშირებს, მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების მონტაჟი უკვე დაწყებულია. ახალი ტურისტული მიმართულება შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით  3-4-დღიან სალაშქრო ტურისტულ მარშრუტს შექმნის. კინტრიშის ეროვნული პარკი, XII …

9 ვაკანსია ბათუმის მერიაში და 2 აჭარის მთავრობაში

ბათუმის მერიამ ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა, დოკუმენტების წარდგენა უკვე დაწყებულია. მერია ეძებს ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საპროექტო და სამშენებლო ნებართვების განყოფილების უფროსს სრულ განაკვეთზე სამუშაოდ. ამ თანამდებობაზე ხელფასი 2000 ლარია. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის კვალიფიკაცია არქიტექტურის მიმართულებით და მინიმუმ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება. მერიას ამავე განყოფილებაში კიდევ სამი სპეციალისტი სჭირდება, კონკურსი შესაბამის …

აჭარის მთავრობა ბათუმში ნანგრევებს ყიდის და 7 ჰექტარს განათლების ქალაქისთვის ათავისუფლებს

აჭარის მთავრობა ბათუმში, შვიშევსკის ქუჩა N1-ში, სადაც  კომაროვის სკოლა უნდა აშენდეს, ძველი შენობების ნანგრევებს, მისი დემონტაჟისა და გატანის პირობით ყიდის, სანაცვლოდ, მყიდველს შეეძლება დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილი მეორადი მასალა თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს. სამინისტროს ინფორმაციით, ძველი შენობები შვიდ ჰექტარზეა განთავსებული, თუმცა აუქციონის პირობებში დაკონკრეტებული არ არის დაახლოებით რამდენ კვადრატულ მეტრს მოიცავს ეს შენობები. ამ ადგილზე მთავრობა განათლების …

რას ამბობს მინისტრი ტიტე აროშიძე თავისი მოადგილის გადაყენებაზე

ჯამბულ ხოზრევანიძე მეორე მოადგილეა, რომელმაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტი ისე დატოვა, რომ განმარტება არ გაუკეთებია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მამუკა თურმანიძემ, რომელმაც მოადგილის პოსტი უფრო ადრე დატოვა, თავად დაწერა განცხადება, ხოლო ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის მიმართვის საფუძველზე გაათავისუფლა. ჯამბულ ხოზრევანიძემ დღეს თქვა, რომ არ იცის, რატომ გაათავისუფლეს. მანამდე კი „ლელოში“ …

როგორ დაიწყო ქედელმა კაცმა ბიზნესი ფეისბუქით, პანდემიის დროს [ფოტო]

„აჭარაში, ქედის რაიონის სოფელ უჩხითში, არაჩვეულებრივი ბიჭი აღმოვაჩინე – რესან ჟოჟაძე, რომელიც ხისგან აი, ასეთ ნივთებს ამზადებს. ბაბუა დურგალი ჰყოლია და დღემდე მისი დანატოვარი იარაღებით მუშაობს…“ –  ეს პოსტი „ფეისბუქის“ მომხმარებელმა ნინო კვაჭანტირაძემ გამოაქვეყნა და ამ ჭურჭლის ფოტოებიც თან დაურთო. რესანის ნამუშევრები ნინომ  მეგობრებს ურჩია დაინტერესდნენ ამ ნივთებით, რადგან ჭურჭელი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და …

რას ამბობს მინისტრის მოადგილე, რომელიც რიჟვაძემ გადააყენა – ინტერვიუ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობიდან მინისტრის მიმართვის საფუძველზე მოხსნა. მინისტრი ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მისი მოადგილე სამუშაო დროს და სამსახურის რესურსს თავისი პოლიტიკური შეხედულებების აგიტაციისთვის იყენებდა. რას ამბობს გადაყენებული მოადგილე? – ის თანამდებობის დაკარგვიდან მეორე დღესვე „ლელოს“ წევრი გახდა, ჯამბულ ხოზრევანიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო ჯამბულ, რა …

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მრჩეველთა საბჭო დაითხოვა – მის ბრძანებას გაასაჩივრებენ

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, მრჩეველთა საბჭო დაითხოვა. მის მიერ გამოცემული ბრძანება 23 ივლისით თარიღდება, თუმცა მერიის აპარატის უფროსი, ნუკრი დეკანაძე განმარტავს, რომ მერის მრჩეველთა საბჭოს მერის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტისთანავე ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება და არჩილ ჩიქოვანის ხელმოწერილი ბრძანება ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალური იურიდიული დოკუმენტია. „მერს უფლებამოსილება შეუწყდა, მეორე დღიდან ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება ამ საბჭოსაც“, …

2000-ზე მეტი ოჯახი აჭარაში ბინის მიღებას სახელმწიფოს დახმარებით ცდილობს

მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც სამთავრობო კომისიამ შეადგინა ე.წ. ოცნების ქალაქში დაპირებულ ბინას 1607 ოჯახი ელოდება. სამთავრობო კომისიამ მუშაობა დაასრულა და მონაცემების გაფილტვრა დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა შეისწავლის ამ ოჯახებიდან რომელიმეს ხომ არ აქვს ინდივიდუალური საკუთრება, თუ დახმარება რეალურად სჭირდება. კომისიის თავმჯდომარის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით [რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა], ამ პროცესში საერთაშორისო …

ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა – 22 ივლისი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 22 ივლისს, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა. შესაბამისად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID 19-ის ინფექციით 10 პაციენტია მოთავსებული. საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი დღეს  24-ით გაიზარდა. 11 საათის მონაცემებით, სულ 1073- ინფიცირებული დაფიქსირდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 907, გარდაიცვალა 16 …

ცხოვრება უსახურავო სახლში, როცა გარეთ თავსხმა წვიმაა [ვიდეო]

„ახლა მოდით და ნახეთ, როგორ  გვაწვიმს, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს, იქნებ სახურავის შეკეთების უფლება მოგვცენ“, – ეს შეტყობინება გამოგვიგზავნეს რედაქციაში დღეს, 21 ივლისს, ძლიერი წვიმის დროს. ოჯახი, რომელმაც ჩვენ მოგვწერა, ბათუმში, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე ცხოვრობს. სატელეფონო საუბარში გვითხრეს ისიც, რომ სახურავის კაპიტალურად მოწყობა უნდოდათ, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვო სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. ადგილზე მისულებს ერთსართულიანი სახლი და …

უსკოს წევრობის 6 კანდიდატი – ვინ წარადგინა თორნიკე რიჟვაძემ

უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] სამ ახალ წევრს, მათ შორის, თავმჯდომარის მოადგილეს, უფლებამოსილების ვადა გაუვიდა, უმაღლესმა საბჭომ ისინი სამი ახალი წევრით უნდა ჩაანაცვლოს. კანდიდატების სია უმაღლეს საბჭოში უკვე შესულია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თითოეულ ვაკანტურ პოზიციაზე ორ-ორი კანდიდატურა, სულ ექვსი პირი წარადგინა, ეს პირები კონკურსის წესით შეარჩიეს. მათგან  უმაღლესი საბჭო სამ წევს შეარჩევს, რომლებიც კომისიაში შევლენ, შემდეგ …

ვინ შეცვალა ჩიქოვანი მთავრობის აპარატში და სხვა საკადრო გადაადგილებები

2 ივლისს „შპს სტადიონს“ აჭარის მთავრობამ სახელი შეუცვალა და  „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ უწოდა. დღეს კი კომპანიის დირექტორი შეცვალეს – ეს თანამდებობა  ჯაბა სურმანიძემ დატოვა. ის აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნეს, მას შემდეგ, რაც ყოფილი აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი ბათუმის ვიცე-მერი და მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას კი [ ყოფილი შპს …

„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ ანზორ ბოლქვაძე იქნება – ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური 

ანზორ ბოლქვაძეს „ქართული ოცნება“ ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატად ხვალ დაასახელებს. „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა. ანზორ ბოლქვაძე მოქმედი დეპუტატია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ანზორ ბოლქვაძე მეოთხედ გახდება მაჟორიტარი დეპუტატი. შესაბამისად, ჯამში ის 16 წელს დაჰყოფს საკანონმდებლო ორგანოში. თავდაპირველად ანზორ ბოლქვაძე პარლამენტში 2008 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  კვოტით, მაჟორიტარული …

აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები ისევ გაშლილია

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, ხუთი კარავი ისევ გაშლილია. ეს კარვები ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილმა მფლობელებმა, ანანიძეების ოჯახმა და მათმა მხარდამჭერებმა 15  ივლისს, საპროტექტო აქციის შემდეგ გაშალეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, კარვებს მხოლოდ მაშინ დაშლიან, როცა მათი საქმის გამოძიებას პროკურატურა რეალურად დაიწყებს, რასთან დაკავშირებითაც შუამდგომლობის დაპირება მათ აჭარის მთავრობისგან აქციის შემდეგ  მიიღეს. ანანიძეების ოჯახმა ქონების ჩამორთმევის საქმის  …

რესან კონცელიძე „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ბათუმში

ორშაბათს, 20 ივლისს, „ქართული ოცნება“ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმიდან მმართველი პარტიის ერთ-ერთი კანდიდატი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რესან კონცელიძე იქნება. ის არჩევნების მოგებას „ოცნების“ სახელით ბათუმში შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ „ქართულ ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელმა დაუდასტურა. ქობულეთის მაჟორიტარ კანდიდატად კი მმართველი პარტია აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს წარადგენს. ზაალ მიქელაძე …

„შაქარასთვის“ – ახალგაზრდების სოლიდარობის აქცია ბათუმში

„შაქარასთვის“, „არა ძალადობას“, „რაც შეიძლება ნაკლები შაქარა ამ ქვეყანას“, „სამყარო გავხადოთ ნაკლებად ძალადობრივი“ – ამ გზავნილებით დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, ახალგაზრდები შეიკრიბნენ და აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მათ აქციაზე ის მელოდია ჩართეს, რომელიც, მათივე თქმით, გიორგი შაქარაშვილს მოსწონდა. აქციის მონაწილეები სიტყვითაც გამოვიდნენ. მათი თქმით, ისინი დღეს ქვეყანაში თავს დაცულად ვერ გრძნობენ და ამაში …

ვინ არის არჩილ ჩიქოვანი, რომელიც ბათუმის მერის მოვალეობას შეასრულებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი საჯარო სამსახურში 2013 წლიდან გამოჩნდა. მისი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ჩიქოვანი 2013 წლამდე, წინა ხელისუფლების დროს, მაშინდელ სამართალდამცავ უწყებებში ეტაპობრივად დაწინაურდა, „ოცნების“ ხელისუფლებაში კი საჯარო თანამდებობები მიიღო. მას შემდეგ, რაც ლაშა კომახიძემ გადადგომის შესახებ განაცხადა, არჩილ ჩიქოვანი უკვე ბათუმის ვიცე-მერია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ერთ წელზე მეტ ხანს …

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადადგა

დღე, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა. ამის შესახებ მერიასთან მყოფ ჟურნალისტებს მერიის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. გადადგა ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც. ლაშა კომახიძე თანამდებობიდან ისე წავიდა, არც ამომრჩევლისთვის და არც მედიისთვის არაფერი აუხსნია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მას თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს, რის სანაცვლოდაც ის „ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვედრას ითხოვდა. ლაშა კომახიძეს უარი უთხრეს როგორც …

არჩილ ჩიქოვანს დღეს ვიცე-მერად ნიშნავენ, ბათუმის მერის მოვალეობას ის შეასრულებს

შვებულებაში მყოფი ბათუმის მერი დღეს, 12 საათზე, მერიაში მივა და თანამშრომლებს შეხვდება. ამის შესახებ მერიის თანამშრომლებმა გვითხრეს. სამთავრობო პირების ინფორმაციით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღეს ოფიციალურად გადადგება. შესაძლოა, ის არც დღეს შეხვდეს ჟურნალისტებს. ლაშა კომახიძე მერის რანგში დღეს, 16 ივლისს, ბოლო ორ ბრძანებას მოაწერს ხელს: რამდენიმე ინფორმირებული პირის თქმით, ის თანამდებობიდან გაათავისუფლებს ვიცე-მერს, ჯაბა ტუღუშს …

ბათუმში აქცია იშლება, კარვები რჩება

დღეს, 15 ივლისს, ბათუმში მთავრობის სახლის წინ ორი აქცია გაიმართა ერთდროულად. ერთი აქციის მონაწილეები თურქეთში დასაქმებული ქალები იყვნენ, რომლებიც საზღვრის გახსნას ან ყოველთვიურ კომპენსაციას ითხოვენ. მეორე აქციის ორგანიზატორი კი ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელები, ანანიძეების ოჯახის წევრებია, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ 2008 წელს იძულებით დაათმობინეს ქონება და დაბრუნებას ვერ ახერხებენ. სწორედ მათ გაშალეს კარვები მთავრობის …

ულტიმატუმი თორნიკე რიჟვაძეს – ბათუმში მთავრობის სახლის წინ კარვებს შლიან

დღეს, 15 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვებს შლიან. დღეს ბათუმში ორი აქცია მიმდინარეობს ერთდროულად, ერთსა და იმავე ადგილას, მთავრობის სახლთან. ერთი აქციის მონაწილეები თურქეთში დასაქმებული ქალები არიან, რომლებიც საზღვრის გახსნას ან ყოველთვიურ კომპენსაციას ითხოვენ, მეორე აქციის ორგანიზატორი კი ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელები, ანანიძეების ოჯახის წევრებია, რომლებიც აცხადებენ, რომ …

აჭარის მთავრობა ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, შენობას და მიწის ნაკვეთს ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვასთან ახლოს,  მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ ორსართულიან შენობას სასტუმროს ან საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობის პირობით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 820 000 ლარია. ამ ნაკვეთისა და შენობის პრივატიზებასთან დაკავშირებით ქობულეთის მერიის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი წერილის შინაარსის მიხედვით ამ  შენობაში დაინტერესებულ პირს სარესტორნო კომპლექსის მოწყობა სურს და …

Exit mobile version