მთავარი,სიახლეები

ბათუმში ავარიის დროს დაშავებულთაგან ერთი დაიღუპა

15.05.2020 • 2716
ბათუმში ავარიის დროს დაშავებულთაგან ერთი დაიღუპა

ბათუმში ავარიის  შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.

ავარია  ბათუმის ახალ ბულვართან 14 მაისს მოხდა, ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: