მთავარი,სიახლეები

არაუმეტეს 6 მომხმარებელი მაგიდასთან – გაიდლაინი რესტორნებს

18.05.2020 • 1922
არაუმეტეს 6 მომხმარებელი მაგიდასთან – გაიდლაინი რესტორნებს

„მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 მომხმარებელი, გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური [ერთჯერადი] მენიუ, მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა“ –  საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ კვების დაწესებულებებში ქცევის წესებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

ასოციაციის განმარტებით, გაიდლაინის მიზანია, გამოკვეთოს დამატებითი ზომები, რაც უზრუნველყოფს კვების ჯაჭვის მთლიანობის შენარჩუნებას და მომხმარებლისთვის უვნებელი სურსათის მიწოდებას.

გაიდლაინი აერთიანებს მთავარ საკითხებს შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებიდან.

გაიდლაინის მიხედვით, შესაბამის დაწესებულებებს ურჩევენ:

[checklist]

  • უზრუნველყავით მაგიდის წინასწარი დაჯავშნა;
  • უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;
  • უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
  • დაიცავით თანამშრომლების მითითებები;
  • მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
  • მომხმარებელთა შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა ნაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
  • მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებელი; გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  • ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად;
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას დროებითი დისტანციის ბარიერი;
  • გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;
  • გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში, მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;
  • განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ”.

[/checklist]

 

გადაბეჭდვის წესი