ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში სამშაბათიდან, 9 მარტიდან, შედარებით გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
რაც შეეხება ორშაბათს, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მარტის 21 საათიდან 8 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტესად წვიმა, მთაში თოვა და ზვავსაშიშროება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 7-12 გრადუსი სითბო;
- მთაში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 5-10 გრადუსი ყინვა.
ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ=ში; წვიმა, ხილვადობა 2-4კმ. ტალღის სიმაღლე ღამით 15-20 დმ.(4 ბალი. ) დღისით: 7-12დმ (2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.
9 და 10 მარტს აჭარის სანაპირო ზოლში, ასევე მთიან რაიონებში, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.