მთავარი,სიახლეები

საქართველოში კოვიდისგან გარდაიცვალა 9 პაციენტი, დადასტურდა 344 ახალი შემთხვევა

13.03.2021
საქართველოში კოვიდისგან გარდაიცვალა 9 პაციენტი, დადასტურდა 344 ახალი შემთხვევა

13 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 9 პაციენტი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 32090 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21945, PCR ტესტით – 10145

  • საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ არის – 274721
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 268004 , ბოლო 24 საათში – 240
  • მათ შორის გარდაცვლილი სულ – 3643
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,07%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო 7 დღის – 1,55%
  • კარანტინის რეჟიმშია – 241
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1316
  • კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 131

13 მარტს, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა.

კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში ჩამოიტანეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: