ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის
1. ძირითადი რეკომენდაციები:
ა) მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ სივრცეში ფართობის ყოველ 5მ2-ზე 1 მომხმარებლის დაშვება;
ბ) ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, რათა გააკონტროლოთ როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა, ასევე ვიზიტორთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში აღრიცხეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
გ) მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალსა და ვიზიტორებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ უსაფრთხოების დაცვის წესები);
დ) შენობის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
ე) არ დაუშვათ პერსონალი და ვიზიტორები დახურულ შენობაში ნიღბის გარეშე (ან თავად უზრუნველყავით მათი აღჭურვა);
ვ) განათავსეთ დეზინფექციისათვის საჭირო არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი შესასვლელში, ხოლო დამატებით, სამუშაო ადგილზე – პერსონალისთვის, თითოეული თამაშისთვის განკუთვნილი სივრცის შესასვლელში;
ზ) გამოიყენეთ სანიტარიული შესვენებები;
თ) უზრუნველყავით პერსონალისა და ვიზიტორებისთვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები;
ი) მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენების, შემდგომ კი შენახვა/მოცილების თაობაზე;
კ) ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია (არა ნაკლებ 2მ);
ლ) სამუშაო ადგილებზე განათავსეთ ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და იქვე თვალსაჩინოდ მიუთითეთ მათი სწორად მოხმარების წესები;
მ) გამოყავით პირები, რომლებიც ყოველ 2 სთ-ში მოახდენენ ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარის სახელურებს, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ბანკომატების, ლიფტის ღილაკების, სათამაშო ავტომატების, რულეტების, სკამების, სალარო აპარატების ზედაპირების) წმენდასა და დეზინფექციას შესაბამისი კონცენტრაციის ხსნარით;
ნ) ვიზიტორთან პირდაპირი კონტაქტის აცილების მიზნით, მიმღები/სალარო აღჭურვეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერით;
ო) უზრუნველყავით სადეზინფექციო გელის დისპენსერების დაყენება კაზინოსთვის განკუთვნილი სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის სამაგიდო თამაშებისთვის განკუთვნილი სივრცის შესასვლელებთან, თითოეულ სათამაშო ავტომატთან;
პ) ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
ჟ) მაქსიმალურად შეამცირეთ ნაღდი ანგარიშწორება.
2. სათამაშო მაგიდების განთავსების წესები:
ა) დარბაზებში უზრუნველყავით მაგიდებისა და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა.ა) მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა. თუკი სათამაშო მაგიდები სტაციონარულადაა დამონტაჟებული, სოციალური დისტანციის დასაცავად ვიზიტორების განთავსება უზრუნველყავით ერთი მაგიდის გამოტოვებით;
ა.ბ) ერთ მაგიდასთან განთავსებულ ვიზიტორებს შორის უზრუნველყავით არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
ა.გ) მაგიდასთან განთავსებული ვიზიტორების რაოდენობა განისაზღვრება სამაგიდო თამაშის ტიპის მიხედვით:
ა.გ.ა) ბლექჯექის მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 3 ვიზიტორისა;
ა.გ.ბ) კამათლებით სათამაშო მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 ვიზიტორისა;
ა.გ.გ) რულეტის სათამაშო მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 4 ვიზიტორისა;
ა.გ.დ) პოკერის სათამაშო მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 4 ვიზიტორისა.
აიკრძალოს სათამაშო მაგიდებთან ან მოთამაშეების უკან ვიზიტორთა დგომა
ბ) დასაქმებულები, რომლებიც წარმართავენ სამაგიდო თამაშებს: დილერები, კრუპიეები, პიტ-ბოსები თამაშის მსვლელობისას აღჭურვეთ ნიღბებითა და ხელთათმანებით. იმ შემთხვევაში, თუ შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ხელთათმანების გამოყენება, აუცილებელია ხელების მომეტებული სიხშირით დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
გ) ყოველი თამაშის შემდგომ გამოცვალეთ ბანქოს დასტები და ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა (დაბანა წყლით და საპნით, ან დამუშავება სანიტაიზერით).
3. მოთხოვნები სათამაშო ავტომატებისათვის განკუთვნილი სივრცეებისათვის:
ა) დარბაზში უზრუნველყავით სათამაშო ავტომატების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა.ა) სათამაშო ავტომატებს შორის უსაფრთხო 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა;
ა.ბ) თუკი სათამაშო ავტომატები განლაგებულია ერთმანეთის გვერდიგვერდ, უზრუნველყავით მომხმარებლების განთავსება ერთი სათამაშო ავტომატის გამოტოვებით (განათავსეთ სკამები ერთი სათამაშო ავტომატის გამოტოვებით, გამორთეთ ის სათამაშო ავტომატები, რომელთანაც მომხმარებელს მისვლა არ შეეძლება), ან დაამონტაჟეთ დროებითი დამცავი ბარიერი;
ა.გ) ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის, განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
ა.დ) აიკრძალოს სათამაშო ავტომატებთან მოთამაშეების უკან ვიზიტორების დგომა სათანადო დისტანციის დაცვის გარეშე.
- მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:
ა) სასადილო დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა.ა) მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ თითოეულ სივრცეში ფართობის ყოველ 4მ2 -ზე 1 მომხმარებლის დაშვება, მაგრამ – არაუმეტეს 60 მომხმარებლისა; მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
ა.ბ) ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
ა.გ) სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;
ა.დ) ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.
ბ) დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
გ) გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
დ) უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
ე) სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
ვ) ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.
- ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პროცედურები:
ა) სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში:
ა.ა) ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;
ა.ბ) გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;
ა.გ) გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;
ა.დ) გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;
ა.ე) დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;
ბ) წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;
გ) ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის. დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;
დ) ლუდის ბარებში ჭიქები და ბოკალები ირეცხება არანაკლებ 45-50⁰C ტემპერატურის ცხელი წყლითა და სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
ე) სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.
- მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:
ა) გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;
ბ) ნახმარი ხელსახოცების შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში.
მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ:
ა) უზრუნველყავით უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
ბ) არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;
გ) სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;
დ) სველ წერტილებში გამორიცხეთ ფანჯრების გაღება, რათა უზრუნველყოთ ჰაერის ნაკადის სწორი მიმართვა;
ე) გადართეთ ვენტილაცია არანაკლებ 100% გარედან შემოსული ჰაერის ცირკულაციაზე;
ვ) უზრუნველყავით ცენტრალური კონდიცირების სისტემის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით);
ზ) დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მათ გამართულ მუშაობაზე.
უსაფრთხოების ზომები დალაგების დროს:
ა) დაასუფთავეთ ჯერ შედარებით სუფთა, შემდეგ უფრო დაბინძურებული არეები;
ბ) განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავებას, და ხშირად დაბინძურებადი სივრცეების სანიტარიული კვანძი ზედაპირების დასუფთავებასა და აუცილებელი წესით დეზინფექციას;
გ) დალაგებისა და დეზინფექციის ყოველი პროცედურის დასრულების შემდგომ გააკეთეთ შესაბამის აღნიშვნა სპეციალურ სააღრიცხვო ფორმაში;
დ) ნებისმიერი ზედაპირი, რომელიც დაბინძურდა რესპირატორული სეკრეტით ან სხვა ბიოლოგიური სითხეებით, მაგ: ტუალეტი, ხელსაბანი ნიჟარა და აბაზანა – გაწმინდეთ რეგულარული საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც მოიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის 0.1%-ს;
ე) ზედაპირები ქლორით დამუშავებიდან 10 წუთის შემდგომ მოირეცხოს სუფთა წყლით;
ვ) მომსახურე პერსონალს ჩაუტარეთ დამატებითი ტრენინგი – მაღალი კონცენტრაციის საშუალებების გამოყენების და შენახვის წესებზე;
ზ) რაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) დასუფთავება-დალაგების პროცედურები ჩაატარეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების მე-6 დანართით (ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID-19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციები).
აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.
დამლაგებლის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:
ა) დამლაგებელი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
ა.ა) ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი;
ა.ბ) სპეც-ფორმა და ზემოდან ერთჯერადი ხალათი, სრული სახელოებით;
ა.გ) სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);
ა.დ) თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი);
ა.ე) დახურული ფეხსაცმელი;
ა.ვ) დახურული სპეცფეხსაცმელი.
10. პერსონალის ვალდებულებები:
ა) დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
ბ) სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;
გ) სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას;
დ) ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
ე) გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
ვ) მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.
11. ვიზიტორთა ვალდებულებები:
დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან.
შესაძლო ინფიცირებულის კონტაქტების დადგენის მიზნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფით, აღრიცხეთ ვიზიტორები.