მოლები და ბაზრობები 8 მარტიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 8 მარტის შემდეგ მოლები, ბაზრები და ყველა ტიპის ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. შაბათ-კვირას იმუშავებს ასევე ყველა ტიპის არასასურსათო მაღაზიაც. ამასთან, ძალაში რჩება კომენდანტის საათი – გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. ამავე თემაზე: რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

რესტორნები შიდა სივრცეში სტუმრების მიღებას ბათუმში 1-ლი მარტიდან შეძლებენ

ბათუმში რესტორნები სტუმრების მიღებას შიდა სივრცეში პირველი მარტიდან შეძლებენ, თუმცა შაბათ-კვირის გარდა, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი – 8 მარტიდან. ამასთან, ძალაში რჩება კომენდანტის საათი – გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამავე თემაზე: რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

ავტომანქანის ძველი ნომრის ახლით შეცვლა დღეიდან შეგიძლიათ დისტანციურად მოითხოვოთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან, 24 თებერვლიდან, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით იმ შემთხვევაში, თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის …

აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 24 თებერვალი

24 თებერვლის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა ასევე 15 პაციენტი. ვირუსისგან დღემდე აჭარაში  გამოჯანმრთელებულია სულ 35 474 პაციენტი. ბათუმში ამჟამად კრიტიკულია (მართვით სუნთქვაზეა) 5 პაციენტის მდგომარეობა. კლინიკაში მკურნალობს 120 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 74, ონლაინკლინიკაში – 96. — ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა. …

გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოვლინდა 443 ახალი შემთხვევა – 24 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 461. 24 თებერვლის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში ჩატარებულია 19051 კვლევა ტესტით , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11825, PCR ტესტით – 7226. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,33%, ბოლო 7 დღის – 2,36%. კარანტინშია 307 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1600, კლინიკურ …

რეგიონების მიხედვით კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას NCDC-ი არ ასაჯაროებს

საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების ყველა შემთხვევას საქართველოში სპეციალურად შექმნილი კლინიცისტთა ჯგუფი დეტალურად განიხილავს, შედეგები კი მოგვიანებით გამოქვეყნდება. რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში კორონავირუსით პანდემიის დაწყებიდან დღემდე  რეგიონების მიხედვით, მონაცემებს NCDC-ი ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. NCDC-ის ინფორმაციით, „Covid19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან დაკავშირებული ის ინფორმაცია, რომელიც ცხადდება ყოველდღიურად, წარმოადგენს ოპერატიულ, …

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ამჯერად 94 700 განაცხადი დარეგისტრირდა

23 თებერვლის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 94 70 განაცხადია დარეგისტრირებული 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად. 2021 წლის იანვრის თვის მონაცემების წარდგენა 22 თებერვალს დასრულდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის [იანვრის] განაცხადებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს …

განახლდება თუ არა მარტიდან გეგმიური ოპერაციები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით

განახლდება თუ არა პირველი მარტიდან გეგმიური ოპერაციების ჩატარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. „ამ საკითხზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეპიდსიტუაცია გვექნება ქვეყანაში. იქნება საკითხის განხილვა და კონკრეტული პასუხი თებერვლის ბოლოს გვექნება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში. 22 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში …

ბლექსის ადგილზე ახალი სკოლის პროექტს სამინისტრო კონკურსით შეისყიდის

ბათუმში, კოლეჯ „ბლექსის“ ადგილზე ახალი სკოლის ასაშენებლად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციას აჭარის განათლების სამინისტრო კონკურსის წესით შეისყიდის, თუმცა, როდის გამოცხადდება კონკურსი, კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. მანამდე, ჩატარდება ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, განაშენიანების კვლევა და ტექნიკური დავალების შედგენა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ახალი შენობის მშენებლობას [სავარაუდო მოცულობის განსაზღვრას]. ამ სამუშაოებისთვის კი, სამინისტრო მაქსიმუმ 6 000 ლარს გადაიხდის. ანალოგიურ და …

აჭარაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 20 თებერვალი

20 თებერვლის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 30 პაციენტი; დღემდე გამოჯანმრთელებულია სულ 35 384 პაციენტი; კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა. აჭარაში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 5 პაციენტი. ამ დროისთვის ბათუმში კლინიკაში მკურნალობს – 143 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 90, ონლაინ კლინიკაში – 107. …

კოვიდით 19 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 396 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 19 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში გამოვლინდა 396 ახალი შემთხვევა. 20 თებერვლის მდგომარეობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  18 015 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 021 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 994 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო …

კოვიდპაციენტებისთვის სამინისტრო მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-19 ინტენსიური მართვის პროცესში პაციენტების სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციისა და შემდგომი დამუშავების მიზნით, პაციენტების მონიტორინგის ცენტრალური სისტემ(ებ)ის შესყიდვას გეგმავს. სისტემამ უნდა მიიღოს განგრძობადი ინფორმაცია და მონაცემები ცალკეულ საწოლებთან დაკავშირებული მონიტორებიდან; უნდა გააჩნდეს მაქსიმუმ 66 მონიტორთან დაკავშირების უნარი, რაც ასევე უზრუნველყოფს პერსონალის მიერ ერთდროულად რეალურ დროში 32 პაციენტის მონაცემების ნახვას და …

მოქალაქე 40, ბიზნესი კი 1000 ლარით დაჯარიმდება პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე

დღეიდან, 19 თებერვლიდან, პანდემიის/ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის ფიზიკური პირი 40 ლარით დაჯარიმდება, ხოლო, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის განმეორებით დაშვებისთვის, დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე – 1 000 ლარით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი 18 თებერვალს მოაწერა. …

ფერმები ზღვაში – გონიოში, კვარიათში, ჩაქვსა და ქობულეთში აკვაკულტურისთვის ზონები გამოიყოფა

საქართველოში 2021 წლის 1-ლი მარტიდან სრულად ამოქმედდება კანონი აკვაკულტურის შესახებ. პარალელურად, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონები; ასეთი ზონის მართვის გეგმა, ნებართვის გაცემის წესი, სანებართვო პირობები და სხვა დოკუმენტები. საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურისთვის უკვე შერჩეულია 5 საზღვაო ზონა. ესენია: გონიო-კვარიათი, ჩაქვი, ქობულეთი, ფოთი და ანაკლია [განმუხური]. ამ ზონებში აკვაკულტურის ლიცენზია/ნებართვა გაიცემა 20 წლამდე …

მერისში ოქროს მხოლოდ მიწისქვეშა წესით მოიპოვებენ – რა ზეგავლენა ექნება გარემოზე, უცნობია

„მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ექვემდებარება თუ არა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა იმსჯელოს. სამინისტროს შესაბამისი განცხადებით წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 12 თებერვალს მიმართა. სააგენტოს განცხადების მიხედვით, მერისის მადნიანი ველი, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ზღვის დონიდან 700-1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ობიექტი ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ასევე კულტურული …

„4 წლის გადასახადი ერთად მომივიდა“ – ვის ეხება მიწის გადასახადი და რამდენია ჯარიმა 

მიწის მესაკუთრე კანონით ვალდებულია ყოველი წლის პირველ ნოემბრამდე წარადგინოს დეკლარაცია შემოსავლების სამსახურში და გადაიხადოს მიწაზე ქონების გადასახადი. მიწის გადასახადის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში კი, პირს ყოველთვიურად დაერიცხება საურავი – გადასახდელი თანხის 1,5%-ის ოდენობით. ფიზიკურ პირს შეუძლია არ წარადგინოს დეკლარაცია, თუ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობს და არ ეკუთვნის გადასახადის გადახდა; ან საგადასახადოს მიერ უკვე დარიცხულია მასზე …

აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 18 თებერვალი

18 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა – 26 პაციენტი. დღემდე აჭარაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა სულ 35 311 პაციენტი. კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 5 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს 154 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 109, ონლაინ კლინიკაში – 111.

ბანკის სესხს ნახევარმილიონზე მეტი ადამიანი ვერ იხდის – „დაყადაღებული საქართველო“

საქართველოში ნახევარმილიონზე მეტი მოქალაქე ვალს დროულად ვერ იხდის. ქვეყანაში დღეს 545 029 ფიზიკურ პირს ბანკის, მიკროსაფინანსო თუ სხვა ორგანიზაციის ვადაგადაცილებული სესხი აქვს. სესხის ჯამური მოცულობა 2,4 მილიარდს აჭარბებს [ექვივალენტი ლარში]. გარდა ამისა, 9 669 პირი არის თანამსესხებელი, ხოლო 90 487 პირი – გარანტორი. „დაკანონებული ყაჩაღობა“ – ასე აფასებენ სახელმწიფოს პოლიტიკას საფინანსო სექტორში ის მოქალაქეები, რომლებიც …

ბათუმის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემა განახლდა – რაში ხარჯავს გაერთიანება 15 მილიონს

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ აღსაზრდელებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გაცემა განაახლა. გასულ წელს, როცა პანდემიის გამო ბაღები დაიხურა, პროდუქტებს ბავშვებს ყოველთვიურად ურიგებდნენ. მიმდინარე წლის იანვარში კი, გაერთიანებამ პროდუქტი არ დაარიგა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არ გაიცა პროდუქტი მაშინ, როცა ბათუმის ბიუჯეტი დეკემბერში დამტკიცებული იყო, ბაღების გაერთიანება კი ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება. „საქართველოს მთავრობის დადგენილებით 3 იანვრიდან 18 იანვრამდე გამოცხადდა …

ბათუმში ქალს მოტოციკლი დაეჯახა

დღეს, 14 თებერვალს, ბათუმში, ქვეით ქალს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. მოტოციკლის მძღოლი კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წაიყვანა. გუშინ, 13 თებერვალს, ბათუმში ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა: შარშან 122 ადამიანი დაიღუპა ავარიაში რკინიგზის გადასასვლელზე

ბათუმში კაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ე.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი – 1974 წელს …

15 თებერვალს აჭარის მთავრობის სახლთან მასშტაბური აქცია იგეგმება

ხვალ, 15 თებერვალს, აჭარის  მთავრობის სახლთან ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფი აპირებს აქციაზე მისვლას და თავიანთი პრობლემების მოგვარების მოთხოვნას.  აქციის ინიციატორის, თამაზ ბაკურიძის თქმით, „აქციაზე მისვლას აპირებენ ის მოქალაქეები, ვინც აჭარაში ავტობანის თუ ჰესების  მშენებლობის გამო დაზარალდნენ. ასევე იპოთეკით დაზარალებულები, ვისაც სესხი ჰქონდა და პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ, თვითდასაქმებულები, რომლებმაც მხოლოდ ერთჯერადი 300 ლარი …

ოცნების ქალაქში ხანძარია

ბათუმში, ე.წ. ოცნების დასახლებაში ხანძარია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ამ დროისთვის [18:25 სთ.] ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები.    

ბათუმის მერია გზას აკეთებს იქ, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს – დაიხარჯება 18 მილიონი

ბათუმის მერია ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე [აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში] გზებს იმ ადგილებში გააკეთებს, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. ჯამში 15 კილომეტრი გზის გასაკეთებლად კი ქალაქის ბიუჯეტიდან 18 138 578 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები წელს უნდა დაიწყოს და 2022 წელს დასრულდეს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გზები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის …

სკოლაში დაბრუნების პროცედურები კოვიდის გადატანის შემდეგ – ახალი რეკომენდაციები

მოსწავლის, მასწავლებლის ან/და თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში სკოლაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ახალი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ 11 თებერვალს დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების მიხედვით, მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, „სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იმავე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე“. იმ პირებთან, ვისაც კოვიდი დაუდასტურდება, მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების თვითიზოლაციის/კარანტინის …

ბათუმში ქვეითზე ავტომანქანის დაჯახების 2 ფაქტზე გამოძიება დაწყებულია

ბათუმში 13 თებერვალს ქვეითებზე ავტომანქანის დაჯახების 2 შემთხვევას ჰქონდა ადგილი. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ბათუმში მომხდარ ორივე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. — 2020 წელს საქართველოში 450 ადამიანი …

ბათუმში დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  14 თებერვლის 21 საათიდან 15 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა; მთებში ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო მთაში ღამით 0-5 გრადუსი …

რის აღრიცხვას ითხოვენ ყოველთვიურად დამსაქმებლებისგან – ახალი ვალდებულება ბიზნესს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა სამუშაო დროის აღრიცხვის წესი და შესაბამისი ფორმა დაამტკიცა. ბრძანების მიხედვით, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა არის დასაქმებულთა სამუშაო დროის [ნამუშევარი საათების] აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს  წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხულ მონაცემებს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი საათების შესახებ. სამუშაო დროის აღრიცხვა, ახალი წესის შესაბამისად, სავალდებულოა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი დამსაქმებლისთვის [იქნება ეს ფიზიკური …

კორონავირუსით კიდევ 9 პირი გარდაიცვალა, დადასტურდა 357 ახალი შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 9 პირი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 652 პაციენტი, ხოლო ვირუსი დაუდასტურდა 357 პირს. stopcov.ge-ს 14 თებერვლის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯამში არის 265 557; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 258 093, ხოლო პანდემიის მთელ პერიოდში საქართველოში კორონავირუსისგან სულ 3 352 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 345 კვლევა ტესტით, …

აჭარაში კოვიდის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 14 თებერვალი

14 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში რეგიონში გამოჯანმრთელდა – 58 პაციენტი, დღემდე კი გამოჯანმრთელებულია – 35 201 პაციენტი; კლინიკა დატოვა სამმა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება [მართვით სუნთქვიაზეა] – 4 პაციენტი. ამ დროისთვის ბათუმის კლინიკაში მკურნალობს 169 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 98, ონლაინ კლინიკაში …

ოცნების ქალაქში მშენებარე ბინებში გაზისა და წყლის სისტემები ოქტომბრამდე უნდა მოეწყოს

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 592 098 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 4 მარტს დაიწყება და 9 მარტს დასრულდება. ბინებში ქსელის მოწყობის სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე …

ქობულეთში 1 მილიონად გაყიდულ მიწას სამინისტრო ხელახლა 5 მილიონად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, 5.4 მილიონად ყიდის პლაჟის გასწვრივ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ჯერ 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ბოლო აუქციონზე კი, 75%-იანი ფასდაკლებით, 1 146 250 ლარად გაყიდა. მყიდველი შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანი“ იყო, რომელიც პირველი აუქციონის გამოცხადებამდე თვე-ნახევრით ადრე დაარეგისტრირეს პარტნიორებმა. ამ კომპანიის მეწილე რუსული კომპანიაა. სამინისტროში ბათუმელებს უთხრეს, რომ „ჯორჯიან …

ხულოს თეატრის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2021 წლის 9 თებერვალს გამოსცა. შენობა დაბა ხულოში, რუსთაველის N11-ში მდებარეობს და ის, დოკუმენტების მიხედვით, 1930-იან წლებშია აგებული. სააგენტოს დირექტორის ამავე ბრძანებით ძეგლის სტატუსი სხვადასხვა რეგიონში მდებარე კიდევ 8 ობიექტს მიენიჭა. აჭარის კულტურის სამინისტროს …

დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით

2020 წლის პირველი მაისის შემდგომ საქართველოში შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებას 60-დღიანი დეკლარირების ვადა აქვს, რა ვადაშიც იმპორტიორმა ის უნდა განაბაჟოს, ან მოახდინოს რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მფლობელი დაჯარიმდება. შემოსავლების სამსახურის განცხადებით: იმპორტიორმა ამ ვადაში ავტომობილის ან უნდა განბაჟოს, ან დასაწყობოს საბაჟო საწყობში, ან კიდევ განახორციელოს რეექსპორტი [სატრანსპორტო საშუალების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მისი საქართველოდან გაყვანის მიზნით, რისთვისაც …

ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორად ლევან ლაზარიაშვილი დანიშნეს

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“  დღეიდან ლევან ლაზარიაშვილი უხელმძღვანელებს. ლევან ლაზარიაშვილი 2020 წლის არჩევნებზე უსკოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლევან ლაზარიაშვილი შპს „ჯორჯიან ინვესტ გრუპში“ 33% წილს ფლობდა, თუმცა ამ კომპანიის წილები მან უკვე გადასცა ნიკა შამილაძეს. მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის მოვალეობას ბიძინა ბიბილეიშვილი ასრულებდა. ბათუმის მერის …

ბათუმში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი 2 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი – 1985 წელს დაბადებული გ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ო.კ. ბათუმში დააკავეს. დაკავებულები დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2007 წლიდან იძებნებოდნენ. „ბათუმის …

Exit mobile version