საბაგიროსთან, სანაპიროზე ორსართულიან რესტორანს აშენებენ – მერია თანახმაა

ბათუმში, საბაგიროს შენობის უკან, ზღვის სანაპიროზე რესტორანს ააშენებენ. ორსართულიანი შენობის პროექტი მერიამ შეითანხმა და 6 აგვისტოს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ბრძანებაც გამოსცა. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა 2026 წლის 20 აგვისტომდეა. ტერიტორია კი მერიას 15-წლიანი იჯარით აქვს გასხვისებული. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით: „პროექტი ითვალისწინებს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ბათუმის საბაგიროს მიმდებარედ, კაფე-რესტორნის 2-სართულიან შენობა-ნაგებობას, საპარკინგე სივრცეს 26 ავტომობილზე …

გაზიფიცირება გაზის გარეშე – რომელ სოფლებს დაქსელავენ ამჯერად აჭარაში

სახელმწიფო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამჯერად აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ფასისა და ვადების დასადგენად კი ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. აღნიშნული 11 სოფლიდან ერთი ქობულეთის სოფელი ჭახათია, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაზი ქობულეთის ზოგიერთ სოფელში ორმაგი ოცნების საგანია – ჯერ მილების შეყვანაზე ოცნებობენ, შემდეგ კი – გაზის ჩართვაზე. მაგალითად, სოფლების …

დღეს ბახმაროში დოღია | ფოტო

გურიაში, კურორტ ბახმაროში, 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციული დოღი იმართება. დოღში მხედრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობენ. დოღი რამდენიმე კატეგორიაში ტარდება: ერთ, ორ, სამ და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. დოღის პარალელურად ბახმაროში ტარდება ასევე სხვადასხვა სანახაობითი და სპორტული ღონისძიებაც. ტრადიციულად, დოღი იმართება მაღალმთიან აჭარაშიც – ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე. ქართულ ცხენოსნურ თამაშობებს, მათ შორის დოღს, 2018 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  

6,7 მილიონი ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციისთვის

ბათუმში აკვარიუმის შენობის სარეაბილიტაციოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 6,7 მილიონი ლარი გამოიყო. შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, ლითონის ღობეს, აკვარიუმსა და ეზოში მდებარე აუზებს დაშლიან და ხელახლა გააკეთებენ; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და უკვე წლებია სავალალო მდგომარეობაშია. რუსთაველის ქუჩის №51-ში …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აგვისტოს 21 საათიდან 19 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში, დღისით ზოგან დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი: 17–22 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 30 – 35 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 …

ბათუმის არაერთ უბანში დღეს საღამოს წყლის მიწოდება შეწყდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, „სოკარის“ ბენზინგასამართის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებული ურდულის შეცვლაა აუცილებელი, რის გამოც საჭიროა ჩაქვის რეზერვუარის დაცლა, რაც გამოიწვევს ქალაქისთვის წყლის მიწოდების დროებით შეწყვეტას. კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ხანგრძლივობა მოიცავს 17 აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან 18 აგვისტოს დღის 14:00 საათამდე პერიოდს. ამ პერიოდში კი, წყლის მიწოდება შეიზღუდება შემდეგ …

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 14 აგვისტოს გასცა. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ოცამდე საკითხი, რაზეც ინფორმაცია და დოკუმენტები გარემოს სააგენტოს „ამბასადორმა“ დამატებით უნდა წარუდგინოს.

ბათუმის მერია ნაგავსაყარს ღობავს – ქალაქმა ამისთვის 326 ათასი ლარი გამოყო

ბათუმის მერიამ ადლიის დასახლებაში ნაგავსაყარის შემოღობვა გადაწყვიტა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 326 ათას 687 ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2024 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 4 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შესრულდეს. პროექტის მიხედვით, ნაგავსაყარი 2,2 კილომეტრი სიგრძის …

ახალი 100-ლარიანები თურნავას ხელმოწერით, კუპიურაზე ამოიღეს „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“

დღეიდან, 14 აგვისტოდან, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით მიმოქცევაში გაეშვა 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები. ახალი ბანკნოტები იმავე დიზაინისაა, როგორიცაა 2020 წელს გამოშვებული და მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები, თუმცა, ბანკის ინფორმაციით, მასზე შეცვლილია გამოშვების წელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა და საერთოდ ამოღებულია წარწერა: „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“. ეროვნულ ბანკს ამ დროისთვის პრეზიდენტი არ ჰყავს. …

კუნძულთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ ბრძანება სააგენტოს უფროსმა დღეს, 2024 წლის 14 აგვისტოს გამოსცა. „შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოს წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და თანდართული დოკუმენტაციის, დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, ანგარიშში წარმოდგენილი ტექნოლოგიური …

ავარია ბათუმში – დაზიანდა 3 ავტომობილი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 14 აგვისტოს, ბათუმში, ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების კვეთაში. ავარიის შედეგად 3 მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. შემთხვევა ზებრა გადასასვლეზე მოხდა, ერთი ავტომანქანა ტროტუარზე ავრდა და სამშენებლო ღობეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მყოფი სამართალდამცავების თქმით, არავინ დაშავებულა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევის გამო გამოძახება არ დაფიქსირებულა.

ბენზეს ხიდს გააფართოებენ – სამუშაო წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს

ბათუმის შემოსასვლელში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებულ ბენზეს ხიდს გააფართოებენ. სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქის მერიის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 210 ათასი ლარია. ბენზეს ხიდის რეკონსტრუქციაში 2 წლის წინ ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა თუმცა საცობის პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც, ხიდის სავალი ნაწილი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს, რის გამოც ხიდს „ძაბრიხიდიც“ კი დაარქვეს. ბათუმის მერიის …

კუნძული თუ ნავთობტერმინალი, ვის დარჩება ზღვა – სააგენტომ ორივე პროექტის განხილვა შეაჩერა 

ბათუმთან ახლოს ზღვაში დაგეგმილი ორი მსხვილი პროექტის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებს. საქმე ეხება ზღვაში უნაპირო ნავმისადგომს და ხელოვნურ კუნძულს, რომელთა საპროექტო ტერიტორიები ერთმანეთის გვერდითაა. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ „ტერმინალი1“-ს, რომელიც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს, ნავთობტერმინალის საქმიანობის გაფართოებაზე მთავრობა, სავარაუდოდ, უარს ეტყვის. გარემოს ეროვნულ სააგენტოს კი, ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან …

ბათუმის აეროპორტში ალმათი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 12 აგვისტოს, ალმათი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ ჯდება. „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირმა განუცხადა, რომ მიზეზი მეტეოროლოგიური პირობებია. ბათუმში ძლიერი წვიმაა. თვითმფრინავს ზღვის თავზე წრეს აკეთებს და ამ წუთებში [20:50 სთ] აეროპორტში დაჯდომას ცდილობს. ინფორმაცია განახლდება. განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 21:00 საათზე დაჯდა. მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ ჯდება

დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ორი მცდელობის მიუხედავად ვერ დაჯდა. თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაფრენას ამ წუთებშიც [9:50 სთ.] ცდილობს. „ბათუმელებს“ აეროპორტში არ უპასუხეს. ინფორმაცია განახლდება. განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მესამე მცდელობაზე, დაახლოებით 10:00 საათზე დაჯდა. მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

არჩევნების წინ ბიუჯეტი ბათუმის მერიამაც შეცვალა – უფასო სასადილოს დაფინანსება შემცირდა

წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ბათუმის საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ცვლილებები შეიტანა ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში. საარჩევნო კოდექსი ბიუჯეტში ცვლილებას არჩევნების დღემდე 2 თვით ადრე კრძალავს, იმ მოტივით, რომ მთავრობამ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენოს ამომრჩევლის გულის მოსაგებად. ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები საკრებულომ 9 აგვისტოს სხდომაზე დაამტკიცა. სხდომაზე განსახილველ საკითხებში, რომელიც საკრებულომ ადრე დააანონსა, ბიუჯეტის ცვლილებების …

210 ათასი ლარი ბენზეს ხიდის გაფართოებისთვის – საცობში გაჭედილი ბათუმის შემოსასვლელი

ბათუმის შემოსასვლელში მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის რეკონსტრუქციაში, რაშიც 2 წლის წინ ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ამჯერად დამატებით 210 ათასი ლარი დაიხარჯება, ოღონდ ქალაქის ბიუჯეტიდან. ხიდს სავარაუდოდ გააფართოებენ. თამარის დასახლებაში აღნიშნული ხიდის რეკონსტრუქციამ საცობის პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც, არაერთი პირი ამბობს, რომ ხიდის სავალი ნაწილი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს, რის გამოც ხიდს „ძაბრიხიდიც“ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აგვისტოს 21 საათიდან 10 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 13 – 18 …

„შუამთობაზე“ 310 პოლიციელი იყო მობილიზებული – მათ კვებაზე 4 247 ლარი დაიხარჯა

„შუამთობის“ დღესასწაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 310 პოლიციელი ჰყავდა მობილიზებული. შუამთობა ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ ბეშუმში, 2024 წლის 4 აგვისტოს გაიმართა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბეშუმში პოლიციელთა მობილიზებით შეიქმნა „გადაუდებელი აუცილებლობა დეპარტამენტის თანამშრომლების საკვებით, წყლით და გაზიანი გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყოფაზე“, რისთვისაც დაიხარჯა 4 247 ლარი. „შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის პატაკის საფუძველზე დაგვევალა აღნიშნულ …

ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის საჯარო განხილვა ბათუმსა და ჭარნალში გაიმართება

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის[თურქეთის საზღვარი] საავტომობილო ახალი გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ანგარიშის განხილვა ბათუმსა და ჭარნალშია დაგეგმილი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით, გზშ-ს ანგარიშის განხილვა გაიმართება: 2024 წლის 11 სექტემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში [ლუკა ასათიანის ქ. N25] 2024 წლის 12 სექტემბერს, 11:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის კულტურის სახლის შენობაში საჯარო …

კუნძულის ქაოსური მშენებლობა სახიფათოა და უნდა შეჩერდეს – „ტერმინალი 1“-ის მიმართვა მთავრობას

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას შპს „ტერმინალი 1“ აპროტესტებს და აცხადებს, რომ მშენებლობა საფრთხეს უქმნის ნავიგაციას და „შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით [რომლის შედეგებიც შეიძლება იყოს კატასტროფული], დაუყოვნებლივ მიმართავს ყველა შესაბამის ორგანოს ქაოსური მშენებლობის შესაჩერებლად შპს „ტერმინალ1“-ის ტერიტორიის მიმართულებით.“ „ტერმინალი1“ ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ ნავთობტერმინალს ამუშავებს, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კი, ამ ტერმინალის მოპირდაპირე მხარეს ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. …

რა ვერ გაკეთდება აჭარაში ევროპის ფინანსური დახმარების დაკარგვით

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ძირითადად უცხო ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდება. ეს დახმარება არის როგორც შეღავათიანი სესხი, ასევე საჩუქარი – გრანტი. რომ არა უცხოური მილიონები, მაგალითად ბათუმში, დღესაც არ იქნებოდა გამართული წყალმომარაგება, ცენტრალური და თანამედროვე საკანალიზაციო თუ სანიაღვრე სისტემა, არ იქნებოდა ბათუმის [ჯერ დაუმთავრებელი] და ქობულეთის შემოვლითი გზები. შეღავათიანი სესხით უნდა …

პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოჰაბის გახსნისთვის ბიუჯეტში 33 მილიონი ლარი უნდა გამოინახოს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გასახსნელად ბიუჯეტში 32 980 777 ლარი უნდა გამოინახოს. ეს თანხა შენობაში არსებული აგრეგატების რემონტსა და ჰაბის გახსნისთვის საჭირო ღონისძიებებს მოხმარდება. ცალკე 1,5 მილიონი ლარი იხარჯება შენობის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად. საქართველოს მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს განკარგულებით, „ქუთაისში მდებარე ყოფილი საპარლამენტო კომპლექსის მხოლოდ ცენტრალურ შენობაში განთავსებული აგრეგატებისთვის …

ქობულეთში 50-წლამდე კაცი მოკლეს

დღეს, 4 აგვისტოს, მკვლელობა მოხდა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე. მოკლულია 50 წლამდე კაცი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა. ჩვენივე ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.  

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 აგვისტოს 21 საათიდან 5 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 28 – 33 გრადუსი ღამით: 19 – 24 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 14 – 19 …

რა ვითარებაა ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც „რამდენიმე კვირაში“ უნდა გახსნან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზა „რამდენიმე კვირაში“ გაიხსნება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი, ვისი დაკვეთითაც ეს გზა შენდება, ვერ დაგვიკონკრეტეს ამ „რამდენიმე კვირის“ ბოლო დაახლოებით რომელ თვეში დადგება. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების კონკრეტული თარიღი ადრე ვერც ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაასახელა. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ამის შემდეგ …

1 მილიონი ლარი პარკის კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია-პროექტისთვის

ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადების რეაბილიტაციისთვის და ბულვარში, საზაფხულო თეატრის სარეაბილიტაციო პროექტის შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. შესაბამისი ტენდერები სახელმწიფო შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. ცენტრალური პარკის კოლონადები და საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. 502 456 ლარით არის გამოცხადებული ტენდერი ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე. ტენდერში წინადადებების მიღება 2024 …

„ამბასადორი“ კუნძულისთვის 500 000 კუბ.მ ინერტულ მასალას ხალაში ულიცენზიოდ მოიპოვებს – მთავრობა

საქართველოს მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. კომპანიამ ბათუმში ხელოვნური ნახევარკუნძულები და კუნძული უნდა ააშენოს. მთავრობამ შესაბამისი განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, 2024 წლის პირველ აგვისტოს გამოსცა. ამ განკარგულებით „ამბასადორს“ უფლება აქვს 1 წლის განმავლობაში 500 ათასი კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული [ხალას ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები] ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ …

ბათუმი-სარფის ავტობანი 112 კერძო მიწაზე გაივლის და სარფის პლაჟს არ შეეხება – პროექტის გზშ მზადაა

„ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტი შეეხება 112 კერძო მიწის ნაკვეთს, 17 კომერციულ შენობას, 9 საცხოვრებელ სახლს და ერთ 9-ბინიან კორპუსს“, ახალ „გზას სარფის პლაჟთან შეხება არ აქვს“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ გზშ-ს ანგარიშში. ანგარიში დეპარტამენტმა სააგენტოს 2024 წლის 25 ივლისს წარუდგინა. შესაბამისად, ბათუმი-სარფის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოზე ზემოქმედების …

ბათუმი ახალ 25 საქალაქო ავტობუსში 16 მილიონ ლარს გადაიხდის

ბათუმისთვის ახალი M3 კატეგორიის საქალაქო ავტობუსების შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ერთი ავტობუსის შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 648 ათას 402 ლარია, ანუ 25 ავტობუსის შესყიდვის მაქსიმალური თანხაა 16 210 050 ლარი. პირობა საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გეგმური ფლობის კომპონენტებსაც ითვალისწინებს. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულისგან ავტობუსებს ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ შეისყიდის. ავტობუსები უნდა იყოს: ერთი და …

საქართველოს მთავრობა რუსულ გაზს ყიდულობს, მაგრამ ხელშეკრულებებს ასაიდუმლოებს

საქართველოში რუსეთიდან გაზის იმპორტი ბოლო წლებში გაიზარდა. სახელმწიფო ყიდულობს რუსულ გაზს და აწვდის მიმწოდებელ კომპანიებს, ისინი კი – მომხმარებლებს. მაგალითად, „სოკარის“ მომხმარებელი არა მთლიანად აზერბაიჯანულ, არამედ ნაწილობრივ რუსულ გაზს მოიხმარს. „ბათუმელების” მიერ მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რუსულ გაზს თავად „სოკარიც” ყიდულობს. სემეკი რუსული გაზის იმპორტის ზრდას ქვეყანაში მოხმარების ზრდით ხსნის.  სემეკის მონაცემებით, გაზის იმპორტი რუსეთიდან …

ლაო ჯინ ჯაოს სახლის რეაბილიტაციისთვის 961 ათასი ლარია გამოყოფილი

ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ლაო ჯინ ჯაოს საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 910 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა. ტენდერს თან ახლავს პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც შენობაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები უნდა ჩატარდეს. პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად ორსართულიან შენობას, დამონტაჟდება …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივლისის 21 საათიდან 29 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის და დილის საათებში ელჭექის ხასიათის წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 19 – 24 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: …

ბათუმში კანალიზაციის სატუმბო სადგურებში ტუმბოები დაზიანდა

ქალაქის მერიის შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, საკანალიზაციო მასების სატუმბო სადგურებში ტუმბოები დაზიანდა, მათი დაუყოვნებლივ შეკეთებისთვის კი 232 ათას 475 ლარია საჭირო. ტუმბოებს კომპანია გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე შეაკეთებს, რისთვისაც შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა. „სატუმბო სადგურებში სრული ფუნქციონირებისათვის საჭირო 8 ტუმბოს ნაცვლად ფუნქციონირებს 4 ტუმბო, რომლებიც არასაკმარისია ქალაქში წარმოშობილი საკანალიზაციო მასების სრულყოფილად გადასატუმბად… არსებული არასაკმარისი …

რატომ ვერ იწყებს ბათუმის მერია 99 ლიფტის შეცვლას – დავა 8 მილიონისთვის

ბათუმის მერიის სამმართველოს ჯერ 59, ამჯერად კი 99 ლიფტის შესაცვლელად გამოცხადებულ ტენდერში უჩივიან. საჩივრებისა და დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო 59 ლიფტის შეცვლაზე ტენდერები [5 მილიონი ლარით] გასული წლის სექტემბრიდან დღემდე ვერ შედგა – ეს ტენდერები სამმართველომ შეწყვიტა. მოგვიანებით მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 59 ლიფტს 40 დაამატა და უკვე 99 ლიფტის შეცვლაზე …

ღორჯომში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების პროექტი გაძვირდა – ტენდერი 1,4 მილიონი ლარით

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობაში, საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის, კერძოდ: ღია და პატარა მანეჟის, ტრიბუნისა და თავლის, დამხმარე შენობისა და ადმინისტრაციული ცენტრის, ასევე კომუნალური სისტემის მშენებლობისთვის ამჯერად 1,4 მილიონი ლარია გამოყოფილი. ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ პირველად ტენდერი ღორჯომის ხეობაში თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2023 წლის თებერვალში გამოაცხადეს …

Exit mobile version