ავარია აეროპორტის გზატკეცილზე – 2 დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

დღეს, 23 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის [15:25 სთ] აეროპორტის გზატკეცილი ცალმხრივადაა გადაკეტილი [აეროპორტიდან ბავშვთა საავადმყოფოს მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია]. შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

16 მილიონი ლარი წყალმომარაგებისთვის მწვანე კონცხზე, სადაც კანალიზაცია არ არის

მწვანე კონცხსა და მახინჯაურში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებისთვის ახალი ქსელი მოეწყობა. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ 16 მილიონი ლარით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა, ამ დასახლებებში არ არის საკანალიზაციო [წყალარინების] ქსელი. მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებში, ასევე ბათუმს შემოერთებული ჩაქვის ტერიტორიის ნაწილში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] მეხუთე …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივლისის 21 საათიდან 22 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 28 – 33 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: …

ბათუმის მერი 56-მილიონიან ობიექტს არ იბარებს

ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მოწყობილ ზღვისგან დამცავ ნაგებობას, რომლის მშენებლობაც 2022 წელს დასრულდა, ბათუმის მერი დღემდე არ იბარებს. ნაგებობის მოწყობასა და მიმდებარე სანაპირო ზოლის აღდგენაში ქვეყნის ბიუჯეტიდან 56,9 მილიონი ლარი დაიხარჯა. რატომ არ აწერს ხელს ბათუმის მერი მიღება-ჩაბარების აქტს? – ამ კითხვაზე „ბათუმელები“ ქალაქის მერიიდან პასუხს ჯერ ზეპირად, შემდეგ კი წერილობით ელოდებოდა, თუმცა 3 …

ბათუმის მერიის მოხელე ბულვარში კაფეს აშენებს და სკვერი დააბეტონა – პროექტი მერმა შეითანხმა

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე სკვერში, გამწვანებულ ადგილს დააბეტონებენ. ამფითეატრთან 277 კვადრატული მეტრი ტერიტორია ბულვარის ადმინისტრაციამ იჯარით 10 წლის ვადით გაასხვისა. აქ კვების ობიექტის განთავსება აუქციონის პირობაში ბულვარს ჰქონდა ჩადებული. სკვერში მოიჯარე კომპანია კაფეს ააშენებს. პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა უკვე შეითანხმა. მოიჯარე შპს „შავი ზღვის დელფინია“, რომლის მესაკუთრე და დირექტორია მარადი სანიკიძე. ის მერიის შპს …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივლისის 21 საათიდან 20 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 27 …

ქობულეთში „ჩელე არენას“ საფეხბურთო მოედანზე ხელოვნურ საფარს დააგებენ – ტენდერი 2 მილიონი ლარით

ქობულეთის საფეხბურთო სტადიონის ცენტრალურ და სავარჯიშო მოედნებზე ხელოვნურ საფარს დააგებენ. სამუშაოების ფარგლებში გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც ჩატარდება, თუმცა ეს არ იქნება სტადიონის რეკონსტრუქცია. სამუშაოებისთვის 2,1 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აჭარის მთავრობას ქობულეთის სტადიონის რეკონსტრუქციის/ახლის მშენებლობის გადაწყვეტილება არ მიუღია. არადა აჭარის პროექტების მართვის კომპანია გასულ წელს ახალი, 7-8 ათას მაყურებელზე გათვლილი უეფას მე-2 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მოსაწყობად საჭირო …

100 ახალ მიკროავტობუსში ბათუმი 15,9 მილიონ ლარს გადაიხდის

100 ახალ მიკროავტობუსში ბათუმი 15,9 მილიონ ლარს გადაიხდის – ავტობუსების შემოტანა დაწყებულია „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 მიკროავტობუსს ჯამში 15 944 800 ლარად იყიდის. ხელშეკრულება შპს „ჯი-თი მოტორსთან“ არის გაფორმებული და მიკროავტობუსების ბათუმში შემოტანაც ეტაპობრივად დაწყებულია. მიკროავტობუსების ღირებულებასაც ეტაპობრივად გადაუხდიან კერძო კომპანიას. დოკუმენტების მიხედვით: მიკროავტობუსების [კატეგორია: M2; ბრენდი: FORD; მოდელი: Transit 460E; გამოშვების წელი: 2024] მწარმოებელია FORD, …

ხულო-გოდერძის გზაზე დღეს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ხულო-გოდერძის გზაზე დღეს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის მე-100 კილომეტრზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, 2024 წლის 15 ივლისის 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება. „შეზღუდვის პერიოდში ავტომობილების გატარება მოხდება ეტაპობრივად“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი. ხულო-გოდერძის გზაზე ასფალტის საფარს აგებენ. ამავე თემაზე ვრცლად: „დასრულდება ავტობანის …

„ვოქსის“ გვერდით 30-სართულიან კორპუსს რუსეთ-საქართველოს მოქალაქე აშენებს

ბათუმში, „ვოქსის“ შენობის მიმდებარედ, ანგისის ქუჩის 4 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე, კიდევ ერთი ცათამბჯენი უნდა ააშენონ. 30-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას აქ შპს „ემ ბილდინგ ბათუმი“ გეგმავს, რომლის მესაკუთრე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა. საპროექტო ტერიტორიისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა ბათუმის საკრებულომ 12 ივლისს დაამტკიცა. განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ-ს] პროექტის მიხედვით, კომპლექსის შენობა 30 სართულიანი იქნება, რომლის „სივრცითი გადაწყვეტის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივლისის 21 საათიდან 15 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 27 – …

დამატებით 1,2 მლნ ყინულის არენისთვის ბათუმში – პროექტი ბიუჯეტს 94 მილიონი ლარი უჯდება

ბათუმში ყინულის არენის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაში „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ 1 260 330 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. ზედამხედველის ტენდერის გარეშე შერჩევას სამთავრობო კომპანია „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით ხსნის. ყინულის არენის მშენებლობა აჭარის მთავრობამ მეორედ დაიწყო და ამჯერადაც „ფორსმაჟორში“. პირველ შემთხვევაში მშენებლობის დაწყების მიზეზი ბათუმში 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იყო, ამჯერად კი, მიზეზი …

ზღვაში ხრეშის შესატანად წელს 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებისთვის წელს 1,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოაცხადა. ზღვის სანაპიროზე შესატანად ხრეშს ამჯერადაც მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ. ვინაიდან შტორმის დროს ზღვა ბათუმის სანაპიროს ანგრევს, ხრეშის ხელოვნურად შეტანაც პერიოდულად აუცილებელია. გასულ წელს ზღვაში 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში შეიტანეს, მიმდინარე …

რატომ გამოაცხადეს მეორე 80-მილიონიანი ტენდერი აჭარაში და კიდევ 3 რეგიონში გზების მოვლაზე

აჭარაში, ასევე გურიის, სამეგრელოს და ზემო სვანეთის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე საქართველოს გზების დეპარტამენტმა წელს მეორე ტენდერი გამოაცხადა. სახელშეკრულებო თანხა ამ შემთხვევაშიც 80 მილიონი ლარია. ანალოგიური ტენდერი დეპარტამენტს 3 თვის წინაც ჰქონდა გამოცხადებული, სადაც გამარჯვებულად კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გამოავლინა და მასთან ხელშეკრულება 80 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული – …

რა ხდება ხულო-გოდერძის გზაზე – პროექტი, რომელიც 4 წლის წინ უნდა დასრულებულიყო 

ხულო-გოდერძის გზაზე ასფალტს აგებს კომპანია, რომელმაც 80 მილიონიანი ტენდერი მოიგო. ეს თანხა 2027 წლის ჩათვლით უნდა მოხმარებოდა გზების შეკეთებას, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. გზების დეპარტამენტმა კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეცვალა და 80 მილიონი მთლიანად 2024 წელში გადმოიტანა. შესაბამისად, ამ რეგიონებში 2025-27 წლებში საგზაო სამუშაოები ამ ტენდერი ფარგლებში აღარ ჩატარდება. კომპანიას 16 მილიონი ლარი ავანსად უკვე …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივლისის 21 საათიდან 6 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 …

ბანაობისთვის აკრძალული ადგილები აჭარის სანაპიროზე

აჭარაში, ზღვის სანაპირო ზოლში არის გარკვეული ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ასევე არის ადგილები, სადაც ბანაობა არ არის რეკომენდებული. ბათუმში ბანაობისთვის აკრძალულ ადგილებს წელს ბარცხანის სანაპიროც დაემატა, სადაც ხელოვნურ კუნძულს აშენებენ. მშენებლობის გამო კი აქ პლაჟი უკვე აღარც არსებობს. მშენებლობის მიუხედავად ბარცხანის სანაპიროზე მაინც ბანაობენ. „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ელოდება ინფორმაციას, …

ბათუმში 32 გრადუსამდე დაცხება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ივლისის 21 საათიდან 4 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 12 – …

„გონიოს ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით“ – რა მოუვიდა დაპირებას, რაზეც დღეს მთავრობა დუმს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განვითარებაზე მორიგი გეგმა დააანონსა, თუმცა არჩევნების შემდეგ ამ ადგილის „განვითარება“ არავის გახსენებია. ბათუმი-სარფის გზას, ზღვასა და მდინარე ჭოროხს შორის მოქცეული ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, რომელიც დღეს გამოუყენებელია, 276 ჰექტარია და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. „ჩემი დავალებით მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი თორნიკე, ეკონომიკის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ივნისის 21 საათიდან პირველი ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 25 – 30 გრადუსი  ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი  ღამით: 10 …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივნისის 21 საათიდან 29 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 25 – 30 გრადუსი  ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი  ღამით: 10 …

ბახმაროში „ორბს“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ვადა გაუგრძელეს – მთავრობის განკარგულება

„ორბი ჯგუფი ბახმაროს“, რომელსაც 2024 წლის მაისამდე ბახმაროში სასტუმრო უნდა აემოქმედებინა, საქართველოს მთავრობამ ეს ვალდებულება 2028 წლის ივნისამდე გადაუვადა. „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ მთავრობის შესაბამის განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2024 წლის 17 ივნისს მოაწერა. მთავრობის ახალი განკარგულებით ცვლილება შევიდა 2019 წლის განკარგულებაში, რომლითაც „ორბს“ სახელმწიფომ ბახმაროში ჯამში 4 ჰექტარზე …

ქობულეთში სანაპიროს აღდგენა სეზონზე შეჩერდება – სამუშაოებში 1,9 მილიონი იხარჯება

ქობულეთის პლაჟის გასწვრივ გრძელდება შტორმის შედეგად დანგრეული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოები, რაშიც 2 მილიონამდე ლარი იხარჯება. როგორც ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, სამუშაოები სეზონზე შეჩერდება და სექტემბრიდან განახლდება: „სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია და ძირითადი სამუშაოები [დაზიანებული ინფრასტრუქტურის, სკამების, დამცავი კედლის, პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების მოწყობა] 5 ივლისამდე დასრულდება. საბანაო სეზონი ოფიციალურად ქობულეთში 13 ივლისს გაიხსნება. სანაპირო ზოლში …

აჭარის სოფლებში წყლის სისტემისთვის აღებული სესხი ვერ აითვისეს – 98 000 ევრო ზედმეტადაა გადახდილი 

სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, 2023 წლის ბოლოს აჭარის ბიუჯეტის მიერ აღებული სესხებიდან ათვისებული იყო 80,1 მილიონი ლარი, რაც ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ 37.3 პროცენტია. სესხის აუთვისებლობის გამო დარიცხულმა პროცენტმა კი ჯამში 98 ათასი ევრო შეადგინა. „საკრედიტო რესურსი ვერ იქნა ათვისებული აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამისათვის გამოყოფილი სესხის ფარგლებში. საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველწლიურად სესხის აუთვისებელ ნაწილზე …

აჭარის მთავრობამ 40 მილიონი ლარი ვერ დახარჯა ბიუჯეტიდან

„გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, რაც ართულებს და რიგ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას“, „მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა“, „ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 40 მილიონი ლარი, საიდანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წილი 21,7 მილიონი ლარია“ – წერს აუდიტი აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის წლიურ ანგარიშზე. სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, აჭარის 2023 წლის ბიუჯეტიდან გადასახდელების მთლიანი …

ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ

საქართველოს ნაკრების თამაშს ევროპის ჩემპიონატზე ხვალ, 26 ივნისს, ბათუმში, ღია სივრცეში დამონტაჟებულ მონიტორთან, სხვებთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ. ბათუმის მერიის ცნობით, ლედმონიტორები ბათუმის სტადიონთან [„აჭარაბეთ არენა“] და ანბანის კოშკთანაა მოწყობილი. 26 ივნისს, საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის ყველა სხვა მატჩის ნახვას აქვე შეძლებთ. ლედმონიტორები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა …

საჯარო მოხელეთა ხელფასებში 69 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში 2023 წელს 69 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 13,2 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე 2022 წელს. სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა [სსიპ] და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში [ააიპ] დასაქმებულთა ხელფასებში 2023 წელს: უშუალოდ შრომის ანაზღაურების მუხლით დაიხარჯა 52 235 700 ლარი, რაც 9 921 300 ლარით აღემატება …

კაზინოებიდან 8,5 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში – I კვარტალი

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში პირველ კვარტალში სათამაშო ბიზნესიდან 16,6 მილიონი ლარი შევიდა. აქედან 8,5 მილიონი ლარი უშუალოდ კლუბისა და კაზინოს [სამორინეს] მაგიდიდან. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ბათუმში [2024 წლის 24 ივნისის მდგომარეობით] 15 კაზინო მუშაობს. აქედან 2 კაზინოზე ნებართვა 2024 წლის აპრილშია გაცემული, ერთზე კი – ამავე წლის თებერვალში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის …

ბათუმში 2 საბავშვო ბაღის ასაშენებლად 10 მილიონი ლარია გამოყოფილი

ბათუმში, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე ორი საბავშვო ბაღის აშენებაა დაგეგმილი. ერთი ბაღი ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ, ხოლო მეორე – ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა N33„დ“-ს მიმდებარედ უნდა ააშენონ. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბაღების ასაშენებლად ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული – 10 763 601 ლარით. ტენდერს თან ახლავს პროექტები, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღები უნდა ააშენონ. …

გონიოში 2 კორპუსს და 38 სახლს „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი აშენებს

ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში შემაღლებულ ფერდობზე, საიდანაც ზღვისა და ქალაქის ხედები იშლება შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. პროექტის მიხედვით კომპლექსი ორ თხუთმეტსართულიან მრავალბინიან კორპუსს და 38 ინდივიდუალურ სახლს აერთიანებს და ის 2,5 ჰექტარ ფართობზე [25 773 კვ/მ] ტერასულად უნდა განლაგდეს. პროექტის განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] მოცემული ინფორმაციით ამ პროექტიდან ბიზნესმენმა 18 მილიონი ლარი …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივნისის 21 საათიდან 24 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 28 – 33 გრადუსი  ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი  ღამით: 13 – …

ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ

საქართველოს ნაკრების თამაშს ევროპის ჩემპიონატზე დღეს, 22 ივნისს, ბათუმში, ღია სივრცეში დამონტაჟებულ მონიტორთან, სხვებთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ. ბათუმის მერიის ცნობით, ლედმონიტორები ბათუმის სტადიონთან [„აჭარაბეთ არენა“] და ანბანის კოშკთანაა მოწყობილი. დღეს, 22 ივნისს, საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის ყველა სხვა მატჩის ნახვას აქვე შეძლებთ. ლედმონიტორები და შესაბამისი …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივნისის 21 საათიდან 22 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 25 – 30 გრადუსი  ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: …

ფეხსაცმელებით ნარკოტიკების შემოტანის მცდელობა სარფის საზღვარზე

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული საშუალებების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. „კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, ბარგის დათვალიერების შედეგად, სპორტულ ფეხსაცმელებში, მალულად განთავსებული [ფეხსაცმელების ლანჩის ქვეშ], პოლიეთილენის შეფუთვებში დაფასოებული 238 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება [კრისტალური ფხვნილის სახით მეტადონის მარილი] აღმოაჩინეს. ასევე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აღიკვეთა  დიდი ოდენობით (საერთო წონა 500 გრამი) …

გააფართოებენ თუ არა ხიდს ბათუმის შემოსასვლელში – რეაბილიტირებული „ძაბრიხიდი“

ხიდი ბათუმის შემოსასვლელში, რომლის რეაბილიტაციაში ორი წლის წინ 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ტრანსპორტის თავისუფლად გატარებას ისევ ვერ უზრუნველყოფს, რაც საცობს წარმოქმნის. 6 თვის წინ ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ „ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები“ ხიდის გაფართოების მიზნით, თუმცა ამ დრომდე არაფერია შეცვლილი. მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდი რეაბილიტაციის დროს დაავიწროვეს კიდეც, რის გამოც …

ხელოვნური კუნძული ბათუმში – რას პასუხობს კომპანია გზშ-ს ხარვეზებზე სააგენტოს

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ზღვაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულ სააგენტოში დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინა. პროექტის გზშ [გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში] 2024 წლის აპრილში კომპანიას სააგენტოში დაუხარვეზეს და 2 თვის ვადა მისცეს ხარვეზების გამოსასწორებლად. სააგენტო „ამბასადორს“ ასევე წერდა, რომ კომპანიას წარმოედგინა დეტალური ინფორმაცია იმ საკითხებსა თუ შენიშვნებზე, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით აქვს საზოგადოებას თუ სპეციალისტებს. …

Exit mobile version