ხულო-გოდერძის გზაზე დღეს ტრანსპორტის მოძრაობა 8 საათით შეიზღუდება

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ახალციხისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთში, 2024 წლის 19 ივნისის 23:00 საათიდან 20 ივნისის 07:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე [პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი] მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება. განახლება: დეპარტამენტის 20 ივნისის განცხადებით ხულო-ზარზმის გზის დარჩენილ 26 კილომეტრიან მონაკვეთზე …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ივნისის 21 საათიდან 19 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 25 – 30 გრადუსი  ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი  ღამით: 13 …

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები ღამის 12 საათამდე იმოძრავებენ

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეიდან, 17 ივნისიდან, მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე იმოძრავებს. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, გრაფიკის ცვლილება [სამუშაო დროის გაზრდა] ზაფხულის სეზონს უკავშირდება. ბათუმისთვის დამატებით 100 ახალი მიკროავტობუსი და 25 ავტობუსიც უნდა შეისყიდონ. ვრცლად ამ თემაზე: ბათუმისთვის 25 ავტობუსისა და 100 მიკროავტობუსის შესაძენად მთავრობამ კომისია შექმნა

ბათუმში, მანთაშევზე, ლიანდაგის ქვეშ მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს

ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე, ე.წ. მანთაშევის შლაგბაუმთან ქალაქის მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს. „საჭიროა გზაგამტარი გვირაბის მოწყობა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შავშეთის ქუჩაზე გადატვირთული მოძრაობის განტვირთვა, რაც შესაძლებელია გვირაბის მშენებლობით. საპროექტო გვირაბმა უნდა უზრუნველყოს შავშეთის, წერეთლის და მაიაკოვსკის ქუჩებისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების უწყვეტ რეჟიმში შეუფერხებლად გადაადგილება და პირიქით, რითაც საგრძნობლად განიტვირთება, როგორც შავშეთის ქუჩა, ასევე წერეთლის, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ივნისის 21 საათიდან 17 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 23– 28 გრადუსი სითბო ღამით: …

8 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარის უმაღლესი საბჭოს შესანახად 2025 წელს 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი 8 087 154  ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე, 2024 წლის ბიუჯეტთან შედარებით 567 854 ლარით არის გაზრდილი. აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის წელს აჭარის ბიუჯეტში 7 519 300 ლარია გათვალისწინებული. უცვლელი რჩება უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობა …

შეიქმნა გურიის ეროვნული პარკი

„გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევა. გურიის ეროვნული პარკი იქმნება ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი ჯამში 15 310 ჰექტარია. „ამ კანონის ძირითადი მიზნებია: უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის შექმნა; მოაწესრიგოს გურიის ეროვნული პარკის მართვისა და დაცვის, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების გამოყენების სამართლებრივი …

ხულო-ზარზმის გზა, რომელიც არ მთავრდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამუშაოები 2024 წელს „ძირითადად“ დასრულდება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ „წლის ბოლოსთვის უკვე სრულად იქნება დასრულებული ეს გზა“. „ბათუმელების“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ხულო-ზარზმის გზაზე სამუშაოები 2024 წელს ბოლომდე ვერ დასრულდება. არადა,  სამუშაოები აქ 2018 წელს დაიწყო და ამ გზის სრული რეკონსტრუქციაც 2020 წელს უნდა …

პლაჟზე სატუმბო სადგურს დაანგრევენ და ახალს ააშენებენ – დაიხარჯება ნახევარი მილიონი ლარი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ბულვარში მდებარე ზღვის წყლის საქაჩი ძველი სატუმბო სადგურის დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გეგმავს.  ეს სადგური, რომელიც ბათუმის კონცხზე „ალი და ნინოს“ მიმდებარე პლაჟზეა განთავსებული, ბათუმის დელფინარიუმს ზღვის წყლით ამარაგებს. სატუმბო სადგურის მშენებლობაზე ტენდერი 502 ათას 180 ლარითაა გამოცხადებული. ახალი სადგური იმ პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს, რომელიც, დოკუმენტების მიხედვით ბათუმის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივნისის 21 საათიდან 15 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, რომელიც დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება 17-22 მ/წმ-მდე ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 30 – 35 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მთიან …

როგორ იგეგმება ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება იგეგმება. ეს პროგრამა [ე.წ. V ფაზა] ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაფართოებას ითვალისწინებს ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე. ქალაქის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ ადლიის გამწმენდი ნაგებობის წარმადობის გაზრდისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტთან დაკავშირებით სკოპინგის ანგარიშით გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა. პროექტი ითვალისწინებს როგორც უშუალოდ …

ბათუმში 31 გრადუსამდე დაცხება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ივნისის 21 საათიდან 12 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი …

3 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადაუხდელობაზე კომპანიის დირექტორი  დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს – 3 098 …

1 მილიონი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის – ტენდერი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ [კმდს] ტენდერი 1 მილიონი ლარით გამოაცხადა. ტენდერს არ ახლავს პროექტი, თუმცა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის: „საერთო სამშენებლო სამუშაოები; ვიტრაჟები; ფასადის კონსერვაცია-რეაბილიტაცია; ტაძრის მოხატულობის რესტავრაცია“ . ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2024 წლის 16 ივნისს და 21 ივნისს დასრულდება. სააგენტოს სატენდერო კომისიას სახელმწიფო …

არსებობს „ოცნების ქალაქში“ კორპუსებში შეჭრის საშიშროება – სამინისტრო ბინებს 1 თვეში გასცემს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაცვის პოლიციასთან „ოცნების ქალაქში“ ახალაშენებული კორპუსების დასაცავად ხელშეკრულებას გააფორმებს. სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს კორპუსებში მოქალაქეთა თვითნებურად შეჭრის მაღალი რისკი. „მოქალაქეების მიერ მასობრივად, თვითნებურად დაკავების საშიშროების არსებობიდან გამომდინარე“ პოლიციის მიერ კორპუსების 1 თვის განმავლობაში დასაცავად სამინისტრო 54 999 ლარს გადაიხდის. აჭარის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა.   „გაცნობებთ, რომ არსებობს მოქალაქეთა …

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი 2024 წლის 7 ივნისის მონაცემებით გაუარესებულია. ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ეს არ არის კარგი ზოგი დაავადების მქონე ადამიანების ჯანმრთელობისთვის. გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, როცა მტვრის ნაწილაკების შემცველობა დამაკმაყოფილია, „ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა, მთელი მოსახლეობისათვის მავნე …

„ოჯახებს სამინისტროდან უკავშირდებიან“ – ბინების გადაცემის ცერემონია ბინების გარეშე „ოცნების ქალაქში“

დღეს, 5 ივნისს, აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ახალი ბინების გადაცემის ცერემონია გამართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. ბინა კი, სიმბოლურად მხოლოდ ერთ ოჯახს გადასცეს. ამ ეტაპზე 582 ბინაა გასაცემი. „დანარჩენი ოჯახების სიაც შედგენილია, თუ ვინ მიიღებს ბინას და მათ სამინისტროს წარმომადგენლები უკვე უკავშირდებიან.“ – გვითხრეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ვინ არის სიაში და როდის …

დაიწყოს გამოძიება მუქარის ფაქტებზე – აჭარაში მოქმედი არასამთავრობოები პროკურატურას მიმართავენ

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ პროკურატურას დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც ბათუმში ანტირუსულ აქციებში ჩართულ მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს ემუქრებიან. „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბათუმში, 2024 წლის 31 მაისიდან რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართულ პირებს, უფლებადამცველების და მათი ოჯახის წევრებს ყოველდღიურად ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ივნისის 21 საათიდან 4 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი …

საქანელა 97 ათას ლარად სარფში – ხელვაჩაურის მერიის სავიზიტო პროექტი

ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სოფელ სარფში „სავიზიტო ბარათი [საქანელა] კონსტრუქციის მოწყობაზე“ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 97 ათას 794 ლარია. საქანელა პროექტის მიხედვით, სარფში, მთაზე, ანდრია პირველწოდებულის ქანდაკებასთან მდებარე ჩანჩქერის ზემოთ მოეწყობა. კონსტრუქციის მოწყობა სოფლის გზის მიმდებარედაა დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, ეს იქნება ადგილი – გადასახედით ზღვაზე, სადაც საქანელას გარდა პროექტით დაგეგმილია სკამების, …

ზვარეს და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტი ისევ გაძვირდა – ტენდერი

ზვარეს და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 150 ათასი ლარითაა გაზრდილი და ჯამში 650 ათასი ლარია. თავდაპირველი გათვლებით ორივე მეჩეთის რეაბილიტაციისთვის 370 500 ლარი იყო საჭირო, თუმცა ამ თანხით გამოცხადებული ორი ტენდერი არ შედგა. ანუ, ამ დროისთვის მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტი 279 500 ლარით, 75,4 …

შსს-მ სპეცრაზმის ლანჩისთვის 88,5 ათასი ლარი დახარჯა 28 მაისის აქციის დროს

თბილისში 28 მაისს ანტირუსული საპროტესტო აქციის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებისთვის, მათ შორის სპეცრაზმისთვის, 10 000 კომპლექტი ლანჩის ნაკრები ტენდერის გარეშე შეისყიდა. ლანჩში სამინისტრომ ჯამში 88 500 ლარი დახარჯა, თუმცა, ვის გადაუხადა თანხა, უცნობია. შესაბამისი ხელშეკრულება შესყიდვების პორტალზე არ იძებნება და მას არც სამინისტრო ასაჯაროებს. „გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2024 წლის 28 მაისს ქ. თბილისში …

სპეცრაზმის ლანჩისთვის 200 ათასი ლარით გამოცხადებული ტენდერი შსს-მ შეწყვიტა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე“ პოლიციელებისთვის ლანჩის შესყიდვაზე შეწყვიტა ტენდერი, რომელიც 200 ათასი ლარით იყო გამოცხადებული. „ღონისძიებები“ კი თბილისში მიმდინარე ანტირუსული საპროტესტო აქციებია, სადაც სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი გამოჰყავს, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელები. „ღონისძიება“ ძირითადად დეპუტატების პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოდ“ შესვლა-გამოსვლის უზრუნველყოფით და მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლით შემოიფარგლება. აპრილ-მაისში სპეცრაზმის ლანჩისთვის …

ივანიშვილის კომპანია განმუხურში ვალდებულებებს აღარ შეასრულებს – კობახიძის განკარგულება 

საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბლექ სი რივიერას“ ნაკისრი ვალდებულებისგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ქვეყნის ბიუჯეტში 500 ათას ლარს გადაიხდის. საუბარია 3 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს, მისივე ინფორმაციით, ჯამურად, 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. „ბლექ სი რივიერას“ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომ ზუგდიდის სოფელ განმუხურში, სახელმწიფოსგან ნაყიდ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 501 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110] ტანკი – 7 662 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 14 803 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 12 953 ერთეული [+24] MLRS – 1 083 ერთეული [+1] …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო …

1 დაღუპული და 5 დაშავებული – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

დღეს, 23 მაისს, ქობულეთის შემოვლითი გზაზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტობანზე „ადგილზე დაფიქსირდა ერთი გარდაცვლილი, ხუთი დაშავებული კი გადაყვანილია კლინიკაში“. ამ დროისთვის [14:00 საათი] შემოვლითი გზა გადაკეტილია და ავტოტრანსპორტი ჩაქვის გავლით მოძრაობს.

ანტირუსული აქციების გამო შსს პოლიციისთვის დამატებით 2 000 ჟილეტს იყიდის

თბილისში მიმდინარე ანტირუსული საპროტესტო აქციების გამო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, პოლიციელებისთვის დამატებით 2 ათასი ცალი ჟილეტის შესყიდვას ტენდერის გარეშე გეგმავს. შესყიდვის ღირებულება 140 ათასი ლარია. დეპარტამენტმა გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს 21 მაისს მიმართა. „თბილისში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და დაანონსებულია აქციების გაგრძელება. აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, რა …

როდის დასრულდება სამუშაოები ახალ ბულვარში – ზღვაში კიდევ 110 ათას კუბამეტრ ხრეშს შეიტანენ

ბათუმის ახალ ბულვართან ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად წელს 110 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა დაგეგმილი. პლაჟის შენარჩუნების გარდა ხრეშის შეტანა აუცილებელია სანაპირო ზოლის დასაცავად. ხრეშს, რომელიც ზღვაში უნდა ჩაყარონ, მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ. ხრეშის შეტანას 2 თვე დასჭირდება. სამუშაოები ზაფხულში ალბათ არ დაიწყება, თუმცა, საზაფხულო სეზონის წინ, ბათუმის ახალ ბულვარში დღეს სხვა, ნაპირგამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც გასული …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 491 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210] ტანკი – 7 560 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 14 595 ერთეული [+43] საარტილერიო სისტემა – 12 639 ერთეული [+36] MLRS – 1 071 ერთეული [+0] …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 489 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410] ტანკი – 7 547 ერთეული [+18] ჯავშანტექნიკა – 14 552 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 12 603 ერთეული [+38] MLRS – 1 071 ერთეული [+1] …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 488 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 520] ტანკი – 7 529 ერთეული [+19] ჯავშანტექნიკა – 14 538 ერთეული [+30] საარტილერიო სისტემა – 12 565 ერთეული [+27] MLRS – 1 070 ერთეული [+0] …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 18 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 486 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 510] ტანკი – 7 510 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 14 508 ერთეული [+48] საარტილერიო სისტემა – 12 538 ერთეული [+23] MLRS – 1 070 ერთეული [+0] …

საპროტესტო აქციაზე 13 პირია დაკავებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 მაისს საპროტესტო აქციის 13 მონაწილეა დაკავებული. „პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრის აღკვეთის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს, კანონით დადგენილი პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 485 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400] ტანკი – 7 496 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 14 460 ერთეული [+43] საარტილერიო სისტემა – 12 515 ერთეული [+28] MLRS – 1 070 ერთეული [+0] …

Exit mobile version