დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ორი მცდელობის მიუხედავად ვერ დაჯდა.
თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაფრენას ამ წუთებშიც [9:50 სთ.] ცდილობს.
„ბათუმელებს“ აეროპორტში არ უპასუხეს.
ინფორმაცია განახლდება.
განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მესამე მცდელობაზე, დაახლოებით 10:00 საათზე დაჯდა.

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მესამე მცდელობისას დაჯდა / 11.08.2024