ხულოში მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ხულოს მუნიციპალიტეტში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი.  ტერიტორიის კეთილმოწყობა 2019 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერის მიხედვით, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, მწვანე ტბაზე ნავმისადგომები, ტბასთან კი გზების, ადმინისტრაციული შენობის, ფანჩატურების, ღამის გასათევის, ავტოპარკინგის, საპირფარეშოს, გამწმენდი ნაგებობისა და წყალგაყვანილობის მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 …

ქართული ასოები ანბანის კოშკთან ქვაფენილზეც განთავსდება – 2-მილიონიანი პროექტი

ბათუმის მერია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 999 987 ლარია. ტერიტორიის რეაბილიტაცია ქვაფენილზე ქართული ანბანის ასოების განთავსებასაც გულისხმობს. პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება სამუშაოები, მერიის დაკვეთით, კერძო კომპანიის მიერაა მომზადებული. ანბანის კოშკის მიმდებარედ ერთ ადგილზე ბეჭდური ფილებით …

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 13 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება მაისამდე. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 1-ელ მაისს გაიმართება. ამ სხდომაზე გადაწყდება შენარჩუნდება თუ შეიცვლება რეფინანსირების განაკვეთი. რეფინანსირების განაკვეთი პირდაპირ კავშირშია კომერციული ბანკების …

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 159 100 ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. ბაღის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 31 მარტს დაიწყება და 5 აპრილს შეწყდება. ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება და ის 150 …

ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება 15 მარტამდე შეუწყდებათ

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 14 მარტის დილის 10 საათიდან, წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება ჩაქვში ე. წ. ძველი ქსელის აბონენტებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიზეზი ავარიულად დაზიანებული წყალმომარაგების მილის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. აბონენტებს წყლის მიწოდება 15 მარტის 03:00 საათიდან აღუდგებათ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,5-ჯერ შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,5-ჯერ, 158 მილიონ 723 ათას 600 აშშ დოლარითაა შემცირებული. შესაბამისად, 2017 წელს აჭარის რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო 193 მილიონი აშშ დოლარი, 2018 წელს კი [წინასწარი მონაცემებით] მხოლოდ 35 მილიონი აშშ დოლარი. რა ოდენობის უცხოური, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის ინვესტიციები განხორციელდა აჭარაში …

2019 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ. „აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად …

ახალშენში საბავშვო ბაღი მეწყერსაშიშ მიწაზე შენდებოდა – ტენდერი და დავა გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წელს ხარვეზიანი პროექტით და მეწყერსაშიშ ნაკვეთზე დაიწყო. პროექტი ამის გამო ვერ განხორციელდა. მშენებელ კომპანია „ლადასთან“ ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა და პროექტის ხელახლა შესაძენად ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. მერიას მშენებელი კომპანია სასამართლოში 151 842 ლარის ანაზღაურებას სთხოვს, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანია „ვეგა+“ კი დავების საბჭოში უჩივის. მუნიციპალიტეტის საქმიანობით სუსი და …

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი შესაძლოა იუსტიციის სახლთან დადგან

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი შესაძლოა იუსტიციის სახლთან, გმირთა ხეივნის დასაწყისში განთავსდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობენ ქალაქის მერიაშიც და აჭარის მთავრობაშიც, თუმცა საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საბოლოო გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ უნდა მიიღოს. აღმაშენებლის ძეგლის გმირთა ხეივანთან განთავსების საკითხი რომ განიხილება, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში დაგვიდასტურეს. „ეს სამმართველოს კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ …

ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობა და საფასური – ცვლილება რეგლამენტში

საქართველოს მთავრობის დადგენილებით,  „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომელიც ძალაშია 2019 წლის 5 მარტიდან. M1 კატეგორიის ტაქსების ინსპექტირება თუ სავალდებულო იყო ერთი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ახალი დადგენილებით ეს ტაქსები ინსპექტირებას გაივლიან ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ექვს თვეში ერთხელ; …

რა პროექტებს და რამდენით დაუფინანსებენ სოფლებს აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები ძალაში 2019 წლის 5 მარტიდან შევიდა. მთავრობის დადგენილებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თითოეული დასახლებისთვის გადასაცემ თანხას მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დაიანგარიშებს. თანხის გაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპის დაცვით: [checklist] დასახლებას, სადაც მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მცხოვრებს, გამოეყოფა 10 000 ლარი; დასახლებას,სადაც მცხოვრებთა …

ბათუმში 71 წლის დედის ცემისთვის კაცი დააკავეს

დედის ცემის ბრალდებით პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შს სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. უწყების ცნობით, დედაზე 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ს. ძალადობდა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მსხვერპლი ქალი 71 წლის არის. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედას – 1948 წელს დაბადებულ რ.ს.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, …

„ჭაობში“ 8 ქუჩის კეთილმოწყობა დაგეგმილზე ექვსი თვით გვიან დასრულდება

„ჭაობის“ დასახლებაში 8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ კომპანიასთან 25 თებერვალს გაფორმდა. თუმცა ორ დღეში ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და სამუშაოების დასრულების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა. 2019 წლის 2 ივლისის ნაცვლად ქუჩების მოწესრიგება  ამავე წლის 16 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, გურამიშვილის შესახვევი, მელიქიშვილის I შესახვევი, ოსტროვის I შესახვევი, სააკაძის ქუჩა, სააკაძის შესახვევი, …

ქობულეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვის ფაქტებზე, 1983 წელს დაბადებული ი.რ. და 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ი.რ.-მ მიმდინარე წლის 2 მარტს ქობულეთში მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გაძარცვა, საიდანაც ტექნიკა და სხვადასხვა სახის ნივთი გაიტაცა. სამართალდამცველებმა ი.რ. მომხდარიდან მეორე დღეს მოსამართლის განჩინების …

ბათუმის მერიას ძველ ბულვარში 9 აპრილის მემორიალის დადგმის უფლება არ მისცეს

ბათუმის ბულვარში 9 აპრილის მემორიალის მოწყობაზე ქალაქის მერიამ ხელშეკრულება ინდმეწრმე თეიმურაზ მახარაძესთან 2018 წლის 21 მაისს გააფორმა, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბულვარში მემორიალის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა. დღეს მემორიალი, რომლის ესკიზის ავტორიც თეიმურაზ მახარაძეა, ჟიული შარტავას ქუჩაზე, გმირთა ხეივანში შენდება. ამ ხეივანში რამდენიმე მონუმენტი დგას. მშენებარე მემორიალიდან ორ-სამ მეტრში კი დგას დაფა, …

10 ადგილი აჭარაში, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს [სატელიტის ფოტოები]

ბათუმი, მახინჯაური, მწვანე კონცხი, ჩაქვი, ციხისძირი – ეს ის ადგილებია, სადაც ათეულობით მრავალწლოვანი ხე ამოთხარეს და ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში გადაიტანეს. შეკვეთილში ტერიტორია, სადაც ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. შპს „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია. კომპანია „ურეკი რეზიდენსი“ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს 4 მილიონ ლარად მიჰყიდა. ბერა ივანიშვილი დღეს …

სკოლები აჭარაში, რომლებსაც ლაბორატორიებს შეუძენენ – 100 ათასი ლარის ტენდერი

ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობისთვს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს 100 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ლაბორატორიის აღჭურვილობის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ლაბორატორიის თითო ეგზემპლარს მიიღებენ შემდეგი საჯარო სკოლები: [checklist] ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლა; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლა; დაბა ხულოს საჯარო სკოლა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლა; ქალაქ …

ბათუმში თევზის ბაზართან გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ შენობას ააშენებს

ბათუმში, თევზის ბაზრის უკან [„მელკი მორიასთან“] მდებარე შენობებს, რომლებიც ადრე „საქნაპირდაცვას“ ეკუთვნოდა, დაანგრევენ და ნაცვლად ახალ სამსართულიან შენობას ააშენებენ. 834 კვ/მ ტერიტორია, სადაც ახალი შენობა უნდა აშენდეს, ბაქოს ქუჩაზე ზღვის პირას მდებარეობს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ეს ქონება [მიწა და შენობები] გარემოს ეროვნულ სააგენტოზე უზუფრუქტითაა გადაცემული. ახალი შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს Modern …

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება დღეს, 23 საათიდან აღდგება – კომპანია

კომპანია „ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ ავარიულად დაზიანდა 225მმ-იანი მილი, რის გამოც აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდათ შემდეგ მისამართებზე: ხახუტაიშვილის ქუჩა; შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა: N9-დან, N15-ის ჩათვლით მონაკვეთში; ინასარიძის ქუჩა: N2-დან, N10-ის ჩათვლით მონაკვეთში; ფიროსმანის ქუჩა: N14გ-დან, N22-ის ჩათვლით მონაკვეთში. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და დღეს, 8 მარტს, 23:00 საათიდან ზემოაღნიშნულ მისამართებზე აბონენტებს წყლის მიწოდება აღუდგებათ. …

140 მილიონი ლარი ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობების ბლანკების შესაძენად

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს – ელექტრონული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის ბლანკებს თანმდევი მომსახურებით, ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 140 მილიონ 632 ათას 631 ლარია. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირია. ის გასცემს ელექტრონულ პასპორტებს 2010 წლიდან, ხოლო პირადობის ელექტრონულ მოწმობებს – 2011 წლიდან. …

ციხისძირში საბაგირო გზა და პირსი გაკეთდება – გენგეგმა დამტკიცებულია

ციხისძირში, ავტომაგისტრალიდან პლაჟამდე საბაგირო გზისა და პლაჟზე პირსის მშენებლობის გეგმას ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ციხისძირში ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობაცაა დაგეგმილი. სამომავლოდ ამ პროექტების განხორციელებას, დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს. „ციხისძირის ტერიტორიაზე დაგეგმარდა ახალი სატრანსპოტო ქსელი მისასვლელი გზებითა და შესაბამისი საპარკინგე ადგილებით. აქვე დაიგეგმა როგორც პასიური ისე აქტიური დასვენებისა და …

ჩაქვი-ციხისძირის სანაპირო ზოლისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდება ახალი რეგულაციები, მოიცავს დაბა ჩაქვის, ბუკნარისა და ციხისძირის სანაპირო ზოლს – მდინარე ჩაქვისწყლის შესართავიდან ე.წ. ბობოყვათის რეზიდენციამდე. ბუკნარსა და ციხისძირში ეს ტერიტორია მოქცეულია ძირითადად ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალსა და ზღვას შორის. ამ ტერიტორიაზე რეგულირების ახალი წესები 2019 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ …

მინისტრი რესპუბლიკურის აღჭურვა, მართვა, გადამზადებაზე: გადაუდებელი აუცილებლობა არ გვაქვს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის ფინანსების გამოყოფის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „დაანონსებულია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ სახელმწიფო კლინიკების განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც უნდა განვიხილოთ როგორც ახალი კლინიკის აღჭურვის თემა, ასევე მისი სამომავლო მართვის თემაც“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ზაალ მიქელაძემ. მინისტრი ამბობს, რომ რაოდენობრივად ყველაფერი დათვლილია და იციან ზუსტი …

როგორ გამოიყურება ახალი რესპუბლიკური და როდის გაიხსნება 2,2 მილიონით გაძვირებული შენობა (ფოტო)

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მშენებელ კომპანიასა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ შორის დადებული ბოლო შეთანხმებით 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გარდა ამისა, ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი 2 211 987 ლარით გაძვირდა. შესაბამისად, მშენებლობა აჭარის ბიუჯეტს, საბოლოოდ, 24 384 751 ლარი დაუჯდება. ამ თანხის 93% [22 741 …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ბოლომდე „ანაგმა“ მიიყვანოს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, შესაძლოა, მთლიანად „ანაგმა“ დაასრულოს. კომპანია შპს „სტადიონს“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებას ყველაზე დაბალ ფასად, 20 მილიონ 780 ათას ლარად სთავაზობს. „ანაგი“ სტადიონის მშენებლობის პირველ ეტაპზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია, რომელმაც სტადიონის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა, ასევე, ლითონის სახურავის მოწყობა მთლიანად დაასრულა. მემბრანული გადახურვა კი 50%-ია გაკეთებული. სტადიონზე ყველაზე ბოლოს უნდა დამონტაჟდეს სკამები და …

რატომ არ იყიდება ყოფილი სამხედრო პოლიგონი და მიმდებარე მიწები გონიოში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ გონიოს განვითარების კონცეფცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამი წლის წინ კერძო კომპანიას მოამზადებინა, აჭარის სამინისტრო ახალი კონცეფციის მოსამზადებლად ახალ კომპანიას ეძებს. რა დაუჯდება აჭარის ბიუჯეტს კონცეფციის მომზადება, სამინისტროში ჯერ არ იციან. „აჭარის ფინანსთა …

ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მშენებარე კორპუსის დაერეთების და ტექნიკური სამუშაოების შესრულების გამო, 5 მარტის 23:00 საათიდან 6 მარტის 09:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწდება: ხახუტაიშვილის ქუჩას; შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას: N9-დან, N15-ის ჩათვლით მონაკვეთში; ინასარიძის ქუჩას: N2-დან, N10-ის ჩათვლით მონაკვეთში; ფიროსმანის ქუჩას: N14გ-დან, N22-ის ჩათვლით მონაკვეთში. შპს „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ …

საქალაქო ავტობუსები ბონის მიმართულებით ბაზართან აღარ გაივლიან – დროებითი მარშრუტი

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები N: 15, 8, 4, 1 და 1ა,  ქალაქიდან ბონის მიმართულებით მოძრაობისას მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბონთან“ [ფარეხი, ბაზარი] აღარ გაივლიან. მიზეზი, როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, მაიაკოვსკის ქუჩის მონაკვეთის ჩაკეტვაა ავტოსადგურის მიმდებარედ, სადაც გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. N1 და N15 საქალაქო ავტობუსები გოგებაშვილის ქუჩიდან მანთაშევის შლაგბაუმზე აღარ გადადიან და მიდიან ბაქოს ქუჩით. …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსის პროექტირებას სამინისტროს 320 ათას ლარად სთავაზობენ

ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებას 320 001 ლარად სთავაზობს. მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებაზე ტენდერი აჭარის სამინისტრომ 2019 წლის 21 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 400 ათასი ლარი იყო. წინადადებების მიღება დღეს, 4 მარტს შეწყდა. ვინაიდან …

ბათუმი ხელვაჩაურს 55 ჰექტარ მიწას უკან უბრუნებს – საზღვრის ცვლილებას საკრებულო განიხილავს

„ქალაქ ბათუმის მერია თანახმაა განხორციელდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემოსაერთებელი ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის რუკის შესაბამისად“, – აღნიშნულია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის წერილში, რომელიც მერმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს 2019 წლის 30 იანვარს გადაუგზავნა. ორ მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციის საკითხს ბათუმის საკრებულო …

ივანიშვილის პარკში გადასატანად ხეებს ამჯერად ბათუმში თხრიან [ფოტო]

ბათუმში, თამარ მეფის გამზირთან ახლოს, მარკოზ აჭარელის მესამე შესახვევში ორ მრავალწლოვან ხეს თხრიან. ხეები შეკვეთილში უნდა გადაიტანონ, სადაც ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. როგორც ადგილზე ერთ-ერთმა მუშამ გვითხრა, თუ მოხერხდა, ხეების ერთად გადატანაა დაგეგმილი. ხეებს ჯერ რკინიგზაზე გადაიტანენ, შემდეგ თამარ მეფის გამზირიდან პლაჟზე და ზღვით წაიღებენ. კონკრეტულად როდისთვისაა დაგეგმილი ხეების გადატანა, ადგილზე ვერ გვითხრეს. ამ ტერიტორიაზე …

მაიაკოვსკის ქუჩა ნაწილ-ნაწილ გადაიკეტება – სამუშაოები უკვე დაიწყო

ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის დასაწყისი ავტოსადგურის მიმდებარედ უკვე გადაიკეტა. ბონის სავაჭრო ცენტრის მხრიდან მოძრავი ავტოტრანსპორტი მანთაშევის შლაგბაუმთან ავტოსადგურის შემოვლით გამოდის. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ იგეგმება ქუჩის კეთილმოწყობა. სამუშაოების გამო ქუჩა ნაწილ-ნაწილ გადაიკეტება და ტრანსპორტის მოძრაობა მაიაკოვსკის ქუჩის ჩაკეტილი მონაკვეთის პარალელურ და ვერტიკალურ ქუჩებზე გადაერთვება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია „გზები“ ახორციელებს; …

332 ათასი ლარი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნეკერჩხლების პარტერის მოსაწყობად

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ნეკერჩხლების პარტერის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტში 332 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ნეკეჩხლების პარტერი მწვანე კონცხის მხრიდან გაკეთდება, მოეწყობა ტერიტორია [დეკორატიული ფილები, განათება, სკამები], აშენდება სალაროს შენობა, სადაც ელექტროავტობუსების ბილეთები გაიყიდება, იქნება პატარა კაფეც. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნეკერჩხლების პარტერის მოწყობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 76 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის …

ბულვარი ველობილიკზე ამორტიზებულ ფილებს აღარ შეცვლის, მაგრამ გადაღებავს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში 2018 წელს აცხადებდნენ, რომ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ველობილიკი ამორტიზებული იყო და ის ბეტონის საფარით უნდა შეეცვალათ. ეს პროექტი ვერ განხორციელდა, დღეს კი, არსებული ველობილიკის მხოლოდ  გადაღებვა იგეგმება. ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ  ველობილიკზე არსებული ფილები არც წელს შეიცვლება. ველობილიკის მიმდინარე სარემონტო-სამღებრო სამუშაოებს ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 246 171 ლარია და …

ბარათაშვილის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა

ბათუმში, ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში, ევროპის მოედანთან წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილი დაიტბორა. ქუჩა ამჟამად საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი. “ბათუმელების” ინფორმაციით მილის დაზიანება “ენერგო პრო ჯორჯიას” მიზეზით მოხდა, რომელსაც ქუჩაზე კაბელი გაყავდა. „ნერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, მათი კონტრაქტორი კომპანია ბარათაშვილის ქუჩაზე ახალი საკაბელო ქსელის გასაყვანად ახორციელებდა შესაბამის სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა წყლის …

ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება

5, 6 და 7 მარტს, თითო დღით, ხულოში, შუახევსა და ქედაში გადასახადის გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR მოემსახურება. მოძრავი სერვისცენტრის მომსახურებით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგ ლოკაციებზე: ხულო – 5 მარტი – გამგეობის შენობის წინ; შუახევი – 6 მარტი – გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; ქედა – 7 მარტი – დაბის ცენტრი. ფინანსთა …

Exit mobile version