დაჟანგული „პაბედა“ სამინისტრომ ამჯერად 10 080 ლარად გაყიდა

1953 წელს გამოშვებული „პაბედა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამჯერად 10 080 ლარად გაყიდა. სამინისტროს ინფორმაციით, განმეორებით აუქციონზე ყველაზე მაღალი ფასი ფიზიკურმა პირმა ნანა ფარჩუკაშვილმა დააფიქსირა. აუქციონში გამარჯვებულმა თანხა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს და ავტომანქანა წაიღოს. „პაბედა“, რომლის საწყისი ფასი 600 ლარი იყო, 474-ე ბიჯზე გაიყიდა. აუქციონში ექვსი მყიდველი მონაწილეობდა. ვაჭრობის ბიჯი კი 20 ლარი იყო. …

მრავალშვილიანი ოჯახების ბინით უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილებები შევიდა

ბათუმში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ცვლილება შევიდა. ნაცვლად 2015 წლის პირველი იანვრისა,  პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც 2017 წლის პირველ იანვრამდე დარეგისტრირდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში. აღნიშნულ ბაზაში, მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 18 ოჯახია დარეგისტრირებული, ვისაც 7 და მეტი შვილი ჰყავს. „აღნიშნული ცვლილებით კრიტერიუმები …

შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობაზე ტენდერი 33,7 მილიონი ლარით გამოცხადდა

შუახევი-ხულოს ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 33 797 000 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს შეწყდება. სატენდერო პირობების მიხედვით, გაზსადენის მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში [ანუ 2021 წელს] უნდა დასრულდეს. პროექტით გაზსადენი, ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე, მთლიანად ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალს მიუყვება. შუახევი [ხიჭაურის დასახლება]- …

„მოიზიდე და მოკალი“

აჭარის სოფლებში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით სპეციალური ფერომონების განთავსება უკვე დაიწყო. მონიტორინგის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ესა თუ ის ტერიტორია დამუშავდება თუ არა თერმული ნისლით. ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი, დაურიგდებათ თუ არა ფერმერებს ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი „ბიფეტრინი“. აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალური შტაბი იმ ფორმით, როგორც გასულ წელს იყო არ იფუნქციონირებს, თუმცა ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს კოორდინაციას აჭარის …

ბრალდებული 112 ათასი ლარის დღგ-ს ზედმეტობის განაღდებას პირს 35 ათასად ჰპირდებოდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თაღლითურად დაუკავშირდა და ნდობაში შევიდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც დამატებითი ღირებულების გადასახადში [დღგ] ერიცხებოდა ზედმეტობა 112 000 ლარის ოდენობით, დაარწმუნა იგი, რომ სხვადასხვა მაღალი რანგის მოხელის მეშვეობით, შეეძლო დახმარებოდა მას დღგ-ს ნაწილში არსებული ზედმეტობის განაღდებაში, …

სამინისტროს აუქციონის გამო ბათუმში ოჯახი სახლს ვერ ირეგისტრირებს

ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრები ოთარ ჯაიანი მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს საკუთრებაში ათ წელზე მეტია ვერ ირეგისტრირებს. მიზეზი საკადასტრო საზღვრებია, რომლითაც ჯაიანის მფლობელობაში არსებული ქონების ნაწილი შპს GEOFIBRE-ს საკუთრებაშია მოქცეული. ამ კომპანიამ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 2013 წელს შეიძინა. ოთარ ჯაიანის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს. ორგანიზაციაში …

ხულოში, დანისპარაულში, დიაკონიძეებში, დიოკნისში – მესაკუთრეებს მიწას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობის გამო დაბა ხულოში, ასევე ხულოს სოფლებში: დანისპარაულში, დიაკონიძეებში და დიოკნისში მესაკუთრეებს მიწას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი, რომლებიც პროექტის არეალში მოექცა, ჯამში 1 133 კვ.მ-ია. აქედან: 168 კვ.მ იწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება დაბა ხულოში, მ. აბაშიძის ქ. № 31-ში მდებარეობს. მესაკუთრე გოჩა პაქსაძე; 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე …

სუფსიდან ივანიშვილის ხის გადატანის გამო მაგისტრალზე საგზაო ნიშნები ჩამოხსნეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში სამტრედია-ბათუმის მაგისტრალზე გზის მანიშნებლები ჩამოხსნეს. ადგილობრივების თქმით, მიზეზი იმ მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირებაა, რომელსაც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად სოფელ ხიდმაღალაზე [სუფსა] ამზადებენ. ხე თითქმის მზადაა გადასატანად და მისი ტრანსპორტირება უახლოეს პერიოდში დაიწყება. ტვირთის გადასატანად სპეციალურად კეთდება სოფლის გზაც. როგორც სოფელში ამბობენ, ხის გატანის შემდეგ სოფლის გზის მოასფალტებაა დაგეგმილი. მრავალწლოვანი ხე კერძო …

„რადიო ციტრუსი“ – ახალი რადიოსადგური ბათუმიდან იმაუწყებლებს

სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ ინფორმაციით, „ჰერეთი“ აჭარაში ახალი ბრენდით – „რადიო ციტრუსით“ შემოვა, რომელიც ბათუმიდან იმაუწყებლებს ტალღაზე FM97.3. „რადიო ციტრუსი“ პირველი დამოუკიდებელი ადგილობრივი რადიოსადგურია, რომლის ოფისი და სტუდიაც ბათუმში იქნება. „ბათუმში, აჭარაში ახალი ბრენდით და სახელით შევალთ. მაქსიმალურად ვეცადეთ დასამახსოვრებელი, რეგიონთან ასოცირებული, გემრიელი, მედიისთვის დამახასიათებელი: ტკბილიც და მჟავეც, ტალღოვანიც – ერთად ყოფილიყო…“ – ამბობს რამაზ სამხარაძე. …

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს აუდიტი არაეფექტურად აფასებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „აზიური ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი“ გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა სახელმწიფომ დაგვიანებით დაიწყო, გატარებული ღონისძიებები კი არაეფექტური აღმოჩნდა. ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017-2018 წლებში დაახლოებით 60 მილიონი ლარით დაფინანსდა. მიმდინარე, 2019 წელს კი, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ კუთხით 45 მილიონი ლარია გამოყოფილი. „ქვეყანაში მავნებლების შემოჭრის და მასობრივი …

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა ინტენსიურად მაისიდან დაიწყება

„ჩვენ უკვე დავიწყეთ სამობილიზაციო სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის აღსადგენად“, – განაცხადა დღეს, 10 აპრილს, ხულოში ყოფნისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი 47 კილომეტრია [გოდერძის უღელტეხილის ჩათვლით] და მის ასაშენებლად 110 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი გზა ბათუმიდან ახალციხემდე მანძილის დაფარვას დროში დაახლოებით 1,5 საათით შეამცირებს. „დღეს უკვე დაიწყო სამუშაოები, აყვანილი არის …

„ბათუმის მერიის იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა „სვეტს“ დანაშაულის ჩადენაში შეუწყვეს ხელი“

ბათუმის მერიასთან „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ მენაშენეებმა დღეს, 10 აპრილს, აქცია გამართეს. მენაშენეთა ადვოკატის ირინე ჯობაძის განცხადებით, მენაშენეები ითხოვენ ქალაქის მერიისგან მშენებარე სახლის დემონტაჟის შეჩერებას, ხოლო მთავარი პროკურატურისგან  – დროულად დაინტერესდეს ბათუმის პროექტით. ადვოკატის თქმით, ბათუმში „სვეტის“ მენაშენეების რაოდენობა 300-ს აღწევს, მათ შორის არიან ემიგრანტებიც, თავად კი, ამ დროისთვის, 32 პირის უფლებას იცავს. „ჩვენ მოვიპოვეთ რიგი დოკუმენტები, …

პროკურატურაში აუდიტის მიერ წელს გადაგზავნილი 20 საქმიდან ერთი ბათუმის მერიას ეხება

სახელმწიფო აუდიტმა 2019 წლის პირველ კვარტალში მთავარ პროკურატურას 20 ანგარიში გადაუგზავნა. მათ შორის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ ბათუმის 2017 წლის პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიც. ანგარიშში ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთ დარღვევა-ნაკლოვანებებზეა საუბარი. აუდიტის მიხედვით, მერიის პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს გახარჯულია 91 165 839 ლარი, თუმცა პროგრამის საბიუჯეტო გეგმის შესრულებას მთლიანობაში 4 039 …

გოდერძიზე მსუბუქი მანქანების მოძრაობა დაშვებულია, სატვირთოსა და ავტობუსების – არა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უხელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, თუმცა ამ დროისთვის, დიდთოვლობის გამო, ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123[გოდერძის უღელტეხილი] მონაკვეთზე აკრძალულია სატვირთო ავტოტრანსპორტისა და ავტობუსების მოძრაობა. „მსუბუქი ავტოტრანსპორტის და მიკროავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი წამყვანი ხიდის მქონე მსუბუქი ავტოტრანსპორტისა და მიკროავტობუსების მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,“ – აცხადებენ გზების …

სახლი ეკომიგრანტებისთვის პირველ მაისში – ქედის მერია მეორე წელია მშენებელ კომპანიას ეძებს

სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტმა ტენდერი კვლავ გამოაცხადა.  სატენდერო თანხა ისევ 1 530 378 ლარია. საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტის თავდაპირველი გათვლებით 2019 წლის 20 ნოემბრამდე უნდა აშენებულიყო, თუმცა ჯერ მშენებელი კომპანიაც არ არის შერჩეული. ახალი ტენდერის პირობის მიხედვით, სახლის მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 540 კალენდარულ დღეში დასრულდეს. …

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

ქობულეთში  მიწის იმ ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას, პირდაპირი წესით და პირობებით 6 040 265 ლარად მიჰყიდა, 32 333 544 ლარია. ნაკვეთები ამ ფასად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 5 თებერვალს შეაფასა, ქონება კი 21 მარტს გაიყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „გრინ რეზორტთან“ გააფორმა. გაყიდული ნაკვეთების საერთო ფართობი, …

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია ააშენებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი ააშენებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქულ კომპანიასა და შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ შორის შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია ბათუმში, უახლოეს დღეებში გაიმართება. ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყრის ამოქმედების შემდეგ დაიხურება ბათუმის ნაგავსაყარი, რომელიც მდინარე ჭოროხის შესართავთან, ადლიაში მდებარეობს და არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. დოკუმენტების მიხედვით, …

304 900 ლარი ბულვარის შადრევნების განათებისთვის – ტენდერი სათადარიგო ნაწილების შესაძენად

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და არხების სათადარიგო ნაწილების შესაძენად „ბათუმის ბულვარს“ ბიუჯეტში 304 900 ლარი აქვს გამოყოფილი. სათადარიგო ნაწილების შესაძენად ტენდერი გამოცხადებულია. სატენდერო პირობების მიხედვით, მაქსიმუმ აღნიშნულ თანხაში, გამარჯვებულმა „ბათუმის ბულვარს“ უნდა მიაწოდოს: შადრევნის განათებისა და წყალმფრქვევის მოდული [თანმდევი მომსახურება-მონტაჟი] – 80 ცალი; ნათურა – 12 ცალი; კვების წყარო – 4 ცალი;  LED ნათურების ფერთა …

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 16 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში 2019 წლის მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოვლინდა. ამავე თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით სულ გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 375 ფაქტი, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. დეპარტამენტის მონაცემებით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – …

ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.დ. და 1990 წელს დაბადებული ო.ს., ასევე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ბ., 1988 წელს დაბადებული ზ.ო. და 1994 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 …

რაში ხარჯავს სახელმწიფო აუდიტი 30 მილიონს – აუდიტის აუდიტი  

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად არჩეული იქნა აუდიტორული ფირმა – შპს „დელოიტი და ტუში“.  აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება კი 317 ათასი ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაევალა „დელოიტი და ტუში“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება და ფინანსური აუდიტის ხარჯები გასწიოს საკუთარი ბიუჯეტიდან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 517 200 ლარი გამოეყო, …

ბათუმში რამდენიმე საფლავი გაძარცვეს

ბათუმში, ფერიაში მდებარე სასაფლაოზე, რამდენიმე საფლავი გაძარცვეს. ბათუმის მერიის ა[ა]იპ „ბათუმის სასაფლაოების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ორი საფლავის გაძარცვის ფაქტს ბათუმის საქალაქო პოლიციის მე-5 განყოფილება სწავლობს. „ჩვენ მოგვმართეს გარდაცვლილების ახლობლებმა და პოლიცია ჩავაყენეთ საქმის კურსში. ე.წ. პანთეონში მდებარე ორი საფლავიდან წაღებულია სპილენძის ბარელიეფები. სხვა ფაქტებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია. ისევ მეპატრონე თუ მოგვმართავს, …

სარფიდან ქობულეთის ჩათვლით პლაჟებთან ზღვის წყლის შემოწმება მიმდინარე თვეში დაიწყება

ზღვის წყლის ხარისხს მიმდინარე წელს აპრილიდან-ოქტომბრის თვის ჩათვლით შეამოწმებენ. ამ პერიოდში კვარიათში, სარფში „აკვაპარკის“ მიმდებარე და ბათუმის ცენტრალური პლაჟების ტერიტორიებზე, ბარცხანისა და მწვანე კონცხის პლაჟებზე, ასევე, ქობულეთის პლაჟის გასწვრივ ორ წერტილში  – სულ 120 სინჯს აიღებენ. „ზღვის წყლის შემადგენლობისა და სიწმინდის შემოწმების და ანალიზის ჩატარების“ მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოს …

ობიექტებს აკრძალული ცელოფნის პარკების გაყიდვისთვის ბათუმში 8 აპრილიდან დააჯარიმებენ

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტო მარკეტებისა და სხვა სავაჭრო ობიექტების შემოწმება-დაჯარიმებას ორშაბათიდან, 8 აპრილიდან დაიწყებს. საქართველოს კანონმდებლობით, მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაჯარიმდება. მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალაქის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი გაფრთხილებულია, რომ 2019 წლის პირველი აპრილიდან ცელოფნის პარკების რეალიზაციისთვის დაჯარიმდებიან. ობიექტი, რომელიც უკვე გაფრთხილებულია და …

ჰაერი 18-მდე, ზღვის წყალი კი 10 გრადუსამდე გათბება – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აპრილის 21 საათიდან 8 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10- 15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 3-8, დღისით 13-18 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უნალექოდ. ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 2-7 …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დასრულდა – სახურავი და ფასადი თეთრი იქნება

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის ტრიბუნების გადახურვა დასრულებულია. როგორც შპს „სტადიონში“ გვითხრეს, მცირე დეტალებია დარჩენილი და გადახურვის სამუშაოები დაახლოებით ორ-სამ კვირაში მთლიანად დასრულდება. მოედნის ტრიბუნების გადახურვისთვის გერმანული წარმოების კომპოზიტური მემბრანაა გამოყენებული. მემბრანა, ოღონდ სხვა ტიპის, იქნება ასევე გამოყენებული სტადიონის გვერდითა ფასადებზე. ამჟამად ფასადზე ლითონის კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. სტადიონის სახურავის, ასევე, ფასადის ფერი დარჩება თეთრი. „მემბრანის ქვეშ …

ხულოში მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოწყობას სამინისტროს 1 მილიონ ლარად სთავაზობენ

ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობას კომპანია „ალიგატორი 1“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 1 მილიონ 29 ათას 970 ლარად სთავაზობს. ეს კომპანია ტენდერში მონაწილეობს, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა. მონაწილეობენ თუ არა სხვა კომპანიები ტენდერში, ჯერ უცნობია, ვინაიდან ის სამინისტრომ აუქციონის გარეშე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 80 ათასი ლარი იყო, კლების ბიჯი კი …

კონკურსი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება დაწყებულია 2019 წლის პირველი აპრილიდან და გაგრძელდება 20 მაისის ჩათვლით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2019 წლის 20 სექტემბრიდან 10 დეკემბრის  ჩათვლით. სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო ლექციები გათვალისწინებულია, როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და …

კომპანია ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში შეუსრულებლობას ბათუმში ენერგოდეფიციტით ხსნის 

კომპანია „სახლი ხეივანში“, რომელიც ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, აჭარის მთავრობას სამუშაოების დასრულებისთვის დამატებით ვადას სთხოვს. კომპანია შენობის ექსპლუატაციაში დროულად ვერგაშვების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათ შორის ენერგოდეფიციტს, რის გამოც ენერგოკომპანიამ ობიექტს მოთხოვნილი სიმძლავრე ამ დრომდე ვერ მიაწოდა. კომპანიის მიერ სამინისტროში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მიღებული პასუხით, ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის გაძლიერებამდე ვერ …

9 აპრილის მემორიალი ბათუმში – 30 წელი ტრაგედიიდან

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე არსებულ გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალის მოწყობა თითქმის დასრულდა. მემორიალის დადგმა ბათუმის მერიას თავდაპირველად ძველ ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბულვარში მემორიალის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა. როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, სააგენტომ ნებართვის გაცემაზე უარი იმ დროს თქვა, როცა მონუმენტი ბრინჯაოში ჩამოსხმული იყო და მერიის საწყობში …

„ჰერეთი“ ბათუმში FM97.3-ზე ახალ რადიომაუწყებლობას იწყებს

რადიო „ჰერეთი“ ახალ, რიგით მეოთხე რადიოსადგურს, რომლის მდებარეობაც ბათუმში იქნება, უახლოეს მომავალში გაუშვებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთს“ ქალაქ ბათუმში, FM97.3-ზე საერთო რადიომაუწყებლობის ახალი ლიცენზია მიანიჭა. „ჰერეთის“ ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორი ინსტანციის სასამართლო პროცესი, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში გაგრძელდა და „ჰერეთის“ სასარგებლოდ დასრულდა. „საქმე ეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, ჩაშლილად გამოცხადებულ კონკურსს „კერძო საერთო რადიომაუწყებლობის …

„პაბედას“, რომელიც აუქციონში გამარჯვებულმა აღარ იყიდა, სამინისტრო 600 ლარად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 1953 წელს გამოშვებული „პაბედა“ აუქციონზე გასაყიდად განმეორებით გამოიტანა. საწყისი ფასი კვლავ 600 ლარია. ვაჭრობის ბიჯი 20 ლარი. ელექტრონული აუქციონი 12 აპრილს დასრულდება. ამ დროისთვის განაცხადს 1541 ნახვა აქვს, ოთხი ბიჯით კი „პაბედას“ გასაყიდი ფასი 680 ლარამდეა გაზრდილი. წინა აუქციონზე ავტომანქანის გაყიდვის საბოლოო ფასი 12 255 ლარი დაფიქსირდა, თუმცა გამარჯვებულმა „ობო მოტორსიმ“ „პაბედას“ შეძენაზე უარი …

ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

ბათუმი ძალოსანთა ევროპის 50-ე საიუბილეო ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატი ბათუმის სპორტის სასახლეში დღეს, 6 აპრილს გაიხსნა. ჩემპიონატში მონაწილეობას 42 ქვეყნის 400-მდე ძალოსანი მიიღებს, სულ გათამაშდება 180 სინჯის მედალი. გარდა ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, ძალოსნები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვისაც იბრძოლებენ. აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „პირველობაზე ქართველი და უცხოელი 100-მდე ჟურნალისტია აკრედიტირებული და ჩემპიონატის პირდაპირი …

ფიჭვნარში მიწა, რომელიც მთავრობას აუქციონზე 4,5 მილიონად ჰქონდა გატანილი, არ გაიყიდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდდა. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი არ შედგა. eauction.ge-ს მონაცემებით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. ქონების გაყიდვაზე განაცხადს კი 500-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. ნაკვეთი …

მხოლოდ 1 მილიონი – აჭარის მოგება კუთვნილი 35 საწარმოდან [აუდიტი გეგმის დასაბუთებას ითხოვს]

აჭარის წილობრივი მონაწილეობით არსებული 30-ზე მეტი საწარმოდან 2018 წლის ბიუჯეტში თანხა, დივიდენდის სახით, მხოლოდ ოთხმა საწარმომ შეიტანა. შემოსავლების რაოდენობა, რაც აჭარის ბიუჯეტმა ამ საწარმოებიდან მიიღო, ჯამში 2,4 მილიონი [დაგეგმილზე 1,26 მილიონით ნაკლები] ლარი იყო. აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან წელს მისაღები დივიდენდები კი, წინა წლებთან შედარებით სამჯერაა შემცირებული და 1 მილიონი ლარია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

რა შემთხვევაში ათავისუფლებს აჭარის მთავრობა პირგასამტეხლოსგან ინვესტორს – ახალი წესი

აჭარაში ინვესტორს, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს, შეუძლია მიმართოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, წარუდგინოს საბანკო გარანტია და მოითხოვოს პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება. ასევე ვალდებულების შესრულების გადავადება. ინვესტორის განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი აჭარის საინვესტიციო საბჭო და მთავრობა მიიღებს. გაათავისუფლოს ან არა გაათავისუფლოს ინვესტორი ჯარიმის გადახდისგან გარკვეული პირობით და შეიტანოს ცვლილებები ვალდებულებებში, ეს აჭარის მთავრობის ექსკლუზიური უფლებაა. თუმცა …

Exit mobile version