მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება

02.03.2019
ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება

5, 6 და 7 მარტს, თითო დღით, ხულოში, შუახევსა და ქედაში გადასახადის გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR მოემსახურება.

მოძრავი სერვისცენტრის მომსახურებით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგ ლოკაციებზე:

ხულო – 5 მარტი – გამგეობის შენობის წინ;

შუახევი – 6 მარტი – გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია;

ქედა – 7 მარტი – დაბის ცენტრი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 4 – 27 მარტს, 34 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: