2019 წლის პირველი აპრილიდან საპატრულო პოლიციას უფლება აქვს მძღოლი ნარკოტესტერის საშუალებით შეამოწმოს, იმყოფება თუ არა ის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების [მათ შორის მარიხუანას] ზემოქმედების ქვეშ. ასეთი ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა ითვალისწინებს ჯარიმას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. თუ პოლიციელს გაუჩნდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი სატრანსპორტო საშუალებას მართავს მარიხუანას ან სხვა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი პორტატული ნარკოტესტერის …
Author Archives: თედო ჯორბენაძე
ავარია ბათუმში – ოთხი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი
რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. „მძიმედ დაშავებულები არ არიან, ძირითადად, დაჟეჟილობებით და მცირე ჭრილობებით გადავიყვანეთ ოთხი ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში,“ – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია …
Continue reading “ავარია ბათუმში – ოთხი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი”
ურეკში ბულვარის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ქუჩების, ასევე, ბულვარზე გასასვლელების მოწყობისა და რეკონსტრუქციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 627 316 ლარია. პროექტი მოიცავს ურეკის ბულვარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ე. თაყაიშვილის ქუჩისა და ასევე, ბულვარის პარალელური ქუჩის სამშენებლო სამუშაოებს. …
Continue reading “ურეკში ბულვარის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯება”
ბათუმში მარკეტებს აკრძალული ცელოფნის პარკებისთვის მომავალი კვირიდან დააჯარიმებენ
ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალაქის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი გაფრთხილებულია იმის შესახებ, რომ პირველი აპრილიდან ცელოფნის პარკების რეალიზაციისთვის დაჯარიმდებიან. ობიექტი, რომელიც უკვე გაფრთხილებულია და ცელოფნის პარკი რეალიზაციაში მაინც ექნება, 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით. ორივე შემთხვევაში აკრძალულ პარკებს ჩამოართმევენ. „როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ზოგიერთი ობიექტის მეპატრონე ამბობს, რომ ისინი არ …
Continue reading “ბათუმში მარკეტებს აკრძალული ცელოფნის პარკებისთვის მომავალი კვირიდან დააჯარიმებენ”
ორი 5-სართულიანი კორპუსი აშენდა, ორი კიდევ აშენდება – „იაფი სახლი“ ბათუმში
ხელმისაწვდომი საცხოვრისის, იგივე „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ, ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დასრულდა. კორპუსები, სადაც ყველა ბინა გარემონტებულია, ქალაქის მერია 15 აპრილამდე ჩაიბარებს. ორივე კორპუსში, ჯამში, ერთ-ორ-და სამოთახიანი 40 ბინაა. სახლები კომპანია „მტმ“-მ ააშენა, რომელთანაც ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე იყო გაფორმებული. იმავე მისამართზე კიდევ ორ ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს ამჯერად ტენდერში გამარჯვებული შპს …
Continue reading “ორი 5-სართულიანი კორპუსი აშენდა, ორი კიდევ აშენდება – „იაფი სახლი“ ბათუმში”
ცელოფნის მწარმოებელი 30-ზე მეტი ქარხანა დაიხურა – მეწარმე
პოლიეთილენის პარკების წარმოების აკრძალვის გამო საწარმოების უმეტესობა გაჩერდა, ნაწილი კი სატესტო რეჟიმში, ისიც მცირე დატვირთვით მუშაობს. მეწარმეები ამბობენ, რომ საწარმოების გადაიარაღებისთვის სახელმწიფომ მათ საკმაოდ მცირე დრო მისცა, მაშინ, როცა თავად სახელმწიფომ ამ დროში ვერ უზრუნველყო ისეთი ლაბორატორიის ამოქმედება, სადაც შემოწმდება პარკი არის თუ არა ნამდვილად ბიოდეგრადირებადი. პირველი აპრილიდან ანუ დღეიდან,საქართველოში მხოლოდ ასეთი [ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი] პარკების …
Continue reading “ცელოფნის მწარმოებელი 30-ზე მეტი ქარხანა დაიხურა – მეწარმე”
დღეიდან ცელოფნის პარკების გაყიდვა აკრძალულია – ჯარიმა 500-1000 ლარია
დღეიდან, პირველი აპრილიდან, საქართველოში ყველა სახის ცელოფნის პარკის გაყიდვა აკრძალულია. აკრძალულია, ასეთი პარკების როგორც გაყიდვა, ასევე, ადგილზე წარმოებაც და იმპორტიც. რეალიზაციაში დასაშვებია მხოლოდ ცელოფნის [პოლიეთილენის] ისეთი პარკები, რომლებიც არის ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი, ისიც, აუცილებლად შესაბამისი წარწერით. საქართველოს კანონმდებლობით: მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 500 ლარით დაჯარიმდება …
Continue reading “დღეიდან ცელოფნის პარკების გაყიდვა აკრძალულია – ჯარიმა 500-1000 ლარია”
1,6 მილიონი ლარის ზარალი ბიუჯეტს – ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ სასამართლოში უჩივის
„იაფი სახლის“ მშენებლობის საწყის ეტაპზე ბათუმის ბიუჯეტს, ოფიციალური მონაცემებით, 1 644 341 ლარის ზიანი მიადგა. ქალაქის მერია ამ თანხის ანაზღაურებას სასამართლოში „ბაზისბანკისგან“ ითხოვს. „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ 2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 430 342 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა. შესაბამის ტენდერში წარდგენილი საბანკო გარანტია ფორმალურად ავიზირებული იყო სს „ბაზისბანკის“ მიერ. …
Continue reading “1,6 მილიონი ლარის ზარალი ბიუჯეტს – ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ სასამართლოში უჩივის”
„ორბი“ კ2-ის გაზრდას 13,47-მდე ითხოვს – ბათუმის აეროპორტი ამ მასშტაბის მშენებლობას არ ეთანხმება
„ორბი ჯგუფი მილენიუმი“ აჭარის მთავრობამ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლა. კომპანიას 2 152 950 ლარის ჯარიმა ვადების დარღვევის გამო დააკისრეს, თუმცა ამჯერად ეს ვადებიც გადაუვადეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიამ ახალ ბულვართან აუქციონზე ნაყიდ ნაკვეთზე გეგმარება შეცვალა. აქედან გამომდინარე „ორბი“ ბათუმის მერიისგან კ2-ის გაზრდას 3-ის ნაცვლად 13,47-მდე და ახალი პროექტის შეთანხმებას ითხოვს. მთავრობა და …
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17.8 მილიარდი აშშ დოლარია
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 17.8 მლრდ აშშ დოლარი [47.5 მლრდ ლარი] შეადგინა [2018 წლის მშპ-ს 109.6 პროცენტი]. 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საგარეო ვალი 17.2 მილიარდი აშშ დოლარი [45.1 მლრდ ლარი] იყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 616.5 …
Continue reading “საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17.8 მილიარდი აშშ დოლარია”
მისამართები აჭარაში, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება დაგროვებითი პენსიიდან გასვლაზე
საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 ან მეტი წლის. თუ პირს 40 წელი 2018 წლის 7 აგვისტოს ან შემდეგ შეუსრულდა, მას საპენსიო სქემიდან გამოსვლის უფლება კანონით აღარ აქვს. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა ნებისმიერ პირს, ვისაც სქემის დატოვების უფლება აქვს, შეუძლია საპენსიო …
როგორ დავტოვოთ დაგროვებითი საპენსიო სქემა – მოკლედ
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა ნებისმიერ პირს, ვისაც სქემის დატოვების უფლება აქვს, შეუძლია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია თბილისი, ყიფშიძის 7ბ. განცხადების დაწერა ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მისამართების ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: https://ssa.gov.ge/index.php სამუშაო საათებია: 9-დან 18 საათამდე. საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც …
Continue reading “როგორ დავტოვოთ დაგროვებითი საპენსიო სქემა – მოკლედ”
დაზიანდა თუ არა ივანიშვილის ხის გადატანის გამო გზა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონი დაიხარჯა
ქობულეთში, ალამბარი-ზენითის გზა, რომლის შეკეთებაში 2018 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ზოგიერთ ადგილზე უკვე დაზიანებულია. ამ გზით გადაიტანეს სოფელ ზენითში ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკისთვის განკუთვნილი მრავალწლოვანი ხე. მოსახლეობის თქმით, ახალგაკეთებული გზა და რკინის მოაჯირი სწორედ გიგანტური ხის ტრანსპორტირებისას დაზიანდა; რკინის მოაჯირი კი ერთ ადგილზე მოხსნეს და სხვა ადგილზე, დაზიანებულის ნაცვლად დაამონტაჟეს. აჭარის გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი გიგანტური …
ბეტონი დეკორატიული ფილების ნაცვლად – ბათუმის მერიის განმარტება
ბათუმში, კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ, ტროტუარზე ამოცვენილი დეკორატიული ფილების ნაცვლად ბეტონია დაგებული. ტროტუარის ეს ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე მოსაცდელი კონსტრუქციის ქვეშაა. რატომ დაზიანდა ფილების საფარი და ვინ არის მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი? – ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით „მოსაცდელების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია შპს „ალმა“. დაზიანებული ფილების ნაცვლად ბეტონი კომპანიამ დროებით დააგო“. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ „უახლოეს მომავალში ბეტონის საფარი დეკორატიული ფილებით ჩანაცვლდება“. …
Continue reading “ბეტონი დეკორატიული ფილების ნაცვლად – ბათუმის მერიის განმარტება”
„ოცნების ქალაქში“ ენერგო-პროსგან სადენებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ითხოვენ
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ამბობენ, რომ დასახლებაში მოუწესრიგებელია ელექტროგაყვანილობები, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემა და „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელვაჩაურის ოფისს არაერთხელ მივმართეთ, ფოტოებიც კი გადავუგზავნეთ, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ხარვეზებია, ხან ერთი სახლი იწვის, ხან – მეორე. ზედმეტსაც გვახდევინებენ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა. „ბათუმელები“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაუკავშირდა. „აღნიშნულ დასახლებაში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ელქსელს არ …
მთავრობამ გოლფის მოედნის მოსაწყობად ინვესტორი იპოვა – პრემიერი დღეს პრეზენტაციას დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქობულეთში დღეს, 14:00 საათზე, მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობის ადგილს დაათვალიერებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერი აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას დაესწრება. გოლფის მოედნისა და ე.წ. მწვანე ქალაქის მოსაწყობად აჭარის მთავრობამ კომპანია „გრინ რეზორტს“ ქობულეთში 180 ჰექტარამდე მიწა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გადასცა. მიწის ნაკვეთები ზღვიდან 700 მეტრში, ფიჭვნარის თავისუფალ …
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 მარტს დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი. „სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები – 1970 წელს დაბადებული ბ.ტ. და 1964 წელს დაბადებული გ.მ., ხოლო „კანონიერი …
ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები] განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხორბლის კულტურა [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები]“, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა.
„ოცნების ქალაქში“ კორპუსს სპორტსკოლის დამპროექტებელი კომპანია დააპროექტებს
„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ გააფორმა. ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 320 ათას ერთი ლარია, გუშინ, 25 მარტს გაფორმდა. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9 327 კვ.მ.] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ სამინისტროს 2019 წლის 25 ივნისამდე უნდა წარუდგინოს. ამ …
Continue reading “„ოცნების ქალაქში“ კორპუსს სპორტსკოლის დამპროექტებელი კომპანია დააპროექტებს”
კიდევ რა სურს კომპანიას, რომელსაც ძეგლზე მანსარდის დაშენების ნებართვა აქვს
კომპანია, რომელსაც ბათუმში, გამსახურდიას 12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობაზე მანსარდის მოწყობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს, აჭარის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებას ითხოვს. კერძოდ, ამ შენობის მიმდებარედ, კოსტავას ქუჩა 20ა-ში, შპს „კორაქსესი“ საზოგადოებრივი სკვერის მოწყობას აპირებს, მაგრამ არა იქ არსებულ 485 კვ/მ-ზე, არამედ, მხოლოდ 100-120 კვ/მ-ზე გეგმავს. კომპანია აცხადებს, რომ დანარჩენი ფართობის სკვერს, მთავრობის მიერ სხვაგან გამოყოფილ …
Continue reading “კიდევ რა სურს კომპანიას, რომელსაც ძეგლზე მანსარდის დაშენების ნებართვა აქვს “
„მეტროს“ შესაძლოა კურორტ გოდერძიზე ხელშეკრულება შეუწყვიტონ
„მეტრო ატლას ჯორჯიას“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებაზე ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული. კომპანია ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „გოდერძიზე“ სასტუმროს აშენებს. კურორტზე მიწის ნაკვეთი კომპანიას, პირდაპირი წესით, 2016 წელს გადაეცა. „მეტრო ატლას ჯორჯიას“ გეგმა-გრაფიკის მიხედვით აღებული გარკვეული შუალედური ვალდებულებები არ აქვს შესრულებული. ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია სწორედ ამ …
Continue reading “„მეტროს“ შესაძლოა კურორტ გოდერძიზე ხელშეკრულება შეუწყვიტონ”
კომპანია, რომელიც „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ იყიდა მახინჯაურში ხეების მოჭრას ითხოვს
„ჯეო დეველოპმენტს“, მახინჯაურში, პირობებით შეძენილ ტერიტორიაზე კოტეჯების მშენებლობა 2 წლის წინ უნდა დაეწყო. კომპანიას სამუშაოები დღემდე არ დაუწყია, მიზეზად კი მიწის ნაკვეთზე არსებულ მრავალწლოვან წიწვოვან ხეებს ასახელებს. ეს ის ტერიტორიაა [ყოფილი სანატორიუმი „კოლხიდა“], სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის რამდენიმე ხე ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს. აქ არაერთი ხე მოჭრეს კიდეც. „ჯეო დეველოპმენტმა“ რომ უზრუნველყოს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად …
Continue reading “კომპანია, რომელიც „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ იყიდა მახინჯაურში ხეების მოჭრას ითხოვს”
ბათუმის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია „ანაგი“ გამოაცხადა. „ანაგი“ შპს „სტადიონს“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებას ყველაზე დაბალ ფასად, 20 მილიონ 780 ათას ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარი იყო. „ანაგთან“ ხელშეკრულება მეორე ეტაპის სამუშაოებზე ჯერ გაფორმებული არ არის. სატენდერო …
ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე ბარაკის ტიპის სახლი დაიწვა
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ბარაკის ტიპის სახლს ხანძარი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. „შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხის სახლი იყო. გვერდით მდგომ შენობებზე ცეცხლი არ გავრცელებულა“ – გვითხრეს სახანძრო სამსახურში. See more
ბათუმის შემოვლითი გზა 2020 წელში უნდა დასრულდეს – რა ეტაპზეა ჭოროხი-სარფის პროექტი
ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება, 2020 წელში უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია. აჭარაში დაგეგმილია ასევე ახალი გზის მშენებლობა მდინარე ჭოროხიდან სარფამდე [საქართველო-თურქეთის საზღვრამდე] მონაკვეთში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთთან დაკავშირებით, გრძელდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რაც 2019 …
„ალიანს სიტიმ“ „ლუჟკოვის სახლი“ 29,5 მილიონ აშშ დოლარად იყიდა
კომპანია „ალიანს სიტი“ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილისა და რუსთაველის ქუჩის გაგრძელებას შორის მდებარე „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟს და მის ადგილზე მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს. „ბათუმელებმა“ მოიპოვა კომპანიებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „ლუჟკოვის სახლი“ და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი ყოფილმა მესაკუთრემ, „ბათუმი სიტიმ“, 29 მილიონ 500 ათას აშშ დოლარად მიჰყიდა „ალიანს სიტის“. კომპანია „ალიანს სიტიმ“ ბათუმის …
Continue reading “„ალიანს სიტიმ“ „ლუჟკოვის სახლი“ 29,5 მილიონ აშშ დოლარად იყიდა”
სამინისტროს მიერ 12 255 ლარად გაყიდული „პაბედა“ აუქციონში გამარჯვებულ პირს აღარ უნდა
„ობო მოტორსს“, რომელმაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ „პაბედას“ გაყიდვაზე გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა, ავტომანქანა აღარ მიაქვს. „უარი ვთქვით, აღარ ვყიდულობთ“ – გვითხრა კომპანიის დირექტორმა ზურაბ ობოლაშვილმა. მიზეზი, რატომ თქვა უარი აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ავტომანქანის შესყიდვაზე, დირექტორმა არ დაასახელა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ნახევრად დაჟანგული, 1953 წელს გამოშვებული „პაბედას“ გასხვისებაზე აუქციონი 2018 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ავტომანქანის …
ქობულეთის სანაპიროზე სასტუმროს აშენების პირობით სამინისტრო მიწას ყიდის
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს დასრულდება. ნაკვეთი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის პირობით იყიდება, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს. აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია: [checklist] საბოლოო საპრივატიზებო …
Continue reading “ქობულეთის სანაპიროზე სასტუმროს აშენების პირობით სამინისტრო მიწას ყიდის”
რა ხდება კარიერზე, რომლის დახურვასაც კვირიკეს მოსახლეობა ითხოვს
ქობულეთის სოფელ კვირიკეში მოსახლეობის ერთი ნაწილი მთის კარიერზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს – აქედან ქვის ლოდებს ეზიდებიან. 13 მარტს მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ საკითხს სამთავრობო კომისია განიხილავდა, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ასეთი კომისია აჭარის მთავრობაში შექმნილი არ არის. სოფელში სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ, ლიცენზიანტ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მოსახლეობა კანონიერ საქმიანობაში ხელს უშლის და მათ პრეტენზიებს პასუხი ხელისუფლებამ უნდა …
Continue reading “რა ხდება კარიერზე, რომლის დახურვასაც კვირიკეს მოსახლეობა ითხოვს”
გამწვანების ფართობის შემცირება და კ2-ის გაზრდა – კომპანიის გეგმები „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას
კომპანია „ალიანს სიტი“ ბათუმის მერიისგან იმ ადგილისთვის, სადაც „ლუჟკოვის სახლი“ დგას, ზონის სტატუსის შეცვლას და განაშენიანების კოეფიციენტების გაზრდას ითხოვს. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიას საშუალება ექნება ზღვასთან ახლოს ერთი 50 და ორი 44-სართულიანი შენობა ააშენოს. ერთადერთი, რის გაზრდასაც კომპანია არ ითხოვს, გამწვანების კოეფიციენტია. მეტიც, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, არსებული გამწვანების ფართობი კიდევ უფრო მცირდება. კომპანია მერიისგან ითხოვს საპროექტო …
ბათუმში სამ ქუჩაზე წყლის მიწოდება დროებით შეიზღუდება
შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, 19 მარტის 00:00 საათიდან 20 მარტის 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება: [crosslist] ტბელ აბუსერიძის ქუჩას: N39ა-დან, 67ა-ს ჩათვლით; გენერალ აბაშიძის ქუჩას: N3-დან, N15-ის ჩათვლით; ტაძრის ქუჩას N22-ში. [/crosslist] „ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS …
Continue reading “ბათუმში სამ ქუჩაზე წყლის მიწოდება დროებით შეიზღუდება”
საპენსიო სააგენტო: პირად საპენსიო ანგარიშებზე თანხას საშუალოდ 7% სარგებელი უკვე ერიცხება
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 18 მარტის მდგომარეობით, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე ამ დროისთვის ჯამში 107 მილიონი ლარია განთავსებული. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში ამ დროისთვის სულ 620 ათას მოქალაქეზეა გახსნილი, დაგროვებით საპენსიო სქემაში კი 47 ათასი კერძო კომპანიაა ჩართული. „ეს თანხა არის მიმდინარე ნომინალურ ანგარიშებზე იმავე ბანკებში, რომელთანაც აქვთ გაფორმებული ფულის მიმოქცევაზე ხელშეკრულებები დასაქმებულებს და ასევე ეროვნულ …
სარფის საბაჟოზე ავტომობილის გაზის ავზში დამალული 1139 მაჯის საათი აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.ა-ს, კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, გაზის ავზში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 1139 ცალი მაჯის საათი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 17 199 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
„ეკონომია“ ბათუმის გარეგანათებაში და მერიის შეუსრულებელი გეგმა – აუდიტის ანგარიში
ბათუმის მერიის გარეგანათების ქსელის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის 2017 წლის პროგრამით დაგეგმილი 5 384 300 ლარის ნაცვლად 4 938 081 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საბიუჯეტო გეგმის 446 219 ლარით შეუსრულებლობა მერიის მიერ „შესყიდვების განხორციელების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ, გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების არასრულად შესრულებამ და გარეგანათების სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით გამოყოფილი …
Continue reading “„ეკონომია“ ბათუმის გარეგანათებაში და მერიის შეუსრულებელი გეგმა – აუდიტის ანგარიში”
9,7 მილიონი ანაკლიის გზის პროექტირებისთვის და 4 კომპანია – წინა სამი ტენდერი ჩაიშალა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად წინადადებების მიღება დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 718 972 ლარია. „ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა და შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური წინადადება წარმოადგინა. მონაწილეებს შორის ერთი ქართული კომპანიებისაგან შემდგარი ამხანაგობაა. ასევე, წინადადებები წარმოადგინეს ესპანურმა, …
უცხოეთიდან საქართველოში თებერვალში 125.5 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა
2019 წლის თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი [332.9 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით [11.6 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა – 31.62 მლნ აშშ დოლარი [მთლიანი გზავნილების 25.2%, რაც 4.05%-ით …
Continue reading “უცხოეთიდან საქართველოში თებერვალში 125.5 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა “