კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, მახინჯაურში მიმდინარე წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობის ფარგლებში, იგეგმება წყალმომარაგების მილების დაერთების სამუშაოები. აღნიშნულთან დაკავშირებით, 15 თებერვლის 23:00 საათიდან 16 თებერვლის 07:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწდება: [checklist] მახინჯაურის და განთიადის დასახლებას; თამარ მეფის გამზირს: #3-დან, #7-ის ჩათვლით; [/checklist]
Author Archives: თედო ჯორბენაძე
მწეველები ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თუთუნზე გადადიან – რატომ არის თუთუნი იაფი
ბოლო პერიოდში ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი მინიმუმ ერთი ლარით გაძვირდა. სწორედ ამიტომ მწეველთა ნაწილი ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თამბაქოზე გადავიდა, რაც გაცილებით იაფია. რამდენით შემცირდა ფილტრიანი სიგარეტის რეალიზაცია და რამდენით გაიზარდა გასახვევი თამბაქოს მოხმარება, ოფიციალური სტატისტიკა ამ დროისთვის ჯერ არ არსებობს. ბათუმში სიგარეტი და თამბაქო ბითუმად, ძირითადად, წერეთლის ქუჩაზე იყიდება. ფილტრიანი სიგარეტით მოვაჭრეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ …
ელექტრონულად ხელმოუწერელი დოკუმენტის გამო 2,6-მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი იმ მიზეზით არ შედგა, რომ პრეტენდენტმა კომპანიამ დოკუმენტი ელექტრონული ხელმოწერის გარეშე ატვირთა სისტემაში. სამინისტროს სატენდერო კომისიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. საქმე ეხება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერს. სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად 2 696 300 ლარია ბიუჯეტში გათვალისწინებული. ტენდერში მონაწილე კომპანია კი სკოლის აშენებას სამინისტროს …
Continue reading “ელექტრონულად ხელმოუწერელი დოკუმენტის გამო 2,6-მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა”
კერძო პირებს 568 365 ლარს თვითნებურად დაკავებულ მიწაში გადაუხდიან – ბათუმის ზოოპარკი
ბათუმის ზოოპარკის გადასატანად 13 ოჯახს ნახევარ მილიონზე მეტი ლარის კომპენსაციას გადაუხდიან. 568 365 ლარი ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობებში უნდა აისახოს, შემდგომში „ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირებისათვის საკომპენსაციო თანხის გასაცემად“. ბათუმის მერია ამ თანხას აჭარის ბიუჯეტიდან ელოდება. ბათუმის ზოოპარკის გადატანაზე გადაწყვეტილების მიღების დროს კი ოფიციალურად ითქვა, რომ ზოოპარკის გადატანას ბიუჯეტის ფული …
მგზავრებით გადაჭედილი ავტობუსი – რა გამოსავალს ხედავს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“
N12 ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრები ამბობენ, რომ ავტობუსები ხშირად ისეა ხალხით გადაჭედილი, რომ მგზავრობა შეუძლებელია, განსაკუთრებით დილით და საღამოს საათებში. მოქალაქეების თქმით N12 ავტობუსი, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, გაჩერებაზე ნახევარ საათში ერთხელ მიდის და ეს, მგზავრების რაოდენობიდან გამომდინარე, საკმარისი არ არის. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ კი აცხადებენ, რომ ამ ხაზზე ყოველდღიურად 8 ავტობუსი მოძრაობს 14-წუთიანი ინტერვალით და უახლოეს მომავალში …
Continue reading “მგზავრებით გადაჭედილი ავტობუსი – რა გამოსავალს ხედავს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“”
ბათუმის დრამატული თეატრი 450 ათას ლარად Steinway-ის მარკის როიალს ყიდულობს
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 450 ათას ლარად ერთი Steinway-ის მარკის როიალის ყიდვას ტენდერის გარეშე აპირებს. თეატრმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა. განაცხადში ნათქვამია, რომ თეატრს 2019 წლის ივლის-აგვისტოში გათვალისწინებული აქვს საერთაშორისო რანგის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ჩატარება, „შესაბამისად, მონაწილეების მოთხოვნათა შორის პირდაპირ მითითებულია Steinway-ის ინსტრუმენტის არსებობა“. „მსოფლიო არტსცენის შესაბამისი სტანდარტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, …
Continue reading “ბათუმის დრამატული თეატრი 450 ათას ლარად Steinway-ის მარკის როიალს ყიდულობს”
შსს სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს – კანონპროექტი
შსს-ს ინფორმაციით, სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მათთვის მთელი რიგი უფლებების [მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების] ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. „დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას …
Continue reading “შსს სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს – კანონპროექტი”
რა იცვლება „იაფი სახლის“ კრიტერიუმებში და ვინ ისარგებლებს პროგრამით
ბათუმის მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა პროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგ „იაფი სახლის“, ანუ ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის პროცესი დაიწყება. საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „ბათუმის მერია მიზანშეწონილად თვლის დამტკიცდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმები და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტი“, რის შემდეგადაც მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისით მოსარგებლეთა შერჩევის პროცესის დაწყების მიზნით, უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა …
Continue reading “რა იცვლება „იაფი სახლის“ კრიტერიუმებში და ვინ ისარგებლებს პროგრამით”
ბათუმის ბულვარი პლაჟზე გადასასვლელ ხის ბილიკებს შეისყიდის – ტენდერი 130 ათასი ლარი
ბათუმის ბულვარი პლაჟზე გადასასვლელ ხის ბილიკებს შეისყიდის. ბილიკების სიგრძე ჯამში 990 მეტრი იქნება და ისინი ზღვის სეზონზე პლაჟზე – ანბანის კოშკიდან რესტორან „სანრემომდე“ მონაკვეთში – ათ ლოკაციაზე მოეწყობა. ხის გადასასვლელი საფეხმავლო ტრანსფორმირებადი ბილიკის დამზადებაში ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 130 949 ლარს გადაიხდის. ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყება. წინადადებების მიღება 28 …
სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები მარტის ნაცვლად სექტემბრიდან ამოქმედდება
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის განცხადებით, დღეს, 11 თებერვალს, სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართული კონსულტაციების შედეგად მიღწეულია შეთანხმება გარდამავალი პერიოდის რეგულაციაზე. სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები 2019 წლის პირველი მარტიდან შედის ძალაში, თუმცა, ბიზნესასოციაციაში ამბობენ, რომ სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით, პროდუქციაზე გარდამავალი პერიოდის რეგულაცია გავრცელდება და კომპანიებს მიეცემათ საშუალება, პროდუქციის რეალიზება [გარდამავალ პერიოდში] …
Continue reading “სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები მარტის ნაცვლად სექტემბრიდან ამოქმედდება”
ბათუმის აეროპორტში ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „ბათუმის აეროპორტი“, სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული [18 აბი] და ფსიქოტროპული [11 აბი] ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. „საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. აღნიშნულ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე, 261-ე, 262-ე …
Continue reading “ბათუმის აეროპორტში ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს”
14 თებერვლიდან სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება
2018 წელს საქართველოში ხანძრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა – ამ სტატისტიკას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 14 თებერვლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა …
Continue reading “14 თებერვლიდან სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება”
ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის პროექტის განხილვა შუახევსა და ხულოში 12 მარტს გაიმართება
გაზგამანაწილებელი ქსელის [შუახევი-ხულო-გოდერძის] მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის საჯარო განხილვა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 2019 წლის 12 მარტს არის დაგეგმილი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილია: [checklist] 2019 წლის 12 მარტი, 11 საათი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში; 2019 წლის 12 მარტი, 13 …
რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება
ადმინისტრაციული შენობა, არქეოლოგიური მუზეუმი, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს – ეს არის ის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რის მოწყობასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ციხისძირში, პეტრას ციხეზე გეგმავს. პროექტით გათვალისწინებულია ლიმონარიუმის რესტავრაციაც. პროექტის განსახორციელებლად სააგენტოს 1 მილიონ 750 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. სააგენტომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის …
4,9 მილიონი ჯავახიშვილის, „ჟილინის“ მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებისა და სკვერის მოსაწყობად
ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის [ოღონდ, ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთის] ასევე, ე.წ. „ჟილინის არხის” მიმდებარე ქუჩების [მათ შორის ინასარიძის ქუჩის გაგრძელების] კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის სკვერის მოწყობა „ჟილინის არხის“ მიმდებარედ – ინასარიძისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა, სადაც, აღნიშნული …
ბათუმში კიდევ ორი „იაფი სახლის“ მშენებლობა იწყება – 2,4-მილიონიანი ტენდერი
ბათუმში ორი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სახლების მშენებლობისთვის სატენდერო თანხა 2 461 751 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება. ოთხი კორპუსი, ე.წ. იაფი სახლები, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ აშენდება. აქ ორი [„გ“ და „დ“] კორპუსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და 2019 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, …
Continue reading “ბათუმში კიდევ ორი „იაფი სახლის“ მშენებლობა იწყება – 2,4-მილიონიანი ტენდერი”
დამატებით 21,9 მილიონი ლარი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის
შპს „სტადიონმა“, ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარია. როგორც „ბათუმელებს“ კომპანიაში უთხრეს, ამ ტენდერით სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა მთლიანად დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, შესასრულებელია გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, მათ შორის გამწვანების, პარკინგის, ელექტრომომარაგების სისტემისა და განათების, ასევე IT ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები; უნდა მოეწყოს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ინფრასტრუქტურული (საინჟინრო კომუნიკაციების) ქსელები …
Continue reading “დამატებით 21,9 მილიონი ლარი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის”
ბინები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის – განცხადებების მიღება დაიწყო
აჭარის სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების განცხადებების მიღებას შაბათს, 9 თებერვალს, დილის 11 საათიდან დაიწყებს. განცხადებებს, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, თავად დასახლებაში მიიღებენ: „იქ არის ფართობი, სადაც მოგვეცემა მუშაობის საშუალება“. „ოცნების ქალაქში“ სამუშაო ჯგუფის საინფორმაციო ცენტრი უკვე გაიხსნა. განცხადებების მიღება კვირას და მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. „დასახლებაში სამივე ლოკაციაზე სულ 1727 ჯიხურია აღწერილი და დანომრილი. აქედან …
Continue reading ” ბინები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის – განცხადებების მიღება დაიწყო”
მერია, კულტურული მემკვიდრეობა და ინვესტორი – რა ხდება თავდადებულის 35-ში
ბათუმის მერია დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 944 809 ლარია. ტერიტორიით, სადაც ეს შენობა დგას, კერძო კომპანიაცაა დაინტერესებული. დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე ორსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. როგორც აქ მცხოვრებლები ამბობდნენ, ინვესტორს, რომელიც თავდადებულის ქუჩის მხარეს სახლის ფასადს ინარჩუნებდა, ამ ადგილზე …
Continue reading “მერია, კულტურული მემკვიდრეობა და ინვესტორი – რა ხდება თავდადებულის 35-ში”
ბაღების გამოხმაურება დაჯარიმებაზე
„ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას – რატომ დააჯარიმა სურსათის სააგენტომ აჭარაში 26 საბავშვო ბაღი – კონტროლის შედეგები, ბათუმის მე-4 საბავშვო ბაღის გამგე ირმა ნაკაშიძე გამოგვეხმაურა. მისი განმარტებით, სურსათის სააგენტომ არა მათი ბაღი, არამედ საბავშვო ბაღების გაერთიანება დააჯარიმა. „როდესაც მოვიდნენ შემოწმებაზე, დადეს დასკვნა, რომ შეუსაბამობა იყო კვადრატულობა, ფართობი, რაც კაპიტალურ რემონტს საჭიროებდა. რემონტის დაწყება კი ნიშნავდა იმას, რომ სამი თვით …
რატომ დააჯარიმა სურსათის სააგენტომ აჭარაში 26 საბავშვო ბაღი – კონტროლის შედეგები
ბათუმში, ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ხულოში, 2018 წელს, სულ 26 საბავშვო ბაღი დააჯარიმეს, მათ შორის ზოგი – ორჯერ. ბაღები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ძირითადად, არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის მიხედვით, არაკრიტიკული შეუსაბამობა – ეს არის შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა შესაძლებელია …
Continue reading “რატომ დააჯარიმა სურსათის სააგენტომ აჭარაში 26 საბავშვო ბაღი – კონტროლის შედეგები”
რატომ იხურება კაზინოები ბათუმში და რა ელის უმუშევრად დარჩენილ 400-მდე თანამშრომელს
ბათუმში 2019 წელს ორი კაზინო – „ინტურისტი“ და „აჭარაბეთი“ დაიხურა. კაზინოების დახურვით 400-მდე ადამიანი დარჩა უმუშევარი. „ინტურისტის“ შემთხვევაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კაზინოს მოწყობის ლიცენზიას ვადა გაუვიდა, „აჭარაბეთის“ შემთხვევაში კი – კაზინოს დახურვის კონკრეტული მიზეზი უცნობია, ამ კაზინოს ლიცენზიას ჯერ ვადა აქვს. რატომ დაიხურა ბათუმში კაზინო „აჭარაბეთი“ ბათუმში კაზინო „აჭარაბეთის“ მოწყობის ლიცენზიის მფლობელი კომპანია „ს გემბლინგ ჰოლია“. ლიცენზიას …
ჯავახიშვილისა და ბრწყინვალის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებში წყლის მიწოდება დროებით შეწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩაზე დაზიანდა 225მმ-იანი წყლის მაგისტრალური მილსადენი, რომლის აღდგენისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით, დღეს საღამოს 00:00 საათიდან, 7 თებერვლის 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება: [checklist] ჯავახიშვილის ქუჩას: პუშკინისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩების მონაკვეთში; გიორგი ბრწყინვალეს ქუჩას: გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩების მონაკვეთში; გიორგი ბრწყინვალის ქუჩას: N122-დან, N132-ის ჩათვლით; [/checklist] „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, …
აკრძალული პარკების რეალიზაციისთვის ბათუმში არავინ დაუჯარიმებიათ
ბათუმში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების რეალიზაციისთვის 2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე არავინ დაუჯარიმებიათ. თუმცა, მარტო ოქტომბრის თვეში ათასამდე ობიექტი იყო გაფრთხილებული აკრძალული პარკების ქსელიდან ამოღებაზე. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალაქში დღეისათვის თითქმის ყველა ობიექტი გაფრთხილებულია, მაგრამ ეს გაფრთხილებები იყო საინფორმაციო ხასიათის. მერიაში ამბობენ, რომ დაჯარიმებას პირველი აპრილიდან დაიწყებენ. საქართველოს კანონმდებლობით: მაღაზიის …
Continue reading “აკრძალული პარკების რეალიზაციისთვის ბათუმში არავინ დაუჯარიმებიათ”
სარფის სასაზღვრო პუნქტის შენობის შესაღებად 230 ათასი ლარია გამოყოფილი – ტენდერი
შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ შენობის ფასადის ღებვის სამუშაოებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 230 ათას 310 ლარია. შენობის ფასადი კვლავ თეთრად შეიღებება. გამშვები პუნქტის შენობა მიეკუთვნება კოროზიული ზემოქმედების მეექვსე – ძალიან მაღალ (ზღვის) კატეგორიას, ასევე, გამოირჩევა მაღალტენიანობით და ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი დონით, რისთვისაც, როგორც ტენდერის განაცხადშია აღნიშნული, ფასადის სამღებრო სამუშაოებისთვის შერჩეული იქნა …
Continue reading “სარფის სასაზღვრო პუნქტის შენობის შესაღებად 230 ათასი ლარია გამოყოფილი – ტენდერი”
ბონი-გოროდოკში ცხრა ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1,7 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი
ბათუმში, ბონი-გოროდოკის დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 768 746 ლარია. ამ ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება: ალ. ჩხაიძის ქუჩის (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელებას იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, …
Continue reading “ბონი-გოროდოკში ცხრა ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1,7 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი”
კურორტ გოდერძიზე ხელოვნურ ტბას მოაწყობენ
კურორტ გოდერძიზე ხელოვნური ტბა უნდა მოეწყოს. ტბის ფართობი დაახლოებით 3 ათასი კვ/მ იქნება, რომელიც ზამთარში შესაძლოა გაიყინოს და მასზე ციგურებით ისრიალონ, ხოლო ზაფხულში – წყლის ველოსიპედით ისეირნონ. ტბის ირგვლივ 13 კოტეჯი აშენდება. ეს იმ კომპანიის ვალდებულებაა, რომელსაც კურორტზე 5000 კვ/მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობამ 85 250 ლარად აუქციონის გარეშე მიჰყიდა. „ზუსტად რამდენ კვადრატულ მეტრს შევარჩევთ ხელოვნური …
ბობოყვათიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეები გადააქვთ
დღეს, 4 თებერვალს, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალი ჩაქვიდან ქობულეთამდე დაახლოებით ერთი საათით საპატრულო პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა. გზა დღის 4 საათზე გაიხსნა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიზეზი მრავალწლოვანი ხეების ტრანსპორტირება იყო. ეს ხეები ბობოყვათიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში გადააქვთ, სადაც ბიძინა ივანიშვილი დენდროპარკს აშენებს. ამ თემაზე: აჭარიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეების გატანა განახლდა
ბათუმის ბულვარმა საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე კონკურსი გამოაცხადა
კონკურსის მეშვეობით „ბათუმის ბულვარი“ ბულვარის პოპულარიზაციის მიზნით საიმიჯო ვიდეორგოლის საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას და მის საფუძველზე ვიდეორგოლის დამზადების მომსახურების შესყიდვას გეგმავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 169 ლარია. საკონკურსო დავალებაში აღნიშნულია: პრეტენდენტმა კონკურსში მონაწილეობის დროს უნდა წარმოადგინოს საიმიჯო ვიდეორგოლის კონცეფცია როგორც ტექსტური, ასევე, გადასაღები ლოკაციების ფოტო ან/და ვიდეომასალა; ვიდეორგოლის სცენარი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ბულვარს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის …
Continue reading “ბათუმის ბულვარმა საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე კონკურსი გამოაცხადა”
მახინჯაურსა და განთიადში წყლის მიწოდება დროებით შეწყდება
„ბათუმის წყლის“ განცხადებით, დღეს, 4 თებერვალს, თამარ მეფის გამზირზე ავარიულად დაზიანდა 1200 მმ-იანი წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი. სარემონტო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან, 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება მახინჯაურის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის განცხადებით, წყლის მიწოდება, ასევე, შეუწყდებათ აბონენტებს განთიადში. „მახინჯაურში, წყლის სამარგო რეზერვუარის მშენებლობის გამო, 4 თებერვალს, 11 საათიდან, 14:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება განთიადის ტერიტორიაზე …
Continue reading “მახინჯაურსა და განთიადში წყლის მიწოდება დროებით შეწყდება”
კომპანია: „ბათუმის წყლის“ ტენდერი ქართველი მწარმოებლებისთვის დისკრიმინაციულია
კომპანია „ჯეოტურანი“ მიიჩნევს, რომ „ბათუმის წყლის“ მიერ ცივი წყლის პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის მოთხოვნები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველ პირობას, რითაც საქართველოში ოპერირებად მწარმოებელ თუ მიმწოდებელ კომპანიებს არ ეძლევათ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება. ცივი წყლის პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების შესყიდვაზე შპს „ბათუმის წყალმა“, რომელიც ბათუმის მერიის მიერ არის დაფუძნებული, ტენდერი 2019 …
Continue reading “კომპანია: „ბათუმის წყლის“ ტენდერი ქართველი მწარმოებლებისთვის დისკრიმინაციულია”
რატომ ვერ დაიწყო ქედაში ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა – ხელახალი ტენდერი
სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უცვლელია – 1 530 378 ლარი. წინადადებების მიღება 2019 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს შეწყდება. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის ვადაში უნდა დაიწყოს და 540 დღეში დასრულდეს. ხუთსართულიანი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული წინა ტენდერი ორმა კომპანიამ …
Continue reading “რატომ ვერ დაიწყო ქედაში ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა – ხელახალი ტენდერი”
აჭარაში ინვესტორებს ორ წელში 20 მილიონი ლარის და 2 მილიონი დოლარის ჯარიმა აპატიეს
აჭარის მთავრობა მიმდინარე წელსაც გააგრძელებს იმ ინვესტორების „წახალისებას“ დარიცხული ჯარიმებისგან გათავისუფლებით, რომლებიც ნაკისრ ვალდებულებებს მათივე მიზეზით ვერ შეასრულებენ და დამატებით დროს მოითხოვენ. ადრე ინვესტორს ჯარიმის გადახდისგან მხოლოდ ვალდებულების შესრულების პირობით ათავისუფლებდნენ, შემდეგ საბანკო გარანტიასაც სთხოვდნენ. ჯერ უცნობია, როგორ დარეგულირდება ეს საკითხი 2019 წელს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აჭარის მთავრობა მუშაობს ახალი წესის …
Continue reading “აჭარაში ინვესტორებს ორ წელში 20 მილიონი ლარის და 2 მილიონი დოლარის ჯარიმა აპატიეს”
4 თებერვლიდან შედარებით გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
დღეს, 2 თებერვალს, აჭარის სანაპირო ზოლში იწვიმებს, ღამით ზოგან დროგამოშვებით, მთაში თოვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვლის 21 საათიდან 3 თებერვლის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ღამით დროგამოშვებით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი. მთაში თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 3-8, დღისით 8-13 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში …
Continue reading “4 თებერვლიდან შედარებით გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
აჭარის ეკონომიკის სამინისტრო: რეგიონში კერძო ინვესტიციებზე ინფორმაციას არ ვფლობთ
რა რაოდენობის უცხოური, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის ინვესტიციები განხორციელდა აჭარაში 2017 და 2018 წელს – ამ ინფორმაციის მისაღებად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით მივმართეთ. სამინისტროდან ასევე წერილობით გვიპასუხეს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ. „თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მეთოდოლოგიის დახვეწის აუცილებლობის გამო, 2017 წლიდან აღარ აღრიცხავს კერძო სექტორის …
Continue reading “აჭარის ეკონომიკის სამინისტრო: რეგიონში კერძო ინვესტიციებზე ინფორმაციას არ ვფლობთ”
შუახევი-ხულო-გოდერძის გაზსადენის გზშ მზადაა
შუახევი-ხულოს [ხიჭაურის დასახლებიდან გოდერძის უღელტეხილამდე] 54 კმ სიგრძის ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ, 2019 წლის მარტის შემდეგ გამოცხადდება. ხიჭაურამდე ცენტრალური მილსადენი მიყვანილია, აქედან კი, პროექტით, მილსადენი კვლავ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს გაუყვება და გოდერძის უღელტეხილთან შეუერთდება ადიგენიდან მომავალ მილსადენს. ამით შეიკვრება წრედი, რითაც აჭარა ბუნებრივ აირს მიიღებს, როგორც ქობულეთის, ასევე, ხულოს მხრიდან. საპროექტო კომპანიამ [„გაზპროექტი 2009“] …
Continue reading “შუახევი-ხულო-გოდერძის გაზსადენის გზშ მზადაა”