მთავარი,სიახლეები

ბარათაშვილის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა

02.03.2019 • 1243
ბარათაშვილის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა

ბათუმში, ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში, ევროპის მოედანთან წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილი დაიტბორა. ქუჩა ამჟამად საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი.

“ბათუმელების” ინფორმაციით მილის დაზიანება “ენერგო პრო ჯორჯიას” მიზეზით მოხდა, რომელსაც ქუჩაზე კაბელი გაყავდა.

„ნერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, მათი კონტრაქტორი კომპანია ბარათაშვილის ქუჩაზე ახალი საკაბელო ქსელის გასაყვანად ახორციელებდა შესაბამის სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა წყლის მილი. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მილის აღდგენა. სამუშაოებისთვის ,,ენერგო-პრო”-ს ქალაქ ბათუმის მერიისგან და საპატრულო პოლიციისგან შესაბამისი ნებართვები მიღებული ჰქონდა“ – აცხადებენ ენერგოკომპანიაში.

ადგილზე “ბათუმის წყლის” თანამშრომლები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, მაგისტრალურ მილსადენზე ჩასატარებელი ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება 18:00 საათიდან, 23:00 საათამდე, შეეზღუდება ბარათაშვილის ქუჩას, მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზ.გორგილაძის ქუჩამდე, დუმბაძის ქუჩას, რუსთაველის ქუჩას, ლუკა ასათიანის ქუჩიდან დუმბაძის ქუჩამდე და დ. თავდადებულის ქუჩას რუსთაველის ქუჩიდან მემედ აბაშიძის ქუჩამდე.

გადაბეჭდვის წესი