რა ოდენობის სახელფასო დანამატს მიიღებენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეები ზეგანაკვეთურად ნამუშევარი ყოველი საათისათვის, ანაზღაურებას, სახელფასო დანამატის სახით, მიიღებენ. ეს თანხა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 1% იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულს ღამის საათებში, ასევე დასვენებისა და უქმე დღეებში მოუწევს მუშაობა, ის ყოველი ნამუშევარი საათისათვის თანამდებობრივი სარგოს 2%-ს მიიღებს. სამინისტროში სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის შესახებ ბრძანებას აჭარის ფინანსთა …

შუახევში ტროტუარის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 65-66 კილომეტრზე საფეხმავლო ტროტუარის მოსაწყობად შუახევის მუნიციპალიტეტმა 1 150 000 ლარი გამოყო და ტენდერიც გამოაცხადა. ტროტუარი არსებული ავტოსადგურიდან რესტორან „შუახევამდე“ მონაკვეთში მაგისტრალის გასწვრივ აშენდება – ეს იქნება სახიდე გადასასვლელივით, მოაჯირებით. ტროტუართან ერთად გაკეთდება საყრდენი კედელი, პლიციის შენობის მიმდებარედ შეკეთდება კიბე, მოეწყობა პატარა სკვერი, მოსაცდელი, გარეგანათება და ავტოპარკინგი. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მაგისტრალის ამ …

კომისია: ოცნების ქალაქში რეგისტრირებული ოჯახების ნაწილს აღმოაჩნდა საკუთრება

ბინებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ზოგი ისეთი ოჯახიც ითხოვს, რომელმაც გარკვეული კომპენსაცია ერთხელ უკვე მიიღო ან, როგორც აქვე მცხოვრებლები არაფორმალურ გარემოში ამბობენ, თავიანთი საცხოვრებელი სახლი „ოცნების ქალაქში“ გირაოთი აქვს გაცემული და თავად იქ არ ცხოვრობს. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაცია 2019 წლის 9 თებერვალს დაიწყო. სამთავრობო კომისიას დასახლებაში 1 727 ჯიხური ჰყავს აღრიცხული, თუმცა, კომისიაში გვითხრეს, …

ბათუმში მიწა 20-30%-ით გაძვირდა – მერია ფასის გაზრდას კიდევ აპირებს

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გაიზარდა. საკრებულომ შესაბამისი გადაწყვეტილება 28 თებერვლის სხდომაზე მიიღო, თუმცა დადგენილება იმ კვირიდან შევა ძალაში, როცა ის გამოქვეყნდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიწის ნორმატიული ფასი ბათუმის ცენტრალურ ზონაში 20%-ით გაიზარდა, შუალედურ ზონაში 25%-ით, ხოლო პერიფერიულ ზონაში – 30%-ით. მაგალითად, ბათუმის ცენტრალურ ზონაში სამი …

„ჭაობში“ 30-მდე ქუჩა მოწესრიგდება – ბათუმის ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარი დაიხარჯება

„ჭაობის“ დასახლებაში ქუჩების მოსაწესრიგებლად გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულები გამოვლენილია. ერთ შემთხვევაში ხელშეკრულებაც გაფორმდა, თუმცა ამ ტენდერთან დაკავშირებით გრძელდება სასამართლო დავაც. სამუშაოების დაწყებას სასამართლო დავა ხელს არ უშლის. ოთხი ტენდერით ჭაობში 30-მდე ქუჩა მოწესრიგდება, რაშიც ბათუმის ბიუჯეტიდან ჯამში 23 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. ბაგრატიონის შესახვევი; გურამიშვილის ქუჩა; გურამიშვილის შესახვევი; მელიქიშვილის I შესახვევი; ოსტროვის I შესახვევი; სააკაძის ქუჩა; …

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 1-ლი მარტიდან იკრძალება. „აკრძალულ პერიოდში ნადირობა გამოიწვევს საჯარიმო სანქციას. ზოგ შემთხვევაში, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციას, ასევე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი …

ბათუმში „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა გაგრძელდება – 141 მეტრიანი შენობა რუსთაველზე

აჭარის მთავრობასა და შპს Tam Geo-ს შორის, რომელიც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა წამოიწყო, შეთანხმება შედგა. Tam Geo-მ 2012 წელს აღებული ვალდებულება, ახალი შეთანხმებით და პირობებით 2022 წლამდე უნდა შეასრულოს. კომპანია ვადის გადაწევასთან ერთად, გათავისუფლდება ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული ჯარიმებისგანაც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით, შპს Tam Geo-ს ერიცხება პირგასამტეხლო …

„ქართულ-ებრაული თანაცხოვრების“ UNESCO-ში წარსადგენად სააგენტო ექსპერტს მოიწვევს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო UNESCO-ში „ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26 საუკუნოვანი თანაცხოვრების ტრადიციის“ წარდგენასთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტს მოიწვევს. UNESCO-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას სააგენტო 30 ათას ლარად გეგმავს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის, სადაც აღნიშნულია, რომ ნომინაციაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო და მასში სამუშაო ფორმატში მონაწილეობდნენ როგორც არამატერიალური …

შუახევის ათ იალაღზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა – გამოყოფილია 1,3 მილიონი ლარი 

შუახევის მუნიციპალიტეტი სამთო იალაღებზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობას გეგმავს. ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა შემდეგ იალაღებზე: ყავრიანი, კირჩხიანი, გრძელგორი, ნაყორვალა, ნაფოცხვარა, ხარიათაღი, მთაპატარა, შუა იეილა, ჯვარი მინდორი, ტყისველა. მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 301 300 ლარია. პროექტი წარმოადგენს ორწლიან, 2019-2020 წწ შესყიდვას. 2019 საბიუჯეტო წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს 685 000 ლარის ღირებულების სამუშაოები [აუცილებელია სამუშაოები დაიწყოს …

რა კავშირშია კაზინო „ინტურისტის“ მფლობელი კომპანია „მეტრო ჰოლდინგთან“

ყოფილი კაზინო „ინტურისტის“ [„ლიბერთი კაზინოს“] თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას დღემდე ითხოვენ. კაზინო 2019 წლის იანვრიდან აღარ მუშაობს. ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვის ხელფასები არ აუღიათ. ამ ადამიანებმა, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით 180-დან 280-მდე, ანაზღაურების მიღების მოთხოვნით სასტუმროს „ინტურისტის“ მფლობელ „მეტრო ჰოლდინგის“ კუთვნილ ობიექტებთან არაერთი აქცია გამართეს. „მეტრო ჰოლდინგმა“ რამდენიმე დღის წინ კაზინოს ყოფილ თანამშრომლებს …

შსს: აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 59 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 1,406 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს“ – აცხადებს შსს. გამოძიება …

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

აჭარაში შავის ზღვის სასაზღვრო ზოლზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით ესპანური კომპანია „Iberostar Group“-ი დაინტერესდა. ეს ინფორმაცია სააგენტო „აწარმოე საქართველომ“ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, „ვინაიდან კომპანიის სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს „პირველი ხაზის“ სასტუმროები [„first line“ hotels], რაც გულისხმობს სანაპიროს პირველ ზოლზე სასტუმროების განთავსებას, სააგენტომ ჯგუფს გააცნო შავი ზღვის საინვესტიციო პოტენციალი… და შესთავაზა აჭარის რეგიონში ინვესტირება უძრავი ქონების და …

შსს: ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში 6 პირი დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული კ.ტ. და 1966 წელს დაბადებული პ.გ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. „სამართალდამცველებმა კ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 18 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ გოგონას – 1982 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს, რომელმაც …

პეტრას ციხეზე გამოცხადებული ტენდერის გამო სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლეს

კერძო კომპანია შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს დაავალოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს „შეიტანოს ცვლილება და სატენდერო დოკუმენტაცია ჩამოაყალიბოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად“. კომპანია აცხადებს, რომ სააგენტოს სატენდერო კომისიის მოთხოვნა, პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, არის არაპროპორციული, კონკურენციის შემზღუდავი და დისკრიმინაციული. დავის საგანია პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა 1,75 მილიონი ლარია. ამ თემაზე: რა იგეგმება …

ხულოში 220 კვ-იანი მშენებარე ხაზის მარშრუტი შეიცვალა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ეპსლუატაციის პროექტში ცვლილებები შეიტანა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთას მონაკვეთზე, მდინარე სხალთას მარჯვენა ნაპირზე განლაგებული სოფლებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების გვერდის ასაქცევად ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტი გადატანილ იქნა მდინარის მარცხენა ნაპირზე და ახალი პროექტის შესაბამისად, მიუყვება ტყით დაფარული ქედის თხემს. …

სახლები ბათუმში, რომელთა ფასადებზე მერია ლითონის ფურცლებს ააკრავს

ბათუმში მდებარე მრავალსართულიან/მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე ბათუმის მერია დაზიანებულ აზბესტისა და ლითონის ფურცლებს ლითონის ახალი პროფილური ფურცლებით შეცვლის. 18 სახლზე ლითონის ფურცლების ასაკრავად და ორი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელების გადახურვის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტში 300 ათას 394 ლარია გათვალისწინებული. ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. აზბესტისა თუ ლითონის ფურცლები ამ ტენდერის ფარგლებში ბათუმში, შემდეგ მისამართებზე მდებარე სახლებზე შეიცვლება: …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან აჭარაში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 24 თებერვლის 21 საათიდან 25 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ზოგან 15-20მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7, დღისით 7-12 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო. ზღვის …

„მეტრომ“ კუთვნილი ხელფასები არ მოგვცა – კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომელი

„მეტრო ჰოლდინგმა“ 21 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომ კაზინო „ინტურისტის“ [„ლიბერთი კაზინოს“] ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებას 22 თებერვალს სრულად აუნაზღაურებდა. დღეს, 23 თებერვალს, „ბათუმელებს“ კაზინოს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „მეტროს“ მათთვის კუთვნილი ხელფასები სრულად არ აუნაზღაურებია. „ვინც მივედით გუშინ, ყველას დაგვირიგეს 1000-1000 ლარი, მიუხედავად იმისა, 500 ლარი გვქონდა ასაღები ყოფილ თანამშრომლებს თუ – …

22 ვაკანსია აჭარის პოლიციაში – განცხადების შეტანის ბოლო ვადა 24 თებერვალია

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს განცხადებების მიღებას აჭარის პოლიციის დეპარტამენტში არსებულ ვაკანსიებზე. დეპარტამენტში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 22 ვაკანსიაა სხვადასხვა განყოფილებებში. ამ თანამდებობების დასაკავებლად მსურველებს განცხადებების წარდგენა 2019 წლის 24 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარია. ბათუმის საქალაქო სამმართველოში: პოლიციის II განყოფილება – 2 ვაკანსია; პოლიციის I განყოფილება – 1 ვაკანსია; პოლიციის V განყოფილება – 2 ვაკანსია; პოლიციის IV განყოფილება – 1 …

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ფ.ხ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც ბრალდებული დროებით ცხოვრობდა, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით …

სათვალთვალო კამერები და WiFi ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიდეოკემერები განთავსდება, ზოგიერთ ადგილებში კი ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უსადენო ინტერნეტით. შესაბამისი მომსახურების შესასყიდად ბაღის ადმინისტრაციას 150 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს „ბათუმის ბოტანიკური ბაღისათვის“ ვიდეო სამეთვალყურეო ქსელის მოსაწყობად შესაბამისი საქონლის მიწოდება თანმდევი მომსახურებით [მონტაჟით/ინსტალაცით]. ბაღის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გარკვეულ ადგილებში ვიდეოკამერები დამონტაჟებულია, ამ …

ბათუმის მერიის სოციალური სერვისით გარდაცვლილებიც „სარგებლობდნენ“

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დოკუმენტების გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ბათუმის მერიის „ბინაზე მოვლის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მომსახურება გაწეულია ისეთ ბენეფიციარებზე, რომლებიც ამ მომსახურების გაწევის პერიოდისთვის უკვე გარდაცვლილები იყვნენ. საუბარია 2016-2017 წლებზე. ამ წლებში, ბათუმის მერიის „სოციალური უზრუნველყოფის“ პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, აუდიტის სამსახურმა გუშინ, 22 თებერვალს გამოაქვეყნა. „მერიის პასუხისმგებელი პირის განმარტებით მიუხედავად ინტენსიური შერჩევითი შემოწმებისა, მსგავს ფაქტს ვერ …

საპენსიო სააგენტო საინფორმაციო კამპანიაში ერთ მილიონამდე ლარს დახარჯავს

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტოს შეუფერხებელი საქმიანობისათვის აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიების წარმოება, რისთვისაც საჭიროა „შესაბამისი მომსახურების შეუფერხებლად შესყიდვა“. საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიის მომსახურების შესყიდვას საპენსიო სააგენტო ტენდერის გარეშე აპირებს, რისთვისაც 913 ათას 938 ლარი აქვს გათვალისწინებული. „საქართველოს მოქალაქეებისათვის არასწორი ან/და არასრული ინფორმაციის მიწოდებამ შესაძლოა დამანგრეველი ზეგავლენა მოახდინოს საპენსიო რეფორმაზე …

ფესენკოს აგარაკის [ყოფილი ბავშვთა სახლი] სარეაბილიტაციოდ სააგენტო პროექტს შეისყიდის

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე ე.წ. ფესენკოს აგარაკის [ყოფილი ბავშვთა სახლი] რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. სატენდერო თანხა 40 ათასი ლარია. შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია აგებული და დღეს ავარიულ მდგომარეობაშია. მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა. სატენდერო პირობის მიხედვით, კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს „კულტურული მემკვიდრეობის …

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტის შეძენაზე მთავრობამ ტენდერი გამოაცხადა

ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9327 კვ/მ] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. პროექტის შესაძენად 400 ათასი ლარია გამოყოფილი. ტენდერი სამინისტრომ დღეს, 21 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება პირველ მარტს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება. …

რა კავშირშია თურქეთში მდებარე კაშხალი მარადიდში მოსახლეობის ნაკვეთების დატბორვასთან

„თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ჰესიდან მოხდა ჭარბი წყლის გამოშვება, რომელიც უნდა გაეტარებინა კირნათი ჰესს, თუმცა, ტექნიკური მიზეზის გამო ეს ვერ მოხერხდა და დაიტბორა გარკვეული ტერიტორია. ასეთი განმარტება მომცეს მე „აჭარენერჯი 2007“-ში, რომლის საკუთრებაშიც არის კირნათი ჰესი“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯუმბერ ვარდმანიძემ, ხელვაჩაურის მერმა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერიას თურქეთის მხარეს მდებარე კაშხლების ოპერატორებთან კომუნიკაცია არ აქვს: „პირადად …

კაზინო „ინტურისტის“ ყოფილ თანამშრომლებს დავალიანებას „მეტრო“ აუნაზღაურებს

კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას მიმდინარე წლის იანვრიდან ითხოვენ. მათ რამდენჯერმე აქციაც კი გამართეს. სასტუმრო „ინტურისტის“ მფლობელმა „მეტრო ჰოლდინგმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო პერიოდში სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ არსებულ „ლიბერთი კაზინოს“ პერსონალის დავალიანებასთან დაკავშირებულმა დავამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, რაც უარყოფითად აისახა „მეტრო ჰოლდინგის“ იმიჯზე. განვმარტავთ, რომ „მეტრო ჰოლდინგს“ იჯარით ჰქონდა გაცემული …

დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება უკვე ავტომატურ რეჟიმშია შესაძლებელი – სიახლე

გადასახადის გადამხდელებს უკვე შეუძლიათ დამატებული ღირებულების გადასახადის [დღგ] დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, დღგ-ის ავტომატური დაბრუნება ითვალისწინებს დღგ-ის გადასახადისგან წარმოქმნილი ზედმეტობის ახალი და გამარტივებული სისტემით დაბრუნებას დეკლარაციის ჩაბარებისთანავე. აღნიშნული სისტემის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვრის და შემდგომი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციების შეფასება, მოხდება ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით. „დაბალი რისკის დეკლარაციები, რომელთა რაოდენობა …

კურორტი გოდერძი [ფოტორეპორტაჟი]

ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „გოდერძიზე“ მიმდინარე ზამთრის სეზონი აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200-მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის. „გოდერძიზე“ მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი, ან უკვე დაწყებულია, თუმცა გართობისა და დასვენებისთვისაც არის შესაბამისი პირობები.  

როდის დაშლიან ყინულის სასახლეს და როდის ააშენებენ საცურაო აუზს

ბათუმის ყინულის სასახლის დემონტაჟი გასული წლის ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მას მიმდინარე წლის შემოდგომამდე აღარ დაშლიან. შესაბამისად, გაგრძელდება ახალი ყინულის არენის მშენებლობაც, რომელიც 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მშენებელ კანადურ კომპანიას წარმოსადგენი აქვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით. სპორტსმენებს/მოსწავლეებს რომ ვარჯიში არ შეეწყვიტათ, ბათუმის მერიის თხოვნა იყო, არსებული …

შსს: საქართველოს საავტომობილო გზებზე 2086 ვიდეოკამერაა ჩართული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზებზე ამ დროისთვის სულ 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს. მარტო 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით 669 ახალი ვიდეოკამერა ჩაირთო, მათ შორის 550 ზოგადი ხედვის, 119 კი – ნომრის ამომცნობი. აჭარის რეგიონში გასულ წელს სულ ამოქმედდა ზოგადი ხედვის 225 ვიდეოკამერა და სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი. რეგიონში ბოლოს ჭკვიანი კამერები და სიჩქარის მზომი სექციური …

თოვლიანი დღე სოფელ გობრონეთში [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში თოვს. ნალექის გამო ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია სასოფლო გზებზე. სინოპტიკოსების პროგნოზით 18 თებერვალს აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა. დღისით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. მთიან რაიონებში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა იქნება. დღისითკი 0-5 გრადუსი სითბო. სოფელი გობრონეთი დღეს, 17 თებერვალს:

ბათუმის ბულვარი პლაჟზე ადაპტირებულ საშხაპეს და გასახდელს დადგამს

ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ პლაჟზე ადაპტირებული საშხაპისა და გასახდელის დამზადება-მონტაჟისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 22 741 ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურებას ბულვარი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოაცხადა. საშხაპე და გასახდელი პლაჟზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დამონტაჟდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 6 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება. ბულვარის ადმინისტრაცია წელს პლაჟზე დამატებით …

რატომ ვერ აშენდა კუბთაუერი ბათუმში – სამინისტრომ ხელშეკრულება გააუქმა, მიწას კი ვერ იბრუნებს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ე.წ. კუბთაუერის მშენებლობაზე კერძო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება აჭარის ფინანთა და ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად გააუქმა, ტერიტორიას კი, სადაც მშენებლობა იყო დაგეგმილი, საკუთრებაში ჯერ ვერ იბრუნებს. გოგებაშვილის ქუჩაზე 440,95 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და 1621 კვ/მ მიწის ნაკვეთი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად, პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა შპს ADOG …

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობა, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, 4,76 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 39,04 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები თითქმის 3 მილიონი დოლარით შემცირდა თურქეთიდან – 5,92 მილიონი 8 მილიონის ნაცვლად. გზავნილების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით თითქმის 5 მილიონი დოლარით …

შემოსავლების სამსახურში გაცემული მილიონობით პრემია და დანამატი არ არის დასაბუთებული – აუდიტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 2016 წლის მარტსა და სექტემბერში 3 604 თანამშრომელზე გაცემული 7 128 200 ლარის პრემია არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან შესაბამის ბრძანებებში არ იყო დაკონკრეტებული პრემიების გაცემის მოტივი და მიზნობრიობა, აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2016 – 2017 წლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოტივირებული შუამდგომლობის გარეშე 809 თანამშრომელზე გაცემული პრემია, 391 …

Exit mobile version