39 წლის ზვიად მგელაძე ქობულეთის სოფელ ზენითში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ საპატიმროში შვიდი წელი გაატარა და გათავისუფლების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, ტელეფონზე ნომრის აკრეფაც კი უჭირდა ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო, ახლა თანამედროვე ავტოსახელოსნო აქვს, სადაც მალე კომპიუტერული დიაგნოსტიკით მომსახურებასაც შესთავაზებს კლიენტებს. ამბობს, რომ საკუთარი ბიზნესის წინსვლისთვის ბევრი იშრომა, რის შედეგსაც უკვე გრძნობს. „გათავისუფლების შემდეგ გაორმაგებული …
Author Archives: თამარ ნერგაძე
დადიანების სასახლე, მარტვილის კანიონი, მუზეუმი – უფასო ექსკურსია ყოფილი პატიმრებისთვის
ყოფილმა პატიმრებმა, პატიმრების ოჯახის წევრებმა და პრობაციონერებმა სამეგრელოს ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს. დადიანების სასახლეში ბენეფიციარებმა სამეგრელოს უკანასკნელი მთავრისა და მისი ოჯახის წევრების პირადი ნივთები, ეზოს გარშემო გაშენებული ტყე-პარკი დაათვალიერეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და იმერეთში. სხვა მიმართულებებთან …
საფრანგეთში ელისეს მინდვრებს მფრინავმა კაცმა გადაუფრინა
ფრანგმა ფრენკი ზაპატამ იარაღით ხელში ელისეს მინდვრებს გადაუფრინა საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე – 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს. მფრინავი დაფა რთული კონსტრუქცია სულაც არ არის და ხუთი პატარა ძრავით ახერხებს ჰაერში აფრენას. აპარატით საათში 190 კმ – ის გადაფრენაა შესაძლებელი და მისი მართვისას მთავარი წონასწორობის შენარჩუნებაა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მფრინავ დაფას …
Continue reading “საფრანგეთში ელისეს მინდვრებს მფრინავმა კაცმა გადაუფრინა”
თავიდან დაწყებული ცხოვრება – ყოფილი პატიმრები
„დემოკრატიის ინსტიტუტი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობას მცირე ბიზნესის წახალისების გზით, ტრენინგ-სემინარებში ჩართვას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, უფასო იურიდიულ კონსულტაციებსა და სამედიცინო დახმარებას, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას. პროგრამის მიმდინარებისას ბენეფიციარები აღნიშნავენ, რომ …
Continue reading “თავიდან დაწყებული ცხოვრება – ყოფილი პატიმრები”
ადამიანებს ვერ ვუგებ, ასე მოხდა ციხის შემდეგ – ვხატავ და სხვაგან ვარ
ვან გოგი და ლადო გუდიაშვილი გამორჩეულად უყვარს. ხუთი წლიდან ხატავს, სამხატვრო აკადემია დაამთავრა და მას შემდეგ ზეთით, გუაშით, ნახშირით, აკრილით მუშაობს. საპატიმროში ყოფნისას, სადაც საღებავები არ იყო, ასანთით ხატავდა მუყაოსა და კედლებზე. ციხიდან ნახატებს არ ატანდნენ და იქვე ჩუქნიდა პატიმრებს. მიშა ვაზაგაშვილი სასჯელს თითქმის 3-წელიწადნახევარი იხდიდა. „ციხის წლები? ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ვისთვის როგორ, მაგრამ …
Continue reading “ადამიანებს ვერ ვუგებ, ასე მოხდა ციხის შემდეგ – ვხატავ და სხვაგან ვარ”
ყოფილი პატიმრების ნახევარს უნვერსიტეტი და კოლეჯი აქვს დამთავრებული – კვლევა
ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – დასაქმება მრავალი მიზეზითაა გამოწვეული: სამუშაო ადგილების სიმცირე, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისადმი დამსაქმებელთა დიდი ნაწილის დისკრიმინაციული დამოკიდებულება, განათლების დაბალი მაჩვენებელი, პროფესიული უნარჩვევების დეფიციტი და ა.შ. დემოკრატიის ინსტიტუტი წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს სწორედ დასაქმებით რეაბილიტაციაში ეხმარებიან ტრენინგ-სემინარებით, გადამზადების კურსებითა და მატერიალური თანადგომით – …
Continue reading “ყოფილი პატიმრების ნახევარს უნვერსიტეტი და კოლეჯი აქვს დამთავრებული – კვლევა”
ოჯახში ექვსი წევრიც რომ გყავდეს, ამ საქმით ყველას მიხედავ – ხეზე კვეთის ოსტატი
ზუგდიდში, საკუთარ სახლში სახელოსნო აქვს მოწყობილი და ხეზე მუშაობს – ზაფხულობით სუფთა ჰაერზე კვეთს ხეზე. უამრავი შეკვეთა აქვს და ამბობს, რომ გარდა დეკორატიული ნაკეთობებისა, პრაქტიკული საჭიროების ნივთებსაც ამზადებს: ავეჯს, თაროებს და ა.შ. თუმცა ყველაზე ძალიან ხატების კვეთა მოსწონს: დეტალები უამრავ ორნამენტსა და ხაზს ითხოვს, რასაც ბევრი შრომა და ფანტაზია სჭირდება – სწორედ ეს მოსწონს. დავით …
Continue reading “ოჯახში ექვსი წევრიც რომ გყავდეს, ამ საქმით ყველას მიხედავ – ხეზე კვეთის ოსტატი”
რას ამბობენ ბათუმში ჩამოსული ტურისტები ფრენების აკრძალვის შემდეგ
8 ივლისიდან პუტინმა რუსეთიდან საქართველოში ავიარეისები აკრძალა. გუშინ, 24 ივნისს, ბათუმის აეროპორტში ტურისტები ეკატერინბურგიდან, როსტოვიდან და მოსკოვიდან ჩამოფრინდნენ. ბათუმის აეროპორტში ტურისტები პუტინის მიერ დაწესებულ აკრძალვაზე საუბრობენ, კამერის ჩართვამდე რუსი ტურისტების უმრავლესობა კითხულობს, აჩვენებენ თუ არა ჩვენს ჩანაწერს რუსეთში. შანი ვაისმანი თელავივიდან ჩამოფრინდა, თავად რუსეთის მოქალაქე არ არის, მაგრამ, ტურისტულ შეზღუდვას ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს: „რატომ …
Continue reading “რას ამბობენ ბათუმში ჩამოსული ტურისტები ფრენების აკრძალვის შემდეგ”
ეუთოს წარმომადგენელი: დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები
მედიის თავისუფლების საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელმა ჰარლემ დეზირმა დღეს მწუხარება გამოთქვა მედიის წარმომადგენლებისადმი მკაცრი დამოკიდებულებისა და იმ ძალადობრივი ინცინდენტების გამო, რაც თბილისის გუშინდელ დემონსტრაციებზე მოხდა. დეზირი აცხადებს, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება ყოველთვის დაცული უნდა იყოს. ,,30 სხვადასხვა მედიაორგანიზაცია აშუქებდა 20 ივლისის მოვლენებს თბილისში, მათ შორის სააგენტო როიტერი, რადიო თავისუფალი ევროპის / რადიო თავისუფლების ქართული ბიუროები, რუსთავი 2, …
Continue reading “ეუთოს წარმომადგენელი: დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები “
რენი, პარიზი, მარსელი, სტრასბურგი – ემიგრანტები საფრანგეთიდან საპროტესტო აქციებს შეუერთდებიან
საქართველოში გუშინ, 20 ივნისს, დაწყებულ საპროტესტო აქციებს ქართველი ემიგრანტები საფრანგეთიდან შეუერთდებიან. საპროტესტო აქცია რენში სავარაუდოდ დღეს, საფრანგეთის დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი. პარიზში კი მანიფესტაციები შაბათ-კვირას იგეგმება. ქართველი ემიგრანტების ფეისბუქგვერდზე „ქართველები საფრანგეთში, Géorgiens en France” აქციებს ასევე აანონსებენ მარსელსა და სტრასბურგში. გუშინ, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, სადაც რუსმა …
ირაკლი კობახიძე ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება
გუშინ განვითარებული მოვლენების დროს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა. კობახიძე დღეს დანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრება და ბაქოში ვიზიტს შეწყვეტს. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გუშინ სწორედ ირაკლი კობახიძის გადაყენება იყო, რომელმაც საკუთარი სავარძელი მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო სესიაზე დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს დაუთმო, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. როდის დაბრუნდება კობახიძე საქართველოში დაზუსტებული არ არის – …
Continue reading “ირაკლი კობახიძე ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება”
რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს – კალაძის სპეციალური ბრიფინგი
საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შესვლის შემდეგ, მოქალაქეთა პროტესტის ფონზე ქართული ოცნების სახელით კახი კალაძე საგანგებო განცხადებას აკეთებს: „ქართული ოცნების“ სახელით მსურს გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი საქართველოს პარლამენტში. რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ამ ფორმით კონფერენცია არ გაგრძელდება. ჩვენ 17 საუკუნეა მართლმადიდებელი სამყაროს წარმომადგენლები ვართ და ყველა პლატფორმას ვიყენებთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის. …
Continue reading “რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს – კალაძის სპეციალური ბრიფინგი”
ხოშტარია: ვეუბნებოდი ქუცნაშვილს, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაცია ფეხს ვერ შემოდგამს
პარლამენტარი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან გააძევეს, მან პარლამენტშივე მიმართა მამუკა მდინარაძეს, რომ რუსული დელეგაცია წასულიყო დარბაზიდან ან მთლიანად ჩაეშალათ ღონისძიება. „ქუცნაშვილი და მდინარაძე წავიდნენ ორგანიზატორებთან ამ თემაზე სალაპარაკოდ, კატეგორიულად ვამბობთ, გამორიცხულია ამ დარბაზში რუსული დელეგაცია შემოვიდეს. ეს ძალიან კარგად ესმის მამუკა მდინარაძეს, თუმცა არ ესმოდა ზაქარია …
ქართული კინო რომში, შანხაისა და პერუს კინოფესტივალებზე
ივნისის თვე ქართველი რეჟისორებისა და ზოგადად ქართული კინოსთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა. 16-18 ივნისს ქართული კინოს დღეებს რომმა უმასპინძლა. რომის კინოს სახლში [Casa del Cinema] ნაჩვენები იყო სხვადასხვა დროს გადაღებული ქართული ფილმები: „მანდარინები“ [რეჟისორი ზაზა ურუშაძე], „ცისფერი მთები“ [რეჟისორი ელდარ შენგელაია], „ნატვრის ხე“ [რეჟისორი თენგიზ აბულაძე], „შემთხვევითი პაემნები“ [რეჟისორი ლევან კოღუაშვილი] და „ჩემი ბებია“ [რეჟისორი კოტე …
Continue reading “ქართული კინო რომში, შანხაისა და პერუს კინოფესტივალებზე”
ერთადერთი კაცი სოცმუშაკი აჭარიდან
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სისტემაში 2019 წლის ივნისის თვის მდგომარეობით საქართველოში სულ 4 კაცი მუშაობს სოცმუშაკად, ერთ-ერთი მათგანი 45 წლის პაატა ქათამაძეა შუახევის მუნიციპალიტეტიდან, ის აჭარაში ერთადერთი კაცი სოცმუშაკია. მან გაიარა გასაუბრება, ტესტირება და ყველა საფეხური, რაც საქართველოში სოცმუშაკად დასაქმებისთვისაა საჭირო. ,,არ ვიცი რატომ მუშაობენ სოცმუშაკებად მხოლოდ ქალები, ალბათ მამაკაცები სხვა პოზიციებზე უფრო რეალიზებულად …
,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ სტუდენტურ გათამაშებაში ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა
მარიამი, ტატო, ლაშა, მარადი, სალომე და თამარი – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ საზაფხულო სტუდენტურ გათამაშებაში დღეს ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებსაც საჩუქრად გადაეცემათ ბილეთები ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე დასასწრებად 21, 22 და 23 ივნისს. ჩვენ გამარჯვებულებს მითითებულ სატელეფონო ნომრებზე დავუკავშირდებით და მოგებულ ელექტრონულ ბილეთებს გადავცემთ. საჩუქრის გადაცემამდე აუცილებელია გამარჯვებულმა სტუდენტებმა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ელექტრონული ასლი და …
ბიზნესის მართვის სწავლება
როგორ უნდა მოვამზადოთ ბიზნესგეგმა, რა საკანონმდებლო ბაზის ცოდნაა აუცილებელი საქმიანობის სწორად დასაგეგმად, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის სახელის სწორად შერჩევა და შესაძლებელია თუ არა მსგავსი ბიზნესგეგმით დაფინანსების წყაროების მოპოვება – ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რის შესახებაც “დემოკრატიის ინსტიტუტის” ტრენერმა ისაუბრა. ტრენინგი “დემოკრატიის ინსტიტუტმა” ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის ჩაატარა. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში …
გაცნობის საიტი Tinder-ი რუსეთის სპეცსამსახურებს მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას გადასცემს
გაცნობის საიტი Tinder-ი [თინდერი] მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას, მიმოწერასა და აუდიო-ვიდეორესურსს რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცემს. რუსეთის სპეცსამსახურებმა გაცნობის საიტი Tinder-ი ინფორმაციის მიმწოდებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირეს რუსულ რეესტრში, რაც Tinder-ს ავალდებულებს, მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები რუსულ სერვერებზე განათავსოს. ინფორმაციას სააგენტო BBC -ი ავრცელებს. ცოტა ხნის წინ რუსეთში ამოქმედებული ახალი კანონის მიხედვით, რეესტრში შეტანილია 175 კომპანია, მათ შორის Tinder-ი, რომლებსაც ევალებათ, მომხმარებელთა …
ბათუმის საკათედრო ტაძარი ვიტრაჟებსაც კარგავს
ბათუმის საკათედრო ტაძრის საუკუნოვანი ვიტრაჟი დაზიანებულია. ვიტრაჟის ფერადი მინის ნაწილი ჩამსხვრეულია ტაძრის ოთხივე ფასადზე. დაზიანებული ვიტრაჟის ადგილას უკეთეს შემთხვევაში ჩვეულებრივი მინაა ჩასმული, ზოგან კი ფერადი მინა უბრალოდ ჩამსხვრეულია. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეპარქიის პრესსპიკერი იოანე გორელიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ზოგადად ეკლესიის რესტავრაციის საჭიროებაზე მიმართვა ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიღებული აქვს ეპარქიიდან, …
Continue reading “ბათუმის საკათედრო ტაძარი ვიტრაჟებსაც კარგავს”
რომელი წიგნები გაიყიდა ყველაზე კარგად წიგნის ფესტივალზე
2019 წლის თბილისის წიგნის ბაზრობაზე სამოცდაათმა გამომცემლობამ და სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. ფესტივალს წელს ესტუმრნენ ფინელი მწერლები, შვედი გამომცემლები და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის დელეგაცია; სხვადასხვა გამომცემლობის წარმომადგენლები: მარი კორინთელი (,,წიგნები ბათუმში“), ზვიად კვარაცხელია („ინტელექტი“, ,,არტანუჯი“) ნინო მჭედლიშვილი („დიოგენე“) და თინა კუხიანიძე (,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“) წიგნებზე საუბრობენ, რომლებიც წლევანდელ ფესტივალზე იყო ბესტსელერები. ვიტოლდ გომბროვიჩი …
Continue reading “რომელი წიგნები გაიყიდა ყველაზე კარგად წიგნის ფესტივალზე”
როგორ ცხოვრობენ ქალი პატიმრები ციხის შემდეგ
„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაში“ ჩართულია არაერთი ქალი, რომლებიც ხშირად თანხმდებიან ღიად ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებაზე, ციხის წლებსა და გათავისუფლებისშემდგომ სირთულეებზე. ყველა მათგანი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარია. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში. ჯულიეტა ფხაკაძემ საპატიმროში 6 წელი გაატარა. რთული …
Continue reading “როგორ ცხოვრობენ ქალი პატიმრები ციხის შემდეგ”
ვინ ისარგებლა ყოფილ პატიმართაგან უფასო სამედიცინო გამოკვლევებით
გაუარესებული ჯანმრთელობა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, რაც ყოფილ პატიმრებს აწუხებთ. დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაც ყოფილი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ჩართვა შეუძლიათ როგორც ყოფილ პატიმრებს, ასევე მათ ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. პროექტის ბენეფიციართა საჭიროებები თავიდან მათი …
Continue reading “ვინ ისარგებლა ყოფილ პატიმართაგან უფასო სამედიცინო გამოკვლევებით”
კრიმინალური წესებით ცუდი ტონია განათლების პროგრამებში ბენეფიციართა ჩართვა – კვლევა
თავისუფლების აღკვეთის მთავარი მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია რეაბილიტაციაა. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს აქვს ვალდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამები დროთა განმავლობაში მიუახლოვოს და დაუქვემდებაროს სტანდარტს. რამდენად შეესაბამება ყოფილი პატიმრების სარეაბილიტაციო პროგრამები სტანდარტებს საქართველოში, მოცემულია კვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ ჩაატარა. კვლევის დიდი ნაწილი ეთმობა პენიტენციურ სისტემაში და მის …
თუშეთი, ცხვრების გადარეკვა [ფოტო]
ცხვრის ფარას თუშეთში მწყემსები წელიწადში ორჯერ მიერეკებიან, გაზაფხულსა და შემოდგომაზე: მაისის დასაწყისიდან დასასრულამდე და სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ეს ფოტოები მწყემსმა არჩილ აქიმიძემ თუშეთში რამდენიმე დღის წინ გადაიღო, როცა სოფელ ფშაველიდან ფარას ომალოსკენ მიერეკებოდა. კადრებზე ცხვრის ფარა გადადის ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარე, თუშეთთან დამაკავშირებელ აბანოს უღელტეხილზე. აქ ამ დროს ჯერ კიდევ დიდია თოვლი და ავტომობილები …
შეამოწმე რას (არ)გატყუებს თვალი [ტესტი]
შეამოწმეთ როგორ დააღწევთ თავს ოპტიკურ ილუზიას და გამოიცანით რა ჩანს სურათებზე სინამდვილეში.
რა უნდა იყოს ციხის შემდეგ პირველი ნაბიჯი – დახმარების მსურველის პოვნა შესაძლებელია
„დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები სარგებლობენ სამედიცინო და იურიდიული მომსახურებით, დასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით. სწორედ დასაქმებაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის. ყოფილი პატიმრები, რომლებსაც უკვე აქვთ პროფესია, მცირე ბიზნესის დაწყება სურთ ან აქვთ ასეთი საქმე და დახმარება სჭირდებათ – ხშირად …
მოვიდა სქრინები სხვა სტუდენტებისგანაც – ბსუ-ს ეთიკის კომისია სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაზე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის დღევანდელ სხდომაზე, ამავე უნივერსიტეტის ლექტორისგან სტუდენტის სექსუალური შევიწროების თემას განიხილავდნენ. ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ანზორ ბერიძე სხდომის დასასრულს კომისიის სახელით ადასტურებს, რომ მოისმინეს სტუდენტების მოსაზრებები, მიიღეს დამატებითი მტკიცებულებები სხვა სტუდენტებისგანაც. „[ეს] ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს ლექტორის პოზიციას, რომ მისი ფეისბუქგვერდი გატეხილია. გვაქვს ბევრი ინფორმაცია და მტკიცებულებები, ველოდებით მეორე …
უფასო Wi-Fi მსოფლიოს – ილონ მასკმა ორბიტაზე პირველი თანამგზავრები გაუშვა
ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა დაადასტურა რაკეტა Falcon 10 – ის საშუალებით ორბიტაზე 60 კოსმოსური თანამგზავრის გაშვება. რაკეტამ სტარტი აშშ-ს ფლორიდის ნახევარკუნძულზე, კანავერალის კონცხიდან აიღო. ინფორმაცია ილონ მასკმა ტვიტერზე გაავრცელა. თანამგზავრებმა დედამიწა უფასო გლობალური Wi-Fi სერვისით უნდა უზრუნველყოს. Successful deployment of 60 Starlink satellites confirmed! pic.twitter.com/eYrLocCiws — SpaceX (@SpaceX) May 24, 2019 ილონ მასკის კომპანია …
Continue reading “უფასო Wi-Fi მსოფლიოს – ილონ მასკმა ორბიტაზე პირველი თანამგზავრები გაუშვა”
რა სახდელს დააკისრებს ბსუ-ს ეთიკის კომისია ლექტორს – სექსუალური შევიწროება
შენიშვნა, საყვედური ან ხელშეკრულების შეწყვეტა – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი ამ სამ სახდელს ითვალისწინებს ლექტორის მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში. უნივერსიტეტის ეთიკის კომისია ბსუ-ს ლექტორის მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ დღეს, 11 საათზე შეიკრიბა. როგორც სტუდენტის ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ სტუდენტს ბულინგის თავიდან ასაცილებლად ვინაობის …
Continue reading ” რა სახდელს დააკისრებს ბსუ-ს ეთიკის კომისია ლექტორს – სექსუალური შევიწროება”
„გაიზარდოს დამსაქმებელთა მოტივაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებისთვის“-კვლევა
ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამა დასაქმების ხელშეწყობასაც გულისხმობს, თუმცა არ არსებობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების აღრიცხვის ერთიანი ბაზა. სხვადასხვა უწყებას ამის შესახებ მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია გააჩნია. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების ვებგვერდზე, ვორქნეტში რეგისტრირებული ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის სამუშაო ადგილის პოვნა ძალიან რთულია. სოციალური სააგენტოს ძალისხმევის მიუხედავად, დამსაქმებლები უარს ამბობენ კრიმინალური წარსულის …
რას უყვებოდა სსრკ 1930-იანი წლების ბათუმზე ევროპელ მოგზაურებს
„როცა ბათუმში ზღვით მოდიხარ, ხედავ ამფითეატრივით განლაგებულ თეთრ შენობებს, მუდამ მწვანე, სუბტროპიკული მცენარეებით დაფარულ მთებს – მანდარინისა და ჩაის პლანტაციებით. მგზავრები ავტობუსს პორტიდან ქალაქის ცენტრისკენ სუფთა, კიპარისებში ჩაფლული ქუჩების გავლით მიჰყავს. აქ თავმოყრილია სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები და კაფეები. რევოლუციამდე კი ბათუმი მხოლოდ ერთი პატარა ქალაქი იყო“ (იგულისხმება 1921 წლის საბჭოთა ოკუპაცია) – ასეა აღწერილი ბათუმი 1930-იანი …
Continue reading “რას უყვებოდა სსრკ 1930-იანი წლების ბათუმზე ევროპელ მოგზაურებს”
„თვითონ შეიჩერა სტატუსი“ – ბსუ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტმა ლექტორის სტატუსი დროებით შეუჩერა. ბსუ-ს რექტორის, მერაბ ხალვაშის განცხადებით, თუ სასამართლო გაამართლებს ლექტორს, უნივერსიტეტი მას აღუდგენს განაცდური ლექციებს, კუთვნილ ხელფასს და სტატუსს. „ეთიკის საბჭო იქნება დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, კანონის ზემოთ ეთიკის საბჭო არ დგას“, – აცხადებს მერაბ ხალვაში. ეთიკის საბჭო რექტორის განცხადების საფუძველზე …
Continue reading “„თვითონ შეიჩერა სტატუსი“ – ბსუ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე”
„თამამი სელფი გამომიგზავნე“ – სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
თამთა მ. [სახელი შეცვლილია] ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელია. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ მას სამართლის ერთ-ერთი ლექტორი სექსუალურად ავიწროებს. სტუდენტი ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი მიმოწერა და ფოტოსურათები აქვს. თამთას თქმით, სექსუალური ხასიათის მესიჯები მან ლექტორისგან პირველად 15 დღის წინ მიიღო. ჯერ იყო მოკითხვა – „როგორ ხარ“. მერე – „გყავს თუ არა ძმა, …
2018 წელს საქართველოში შემოსვლაზე უარი ყველაზე ხშირად ირანის და ინდოეთის მოქალაქეებს უთხრეს
ტოლერანტობის ინსტიტუტის 2019 წლის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში გამკაცრდა სახელმწიფო პოლიტიკა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საზღვრის გადმოკვეთისას. სახელმწიფო, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოში შემოსვლაზე დაუსაბუთებელ უარს ეუბნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საზღვრის გადმოკვეთაზე ყველაზე მეტი უარი ეთქვათ ირანისა და ინდოეთის მოქალაქეებს (ირანი – 3224, ინდოეთი – 2254). უარის თქმის საფუძვლებზე შსს …
„ჰომოსექსუალობა არატოლერანტულ საქართველოში“ ფრანგული მედია ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვებთ“
„და ჩვენ ვიცეკვებთ“ ეროვნებით ქართველი შვედი რეჟისორის, ლევან აკინის გეითემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმია, რომლის პრემიერაც წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. ფრანგულ და ინგლისურენოვან მედიაში ფილმის არაერთი რევიუ გამოქვეყნდა, სადაც ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ფილმი უაღრესად ბუნებრივ, რეალურ შთაბეჭდილებას ტოვებს და დაცლილია პროვოკაციულობისგან. გამოცემა Franceinfo-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს არის ფილმი ჰომოსექსუალობასა და ნაციონალურ ცეკვაზე არატოლერანტულ საქართველოში. …
მშვიდი ხალხი ხმაურიანი ძრავებით
მოტოციკლი ყველასთვის, ვინც მას არ ატარებს, ხმაურიანი და სახიფათო ტრანსპორტია – ბაიკერებისთვის კი ცხოვრების განსხვავებული სტილი, რაც მეოცე საუკუნეში ერთგვარ სუბკულტურადაც ჩამოყალიბდა: მოძრაობენ ჯგუფებად, უკრავენ და უსმენენ მძიმე მუსიკას, არ ერთვებიან ჩხუბში და ბევრს მოგზაურობენ. როგორც თავად ამბობენ, ბაიკერები საკმაოდ მშვიდი ხალხია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხანდახან ტკბილად ჩაძინებულებს ერთხელ მაინც გაგღვიძებიათ ქუჩაში …