მთავარი,სიახლეები

„ჰომოსექსუალობა არატოლერანტულ საქართველოში“ ფრანგული მედია ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვებთ“

17.05.2019
„ჰომოსექსუალობა არატოლერანტულ საქართველოში“ ფრანგული მედია ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვებთ“

„და ჩვენ ვიცეკვებთ“ ეროვნებით ქართველი შვედი რეჟისორის, ლევან აკინის გეითემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმია, რომლის პრემიერაც წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. ფრანგულ და ინგლისურენოვან მედიაში ფილმის არაერთი რევიუ გამოქვეყნდა, სადაც ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ფილმი უაღრესად ბუნებრივ, რეალურ შთაბეჭდილებას ტოვებს და დაცლილია პროვოკაციულობისგან. გამოცემა Franceinfo-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ  ეს არის ფილმი ჰომოსექსუალობასა და ნაციონალურ ცეკვაზე არატოლერანტულ საქართველოში.

გამოცემა წერს, რომ ფილმი დაცლილია კლიშეებისგან, რომელსაც გეითემატიკაზე გადაღებულ ფილმებში ვხვდებით და აჩვენებს ეგზოტიკურ გარემოს: მოულოდნელ და შთამბეჭდავ ღიაობას ტრადიციული ქართული ცეკვის წრეში.

„გულწრფელი და რეალურია ფილმის ყველა პერსონაჟი. სცენების ბუნებრიობა კინემატოგრაფიული გადატვირთვის გარეშეა მიღწეული.

„და ჩვენ ვიცეკვებთ“ ბუნებრივი შარმით გაჯერებული ფილმია, რომლის ყურებაც არ გბეზრდება. მოქმედება ცეკვის რეპეტიციებზე ვითარდება, უკომპრომისო, ტირანიის ზღვარზე მყოფი მასწავლებლის თვალწინ.

ფილმში ტრადიციული ქორეოგრაფიის სამსახურში ჩამდგარი სხეულების „გამოფენის“ მრავალი სცენაა, ეროტიკული სცენები კი ისეა გადაღებული, რომ ყველა ნიუანსი დაცლილია პროვოკაციულობისგან. ფილმის არც ერთი დეტალი არავის განსჯის ოდნავ სურვილსაც კი არ აღუძრავს მაყურებელს“, – წერია რევიუში.

კანის ფესტივალის საზოგადოებას  ოფიციალური გამოსვლისას ფილმის რეჟისორმა ლევან აკინმა უთხრა, რომ საქართველოში, ამ წრეებში თემა უჩინარია და ქვიარ ადამიანებზე ზეწოლა დიდია.

ფილმის იდეა ,,და ჩვენ ვიცეკვებთ“ რეჟისორ ლევან აკინს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რამდენიმე წლის წინ მან საინფორმაციო საშუალებებით ნახა, თუ როგორ სცემეს თბილისში ჰომოსექსუალებს, რომლებსაც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა სურდათ.

მთავარი გმირი, მერაბი (ლევან გელბახიანი) მოცეკვავეა, რომელმაც მთელი ცხოვრება ცეკვას მიუძღვნა. ბავშვობიდან მარისთან ერთად ცეკვავს წყვილში, ვის როლსაც მსახიობი ანა ჯავახიშვილი ასრულებს. მათ შორის არის რაღაც ურთიერთობა, რაც სექსუალურ კავშირამდე ჯერ არ მისულა.

სწორედ ამ დროს მოდის ქართული ნაციონალური ცეკვის ანსამბლში ქარიზმატული ირაკლი (ბაჩი ვალიშვილი), რომელიც მერაბს მოხიბლავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.