მთავარი,სიახლეები

ირაკლი კობახიძე ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება

21.06.2019
ირაკლი კობახიძე ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება

გუშინ განვითარებული მოვლენების დროს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა. კობახიძე დღეს დანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრება და ბაქოში ვიზიტს შეწყვეტს.

აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გუშინ სწორედ ირაკლი კობახიძის გადაყენება იყო, რომელმაც საკუთარი სავარძელი მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო სესიაზე დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს დაუთმო, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

როდის დაბრუნდება კობახიძე საქართველოში დაზუსტებული არ არის – გუშინ ,,ქართული ოცნების” ბრიფინგებზე თბილისის მერი – კახი კალაძე და პრემიერი მამუკა ბახტაძე აცხადებდნენ, რომ აუცილებლად მოუწევს ახსნა-განმარტების გაკეთება ხალხისთვის მაღალი თანამდებობის ყველა იმ პირს ვინც მართლმადიდებლური სესია ასე დაგეგმა და გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ შენობაში შემოუშვა.

მთავრობის არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ამ დრომდე  მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს.

საპროტესტო აქციაზე სიტუაცია გუშინ, გვიან ღამით დაიძაბა, როცა სპეცდანიშნულების რაზმმა, რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით პარლამენტის წინ შეკრებილების დაშლა დაიწყო. სპეცდანიშნულების რაზმი უკვე დაშლილ აქციაზე დამიზნებით ესროდა აქტივისტებს რეზინის ტყვიებს. აქციაზე სამმა ადამიანმა დაკარგა მხედველობა, დაშავებულები არიან როგორც პოლიციის, ასევე აქციის მონაწილეთა მხრიდან.

კობახიძემ ვიზიტი რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გააუქმა. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავებულები საავადმყოფოში იმყოფებიან.

აქციაზე შეკრებილები რუსი დეპუტატის, სერგი გავრილოვის მიერ პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. ისინი ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: