მთავარი,სიახლეები

რენი, პარიზი, მარსელი, სტრასბურგი – ემიგრანტები საფრანგეთიდან საპროტესტო აქციებს შეუერთდებიან

21.06.2019
რენი, პარიზი, მარსელი, სტრასბურგი – ემიგრანტები საფრანგეთიდან საპროტესტო აქციებს შეუერთდებიან

საქართველოში გუშინ, 20 ივნისს, დაწყებულ საპროტესტო აქციებს ქართველი ემიგრანტები საფრანგეთიდან შეუერთდებიან. საპროტესტო აქცია რენში სავარაუდოდ დღეს, საფრანგეთის დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი. პარიზში კი მანიფესტაციები შაბათ-კვირას იგეგმება.

ქართველი ემიგრანტების ფეისბუქგვერდზე „ქართველები საფრანგეთში, Géorgiens en France” აქციებს ასევე აანონსებენ მარსელსა და სტრასბურგში.

გუშინ, 20 ივნისს,  საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, სადაც რუსმა დეპუტატმა დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი და სხდომას რუსულ ენაზე გაუძღვა, რასაც ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

20 ივნისის აქცია პარლამენტთან ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: