რუსულმა ძალებმა ბახმუტის ჩრდილოეთით წინ წაიწიეს და განაგრძობენ უკრაინელ სამხედროებთან ბრძოლას მთელ ფრონტის ხაზზე, ვკითხულობთ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] 20 დეკემბრის ანალიზში. მკვლევრებმა მიმოიხილეს სხვა საკითხებიც, მათ შორის უკრაინა-რუსეთის შესაძლო მოლაპარაკებების საკითხიც. მათი მოსაზრებით, კრემლი აღარ მიჰყვება პროპაგანდისტულ ხაზს, თითქოს თავად პასუხისმგებელი მხარეა, მაშინ როცა კიევი უარს ამბობს მოლაპარაკებებზე. ამ დასკვნას ანალიტიკოსები კრემლის პრესსპიკერის, …
Author Archives: ნიკა ბურდული
რომელ ქვეყნებში სწავლობენ ყველაზე კარგად მათემატიკას – PISA-ს კვლევის შედეგები
ვინ დაიკავა მოწინავე პოზიციები მოსწავლეთა შეფასების სისტემის [PISA] 2022 წლის კვლევაში? პირველ პოზიციებს აზიის განვითარებული ქვეყნები იკავებენ, თუმცა ათეულში პოსტსაბჭოთა ესტონეთიც მოხვდა. მათემატიკა – ამ საგანში ქვეყანათა საშუალო ქულამ 472 შეადგინა, – TOP-10 ქვეყნის სია კი ასე გამოიყურება: სინგაპური – 575 მაკაო [ავტონომიური ერთეული ჩინეთში] – 552 ტაიპეი [ტაივანის დედაქალაქი] – 547 ჰონგ-კონგი [ავტონომიური ერთეული ჩინეთში] – …
Continue reading “რომელ ქვეყნებში სწავლობენ ყველაზე კარგად მათემატიკას – PISA-ს კვლევის შედეგები”
„ავდიივკაში დაჭრილებსაც გზავნიან შეტევაზე“ – რუსი ჯარისკაცების ახლობლები პუტინს მიმართავენ
რუსეთში მობილიზებული ჯარისკაცების ახლობლები ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავენ და ჩივიან, რომ ავდიივკაში ახალ წლამდე ან პუტინის ყოველწლიურ პრესკონფერენციამდე შედეგის მისაღწევად ბრძოლაში მონაწილეობას დაჭრილ ჯარისკაცებსაც კი აიძულებენ. ეს განცხადება № 95411 საჯარისო ნაწილის ჯარისკაცების ახლობლებს ეკუთვნით. ისინი საუბრობენ „[ჯარისკაცთა] განზრახ გაჟლეტის ნიშნებზე“ და პუტინს მოუწოდებენ, ვითარებაში გამოერკვეს – წერს „დოიჩე ველე“. პუტინისთვის გაგზავნილ წერილს ასზე მეტი …
ოქროს ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა – რას უკავშირდება გაძვირება
4 დეკემბრის დილას აზიურ ბაზრებზე ოქროს ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა – 2135 დოლარი ტროას უნციისთვის [31,1 გრამი], წერს „დოიჩე ველე“. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ფასები იზრდება იმ მოლოდინის ფონზე, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს კომერციული ბანკებისთვის, თუმცა გასულ კვირას ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაეულმა თქვა, რომ უწყება არსებულ დონეზე [5,5%] შეინარჩუნებდა განაკვეთს. …
Continue reading “ოქროს ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა – რას უკავშირდება გაძვირება”
რა ხდება ფრონტზე – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები
უკრაინის გენერალური შტაბი 3 დეკემბრის საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით უახლეს ცნობებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, გასულ 24 საათში რუსეთმა ერთი სარაკეტო და 45 საავიაციო დარტყმა განახორციელა. აგრეთვე, 49-ჯერ გამოყენებული იყო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. რუსეთის დაბომბვის შედეგად სამოქალაქო პირებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. ასევე, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები. საავიაციო დარტყმების ძირითადი წერტილი იყო …
Continue reading “რა ხდება ფრონტზე – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები”
რუსეთში ტურისტებისთვის აკრძალვების დაწესებას განიხილავენ
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ინიციატივით გამოდის, რუსეთში ჩასული უცხოელებისთვის „ლოიალურობის შეთანხმება“ შემოიღონ – წერს „მედუზა“. თავის მხრივ, უცხოელი ამ შეთანხმებით ვალდებულებას იღებს, არ დაარღვიოს „რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის შემოღებული“ აკრძალვები. რუსეთის შსს-ის შეთავაზება გულისხმობს, რომ უცხოელებს რუსეთში ყოფნისას, მათ შორის, აეკრძალებათ: რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის, ასევე ხელისუფლების ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირების ნებისმიერი ფორმით …
Continue reading “რუსეთში ტურისტებისთვის აკრძალვების დაწესებას განიხილავენ”
კადიროვის 16 წლის შვილი სამხედრო ბატალიონის კურატორად დანიშნეს
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 16 წლის შვილი ადამი დაინიშნა შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის კურატორად – აცხადებს რუსეთის სახელმწიფოს დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი, კადიროვის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე. „ეს დანიშვნა კანონზომიერი შედეგია ადამის მოღვაწეობის ჩვენი ხალხის კულტურული, რელიგიური და ოჯახური ღირებულებების დაცვის საქმეში“, – აღნიშნა დელიმხანოვმა. ბატალიონი, რომლის კურატორობაც 16 წლის ადამ კადიროვს ანდეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში …
Continue reading “კადიროვის 16 წლის შვილი სამხედრო ბატალიონის კურატორად დანიშნეს”
„ეს არის შურისძიება“ – უკრაინელებმა რუსეთის საზღვაო ქვეითების 810-ე ბრიგადა დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის საზღვაო ქვეითების 810-ე ბრიგადა დაბომბა. უწყების განცხადების თანახმად, რუსი სამხედროები არტილერისტის დღეს ზეიმობდნენ. „[უკრაინის] თავდაცვის ძალებმა ოპერატიულად დაადგინეს სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების ადგილი და მიულოცეს რუსებს! რუსი პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ ზუსტმა დარტყმამ გაანადგურა ათეულობით ოკუპანტი, დაახლოებით ასი მძიმედ დაიჭრა“, – ციტირებს უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებას უკრაინული გამოცემა „ჰრომადსკე“. …
რუსეთმა მკვეთრად გაზარდა საჰაერო დარტყმების რაოდენობა ავდიივკასთან
რუსეთის ძალებმა მკვეთრად გაზარდეს იერიშებისა და ავიადაბომბვების რაოდენობა ავდიივკას მიმართულებაზე, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“ ადგილზე მოქმედი ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების, „ტავრიას“ ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ტარნავსკიზე დაყრდნობით. ტარნავსკის განცხადებით, რუსეთმა ამ მიმართულებაზე ჩაატარა 1 სარაკეტო და 29 ავიადარტყმა, 38-ჯერ შევიდა ბრძოლაში და 911-ჯერ დაიწყო არტილერიული დაბომბვა. „გაიზარდა მტრის დანაკარგი ცოცხალ ძალასა და ჯავშანტექნიკაში. ჩვენი მცველები მედგრად იცავენ თავს ავდიივკას მიმართულებაზე“, …
Continue reading “რუსეთმა მკვეთრად გაზარდა საჰაერო დარტყმების რაოდენობა ავდიივკასთან”
შავ ზღვაში თურქული გემი ჩაიძირა – სამაშველო სამუშაოებს შტორმის გამო ვერ იწყებენ
შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, ქარიშხლის გამო სატვირთო გემი ჩაიძირა. ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი გუშინ, 19 ნოემბერს, ქალაქ ერეგლისთან ჩაიძირა, სტამბოლიდან დაახლოებით 200 კილომეტრში. ცნობილია, რომ გემზე 12 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის წევრები, მათთან კონტაქტი ჯერ ვერ ხერხდება. თურქეთის შს მინისტრმა ალი იერქილაიმ განაცხადა, რომ ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაციის დაწყებას ძლიერი შტორმი აფერხებს. მისი …
Continue reading “შავ ზღვაში თურქული გემი ჩაიძირა – სამაშველო სამუშაოებს შტორმის გამო ვერ იწყებენ”
რუსეთში „ევროვიზიის“ ანალოგის შექმნას გეგმავენ
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო „ევროვიზიას“ ჩამოცილებული რუსეთი გეგმავს საკუთარი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი – „ინტერვიზია“ ჩაატაროს. ამავე სახელის კონკურსი ცივი ომის დროს, საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში ტარდებოდა. გამოცემა „მედუზას“ ცნობით, ამ გეგმის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა, ოლგა ლიუბივომამ განაცხადა. პირველი კონკურსი, შესაძლოა, უკვე 2024 წელს ჩატარდეს – ამბობს რუსეთის პირველი არხის დირექტორი, კონსტანტინ ერნსტი. „ამ კონკურსში არ …
Continue reading “რუსეთში „ევროვიზიის“ ანალოგის შექმნას გეგმავენ”
უკრაინა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმების დაკავებაზე აცხადებს
უკრაინის საზღვაო ქვეითები გამაგრდნენ სამხრეთ ფრონტზე, ხერსონის მიმართულებით, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე რამდენიმე პლაცდარმზე – წერს უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ დღეს, 17 ნოემბერს. „უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხერსონის მიმართულებაზე ჩაატარეს წარმატებული ოპერაციების სერია. უკრაინელი საზღვაო ქვეითების სიმამაცისა და პროფესიონალიზმის წყალობით, თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობასთან ერთად, მოხერხდა რამდენიმე პლაცდარმზე გამაგრება“, – აცხადებენ უკრაინის საზღვაო ძალებში. …
Continue reading “უკრაინა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმების დაკავებაზე აცხადებს”
ხანძარი ვოლგოგრადის საჯარისო ნაწილში – მედია უკრაინული დრონის თავდასხმაზე წერს
რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, საჯარისო ნაწილში ხანძარი იყო – იტყობინება რეგიონის ადმინისტრაცია. ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის თქმით, ხანძარი ოპერატიულად ჩააქრეს. „არავინ დაშავებულა, არც სამოქალაქო ობიექტები დაზიანებულა. ხანძრის გარემოებების გამოძიება მიმდინარეობს“, – აღნიშნა მან. როგორც გამოცემა „მედუზა“ წერს, ხანძარი წუხელ, 16 ნოემბერს, ღამის პირველ საათზე დაიწყო და მისი ჩაქრობა დილის ხუთი საათისთვის მოხერხდა. ტელეგრამ-არხ „ასტრას“ ცნობით, ხანძრის …
Continue reading “ხანძარი ვოლგოგრადის საჯარისო ნაწილში – მედია უკრაინული დრონის თავდასხმაზე წერს”
რუსეთი ცდილობს ბრძოლის ველზე დაიბრუნოს ინიციატივა – ISW
ომის შესწავლის ინსტიტუტის [ISW] ექსპერტების შეფასებით, რუსეთი ცდილობს, ბრძოლის ველზე დაიბრუნოს ინიციატივა. 14 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, ამ მიზნისთვის, აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთი რამდენიმე შეტევით ოპერაციას ატარებს, თუმცა არაა ნათელი, რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობები, ვინაიდან უკრაინა თავადაც ატარებს ამგვარ ოპერაციებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კიევში, თავის მხრივ, ფრონტზე არსებულ ვითარებას აფასებენ, როგორც რთულს, თუმცა კონტროლირებადს. უახლოეს პერიოდში …
Continue reading “რუსეთი ცდილობს ბრძოლის ველზე დაიბრუნოს ინიციატივა – ISW”
„შემდეგი წელი იქნება გადამწყვეტი“ – ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ რუსეთთან ომის შემდეგი წელი გადამწყვეტი იქნება. „ახლოვდება გარდამტეხი მომენტი ომში. შემდეგი წელი იქნება გადამწყვეტი“, – აცხადებს ერმაკი, რომელსაც უკრაინული მედია ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად მიიჩნევს. როგორც ერმაკი ამბობს, უკრაინის კონტრიერიში გრძელდება, ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის, გამარჯვებას როგორ მიაღწიოს. დასავლელ პარტნიორებს ერმაკი მოუწოდებს, დამატებითი სანქციები დაუწესონ რუსეთს, …
Continue reading “„შემდეგი წელი იქნება გადამწყვეტი“ – ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი”
ავდიივკასთან რუსული ძალების წინსვლა დასტურდება – ISW
ომის შესწავლის ინსტიტუტის [ISW] 13 ნოემბრის შეფასებით, რუსულმა ძალებმა ავდიივკას მიმართულებით წინსვლა მოახერხეს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 10 ნოემბრის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსული ძალები ქალაქ სტეპოვეს აღმოსავლეთ მისადგომებთან მივიდნენ. ეს ქალაქი ავდიივკასგან ჩრდილოეთით, სამი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ორგანიზაციის ანალიტიკოსთა შეფასებით, სწორედ ავდიივკას მიმართულებაა ახლა პრიორიტეტი რუსული სამხედრო ხელმძღვანელობისთვის. ამავე დროს, ანგარიშში მოყვანილია უკრაინული გენერალური შტაბის ცნობები …
Continue reading “ავდიივკასთან რუსული ძალების წინსვლა დასტურდება – ISW”
კულება: ევროკავშირი ვერ შეძლებს მილიონი ჭურვი გადმოგვცეს 2024-ის მარტამდე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ევროკავშირი ვერ მოახერხებს თავისი დანაპირების შესრულებას და უკრაინისთვის 2024 წლის მარტამდე მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემას, იტყობინება „ევროპეისკა პრავდა“. კულებას თქმით, „ბლუმბერგის“ სტატია მილიონი ჭურვის ვერგადაცემაზე სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ეს გამოწვეულია არა ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური ნების ნაკლებობით, არამედ ბლოკის წევრთა თავდაცვითი წარმოების ცუდი მდგომარეობით და „ძალიან ბევრი ბიუროკრატიით“. უკრაინელმა …
Continue reading “კულება: ევროკავშირი ვერ შეძლებს მილიონი ჭურვი გადმოგვცეს 2024-ის მარტამდე”
საქართველომ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე
დღეს, 8 ნოემბერს, ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ დასკვნაში ევროკომისიამ ბლოკის წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. „კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ ევროკომისია მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობის გულწრფელ სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე. „კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა …
Continue reading “საქართველომ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე”
„დარჩით სახლებში“ – ბერლინში გაქცეულ ლომს ეძებენ
ბერლინის სამხრეთით „სახიფათო ცხოველს“, სავარაუდოდ, ლომს ეძებენ – იტყობინება „დოიჩე ველე“. ცხოველის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც თვითმხილველმა პოლიციას მიაწოდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ კლავს ლომი გარეულ ღორს. სამართალდამცავებმა არ იციან, საიდან გამოიქცა ცხოველი – ზოოპარკებმა, ცირკებმა და ცხოველთა თავშესაფრებმა განაცხადეს, რომ ლომი მათგან არ გაქცეულა. სამართალდამცავები ლომის აღმოსაჩენად ვერტმფრენს იყენებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან …
Continue reading “„დარჩით სახლებში“ – ბერლინში გაქცეულ ლომს ეძებენ”
უკრაინული მედია ასახელებს 44 სამხედროს, ვინც დნიპროში კორპუსს რაკეტა ესროლა
უკრაინული მედიასაშუალება „უნიანი“ „მოლფარ გლობალზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ დაადგინა იმ პირთა ვინაობა, ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ქალაქ დნიპროს მიმართულებით იმ რაკეტის გაშვებაში, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოს მოხვდა და არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „ჩვენ ჩავატარეთ გამოძიება, რათა დაგვედგინა ტერაქტის შემსრულებლები. მიზნად გვქონდა სტრატეგიული ბობმდამშენების ეკიპაჟის ხელმძღვანელთა და მფრინავების იდენტიფიცირება. აღმოვაჩინეთ ყველა …
Continue reading “უკრაინული მედია ასახელებს 44 სამხედროს, ვინც დნიპროში კორპუსს რაკეტა ესროლა”
ნაზარბაევს „ერის მამის“ და საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს
ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორისა და „ერის მამის“ („ელბასი“) წოდებები ჩამოართვეს – ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. პარლამენტის ზედა პალატის, სენატის თავმჯდომარის, მაულენ აშიმბაევის განცხადებით, საპატიო სენატორის წოდება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სენატის რეგლამენტიდან ამოიღეს. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ძალადაკარგულად გამოცხადდა კანონი „პირველი პრეზიდენტის შესახებ“, რომლითაც ნაზარბაევს პრივილეგიებისა და გარანტიების გარდა, „ელბასის“ წოდება მიანიჭა. სენატის თავმჯდომარე …
Continue reading “ნაზარბაევს „ერის მამის“ და საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს”
რუსეთში სამხედრო პატივით დაკრძალეს „ვაგნერელი“, რომელმაც დედა მოკლა
რუსეთში სამხედრო პატივით დაკრძალეს „ვაგნერის“ დაჯგუფების მებრძოლი, რომელიც უკრაინაში საომრად წასვლამდე ციხეში დედის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, იუწყება „მედუზა“. 46 წლის სერგეი მოლოდცოვის დაკრძალვა 5 იანვარს, ქალაქ სეროვში შედგა. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, „მებრძოლის კუბო სამხედროებს მოჰქონდათ. სიტყვით გამოვიდნენ ვეტერანები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს სერგეის სიმამაცისა და გმირობისთვის“. მოლოდცოვი 2017 წელს ცნეს დამნაშავედ საკუთარი დედის ცემის გზით სიკვდილამდე …
Continue reading “რუსეთში სამხედრო პატივით დაკრძალეს „ვაგნერელი“, რომელმაც დედა მოკლა”
აშშ უკრაინას „ბრედლის“ მიაწვდის, თურქეთი კი უკვე აწვდის კასეტურ ბომბებს – მედია
მედია უკრაინისთვის ახალი იარაღის გადაცემაზე იუწყება. კერძოდ, საუბარია DPICM ტიპის კასეტურ ბომბებსა და „ბრედლის“ ტიპის საბრძოლო მანქანებზე. საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონი) განცხადებით, უკრაინა „ბრედლის“ ტიპის ქვეით საბრძოლო მანქანებს რამდენიმე კვირის შემდეგ მიიღებს. „განვაგრძობთ მუშაობას რამდენადაც შეგვიძლია სწრაფად. არ ვაპირებთ წინასწარ განვაცხადოთ, როდის გადაეცემა ეს სისტემები უკრაინას. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები მათ მიღებისთანავე გამოაჩენენ“, – …
Continue reading “აშშ უკრაინას „ბრედლის“ მიაწვდის, თურქეთი კი უკვე აწვდის კასეტურ ბომბებს – მედია”
9 იანვარს რუსეთმა საზღვრები ჩაკეტა პოტენციური ჯარისკაცებისთვის – უკრაინის დაზვერვა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, 9 იანვრიდან რუსეთმა შეზღუდა ქვეყნიდან გასვლის უფლება მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამხედრო სამსახურისთვის მზადყოფნის სამ („ა“, „ბ“, „გ“) კატეგორიაში შედიან. კიევის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა („ფსბ“) შესაბამისი ბრძანება უკვე გადააგზავნა სასაზღვრო პუნქტებში. რუსეთში „ა“ კატეგორიაში შედიან პირები, ვისაც არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ბოლომდეა მზად სამხედრო სამსახურისთვის. „ბ“ კატეგორიაში შემავალნი …
„ვაგნერელების“ მიერ სოლედარის დაკავება ბახმუტის ალყას არ ნიშნავს – ISW
რუსული ძალების მიერ ქალაქ სოლედარის დაკავება არ გამოიწვევს ბახმუტის ალყაში მოქცევას, მიიჩნევენ „ომის კვლევის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსები. ინსტიტუტის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა, მიუხედავად რიგი განცხადებებისა, ამ ეტაპზე ვერ მოახერხეს სოლედარის მთლიანად დაკავება, რასაც „ვაგნერის დაჯგუფების“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინიც ადასტურებს. 10 იანვრის მდგომარეობით, სოლედარში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს და მათი დინამიკურობის გამო გაუგებარია, ვინ რა …
Continue reading “„ვაგნერელების“ მიერ სოლედარის დაკავება ბახმუტის ალყას არ ნიშნავს – ISW”
აშშ 45 მილიარდს გამოუყოფს უკრაინას – ბაიდენმა ბიუჯეტს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხელი მოაწერა აშშ-ის ბიუჯეტს 2023 წლის ფისკალური წლისთვის, რომელიც უკრაინისთვის 45 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. „ბიუჯეტი მოიცავს რესურსებს, რომლებიც აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის კონგრესმა ბიუჯეტს მხარი ხანმოკლე მოლაპარაკებების შემდეგ დაუჭირა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისა და კონგრესში სიტყვით გამოსვლის შემდეგ. აშშ-ის დახმარების დიდი ნაწილი …
Continue reading “აშშ 45 მილიარდს გამოუყოფს უკრაინას – ბაიდენმა ბიუჯეტს ხელი მოაწერა”
აშშ-ში ზელენსკიმ უშედეგოდ ითხოვა უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტები – Politico
ვაშინგტონში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემა ითხოვა, თუმცა ამერიკულმა მხარემ ამაზე კვლავ უარი განაცხადა – იუწყება „პოლიტიკო“. გამოცემის წყაროს ცნობით, ვაშინგტონის პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია. „უნიანის“ ცნობით, ახალი, შორი დისტანციის რაკეტები უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან რუსულმა მხარემ მოახერხა „ჰაიმარსთან“ ადაპტირება და კრიტიკული ობიექტები არსებული რაკეტების მოქმედების ზონის იქით განათავსა. „ჰაიმარსი …
Continue reading “აშშ-ში ზელენსკიმ უშედეგოდ ითხოვა უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტები – Politico”
ბუდანოვის თქმით, ომი უკრაინაში ჩიხში შევიდა
უკრაინაში მიმდინარე ომი „პატის მდგომარეობაშია“ [პატი – მდგომარეობა ჭადრაკის თამაშში, როდესაც მოთამაშეს არ შეუძლია მორიგი სვლის გაკეთება ისე, რომ მის მეფეს არ შეექმნას ქიშის საფრთხე (ითვლება ყაიმად], ვინაიდან არც ერთ მხარეს არ ძალუძს მნიშვნელოვანი წინსვლა, განუცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „ბი-ბი-სის“. მისი თქმით, რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს და მალე მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს, …
Continue reading “ბუდანოვის თქმით, ომი უკრაინაში ჩიხში შევიდა”
ბახმუტთან რუსულ ძალებს აღარ შეუძლიათ შეტევის გაგრძელება და პაუზა სჭირდებათ – ISW
„ომის კვლევის ინსტიტუტი“ (ISW) რუსეთ-უკრაინის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშს აქვეყნებს და დასძენს, რომ რუსეთის იერიში ბახმუტის მიმართულებით კულმინაციას აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსულ ძალებს აღარ შეუძლიათ შეტევის გაგრძელება და პაუზა სჭირდებათ. თუმცაღა, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვმა მაინც განაგრძოს არაეფექტიანი შეტევები. ინსტიტუტი, უკრაინულ დაზვერვაზე და არსებულ ვიდეომასალებზე დაყრდნობით წერს, რომ ბახმუტის მიმართულებაზე რუსული ძალები მცირე …
Continue reading “ბახმუტთან რუსულ ძალებს აღარ შეუძლიათ შეტევის გაგრძელება და პაუზა სჭირდებათ – ISW”
ანალიტიკოსები უკრაინის ომზე: რა იქნება 2023 წელს -BBC
რუსეთ-უკრაინის ომი მეორე კალენდარულ წელიწადში გადადის. რას უნდა ველოდოთ 2023-ში – ომის დამთავრებას ბრძოლის ველზე, მოლაპარაკების მაგიდასთან თუ მის გაგრძელებას სულაც 2024 წლამდე? „ბი-ბი-სიმ“ ამ საკითხზე სხვადასხვა ანალიტიკოსის აზრი მოისმინა. „მთავარი იქნება საგაზაფხულო იერიში“ მაიკლ კლარკი, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ასოცირებული დირექტორი, გაერთიანებული სამეფო ნებისმიერს, ვისაც ევრაზიული სტეპებში მდებარე ქვეყანაში შეჭრა სურს, იქ გამოზამთრება მოუწევს. ნაპოლეონის, …
Continue reading “ანალიტიკოსები უკრაინის ომზე: რა იქნება 2023 წელს -BBC”
უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე უარის გამო შოლცს გერმანიაში აკრიტიკებენ
გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა გააკრიტიკა კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე უარის გამო. მისი აზრით, გერმანიის მთავრობის ასეთი პოზიცია მიუთითებს რუსული ნარატივის გავლენაზე და არაშორსმჭვრეტელი შეცდომაა. „კანცლერის უარი, გადარჩენისთვის ბრძოლაში უკრაინას ტანკები მისცეს, არა მარტო გაუგებარი, არამედ შემაშფოთებლად არაშორსმჭვრეტელია. სიტუაცია კატასტროფულია, განსაკუთრებით უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ძალიან მწყინს, როცა ვისმენ, რომ ტანკების მიწოდება …
Continue reading “უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე უარის გამო შოლცს გერმანიაში აკრიტიკებენ”
რუსულმა ჯარმა 2022 წლის ბოლომდე დონეცკის საზღვრებზე გასვლის დავალება მიიღო – უკრაინა
უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ჯარმა 2022 წლის ბოლომდე დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გასვლის დავალება მიიღო. უკრაინული გამოცემა „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა. მალიარის თქმით, რუსულმა მხარემ ყველაზე დიდი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაცია ბახმუტის მიმართულებაზე მოახდინა. „ამოცანა აქვთ, კალენდარული წლის ბოლომდე გავიდნენ დონეცკის ოლქის საზღვრებზე“, – აღნიშნა მან. …
ელიტების ქონების ნაციონალიზაციისთვის პუტინი შეიძლება საინფორმაციო ველს ქმნიდეს – ISW
„ომის კვლევის ინსტიტუტი“ (ISW) აგრძელებს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის გამოქვეყნებას. ინსტიტუტის 26 დეკემბრის ანგარიშში ყურადღება ძირითადად ვლადიმერ პუტინის განცხადებას დაეთმო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ზოგიერთი ცნობისა, პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკების მზადყოფნა არ გამოუხატავს. სატელევიზიო ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთს არ აქვს არჩევანი, გარდა საკუთარი მოქალაქეების დაცვისა, თუმცა მზადაა კონფლიქტში მონაწილე „ყველა მხარესთან მოსალაპარაკებლად“. ასე პუტინი …
პუტინმა მედვედევს კიდევ ერთი ახალი თანამდებობა შეუქმნა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთ ახალ თანამდებობა შეუქმნა დიმიტრი მედვედევს – ის ამიერიდან რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც იქნება. „მედუზას“ ცნობით, კომისიაში აქამდე ეს თანამდებობა არ არსებობდა. თუმცა, პუტინის ბრძანებით, მოადგილეს შეეძლება კომისიის სხდომების წაყვანა და მის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნა. დიმიტრი მედვედევი 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი გახდა და პუტინი, რომელიც იქამდე რვა წელი …
Continue reading “პუტინმა მედვედევს კიდევ ერთი ახალი თანამდებობა შეუქმნა”
ჩრდილოკორეულმა დრონებმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე დაარღვიეს – „როიტერსი“
ჩრდილოკორეული დრონის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო სამხრეთ კორეამ ჰაერში გამანადგურებლები და ვერტმფრენები ააფრინა. როგორც „როიტერსი“ იუწყება, ამის შესახებ სამხრეთკორეელმა სამხედროებმა განაცხადეს. გავრცელებული ცნობის თანახმად, ჩრდილოკორეულმა უპილოტო აპარატმა ორ ქვეყანას შორის არსებული დემილიტარიზებული ზონა გადაკვეთა. ეს ფხენიანის მიერ სეულის საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი დადასტურებული შემთხვევაა 2017 წლის შემდეგ. ადგილობრივი გამოცემა „ნიუზ 1“ ანონიმურ სამხედრო პირზე …
Continue reading “ჩრდილოკორეულმა დრონებმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე დაარღვიეს – „როიტერსი“”
უკრაინა ყირიმს ძალითა და დიპლომატიით დაიბრუნებს – ბუდანოვი
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს უკრაინა დიპლომატიისა და სამხედრო ძალის კომბინაციით დაიბრუნებს, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. ბუდანოვი გამოეხმაურა დასავლელი ლიდერებისა და ექსპერტების აზრს, რომ ყირიმის საკითხი „წითელი ხაზია“ და მხოლოდ დიპლომატიის მეშვეობით უნდა მოგვარდეს. ბუდანოვის თქმით, უკრაინა მსოფლიოში აღიარებულ, 1991 წლის საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს, ხოლო ვინც ამას არ …
Continue reading “უკრაინა ყირიმს ძალითა და დიპლომატიით დაიბრუნებს – ბუდანოვი”