დღეს უკრაინა რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვის საკითხს დააყენებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, 26 დეკემბერს უკრაინა ოფიციალურად დააყენებს რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვის საკითხს, იუწყება „ინტერფაქს-უკრაინა“. „საკითხი ძალიან მარტივია: აქვს კი რუსეთს უფლება, დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად და, ზოგადად, გაეროს წევრი იყოს? გვაქვს ძალიან დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი – არა“, – განაცხადა მინისტრმა. კულებას აზრით, ომში დამარცხების შემდეგ რუსეთის …

რუს ქალზე, რომელიც ქმარს უკრაინელების გაუპატიურებას მოუწოდებდა, ძებნა გამოაცხადეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა დაამთავრა გამოძიება და ბრალდება წარუდგინა რუსეთის მოქალაქე ოლგა ბიკოვსკაიას, რომელიც მეუღლეს, რუს ჯარისკაცს, უკრაინელი ქალების გაუპატიურებისკენ მოუწოდებდა. „რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს ცნობით, ბიკოვსკაიას უკვე შეატყობინეს ბრალდების შესახებ და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. მედიის ცნობით, ჯერ არ არის დადგენილი, ცოცხალია თუ არა ოლგა ბიკოვსკაიას ქმარი. უკრაინელი სამართალდამცავების ვერსიით, ბიკოვსკაია ქმარს …

„პატრიოტის“ ოპერირებას 90 ჯარისკაცი სჭირდება – უკრაინელები შესაძლოა აშშ-ში გაწვრთნან

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი განიხილავს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პატრიოტის“ გამოყენების წვრთნები ჩაატაროს ამერიკაში და არა ევროპაში. ამის შესახებ „პოლიტიკო“ აშშ-ის ორ წარმომადგენლზე დაყრდნობით იუწყება. რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა იარაღის გამოყენების არაერთი წვრთნა გაიარეს, თუმცა ეს ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე ხორციელდებოდა და არა შეერთებულ შტატებში. გამოცემის ცნობით, ოფიციალური გადაწყვეტილება წვრთნების ადგილმდებარეობის შესახებ ჯერ არ …

როგორ ჩავიდა ზელენსკი ვაშინგტონში – მის თვითმფრინავს გამანადგურებელი F-15 აცილებდა 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ჩასვლისთვის მხარეებმა უსაფრთხოების „ექსტრაორდინარული ზომები“ მიიღეს, იუწყება „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური და ამ ზომებს ასახელებს. ზელენსკი ვაშინგტონს 22 დეკემბერს ეწვია და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის გარდა კონგრესსაც მიმართა. ომის დაწყების შემდეგ ეს მისი პირველი საგარეო ვიზიტი იყო. რუსი პროპაგანდისტები და პოლიტოლოგები მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ უკრაინიდან გასული ზელენსკი …

მაკკეინის ინსტიტუტი ხელისუფლებას – გაათავისუფლეთ სააკაშვილი დაუყოვნებლივ

„მაკკეინის ინსტიტუტი“ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. ინსტიტუტის განცხადებით, სააკაშვილი „პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებითაა დაპატიმრებული“. „მაკეინის ინსტიტუტი დგას სააკაშვილის, სენატორ ჯონ მაკკეინის მეგობართან და ერთ დროს უფრო თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ლიდერთან. ხაზს ვუსვამთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროებას“, – განაცხადა ეველინ ფარკასმა, ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა. აქამდე …

რუსი დეპუტატი პუტინის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს

სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტ „სმოლნინსკოეს“ საკრებულოს წევრი, ნიკიტა იუფერევი რუსეთის პროკურატურასა და შსს-ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სთხოვს, რუსეთის ჯარის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების მუხლით. „მედუზას“ ცნობით, იუფერევი მოთხოვნას პუტინის მიერ სიტყვა „ომის“ ხსენებით ხსნის და ხაზს უსვამს, რომ „ომის შესახებ ასეთი სიტყვებისთვის უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი გაასამართლეს. კერძოდ, 21 დეკემბერს პუტინმა ჟურნალისტებთან სიტყვა …

მარიუპოლში მინიმუმ 10 300 ახალი საფლავი გათხარეს – AP

მარტის დასაწყისიდან დეკემბრამდე რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში მინიმუმ 10 300 ახალი საფლავი გათხარეს – ძირითადად „სტარი კრიმის“ სასაფლაოზე. ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ (AP) თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, სასაფლაო, მთლიანობაში, 51 500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გაფართოვდა, ხოლო დრონიდან გადაღებული კადრები აჩვენებს, რომ რუსმა სამხედროებმა საფლავების გასათხრელად მძიმე ტექნიკა გამოიყენეს. რაც შეეხება საფლავებს, ზოგ …

„ბოლოს რომ ვნახე, ჯანმრთელი კაცი იყო“ – ევროპარლამენტარი სააკაშვილზე

ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი, ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს და ამბობს, რომ როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლოს ნახა, „იგი ჯანმრთელი ადამიანი იყო“. „ახლა იგი ასე გამოიყურება, ქართულ ციხეში ერთ წელიწადზე ოდნავ მეტის გატარების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის და ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერში“. ფონ კრამონმა პოსტს ორი ფოტო დაურთო: პირველი …

პუტინი რუსეთის ჯარის მილიონ-ნახევრამდე გაზრდას გეგმავს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიმდინარეობის მორიგ ყოველდღიურ ანგარიშს აქვეყნებს და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“ მიიღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების თაობაზე. თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის შეხვედრაზე შოიგუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვართან, მათ შორის ფინეთსა და შვედეთში, საფრთხეს უქმნის მოსკოვს. 2022 წლის …

სოლოვიოვმა გადაცემაში ქართველების დამაკნინებელი პაროდია გააკეთა – VIDEO

კრემლის პროპაგანდისტმა ტელეწამყვანმა, ვლადიმერ სალოვიოვმა თავის გადაცემაში ქართველების დამაკნინებელი და ქსენოფობიური პაროდია გააკეთა. მისი აზრით, ამგვარად დასცინა საქართველოს მოქალაქეებს და რუსებს, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში გამოიქცნენ. უცხოეთში წასულ რუსებზე საუბრისას, სალოვიოვმა თქვა, რომ მათ გაიჩინეს ახალი სამშობლო – მათ შორის საქართველო. ამის შემდეგ კი „გააჯავრა“ ქართველები, რომლებსაც, მისი წარმოდგენით, ჩამოსული რუსები „პ***რასტები“ ჰგონიათ. თარგმანში …

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთის ელიტაში ახალ იერიშზე განსხვავებული აზრებია – მედია

რუსეთის მმართველ ელიტებში განსხვავებული მოსაზრებები აქვთ რუსეთის მიერ მორიგი იერიშის წამოწყებაზე. როგორც „როიტერსი“ იუწყება, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას ნებისმიერ შემთხვევაში განაგრძობს. „რა თქმა უნდა, არიან ისინი, ვისაც უკრაინაში [ახალი] იერიშის წამოწყება სურთ. არიან ისინიც, ვისაც აქვთ რეალური კითხვები რუსეთის შესაძლებლობაზე, იერიშის დაწყება მოახერხოს“, …

აშშ უკრაინას „პატრიოტს“ მიაწვდის, რა შეუძლია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მორიგ, 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. იუწყება „ესოშიეითიდ პრესი“ (AP) ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი პირველად გადასცემს კიევს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პატრიოტს“. გარდა ამისა, პაკეტი მოიცავს მაღალი სიზუსტის ბომბებს ავიაციისთვის. 1 მილიარდის ღირებულების შეიარაღებას უკრაინას პენტაგონის [აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი] მარაგებიდან გადასცემენ. დანარჩენ 800 მილიონის – „უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის …

პუტინი წელს პარლამენტის წინაშე სიტყვით არ გამოვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2022 წელს არ გამოვა ყოველწლიური სიტყვით რუსეთის ფედერალური კრების (პარლამენტის) წინაშე, იუწყება „კომერსანტი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით. წყაროების თქმით, ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე მზადება პუტინის გამოსვლისთვის მოგვიანებით შეჩერდა, ახლა კი სულაც არ მიმდინარეობს. ასეთ გადაწყვეტილებას გამოცემის წყარო უკრაინის ფრონტზე არსებული მდგომარეობით ხსნის და დასძენს, რომ პუტინისთვის უმჯობესია გამოსვლა მაშინ, …

პრიგოჟინი ძირს უთხრის პუტინს – ISW-ის ანგარიში

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მიმდინარეობის მორიგ ყოველდღიურ ანგარიშს აქვეყნებს. ბელარუსის ჩართვა ომში ანგარიშის თანახმად, კრემლი ზრდის ზეწოლას ბელარუსის პრეზიდენტზე, ალექსანდრე ლუკაშენკოზე, „რომელსაც სულ უფრო და უფრო ცოტა სივრცე რჩება მანევრისთვის“. ექსპერტების მოსაზრებით, ლუკაშენკო პუტინის მზარდ მოთხოვნებზე (ომში უშუალოდ ჩართვა) დათანხმების შეფერხებას შედარებით მცირეზე დათანხმებით ახერხებს, როგორიც, მაგალითად, ბელარუსში „C400-ის“ საჰაერო …

„რუსეთს ქალაქებისა და ოლქების დათმობაც კი მოუწევს“ – ISW ყოველდღიური ანგარიში

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის დღევანდელ ანგარიშში იმის შესახებ წერს, ჩაერთვება თუ არა უკრაინის ომში ბელარუსი. ინსტიტუტის ექსპერტების მოსაზრებით,  უშედეგოდ დასრულდა ვლადიმერ პუტინის მცდელობა, გააღრმაოს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო ინტეგრაცია. თუმცა მინსკში გამართულ შეხვედრაზე ორმა დიქტატორმა სამხედრო სფეროში მეტი თანამშრომლობა დააანონსა. კერძოდ: პუტინმა გამოაცხადა, რომ შესაძლოა განიხილოს ბელარუსული მფრინავების წვრთნები „სპეციალური რაკეტების“ გამოყენებაში, მოკავშირე სახელმწიფოს …

პრიტულას თქმით, 3 ბაირაქტარისთვის შეგროვილი 17 მილიონით ჯარს თანამგზავრი უყიდა

უკრაინელი ტელეწამყვანის, სერგი პრიტულას ფონდის მიერ მოწყობილი აქციის – „სახალხო ბაირაქტარის“ ფარგლებში შეგროვებული 600 მილიონი გრივნა (დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარი) კოსმოსური თანამგზავრის შეძენაზე დაიხარჯა. როგორც „უნიანი“ იტყობინება, ფონდმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება – თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ შეგროვებული თანხით სამი „ბაირაქტარის“ ტიპის დრონი ეყიდათ, თუმცა კომპანიამ ისინი უსასყიდლოდ გადასცა უკრაინას. პრიტულას …

ალიანსი შეცდა, როცა საქართველოსა და უკრაინას მაპი არ მიანიჭა – რასმუსენი

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის აზრით, ალიანსი შეცდა, როცა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას „წევრობის სამოქმედო გეგმა“ (MAP) არ მიანიჭა. ამ და სხვა საკითხებზე რასმუსენი გამოცემა „ფორინ პოლისის“ ესაუბრა. „შეცდომა“ რასმუსენის აზრით, 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინისთვის „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) არმინიჭების შესახებ შეცდომა და „არასწორი გზავნილი“ იყო. „რეტროსპექტივაში, …

უკრაინას ისრაელისგან „რკინის გუმბათის“ შეძენა სურს

უკრაინას სურს ისრაელისგან „რკინის გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა შეიძინოს და მოუწოდებს ისრაელის ხელისუფლებას, გერმანიას Spike SR ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა მისცეს, იუწყება „იერუსალიმ პოსტი“. ისრაელში უკრაინის ელჩის, ევჰენი კორნიჩუკის თქმით, ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემას მწვანე შუქი აუნთეს როგორც ბერლინში, ასევე ვაშინგტონში. „ისრაელის ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა“, – აღნიშნა მან. რა შეუძლია „რკინის გუმბათსა“ და …

ლატვიაში ყველა რუსული ტელეარხი აკრძალეს

ლატვიაში ყველა რუსული არხის, – მათ შორის გასართობის, – მაუწყებლობა აიკრძალა. როგორც ადგილობრივი გამოცემა „დელფი“ იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება ელექტრონული მედიასაშუალებების ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) მიიღო. საბჭოს თავმჯდომარის, ივარ აბოლინიშის თქმით, გადაწყვეტილება ახალი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზეა მიღებული. 26 მაისს მიღებულები ცვლილებების თანახმად, ლატვიაში არ შეიძლება არხების მაუწყებლობა, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ქვეყანაში, რომელიც სხვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ …

პოდოლიაკი: რუსეთი ბირთვული იარაღით ემუქრება მონტენეგროს ლავროვის თვითმფრინავის გამო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი, გამოეხმაურა სერგეი ლავროვის სერბეთში ვიზიტის გაუქმებას. ლავროვის ვიზიტის გაუქმების მიზეზი სერბეთის მეზობელი ქვეყნების მიერ მისი თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის დახურვა გახდა. „რუსეთი კიდევ ერთხელ იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით – ემუქრება მონტენეგროს ლავროვის თვითმფრინავის [საჰაერო სივრცეში] არშეშვების გამო და ბრალს სდებს „საერთო ისტორიის“ ღალატში. გულისხმობენ ჩინოვნიკების ვილებსა და იახტებს ადრიატიკის სანაპიროზე? …

გვესმოდა, რომ შეიძლება უკან ვეღარ დაბრუნდე – პილოტი, რომელიც აზოვსტალს ამარაგებდა

„აზოვსტალი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. ლეგენდარულად იქცა უკრაინელი ჯარისკაცების გმირობა, რომლებიც ორ თვეზე მეტს იცავდნენ ქალაქს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ქალაქის მცველების დასახმარებლად აგზავნიდნენ ვერტმფრენებს, რომელთა ეკიპაჟებიც გმირულად უპირისპირდებოდნენ რუსულ ავიაციასა და ანტი-საჰაერო თავდაცვას და მიჰქონდათ ალყაში მყოფი ქარხნის მცველებისთვის იარაღი, ტყვია-წამალი, მედიკამენტები და საკვები“, – წერს უკრაინული გამოცემა „ინფორმატორი“ და აქვეყნებს ინტერვიუს ერთ-ერთ მფრინავთან, …

ჩვენ ვეძებთ რუს სამხედროებს უკრაინაში და ვადგენთ მათ სიას – ინტერვიუ

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჟურნალისტებზე „ნადირობაა“ გამოცხადებული – რუსი სამხედროები ჟურნალისტებს იტაცებენ, ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ომის გაშუქებისას დაიღუპა 20-მდე უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი. საგრძნობლად გართულდა უკრაინული მედიასაშუალებების მუშაობაც – ისინი ფინანსური, ლოგისტიკური და სხვა პრობლემების წინაშე დგანან. როგორ შეცვალა უკრაინული მედიის ყოველდღიურობა ომმა, როგორ უმკლავდებიან ისინი ემოციურ და ფსიქოლოგიურ სტრესს …

78 წლის უკრაინელი ჟურნალისტი რუსებმა აწამეს, ის გარდაიცვალა – მედია

მარიუპოლთან რუსი ოკუპანტები სამი დღის განმავლობაში აწამებდნენ და სცემდნენ 78 წლის ჟურნალისტსა და მწერალს, ევგენი ბალს, იტყობინება უკრაინული გამოცემა „ტე-ეს-ენი“. უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ცნობით, ბალი წამების შედეგად გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წარმომადგენელი პაველ კუშიც. ცნობილია, რომ 78 წლის ბალი რუსმა ჯარისკაცებმა მარიუპოლთან, მელეკინოში დააკავეს. უკანონო დაკავების მიზეზი უკრაინელ ჯარისკაცებთან გადაღებული …

არის თუ არა აზოვის პოლკი ნეონაცისტური?

რა არის აზოვის პოლკი? – გულწრფელი პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას euromaidanpress-ი აზოვის პოლკის შესახებ. ვიაჩესლავ ლიხაჩოვი, პოლიტოლოგი და უფლებადამცველი, ხსნის კრემლის პროპაგანდისტულ მითს აზოვის პოლკის, როგორც „კრიმინალური ნეონაცისტური ნაციონალისტური ბატალიონის“ შესახებ. როგორც ის წერს, „მითი უკრაინულ ფაშიზმზე არა მხოლოდ რუსეთისთვისაა სასარგებლო. ეს არის დიდი არგუმენტი იმისა, რომ არაფერი გააკეთოთ, …

„რუსი ჯარისკაცები დადიან და მეძებენ“ – როგორ ცხოვრობენ ოკუპირებულ ხერსონში

ინტერიუ ჩაწერა ნიკა ბურდულმა „პირველი დღიდან სახლში არ ვცხოვრობ. ვცდილობ, სხვადასხვა ნაცნობთან გავჩერდე. ვიცი, დადიან და ჩემზე კითხულობენ, სად შეიძლება ვიპოვოთო“, – ამბობს 27 წლის ჟურნალისტი ხერსონიდან, კონსტანტინ რიჟენკო. კონსტანტინი ხერსონის ოკუპაციის შემდეგაც მშობლიურ ქალაქში რჩება. იგი „ხერსონ ნიუსსიტის“ მთავარი რედაქტორია. გარდა იმისა, რომ გამუდმებით იცვლის ადგილს, უმკვლავდება კიბერთავდასხმებსა და ცდილობს გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელოს, მოხალისეთა …

20 დღე მარიუპოლში: ჟურნალისტები აგონიაში მყოფ ქალაქში – AP

„ესოშიეითიდ პრესის“ ჟურნალისტის, მსტისლავ ჩერნოვის ნაამბობი ქალაქ მარიუპოლიდან გამოღწევაზე ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასთან ერთად. წყარო: apnews.com  თარგმნა ნიკა ბურდულმა  ________________ რუსები ჩვენზე ნადირობდნენ. მათ ჰქონდათ სია, რომელშიც ჩვენი სახელები იყო და გვიახლოვდებოდნენ. მარიუპოლში საერთაშორისო ჟურნალისტებიდან მხოლოდ ჩვენ ვიყავით დარჩენილი, ორ კვირაზე მეტი ქალაქის ალყას ვაშუქებდით. საავადმყოფოში ვიყავით, როცა შეიარაღებული პირები შემოიჭრნენ და კორიდორებში დაიწყეს სიარული. ქირურგებმა …

Exit mobile version