ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-38 წლებში დახვრეტილი ადამიანების კიდევ ერთი სამარხი იპოვეს. სამარხში 29 ნეშტი აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1938 წლის 15 მარტით დათარიღებული ოქმია. ოქმში 29 ადამიანის სახელი და გვარია, რომელიც ამ დღეს აჭარაში დახვრიტეს. „თუ ეს 15 მარტის სამარხია, ოქმში წერია, რომ ღამის ოთხ საათზე აღსრულდა განაჩენი,“ – გამოთქვა ვარაუდი ანტონ …
Author Archives: მანანა ქველიაშვილი
საკადრო ცვლილებები ხელვაჩაურის მერიაში
2021 წლის პირველი ნოემბრიდან დღემდე ხელვაჩაურის მერიიდან 18 ადამიანი გაათავისუფლეს. მათ შორის სამსახურის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. ხელვაჩაურის მერიიდან გაუშვეს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე. ხელვაჩაურის მერიიდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში, თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზად „პირადი განცხადებაა“ მითითებული. ასევე შეიცვალა ხელშეკრულებით დასაქმებული მერის წარმომადგენლები თხილნარში, აჭარისწყალში, ახალშენში, …
ხელვაჩაურის ყოფილი მერი აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლად დაასაქმეს
ხელვაჩაურის ყოფილი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის განათლების სამინისტროში მრჩევლად დანიშნეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროში დაუდასტურეს. „სამინისტრო ახორციელებს უმაღლესი განათლების მიმართულებით პროგრამებს. ბატონ ჯუმბერს აქვს გამოცდილება ამ მიმართულებით და გამოვიყენეთ მისი რესურსი. უმაღლესი განათლების სფეროში მინისტრის მრჩეველი იქნება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა. კითხვაზე, ხომ არ შეიქმნა მრჩევლის შტატი ხელვაჩაურის ყოფილი …
Continue reading “ხელვაჩაურის ყოფილი მერი აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლად დაასაქმეს”
რა წესი მოქმედებს თურქეთიდან საქართველოში წამლების შემოტანაზე
იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წამლების გაიაფების პირობას დებს, მკაცრდება თურქეთიდან წამლის შემოტანის კონტროლი. კერძოდ, სარფის საბაჟოზე მოქალაქეებს, რომლებსაც მედიკამენტები პირადი მოხმარებისათვის გადმოაქვს, მებაჟეები აფრთხილებენ, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში წამლები აღარ შემოიტანონ. „ბათუმელები“ თავად გახდა ერთ-ერთი ასეთი ფაქტის მომსწრე. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შემოსავლების სამსახურს მივმართეთ და ვთხოვეთ დაზუსტება, ხომ არ შეცვლილა რამე …
Continue reading “რა წესი მოქმედებს თურქეთიდან საქართველოში წამლების შემოტანაზე”
განახლებას წყლისთვის 179 829 ლარი დახარჯეს, სოფელი უწყლოდაა – აუდიტი ხელვაჩაურის მერიაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, ხელვაჩაურის მერიამ ორ სოფელში გემურაულსა და განახლებაში ჭაბურღილის მოწყობისთვის, წყლის რესურსის განსაზღვრის მიზნით გეოლოგიური კვლევისათვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გადაიხადა. ხოლო სოფელ განახლებაში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებზე 134 829 დახარჯა. თუმცა, სოფელს წყალი არ მიეწოდება. „მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული გამოწვეულია წყლის მარაგის დაწევით, თუმცა შესაბამისი დოკუმენტური …
„ზედმეტად არის გადახდილი 194 586 ლარი“ – აუდიტი ხელვაჩაურის მერიაში დარღვევებზე
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ისეთ იურიდიულ პირს დაუკვეთა, რომელსაც მსგავსი სამუშაოს ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდა. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 2 884 841 ლარი გაიცა. აუდიტმა გამოარკვია, რომ კომპანიამ, რომელმაც ტენდერი მოიგო, სამუშაოების შესასრულებლად სხვა პირები დაიქირავა. საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ 2019 …
Continue reading “„ზედმეტად არის გადახდილი 194 586 ლარი“ – აუდიტი ხელვაჩაურის მერიაში დარღვევებზე “
ხელვაჩაურში აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ – აქცია
დღეს, პირველ თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ოფისის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათთან ერთად არიან მოქალაქეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან. საპროტესტო აქცია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები“ აუდიტორების მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის …
ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებული 64 პირი სხვაგანაც მუშაობს – აუდიტი
ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებული 64 პირი, რომელთა ხელფასზეც ბიუჯეტიდან 230 851 ლარი დაიხარჯა, პარალელურად სხვა სამსახურშიც მუშაობდა. ეს და სხვა ათობით დარღვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია მოცემული, რომელსაც აუდიტის სახელმწიფო სამსახური აქვეყნებს. აუდიტის თანახმად, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტში სრულფასოვნად არ გამოიყენებოდა სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა. ამასთან არ დასტურდება, რომ ის 64 პირი, რომლებიც …
Continue reading “ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებული 64 პირი სხვაგანაც მუშაობს – აუდიტი”
“არ გვაქვს შეკითხვები? ვუყაროთ კენჭი!”- ხელვაჩაურის საკრებულოს ერთპარტიული სხდომა
„შეკითხვები? არ გვაქვს შეკითხვები? ვუყაროთ კენჭი,“- ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ და საკრებულოს წევრებმა 31 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გატანილ 7 საკითხს ამ ტემპში უყარეს კენჭი და დაამტკიცეს. საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დაწყებისთანავე დატოვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. ენმ-ის წევრების პროტესტის მიზეზი 28 იანვარს გამოქვეყნებული სახელმწიფო აუდიტის დასკვნა გახდა. ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის საკრებულოში, მალხაზ თავდგირიძემ …
Continue reading ““არ გვაქვს შეკითხვები? ვუყაროთ კენჭი!”- ხელვაჩაურის საკრებულოს ერთპარტიული სხდომა”
ხელვაჩაურის მერიიდან ააიპების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს
ხელვაჩაურის მერიის ააიპებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. ახალი მერის გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს სასაფლაოების დირექტორი მევლუდ ბოლქვაძე, საფეხბურთო კლუბ “მაჭახელას” ხელმძღვანელი ფარნაოზ თედორაძე და ხელვაჩაურის წყალკანალის დირექტორი ვლადიმერ მიქელაძე. ასევე შეიცვალა მერიის ადმინისტრაციის უფროსი და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი. ახალმა მერმა გათავისუფლებული თანამშრომლების ნაცვლად უკვე დანიშნა ახალი კადრები. ააიპ “ხელვაჩაურის სასაფლაოებს” ირაკლი კარანაძე უხელმძღვანელებს, საფეხბურთო კლუბ …
Continue reading “ხელვაჩაურის მერიიდან ააიპების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს”
გულუბრყვილო იმედია, რომ თურქეთიდან შემოტანით წამლები გაიაფდება – ინტერვიუ
„როგორ და რის საფუძველზე გაიაფდება მედიკამენტები? თურქეთი, რომელიც ახლაც გვაწვდის მედიკამენტების 25 %-ს, უცებ გადაწყვეტს, რომ უნდა მოგვაწოდოს უფრო იაფად? ვინ გადაუხდის კომპანიებს ამ სხვაობას? წარმოიდგინეთ, ვარ კომპანია, რაღაც მედიკამენტს ვაწარმოებ, რომელსაც საქართველოში ვყიდი 20 დოლარად. უცებ მეუბნებიან ათ დოლარად უნდა გაყიდო. რატომ უნდა გავყიდო ათ დოლარად? ვინ იქნება დისტრიბუტორი ამ მედიკამენტების?“ – ეს და …
Continue reading “გულუბრყვილო იმედია, რომ თურქეთიდან შემოტანით წამლები გაიაფდება – ინტერვიუ”
რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის სანაპიროზე ღუზების ტყვეობიდან თავისუფალია – სააგენტო
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ბათუმის სანაპიროსთან ახლოს, ზღვაში გადახლართული ღუზებით იდგა, „ღუზების ტყვეობისგან გათავისუფლებულია“. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იტყობინება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურმა გემის ეკიპაჟთან ერთად ღუზები წყლიდან ამოიღო და გადახლართული ჯაჭვები ჩაჭრა. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ SGV-Flot -ს საფრთხე 15 იანვარს შეექმნა. გემმა, …
ძველ ბათუმში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს
დღეს, 19 დეკემბერს, ძველ ბათუმში, კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ბელეტაჟის ტიპის სახლი დაანგრიეს. სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ ის ისტორიული დაცვის ზონაშია, დასანგრევად სჭირდებოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული ზონალური საბჭოს თანხმობა. მაზნიაშვილისა და მელაშვილის ქუჩის კუთხეში [#7/19] მდგარი ერთსართულიანი სახლის ნაცვლად მეპატრონე აქ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებს. ამ …
Continue reading “ძველ ბათუმში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს”
კორონავირუსის 2195 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 47 ადამიანი – 19 დეკემბერი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 813 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 718 PCR ტესტით. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 319 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 858 949-მდე გაიზარდა. 19 დეკემბერს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 032 …
Continue reading “კორონავირუსის 2195 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 47 ადამიანი – 19 დეკემბერი”
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა. ამ პოზიციას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტი კამილა მამედოვა იკავებდა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. თამარ რუხაძე ამჟამად საინფორმაციო ცენტრების ქსელის (ICN) სარედაქციო კონსულტანტია. 2016-2021 წლებში საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოში [IREX] მუშაობდა. ხოლო 2013-2015 წლებში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავი 2-ის, …
Continue reading “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა”
დადასტურდა კოვიდის 2 784 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 ადამიანი – 18 დეკემბერი
გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 53 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 854 630 ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 054 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 611 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა …
Continue reading “დადასტურდა კოვიდის 2 784 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 ადამიანი – 18 დეკემბერი”
“ცხოვრება და ლოცვა მთაში” – ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა ბათუმში
დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში ფოტოგრაფ ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა გაიმართა. „ცხოვრება და ლოცვა მთაში“ – ასე ჰქვია ფოტოპროექტს, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში, ზორტიყელის საზაფხულო იალაღებზეა გადაღებული. ტბელ აბუსერიძის თქმით, ფოტოპროექტზე მუშაობის დროს თითქმის ორი თვე ცხოვრობდა მთაში იმ ოჯახებთან ერთად, ვინც მისი პროექტის გმირები გახდნენ. ფოტოების თემატიკა მრავალფეროვანია, გმირები კი სხვადასხვა ასაკის არიან. „დაახლოებით 2 500 ფოტო …
Continue reading ““ცხოვრება და ლოცვა მთაში” – ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა ბათუმში”
მოთვინიერებული ხეების შესახებ ფილმი „ევროპულ ოსკარზე“ წარადგინეს – ინტერვიუ რეჟისორთან
რამდენიმე წლის წინ ერთმა მდიდარმა კაცმა საქართველოში გიგანტური ხეები მოთხარა და ზღვით საკუთარ ბაღში გადაიტანა. დოკუმენტური კინოს ერთმა რეჟისორმა იმ დღეს, როცა იმ მდიდარ კაცს პირველი ხე მიჰქონდა ზღვით, ტელევიზორი ჩართო და ახალ ამბებში ნახა ხე, რომელიც ზღვაზე მიცურავდა. ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებმა, რომელიც ამ კადრის ნახვისას რეჟისორს გაუჩნდა, გადააწყვეტინა გადაეღო ფილმი ამბავზე, რომელიც 4 წლის განმავლობაში …
ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის – დოკუმენტური ფილმი ემიგრანტ ქალებზე
„წიგნი მთავარი გმირის გარეშე, ასეთია ჩვენი ცხოვრება“, „როდის წავალ საქართველოში? ყოველდღე მინდა სახლში წავიდე, მაგრამ ჩახვალ და… ვინც ჩავიდა, ის ისევ უკან მოდის. სხვას რომ ვუყურებ, აღარ ვტოვებ სამუშაო ადგილს“, „სანამ მყარად არ დავაყენებ ჩემს შვილებს ფეხზე, ჩემს თავზე ვერ ვფიქრობ,“ – ეს ემიგრაციაში მყოფი ქალების კომენტარებია საკუთარ ცხოვრებაზე. 2000-იანი წლები სხვა ყველაფერთან ერთად შრომითი …
Continue reading “ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის – დოკუმენტური ფილმი ემიგრანტ ქალებზე”
საქართველოში ბავშვებზე ისევ ქორწინდებიან – კანონი, რომელიც ბოლომდე ვერ მუშაობს
2017 წლის იანვრიდან საქართველოს აქვს კანონი, რომლის თანახმადაც 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ქორწინება დაუშვებელია. კანონის მიუხედავად, მოზარდებთან საქართველოში ჯერ კიდევ ქორწინდებიან და უმეტეს შემთხვევაში ვერც ერთი პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება ამას ადრეულ ეტაპზე „ვერ ხედავს“. ბავშვად მიიჩნევა პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია. სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, ბავშვზე ზრუნვის სააგენტომ 2020 წელს ადრეულ …
Continue reading “საქართველოში ბავშვებზე ისევ ქორწინდებიან – კანონი, რომელიც ბოლომდე ვერ მუშაობს”
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულომ პროტესტის ფონზე დაამტკიცა
დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა. ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგობისა და პროტესტის მიუხედავად ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 15 ხმით მიიღო. ოპოზიციონერი დეპუტატები პოლიციამ სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს მოქალაქეები და ეს სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირით ახსნეს. ხოლო გარეთ მიმდინარე აქციაზე დააკავეს პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ძველი მოწვევის …
Continue reading “ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულომ პროტესტის ფონზე დაამტკიცა”
ბათუმის საკრებულო ხვალ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს
ბათუმის საკრებულო ხვალ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 26 ნოემბერს დანიშნულ საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის საკითხის განხილვა დღეს, 25 ნოემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე დაამატეს. სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე გაიმართა, რის შემდეგაც საკრებულოს შენობაში პოლიცია გამოჩნდა და საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს ბიუროს ოთახიდან. 2021 წლის მოწვევის …
Continue reading “ბათუმის საკრებულო ხვალ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს”
ვადაგასულები ხართ – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე [LIVE]
ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ხმაურია. ახლად არჩეული საკრებულოს წევრები 2017 წელს არჩეული საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდნენ. ძველი მოწვევის საკრებულო ბიუროს სხდომას მართავდა, რა დროსაც შენობაში ოპოზიცია, მათ შორის, ახლად არჩეული საკრებულოს წევრები შევიდნენ. „ვადაგასულები ხართ. 2017 წლის არჩეული საკრებულო რატომ მიმტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს?“ – ჰკითხა ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულოს წევრებს და საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს. …
Continue reading “ვადაგასულები ხართ – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე [LIVE]”
დადასტურდა კოვიდის 4 318 ახალი შემთხვევა, 70 ადამიანი გარდაიცვალა – 20 ნოემბერი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 318 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 70 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 457 პირი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 962 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 513 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 449 PCR ტესტით. 19 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის …
Continue reading “დადასტურდა კოვიდის 4 318 ახალი შემთხვევა, 70 ადამიანი გარდაიცვალა – 20 ნოემბერი”
შიმშილობის 50 დღე – სააკაშვილი ქართულ ციხეში
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 50 დღიანი შიმშილობა სრულდება. უახლესი ინფორმაციით, სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დასთანხმდა. „ბათუმელები“ გთავაზობთ გასული 50 დღის ქრონიკას – რა ხდებოდა უკანასკნელი 50 დღე საქართველოში და რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის თავს. 6 სექტემბერი 6 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ 2021 …
Continue reading “შიმშილობის 50 დღე – სააკაშვილი ქართულ ციხეში”
რამდენადაც გვადარდებს ქვეყნის პრობლემები, იმდენად დაგვეხმარება დასავლეთი – ბათუ ქუთელია
47 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ხელისუფლება არ თანხმდება. დღეს, 16 ნოემბერს, მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული ექსპრეზიდენტის მონახულებაზე უარი უთხრეს უკრაინის სახალხო დამცველს, მანამდე კი სააკაშვილის სანახავად არ შეუშვეს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა. რას ნიშნავს ევროპარლამენტარის მიმართ ეს დამოკიდებულება და რა რეაქციას უნდა ველოდოთ დასავლეთიდან? – ამ საკითხებზე “ბათუმელები” აშშ-ში …
40 დღეა გვეუბნებიან, რომ მისი კვდომის პროცესი მოდის, მოდის, მოდის – პარლამენტარი სააკაშვილზე
“ყველანი, დაახლოებით 40 დღის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ყოველდღიურად მისი კვდომის პროცესი, მოდის, მოდის, მოდის… Ჩვენ ვნახეთ, რომ მისი შიმშილობა აბსოლუტურად სხვა ფორმით მიმდინარეობდა, ის საკვებს იღებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გამომდინარე აქედან საკმაოდ სტაბილური იყო და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო,” – ეს განცხადება Საქართველოს პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა. პარლამენტარის …
“სირცხვილიას” ბრძოლა კედლებზე ბათუმში
12 დღეა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ბათუმში, ზღვისპირას, მშენებარე „რივიერას“ კედელზე, წარწერებს ტოვებენ. ეს არის ბრძოლის და საკუთარი პოზიციის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მოძრაობის აქტივისტებმა აირჩიეს. პირველი წარწერა კედელზე 2021 წლის 2 ნოემბერს გაჩნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დამთავრებიდან მესამე დღეს და ის არჩევნების შედეგებს ეხმაურებოდა. წარწერა მეორე დღესვე წაშალეს. 3 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, …
ხანძარი ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე
დღეს, 14 ნოემბერს, დილით, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო მანქანა მივიდა. ბინაში ცეცხლის ჩასაქრობად შესული სამი მაშველი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულ მაშველებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. ამ დროისთვის, [ 9:45] ხანძარი ლოკალიზებულია.
“მოთვინიერება” – ბათუმში სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ
13-14 ნოემბერს ბათუმში სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. “მოთვინიერება” – ასე ჰქვია ფილმს. შაბათს, 13 ნოემბერს, ორი ჩვენებაა დაგეგმილი – 12:00 და 16:00 საათზე; კვირას, 14 ნოემბერს კი, ერთი ჩვენება – 12:00 საათზე. კინოჩვენება ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება. ფილმის ჩვენებაზე დასწრების მსურველებმა ადგილზე უნდა წარმოადგინონ ორჯერადი აცრის დამადასტურებელი საბუთი, არქონის შემთხვევაში კი PCR …
Continue reading ““მოთვინიერება” – ბათუმში სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ”
ხვალ ბათუმის პორტში 2 ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვა
ხვალ, 8 ნოემბერს, ბათუმის პორტში ორი ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Mount Whitney და USS porter-ი შემოვა. აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის საზღვაო ხომალდი „მაუნთ უითნი“ ბათუმის პორტში მეხუთედ შემოდის. რაც შეეხება USS porter-ს, ეს მისი მეოთხე ვიზიტია ბათუმის პორტში. USS Porter0 (DDG 78) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები, …
Continue reading “ხვალ ბათუმის პორტში 2 ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვა”
„ჩატენე მანქანაში” – მარტვილში პოლიციამ ბერი და აქციის მონაწილეები დააკავა
მინიმუმ 8 ადამიანი დააკავა პოლიციამ დღეს, 7 ნოემბერს, მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. მრევლის ერთ-ერთი წევრის მიერ გავრცელებულ ლაივში ჩანს დაკავების ეპიზოდი, როგორ მიჰყავთ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. „ბიჭები მოვიდნენ, კვირა დღეა, ტაძარში შესვლა უნდოდათ, მაგრამ ყველა დააკავეს,“ – ამბობს მოქალაქე ლაივჩართვაში. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ორი დაკავებულის ვინაობა, ერთი სასულიერო პირია, ბერი …
Continue reading “„ჩატენე მანქანაში” – მარტვილში პოლიციამ ბერი და აქციის მონაწილეები დააკავა”
დადასტურდა კოვიდის 4 104 ახალი შემთხვევა, 67 ადამიანი გარდაიცვალა – 7 ნოემბერი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 67 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. ასევე, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 627 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 11.06%-ია. ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა, აჭარა …
Continue reading “დადასტურდა კოვიდის 4 104 ახალი შემთხვევა, 67 ადამიანი გარდაიცვალა – 7 ნოემბერი”
“ეს არაადამიანური მოპყრობაა” – სააკაშვილის საქმეზე ბათუმელი ადვოკატები მთავრობას მიმართავენ
ბათუმელი ადვოკატები საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ. ადვოკატები ითხოვენ, შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა. „პატიმრობის კოდექსი, ისევე როგორც პაციენტის შესახებ საქართველოს კანონი, ითვალისწინებს, რომ ასეთ [შიმშილობის] შემთხვევაში პირი ექიმთა კონსილიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაყვანილი იქნეს შესაბამის მულტიფუნქციურ კლინიკაში. ის, რომ ამდენი დღე შიმშილობს და არ გადაჰყავთ, ფაქტობრივად შეიძლება შეფასდეს, რომ …
რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო [Live]
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ექსპრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ. მიხეილ სააკაშვილი 37 დღეა შიმშილობს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და რუსთავის ციხესთან კარვები გაიშლება.
მარტვილში მრევლის ნაწილი მიტროპოლიტ სტეფანეს გადადგომას ითხოვს
დღეს, 6 ნოემბერს, მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის წინ საპროტესტო აქცია იმართება. აქციას მრევლის ნაწილი მართავს და ითხოვს გადადგეს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი. მრევლის წევრებს ხელში სანთლები უჭირავთ და ითხოვენ ეკლესიაში შესვლის უფლებას. სალხინოს მამათა მონასტრის წინ პოლიციის კორდონი დგას. მონასტერში არც მრევლს უშვებენ და არც სასულიერო პირებს. მრევლის პროტესტი გუშინ, 5 ნოემბერს მომხდარმა ფაქტმა განაპირობა. …
Continue reading “მარტვილში მრევლის ნაწილი მიტროპოლიტ სტეფანეს გადადგომას ითხოვს”