მთავარი,სიახლეები

როდის გადაუხდის „დინამო ბათუმი“ სტიუარდებს ხელფასს – კლუბის განმარტება

15.08.2022
როდის გადაუხდის „დინამო ბათუმი“ სტიუარდებს ხელფასს – კლუბის განმარტება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სტიუარდები, რომლებიც ბათუმის ახალ სტადიონზე გამართული საფეხბურთო მატჩების დროს წესრიგსა და უსაფრთხოებას იცავენ, კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ. ამ ინფორმაციას „დინამო ბათუმში“ ადასტურებენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სტიუარდის ანაზღაურება ერთი თამაშის განმავლობაში 25 ლარია, რომელსაც საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი ერიცხება. სტიუარდი ვალდებულია თამაშის დაწყებამდე სამი საათით ადრე მივიდეს სტადიონზე და საფეხბურთო მატჩის დასრულებამდე დარჩეს.

სტიუარდები მთელი თამაშის განმავლობაში მოედნისკენ ზურგშექცევით დგანან და გულშემატკივრების ქცევას ადევნებენ თვალ-ყურს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სტიუარდთა ნაწილს 2019 წელს გამართული მატჩების ანაზღაურებაც კი არა აქვთ აღებული (ამ დროს საფეხბურთო მატჩების ანგისის სტადიონზე იმართებოდა), ნაწილს კი მიმდინარე თამაშების.

სტიუარდების მიმართ არსებულ დავალიანებას აღიარებენ საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმში“.

კლუბის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კლუბი აღიარებს დავალიანების არსებობას და მას ეტაპობრივად დაფარავს.

„არსებული ვალის შესახებ საქმის კურსში არიან. უახლოეს პერიოდში დაიფარება ახალი დავალიანება რაც არის. სავარაუდოდ მომდევნო თამაშამდე. რაც შეეხება 2019 წლის დავალიანებას, ეს დავალიანება ეტაპობრივად დაიფარება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ დინამო ბათუმის“ პრესსამსახურში.

სტიუარდები საფეხბურთო მატჩის განუყრელი ნაწილია. ეს ადამიანები მთელი თამაშის განმავლობაში იცავენ ფეხბურთელთა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: