მთავარი,სიახლეები

ხანძარი ხულოში – ხუთსულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა

24.08.2022
ხანძარი ხულოში – ხუთსულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა

ხულოში, სოფელ ბოძაურში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლთან ერთად დაიწვა მის ირგვლივ მდებარე სათავსო ნაგებობები.

რიყეთის რწმუნებულის, გოჩა შანთაძის თქმით, სახლში ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობდა.

„იმდენად ძლიერი ხანძარი იყო, ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. ყველაფერი დაეწვათ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გოჩა შანთაძემ.

მისივე თქმით, ოჯახს ხულოს მერია დაეხმარება და უკვე იპოვეს სახლი, სადაც ხუთსულიანი ოჯახი დროებით თავს შეაფარებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.