ომბუდსმენმა „ბათუმელების“ საქმეზე ბათუმის მერიას დარღვევა დაუდგინა

„სახეზეა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის წერილში, რომელიც „ბათუმელების“ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ეხება. საუბარია 2025 წლის 12 თებერვალს მომხდარ შემთხვევაზე: უსახლკაროების საკითხზე ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე „ბათუმელები“ არ დაუშვეს. ამ შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. „წინამდებარე საქმეში, 2025 წლის 12 თებერვალს, „ბათუმელების“ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს შესაძლებლობა არ მიეცა, ქ. ბათუმის …

ოპოზიციის აკრძალვის სარჩელში „ოცნება“ ახსენებს „ბათუმელების“ ჟურნალისტს, გამოცემას – არა

სარჩელში, რომლითაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს, საუბარია ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზეც, თუმცა სარჩელში „ოცნებამ“ გამოტოვა რამდენიმე მედიასაშუალება და სარჩელის ავტორებმა მედიაგამოცემების დასახელებას, მხოლოდ ჟურნალისტის მითითება ამჯობინეს. „ოცნების“ მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, ენმ-ს აკრძალვის მოთხოვნის ერთ-ერთი საფუძველია ისიც, რომ ეს პარტია ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჟურნალისტებს არასათანადოდ ეპყრობოდა. „ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ცალკე …

„ოცნებამ“ მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები დააწინაურა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები დააწინაურეს: თორნიკე გოგეშვილი ბათუმის პროკურორის მოადგილე გახდა, შოთა ჩხაიძე – ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე. საკადრო ცვლილებებზე დღეს, 6 ნოემბერს, „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში არ უპასუხეს. „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, თორნიკე გოგეშვილი ბათუმის პროკურორის მოადგილედ დაახლოებით ერთი კვირის წინ დანიშნეს, შოთა ჩხაიძე კი, უკვე ორი თვეა ოზურგეთის პროკურორის მოადგილეა. მზია ამაღლობელის …

„ვიდრე შენ არ გეხება, ამჯობინებ დუმილს. ასე დამყარდა საბჭოთა ტერორიც“ – ინტერვიუ 

„როგორც ჩანს, ანესთეზია ძალიან საფუძვლიანად გაკეთდა,“ – საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს მწერალი ნინო ხარატიშვილი, რომელსაც წინააღმდეგობაზე ვესაუბრეთ, კონკრეტულად კი, იმ ადამიანებზე ვკითხეთ, რომლებიც საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობენ საპროტესტო განწყობის მიუხედავად. რის გაკეთება შეუძლიათ მათ? „მესმის ტოტალური დაღლა. როდესაც მთელ ცხოვრებას ამ პროცესში ატარებ: სულ რევოლუციაა და გადატრიალება, მუდმივად ცვლილების მოლოდინია. გასაგებია, რომ ადამიანი იღლება. ყველას ერთი …

ბათუმის თეატრის დირექტორად დანიშნეს კოტე მჟავია, რომელსაც „ცნობილ თამადას“ უწოდებენ

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორად კოტე მჟავია დანიშნეს. ახალ დირექტორს დასის წევრებს აჭარის კულტურის სამინისტრო დღეს, 5 ნოემბერს წარუდგენს. კოტე მჟავია პროფესიით მსახიობია. თუ მის შესახებ ინფორმაციის მოძიებას Google-ის საძიებო სისტემით ეცდებით, ნახავთ, რომ კოტე მჟავია ცნობილია პროსახელისუფლებო სატელევიზიო არხების გასართობ შოუებში მონაწილეობით. პროსახელისუფლებო „იმედზე“, გადაცემა ღამის შოუში ის წარდგენილი იყო სტატუსით – „ცნობილი თამადა“. აჭარის …

რა იცვლება კობახიძის ჩინეთში ვიზიტით? – ინტერვიუ

რა იცვლება „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტით? – თანამედროვე ჩინეთის სპეციალისტი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რეალურად რამდენად გაღრმავდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან, თუმცა „ამის პოტენცილი არის“. „საფრთხე არის სხვა რამ: თუკი ქართული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ვერ მოხერხდა ისე, რომ მართლაც შეუძლებელი იყოს ამხელა რაოდენობის ტვირთის გატარება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაგვანაცვლებს  ზანგეზური. …

ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 275 ათასი ლარით დააჯარიმეს რუსთაველის გადაკეტვის საბაბით

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ინტერესებს იცავს, გზის გადაკეტვისთვის სადიგოვი ჯამში 275 ათასი ლარით დააჯარიმეს ისე, რომ მისთვის არაფერი შეუტყობინებიათ. 2025 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. „აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აფგან სადიგოვი …

ოპოზიციის აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელს განიხილავს მოსამართლე, რომელიც ენმ-ის პროკურორი იყო

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ პარლამენტის სარჩელი იმ მოსამართლეს დაეწერა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროკურორი იყო. სარჩელის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. პირველი კოლეგიის წევრები ასევე არიან მოსამართლეები:  ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, გიორგი თევდორაშვილი და ვასილ როინიშვილი. ვასილ როინიშვილი ამ კოლეგიის თავმჯდომარეა. ვასილ როინიშვილი აჭარის მთავარი პროკურორი იყო, როცა ენმ …

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვას სააპელაციო სასამართლო 11 ნოემბერს დაიწყებს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა 11 ნოემბერს, 13 საათზე დაიწყება. მომხსენებელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილია. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ჟურნალისტი და მედიამენეჯერი …

„ერთი კლანი ებრძვის მეორეს“ – რას ამბობენ ბათუმში „ოცნების“ კორუფციასთან ბრძოლაზე

გჯერათ, რომ „ოცნების“ მთავრობა კორუფციას ებრძვის? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა ბათუმის ქუჩებში.

პარკირების პრობლემის ფონზე ბათუმში მერია ბიზნესმენს ავტოსადგომის მოწყობის საშუალებას არ აძლევს

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის დასაწყისში პირველ ნოემბერს ხმაური იყო: მოსახლეობის ნაწილი ბიზნესმენს დაუპირისპირდა. ადგილზე მისულმა მუნიციპალურმა ინსპექციამ კი, ბიზნესმენ ილია ქამადაძეს, რომლის კომპანიაც ხიმშიაშვილის ქუჩაზე კონკრეტულ მიწის ნაკვეთს ფლობს, გაფრთხილება მისცა. ბიზნესმენი ილია ქამადაძე განმარტავს, რომ ბათუმში არსებული პარკირების პრობლემის გათვალისწინებით, ფასიანი ავტოსადგომის მოწყობას აპირებს, მაგრამ რამდენიმე ადამიანი ამის საშუალებას არ აძლევს არგუმენტით: „სკვერს ვერ დავთმობთ“. …

„მშენებლობა არ სრულდება, გვატყუებენ“ – კიდევ ერთი დაუსრულებელი კორპუსი ბათუმში

„კორპუსის მშენებლობა არ სრულდება, გვატყუებენ, მივმართეთ პროკურატურას და ვითხოვთ რეაგირებას,“ – ამბობს აკაკი წოწონავა. მის მსგავსად ათეულობით სხვა მოქალაქე ბათუმში, გრიგოლ ლორთქიფანიძის #20-ში მშენებარე კორპუსის დასრულებას ელის. ბინა მყიდველებს 2024 წლის ბოლოს უნდა ჩაბარებოდათ, მაგრამ როგორც მოქალაქეები ჰყვებიან, მშენებლობის აქტიური პროცესი გასული წლის ზაფხულიდან შეწყდა. 27-სართულიან კორპუსს ლორთქიფანიძის #20-ში კომპანია „მჯ გრუპი კონსტრაქშენი“ აშენებს. დაზარალებული …

„ყველაზე დიდი საფრთხე ტირანი კი არა, ჩვევაში გამჯდარი გაყურსვაა“ – საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში

„მე ვადანაშაულებ ერის მოაზროვნე ელიტის გულგრილობას. ყველაზე დიდი საფრთხე ტირანი კი არა, ჩვევაში გამჯდარი გაყურსვაა, მზერის აცილებაა. „ეს ჩემი პრობლემა არ არის“ თქმის ჩვევად ქცევაა,“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე გოჩა ჯავახიშვილი, საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში. ის ასევე იყო საქართველოს მუდმივი წარმოდგენელი იუნესკოში. გოჩა ჯავახიშვილი ქართველი დიპლომატის გიორგი წიქარიშვილის დაკავებას ეხმაურება. …

რუსთაველის ხელმეორედ გადაკეტვისთვის მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს 

თბილისში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით შსს-მ მოქალაქეების დაკავება უკვე სისხლის სამართლის წესით დაიწყო. „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი, რესპრესიული კანონმდებლობით გზის გადაკეტვა ხელმეორედ უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. რუსთაველის ქუჩის ხელმეორედ გადაკეტვის გამო  შსს-მ პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, ზურაბ მენთეშაშვილი დააკავა. მისთვის პოროკურატურას ბრალი ჯერ არ წარუდგენია. შსს ზურაბ მენთეშაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ გამოძიება …

რას ნიშნავს, როცა ევრონესტი „ოცნების“ მთავრობას თვითგამოცხადებულს უწოდებს? – ინტერვიუ 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა „ქართული ოცნების“ მთავრობას პირდაპირ თვითგამოცხადებულს უწოდებს. რეზოლუციის საპასუხოდ დღეს, პირველ ნოემბერს „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში“. რა ეტაპზე გადადის ევროკავშირის ურთიერთობა „ქართული ოცნების“ მთავრობასთან? „იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვფიქრობდეთ, რა გავაკეთოთ მეტი ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, რა ახალი მექანიზმები ან ფორმატები …

„ევროპა ნოსტრა“ საქართველოზე: ვაფასებთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც არ თმობს ევროპულ მომავალს

„ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს, აგრეთვე ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მტკიცედ დაუდგნენ მხარში საქართველოს ხალხს მათ ბრძოლაში დემოკრატიისა და კუთვნილი ევროპული მომავლის მხარდასაჭერად,“ – აღნიშნულია „ევროპა ნოსტრას“ [ევროპის კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების ქსელი] მიერ 2025 წლის 31 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს შესახებ. „ევროპა ნოსტრა“ ურყევ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს სამოქალაქო …

მსახიობების პროტესტის შემდეგ ნუკრი ქანთარიამ ბათუმის თეატრის დირექტორის თანამდებობა დატოვა

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა, ნუკრი ქანთარიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის კულტურის სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს. საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა, თუ გაათავისუფლეს? – ამ და სხვა კითხვებს სამინისტროს პრესცენტრში არ უპასუხეს. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ დღეიდან, 2025 წლის პირველი ნოემბრიდან, ნუკრი ქანთარია ბათუმის თეატრის დირექტორი აღარ არის. სატელეფონო ზარს არ უპასუხა თავად ნუკრი ქანთარიამ. ბათუმის …

„პუტინის ჩანაცვლება რეჟიმის შიგნითვე რეალისტურია“ – ინტერვიუ დიპლომატთან

„არა მგონია, პუტინს რაიმე, თუნდაც თეორიულად კარგი პერსპექტივა ჰქონდეს. მისი ჩანაცვლება რეჟიმის შიგნითვე საკმაოდ რეალისტურია და ეს საკმაოდ მალე შეიძლება მოხდეს. პუტინის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთის პერსპექტივები ძალიან სახიფათოა. ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია სამხედრო რელსებზე გადასული ეკონომიკის ჩამოშლასთან,“ – ამბობს დიპლომატი გიორგი ბადრიძე. მას რუსეთზე ვესაუბრეთ: რამდენად ჩნდება რუსეთში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით …

აჭარის საპატრულოს უფროსი გიორგი ხურცია აღარ არის

აჭარის საპატრულოს უფროსი გიორგი ხურცია აღარ არის. ამ ეტაპზე ეს თანამდებობა ვაკანტურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გიორგი ხურცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. გიორგი ხურცია ბათუმის საპატრულოს უფროსად 2023 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა. გიორგი ხურცია აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეების დაჯარიმება-დასჯის პროცესში.

რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ერთობას და რა შემთხვევაში შეძლებს? – ინტერვიუ

„ოპოზიცია ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა საფრთხის წინაშე დგას თვითონ კი არა, ეს ქვეყანა მთლიანად. ამ დროს ყველა საკუთარი თავის გადარჩენის პერსპექტივაზე ფიქრობს,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებზე ვესაუბრეთ: რა მეთოდებით ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციას და რა რესურსია ერთობისთვის? „მე მგონი, ჩვენი საზოგადოება ძალიან დიდ დროს და რესურსს უთმობს ნაცი-ქოცის დეფინიციას და …

ქრისტიანობის ქადაგების ზნეობრივ დარღვევად მიჩნევა აბსურდია – ინტერვიუ თეოლოგთან არქიმანდრიტის დასჯაზე

„ქრისტიანი ადამიანი უნდა იღებდეს ხმას უსამართლობასა და ძალადობაზე… ოქსიმორონია ქრისტიანობის ქადაგების მიჩნევა ზნეობრივ დარღვევად. ეს ყველანაირ საზღვრებს სცდება,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი, რომელსაც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საქმეზე ვესაუბრეთ. ეს ის სასულიერო პირია, რომელმაც ღიად გააკრიტიკა საპატრიარქო ანტიქრისტიანული პოზიციების გამო – მაგალითად, როცა ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობენ, სასიკვდილოდ იმეტებენ, ამ დროს კი, საპატრიარქო არაფერს ამბობს. …

აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიას ტოვებს – „ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკას“

აკაკი გვიანიძე ტოვებს პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“. პარტიული პოლიტიკის დასრულების შესახებ მან ფეისბუქპოსტში დაწერა. აკაკი გვიანიძე პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრი იყო. საკრებულოს წინა მოწვევის მანდატი დღეს, 30 ოქტომბერს, ამოიწურა. აკაკი გვიანიძე ფეისბუქში წერს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს გახარიას პარტიის საპარლამენტო სიასაც. „დიდი პატივი იყო მემსახურა საკრებულოში ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესების სასიკეთოდ, …

„პარტიის სახელი ლეგალურად გვექნება თუ არა ფურცელზე, ამას მნიშვნელობა არა აქვს“ – ვაჟა დარჩია

„ლელო“ საკრებულოებში დარჩენას აპირებს იმის მიუხედავად, რომ „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვას აპირებს. არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოუფიქრა „ლელოს“ გამოსავალი – დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძონ მუშაობაო. რას აპირებს ვაჟა დარჩია, რომელიც „ლელოს“ პარტიული სიით შედის ბათუმის საკრებულოში? – „ბათუმელები“ამ თემაზე ვაჟა დარჩიას ესაუბრა. ბატონო ვაჟა, მაინც შეხვალთ ბათუმის საკრებულოში? „ოცნება“ „ლელოს“ აკრძალვასაც აპირებს.  …

„თივასთან ღვივის ნაპერწკალი. ეს ნერვების ომიცაა“ – ინტერვიუ „ოცნების“ პოლიტიკაზე

„ასეთი სიტუაციაა დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ: თივა და იქვე ღვივის ნაპერწკალი. ეს ნაპერწკალი პოტენციურად საკმარისია იმისთვის, რომ ხანძარი გაჩნდეს, მაგრამ ცეცხლი გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მოხდება, მაგალითად, სიო დაუბერავს. რა შეიძლება იყოს სიოს გამომწვევი ფაქტორი, არავინ იცის. ეს შეიძლება იყოს, როგორც საგარეო ფაქტორი, მაგალითად, უკრაინის ომის დამთავრება და მისი შედეგები ან საშინაო მოულოდნელი მოვლენა ან …

ზიანი 400 ლარია? – ციხეში, მილიონების მითვისებაში ბრალდებული – გარეთ! – „ოცნების“ სამართალი

„შეუძლებელია აქ სამართალზე ვისაუბროთ. სამართალს „ქართული ოცნება“ და რეჟიმი იყენებს მხოლოდ სათავისოდ,“ – ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, პოლიტიკოსი მაია კოპალეიშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რა სამართალთან გვაქვს საქმე, როცა ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მითვისებას ედავებიან და გირაოთი გაათავისუფლეს, ამ დროს კი, მაგალითად, პარლამენტის დროებითი ჯებირის დაზიანებისთვის, რამაც 400-ლარიანი ზიანი გამოიწვია, ორი ახალგაზრდა …

ვინ არის 9 მოსამართლე, რომლებმაც მზია ამაღლობელი უკანონოდ გამოკეტეს ციხეში

თითქმის 10 თვეა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება. სილის გაწვნის გამო მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელს ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო – სახაროვის პრემია გადასცეს. ამ პრემიის მიღება აჩვენებს, როგორ ყალიბდება ავტორიტარული სისტემა საქართველოში მოსამართლეების ხელშეწყობით. იმ კონკრეტულ 9 მოსამართლეზე გიყვებით, რომლებმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში გამოკეტეს. მოსამართლეების მიერ …

„თავისუფლების მოედნის“ 10 ნაბიჯი რეჟიმის დასამარცხებლად – „მოვიწვევთ სამოქალაქო ყრილობას“

დღეს, 27 ოქტომბერს, „თავისუფლების მოედანმა“ ბრიფინგი გამართა და წინააღმდეგობის გაგრძელების 10 კონკრეტული ნაბიჯი წარმოადგინა. მთელი საქართველოს და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლა, სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბება. „რაც შეიძლება მეტ ადამიანთან უნდა მივიტანოთ სიმართლე“, – აცხადებს „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი, ლევან ცუცქირიძე. რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება. „წლის ბოლოს თანამოქალაქეებთან და თანამებრძოლებთან ერთად მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას, სადაც ვიმსჯელებთ …

„ომის დაწყებისას რუსეთს სატანკო რეზერვების 24 ბაზა ჰქონდა, ახლა აქვს 9“ – ინტერვიუ გენერალთან 

„რუსეთი უკვე მისულია კულმინაციის წერტილში, მას ძალიან უჭირს შეტევის გაგრძელება,“ – ფრონტის ხაზს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს, მაგრამ გაჩერებაც არ სურს, იქნებ, დასავლეთს დასტყუო რამეო. „რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს რაღაც გადაინახოს და უბრალოდ ადამიანური რესურსი გამოიყენოს, ასევე მოტოციკლეტები, მაგრამ უკვე იწყება წვიმების სეზონი, ასე გადაადგილება ძალიან …

ღარიბაშვილისთვის პროკურატურა 1 მილიონის გირაოს შეფარდებას ითხოვს და არა მის დაპატიმრებას

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ დღეს, 24 ოქტომბერს, ბრალი წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას – ფულის გათეთრებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა უკანონო შემოსავლებს იღებდა, მისი სახლის ჩხრეკის შედეგად კი 6 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი ამოიღეს. ირაკლი ღარიბაშვილს არ დააპატიმრებენ. პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით …

რა გათვლებით არჩევს ივანიშვილი პრემიერებს საქართველოში? – „ოცნების“ პრემიერები

რა გათვლებით არჩევს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრებს საქართველოში? როგორ ახერხებს ივანიშვილი პრემიერების ისე შერჩევას, რომ შემდეგ ისინი ერთმანეთს ანადგურებენ? „მაგრამ ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ მისივე შექმნილი ეს ფენომენი, სახელად კობახიძე, შეიძლება მასზე გამლაშქრებელი აღმოჩენილიყო,“ –  ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი. 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული …

„12 წელია ვითხოვ დახმარებას“ – შშმ დედა-შვილი აჭარის მთავრობასთან

„12 წელია ვითხოვ დახმარებას და არავინ ყურადღებას არ მაქცევს, სახლში მაწვიმს, სახურავიც არ მომცეს“, – გვითხრა შადიე მოფინაძემ, რომელსაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან შეხვდით. შადიე მოფინაძე 22 ოქტომბერს აჭარის მთავრობაში ითხოვდა შეხვედრას რომელიმე პასუხისმგებელ პირთან. შადიე და მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. შადიე ეტლით გადაადგილდება. იგი გვიყვება, რომ მის შვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, …

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: „ადამიანურად ძალიან დასანანია“

„ადამიანურად ძალიან დასანანია, რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება. ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები,“ – უთხრა „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს, 23 ოქტომბერს მას შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე დაუსვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და …

„სოლიდარობა იქნება დიდი მოძრაობის დასაწყისი“ – ინტერვიუ რეჟისორთან, რომელიც პოლიციაში მივიდა

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე 20 ოქტომბერს, ღამით, პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა, როცა თბილისში, რუსთაველის გამზირის „ხელოვნური გადაკეტვის“ საბაბით ადამიანები დააკავეს. მან პოლიციას უთხრა, რომ თვითონაც გადაკეტა რუსთაველი. ის პოლიციელებმა არ დააკავეს, თუმცა მისი სასამართლო პროცესი ხვალ, 22 ოქტომბერს, 12 საათზეა ჩანიშნული. „თუ არ გამოვალთ გამარჯვებულები ამ ბრძოლიდან, როგორც სოლიდარული საზოგადოება, ჩემი აზრით, არაფერს აზრი აღარ ექნება. …

ქარტია მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს „ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა და სამივე დაკავებული ჟურნალისტი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. დღეს, 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ უკვე მესამე ჟურნალისტი – ცირა ჟვანია დააკავეს. მანამდე შსს-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ორი ჟურნალისტი ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი დააკავა რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით. „დაკავებების სერია აჩენს ეჭვს, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ მიზანშია ამოღებული და …

გახარიას პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შედის: „გავდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან“

პარლამენტის შემდეგ გახარიას პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შედის. „გავდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან და ვიწყებთ აქტიურ ჩართულობას ყველა საკანონმდებლო, წარმომადგენლობით ორგანში, რათა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასახვა ჰპოვოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რეალურმა  მოთხოვნებმა, რათა ეტაპობრივად ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციური და დემოკრატიული განვითარების ჩარჩოში,“ – განაცხადა დღეს, 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჯემალ ანანიძემ. აჭარის უმაღლეს საბჭოში …

მარტოხელა დედა: 15 ათასი დოლარი მქონდა, მომატყუეს თაღლითურად და ქუჩაში დავრჩი

ბათუმში მცხოვრები მარტოხელა დედა ამბობს, რომ მოატყუეს და უსახლკაროდ დატოვეს. ქალს მიუმართავს პოლიციისთვისაც. „15 ათასი დოლარი მქონდა, ბინა მინდოდა ამეღო იპოთეკით, 2023 წელს ხელშეკრულება გავაფორმე, მაგრამ მომატყუეს, ქირის თანხასაც აღარ მიხდიან… ქუჩაში დავრჩი სამ შვილთან და მოხუც ბებიასთან ერთად,“ – ამბობს ვიქტორია პოპოვა. ვიქტორია პოპოვას ორი შვილი მცირეწლოვანია, სრულწლოვანი შვილი კი, ჯერ არ მუშაობს. ვიქტორია …

Exit mobile version