ბათუმში 2 ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

ბათუმში, 13 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით ზაქარია ფალიაშვილის და კლარა ცეტკინის ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა უკავშირება „ქვაფენილიანი საფარის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს“. ბათუმში ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველოს 2025 წელს ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული 6 432 351 ლარით. ხელშეკრულება კი, ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან 2026 წლის 28 იანვარს გააფორმა 5 649 994 ლარზე. …

გაუპატიურება, ყაჩაღობა, არასრულწლოვნების დაჭრა – კვირის კრიმინალური ქრონიკა

დღეს, 11 ივლისს, 21 წლის აზერბაიჯანელი ქალის – ფატიმა კარიმოვას მკვლელობაში ბრალდებულ ნათესავი კაცი ბათუმის აეროპორტში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, 30 წლის ემინ ელიევმა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“ გაგუდა 21 წლის ფატიმა კარიმოვა, რომლის ბიძაშვილიცაა. „ბათუმელებმა“ გადახედა კვირის განმავლობაში გავრცელებულ სიახლეებს, რომელიც სხვადასხვა დანაშაულს ასახავს. ჩვენ კვირის განმავლობაში ასევე ვაგროვებდით მონაცემებს …

ევროსაბჭოს კომისარი მესამე მხარედ ჩაერთო ე.წ. FARA-ს შესახებ სტრასბურგის საქმეში

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს, 11 ივლისს ავრცელებს. კომისარი აქამდეც ჩაერთო სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის განხილვას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ევროსაბჭოს კომისარს 2026 წლის 3 ივლისს მიუმართავს. სტრასბურგის სასამართლომ კომისრის მოთხოვნა დააკმაყოფილა. „კომისარი აღნიშნავს, რომ ორივე კანონი ზღუდავს უფლებადამცველების შესაძლებლობას, ისარგებლონ გამოხატვისა …

მკვლელობაში ბრალდებული ბათუმის აეროპორტში დააკავეს

თბილისში 27 ივნისს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას დღეს, 11 ივლისს შსს ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. „ბრალდებულის დაკავება თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა,“ …

„ხელის გაწვდენაზე კორპუსს გვიშენებენ, ჩვენს სახლზე ბზარები გაჩნდა“ – ოჯახი, სადაც 9 ადამიანი ცხოვრობს

„მას შემდეგ, რაც სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა და მძიმე ტექნიკა ამოქმედდა, ჩვენს სახლში გაჩნდა ახალი ბზარები, სამუშაოების დროს სახლი საგრძნობლად ზანზარებს… მერიამ ისე გასცა ნებართვა, რომ გამოკვლევა არ ჩატარებულა,“ – ამბობს მოქალაქე მარიამ გოგუაძე „ბათუმელებთან“. მისი ოჯახი ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს ორსართულიან სახლში, რომელიც დაახლოებით 130 წლის წინ წინ აშენდა. ამ სახლის ფანჯრიდან ხელის …

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი იმალება ნოვოროსიისკში, აზოვის ზღვაში კი ერთ ღამეში 12 ნავთობტანკერი დაუზიანეს – ინტერვიუ

„რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტი გადამალულია ნოვოროსიისკში. რუსეთი, ფაქტობრივად, შავ ზღვაზე ვეღარ ოპერირებს. შეიძლება პერიოდულად გამოდის სარაკეტო ხომალდი, გაუშვებს რაკეტას და შემდეგ ისევ იმალება ნოვოროსიისკში,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მას რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო მონაცემებზე ვესაუბრეთ. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსეთის მდგომარეობას ყველაზე კარგად ის ამბავი აჩვენებს, საწვავი რომ რუსებს საყიდელი დაურჩათ. გენერალი გვიყვება, ტომსკში …

როცა მოსამართლე დღეში 12 საქმეს განიხილავს, რას ასწრებს? – როგორი სასამართლო გვაქვს

როგორ უნდა ჩაატაროს მოსამართლემ 11, ან 12 სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 1 დღეში? ვინ შეიძლება დაიჯეროს, რომ ამ რეჟიმში მოსამართლე საქმის რეალურად გამოკვლევის და შესწავლის შემდეგ იღებს სამართლიან გადაწყვეტილებას? მაგალითად, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 30 ივნისს 11 საქმე განიხილა, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს კი, 3 ივლისს 12 სხდომა ჩაუტარებია… ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევები: მოსამართლეები და …

თხილის ბაღები ხმება, რა უნდა გააკეთოს ფერმერმა – სამინისტრომ სუფსიდიები გააუქმა, მაგრამ რეკომენდაციები გამოსცა

„დასავლეთ საქართველოს თხილის მწარმოებელ რეგიონებში სულ უფრო ხშირად ფიქსირდება თხილის უეცარი ხმობის შემთხვევები, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ფერმერებისთვის. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, დაავადება კომპლექსური ხასიათისაა,“ – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ახალ რეკომენდაციებში. ეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებაა. სამინისტრომ წელს მეთხილეებისთვის სუბსიდია გააუქმა. იმ ფონზე, როცა თხილის ბაღები …

„სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე” – კიდევ რა თქვა მოწმემ?

დღევანდელ პროცესზე იმ გამომძიებელმა მისცა სასამართლოს ჩვენება, რომელსაც გასული წლის დეკემბერში მიუღია ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია მორიგ „ქურდულ გარჩევაზე“. ე.წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების საქმეზე დღეს, 9 ივლისს, მორიგი არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ პროცესის განხილვის დროს ყოველთვის ტევა არაა სასამართლოს შესასვლელში – პროცესზე დასწრების მსურველი ბევრია, მანდატური კი, ხმამაღლა პერიოდულად …

ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე მოწმეებს აღარ დაკითხავენ

ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი, ტარიელ რიჟვაძე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო. დღეს, 9 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილს ამ საქმეზე მოწმეებისთვის უნდა მოესმინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 5 მოწმე, ვინც დღეს უნდა დაეკითხათ, დაცვის მხარეს სადავოდ აღარ მიაჩნია. შესაბამისად, მათი დაკითხვა მოსამართლეს აღარ შეუძლია. ბრალდებული ტარიელ რიჟვაძე პოლიციელი იყო, როცა მან, პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთი …

ბათუმში სკოლის 5 მოსწავლეს ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან

ბათუმში ერთ-ერთი სკოლის 5 ბიჭი-მოსწავლე ამავე სკოლის 2 ბიჭს თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. მათ ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან ბათუმში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის 5 მოსწავლეს ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბის ყაჩაღობად კვალიფიცირება აბსურდია. საქმის მასალების მიხედვით, სკოლის მოსწავლე 5 ბიჭი ამავე სკოლის მოსწავლე 2 ბიჭს ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე, „წინასწარ შეთანხმებით, …

ვისთან ერთად განიხილავს ერთობას ახალი პოლიტიკური პარტია? – ინტერვიუ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან

„მე ვიცნობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ახლოს იყო, მაგრამ ისინი პროფესიონალები იყვნენ და არასდროს არ გასცდნენ საკუთარ პროფესიას. ასეთ ადამიანთან [ივანიშვილი] ურთიერთობას შეიძლება ახლდეს ცდუნება, მაგრამ ისინი ამას არასდროს არ აყოლილან…“ – ამბობს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ახალი პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველო“. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს ახალ პოლიტიკურ პარტიაზე ვესაუბრეთ, მათ შორის, იმაზე, …

რას ნიშნავს, როცა საქართველო არ მიიწვიეს ანკარაში ნატოს სამიტზე – „ამის გამოსწორებას თაობები დასჭირდება“

„ჩანს, რომ დასტურდება და ძლიერდება საქართველოს იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა. ნატოში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია ამ ეტაპზე. სახეზე გვაქვს არა პროგრესი, არამედ მნიშვნელოვანი რეგრესი. ამის გამოსწორებას თაობები დასჭირდება,“ – ამბობს მეგი ბენია. იგი წლებია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და მისთვის მტკივნეულია „ოცნების“ მიერ შექმნილ რეალობაზე საუბარი, როცა წარსულში საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებები ჰქონდა. საქართველო მიწვეული …

მანქანაში ძალით ჩასვეს და 1000 ლარი წაართვეს პისტოლეტების მუქარით – ყაჩაღობა ბათუმში

4 კაცს ბათუმში ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. პროკურატურის ვერსიით, 2026 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულებმა ბათუმში მყოფი ინდოელი სტუდენტი დააყაჩაღეს: ღამის საათებში, კობალაძის ქუჩაზე, ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულეს, შემდეგ კი, სასიგნალო და ხმოვანი პისტოლეტებით შუბლზე მიადეს და დაემუქრნენ, ფული უნდა მოგვცეო. „დაზარალებულს ჰქონდა აღქმა, რომ …

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ამ დრომდე ეძებენ

ბათუმში მაშველები ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოები წუხელ დაიწყო და არ შეწყვეტილა. ზღვაში გაუჩინარებული კაცი საქართველოს მოქალაქეა. კაცი ზღვაში გუშინ, 5 ივლისს საღამოს შევიდა. 5 ივლისს ზღვაზე შტორმი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლის შესაბამისად.

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმე ბათუმის სასამართლოში – რეპორტაჟი

მოქალაქეების ცემაში ბრალდებული 3 პოლიციელიდან სასამართლო პროცესს მხოლოდ ერთი – მიხეილ ჯინჭარაძე დაესწრო, ისიც დისტანციურად, ირაკლი კაციტაძემ და ბექა კუხალაშვილმა კი, მოსამართლეს აცნობეს, რომ პროცესზე დასწრების სურვილი არ აქვთ. 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მოძალადე პოლიციელების საქმეზე“ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ ისეთი შუამდგომლობა დააყენა, რომ საქმის განხილვა შემდეგ სხდომაზე დასრულდება, თუ მანამდე …

რას მალავს პროკურატურა მოძალადე პოლიციელების საქმეში – პროცესი ხვალ გაიმართება

ხვალ, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სხდომა სამი პოლიციელის საქმეზე, რომლებმაც ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეები სავარაუდოდ აწამეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“. 2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა. მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს …

შუახეველი პოლიტპატიმარი ციხიდან – „ჩემი აქ ყოფნა კი არა, სანერვიულო ქვეყნის ევროპული მომავალია“

მანუჩარ მიქელაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს. ის „4 ოქტომბრის საქმეზე“ ერთ-ერთი მსჯავრდებულია, რომელმაც საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა. მას 2026 წლის 24 ივნისს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „მოგესალმები ჩემო უცნობო მეგობარო. მე კარგად ვარ, იმედი მაქვს თქვენც კარგად ხართ. მხნედ ვარ, ძლიერად ვარ, მჯერა გამარჯვების, მჯერა სიმართლის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შვილების მომავლისთვის მზად ვარ ყველაფრისთვის. ჩემი …

პროკურატურა ცდილობს „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ პირებს საპროცესო გაუფორმოს

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ გურამიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე რამდენიმე ბრალდებულისგან თავდაპირველად იყო თანხმობა, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ესაუბრნენ, შემდეგ კი, პროკურატურასთან შეთანხმების ოქმს მხოლოდ ერთმა ბრალდებულმა მოაწერა ხელი. პროკურორი არ აკონკრეტებს, ბრალდებულებიდან რამდენმა განუცხადა პროკურატურას თანხმობა საპროცესო შეთანხმებაზე. დღევანდელ პროცესზე 15 ბრალდებულის საქმე განიხილებოდა ერთად. „ასე არ გამოვა, პროკურორს მარტივად უნდა საქმის მოგვარება. …

„პუტინმა უნდა აირჩიოს, რა უფრო დამღუპველია მისთვის“ – ინტერვიუ რუსეთში კრიზისზე

„პუტინმა უნდა აირჩიოს, რა არის უფრო დამღუპველი: სოციალური პროტესტის ზრდა ნეგატიური შედეგებით, თუ ის, რაც შეიძლება მოიტანოს ცეცხლის შეწყვეტამ. ეს უკვე ცუგცვანგის მდგომარეობაა, როდესაც ყოველი შემდეგი სვლა ჭადრაკში აუარესებს მდგომარეობას,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი. მას რუსეთში ბენზინის დეფიციტზე ვესაუბრეთ. საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს კრიზისი მზარდია, რუსეთის რესურსები კი, კიდევ …

„ქოცები ვნახე გადაშენებული ყველა ერთად“ – გამოკითხვა ბათუმში წყევლის გამო დაჯარიმებაზე

„ჩვენს დაშინებას ცდილობენ… მაგრამ ამან არ უნდა გამოიღოს შედეგი“ – გვითხრეს ბათუმის ქუჩებში, სადაც მოქალაქეებს ვკითხეთ მოსაზრება წყევლის გამო 3 ათასი ლარით დაჯარიმებაზე.  

კორუფციულ ფაქტებზე 2 საჯარო მოხელე დააკავეს – საგამოძიებო

კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დღეს, 30 ივნისს ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, ფოთის მერიის თანამშრომელმა მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი. „ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და …

„რუსებმა ქალების გაწვევა დაიწყეს დრონების ოპერატორებად“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთში ქალების გაწვევა დაიწყეს – 35 წლამდე ქალბატონები დრონების ოპერატორებად მიჰყავთ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსებს ადამიანური რესურსების კუთხით „საგრძნობი პრობლემები“ გაუჩნდათ: „აღარ მიდის ხალხი – დაინახეს, როგორ მთავრდება ჯარში წასვლა. ტუვასა და ბურიატიაში გამოილია ხალხი, ხოლო სანქტ-პეტერბურგიდან და მოსკოვიდან არავის უნდა ფრონტზე წასვლა. რუსებს დაეცალათ ციხეები, საიდანაც მსჯავრდებულები მიჰყავდათ …

მოქალაქის თქმით, პატრულმა იმის გამო დააკავა, რომ მანქანის არასწორად გაჩერებაზე მიუთითა

მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელს არასწორად გაჩერებულ მანქანაზე მიუთითა, რის შემდეგაც პოლიციამ იგი, მისივე თქმით, უსაფუძვლოდ დააკავა. „ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ჩავიარე ავტომანქანით და პატრულს არასწორად ჰყავდა გაჩერებული პოლიციის მანქანა. „პატრული, მოძრაობას აფერხებთ-მეთქი“, – გადავძახე ავტომანქანიდან და გზა გავაგრძელე. განვაგრძე გზა და სარკეში გავიხედე: პატრული მომყვება,“ – ამბობს იოსებ დავითაძე. მისი თქმით, სამართლიანი შენიშვნის გამო გაღიზიანებულმა პატრულმა …

რატომ აწყობს ივანიშვილს მოსამართლეების დეფიციტი – ინტერვიუ ადვოკატთან

„ძალიან რთულია, ენდო ადამიანს. სადაც უფრო ბევრი ხალხია, სადაც უფრო ბევრი აზრია, არსებობს იმის ალბათობა, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომელიც არ არის შესაბამისობაში კონკრეტულ ლიდერებთან,“ – მიიჩნევს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი, რომელსაც სასამართლოში წლობით გაჭიანურებულ საქმეებზე ვესაუბრეთ. სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემაზე სახალხო დამცველიც საუბრობს და ბოლო საპარლამენტო ანგარიშში საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს ადარებს: …

მერაბ ტურავა კობახიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გაათავისუფლა. ბრძანებას ირაკლი კობახიძემ 25 ივნისს მოაწერა ხელი. ბრძანებაში არაა განმარტებული, რის გამო გაათავისუფლეს მერაბ ტურავა. მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2020-2025 წლებში. იგი „ოცნების“ მთავრობაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2025 წლის 28 აპრილიდან იკავებდა. მერაბ ტურავას თავმჯდომარეობის დროს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა განეხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის …

ბათუმსა და ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს

ბათუმსა და ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას დღეს, 26 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდნენ. სამართალდამცველებმა მსჯავრდებულები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა დროს ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დააკავეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურა.

„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ პირებს საპროცესოს სთავაზობენ

„დანაშაული რა გვაქვს? ადგეს პროკურორი და თქვას,“ – „ქურდული სამყაროს საქმეზე“ დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ასე მიმართა მოსამართლეს მას შემდეგ, როცა პროკურორმა თემურ გურამიშვილმა თქვა, რომ ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. დღეს, 24 ივნისს,  ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული 15 პირის საქმეზე არსებითი განხილვა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დაიწყო. სხდომის დასაწყისშივე პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ …

მოქალაქემ შსს-ს სასამართლო დავა ისევ მოუგო – იგი უკანონოდ დააკავეს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შსს-ს მოქალაქე თემურ გორგაძის უკანონოდ დაკავების გამო მორალური ზიანის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა. თემურ გორგაძე, რომელმაც შსს-ს სასამართლო დავა კიდევ ერთხელ მოუგო, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერია და სუს-ის ბათუმის ოფისთან 2021 წლის 12 ნოემბერს დააკავეს. მაშინ პოლიციელებს ჰქონდათ ვერსია, რომ …

„დამხვდა სრულიად სხვა ელენე, ხელჯოხით,“ – ეკა ბესელია ელენე ხოშტარიას საქმეზე

„ნებისმიერ სიმძიმეზე, რომელიც ამ საქმეს ახლავს – ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამართლეს, რომელმაც ელენე ხოშტარია უსამართლოდ გამოამწყვდია ციხეში. ელენე უკანონო სასჯელს იხდის. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე ნაწილდება და სახელმწიფოს როცა ვამბობ, იგულისხმება მისი ინსტიტუტები,“ – ამბობს ეკა ბესელია, პარლამენტის ყოფილი წევრი და „მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი. მას სინდისის პატიმრის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის …

საქართველოში რუსეთის მხოლოდ 37 715 მოქალაქეა? – მკვლევარი აღწერის ახალ შედეგზე

საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან რუსეთის 37 715 მოქალაქეა – ეს საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგია. რამდენად რეალურია საყოველთაო აღწერის შედეგები, როცა ბოლო წლებში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბათუმსა და თბილისში რუსების განსაკუთრებულ სიმრავლეს ყველა ამჩნევს? მოსახლეობის საყოველთა აღწერის მიხედვით, 2014 წელს საქართველოში რუსეთის 7620 მოქალაქე იყო. 10 წლის განმავლობაში …

24 ივნისს ბათუმში პოლიტპატიმრებზე ფილმებს აჩვენებენ

24 ივნისს, ოთხშაბათს, საღამოს 9 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, პოლიტიკური პატიმრების შესახებ გადაღებულ 11 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ. ეს ის ადგილია, სადაც ყოველდღიურად იმართება პროევროპული საპროტესტო აქცია. ფილმებს ბათუმში საქართველოს კინოინსტიტუტთან თანამშრომლობით აჩვენებენ. ჩვენების დაწყებამდე რეჟისორ ნუცა ალექსი-მესხიშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა იქნება, იგი პოლიტიკური პატიმრების კინოისტორიების პროექტის თანაავტორია.

საიამ ბათუმში კარვის გაშლის გამო დაკავებული მოქალაქის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოიგო

„საიამ კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ცნობის საქმე ევროპულ სასამართლოში მოიგო,“ – წერს საია დღეს, 23 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში. საუბარია ბათუმში, 2022 წელს მომხდარ შემთხვევაზე: მოქალაქე ზურაბ ქარჩავამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან კარავი გაშალა და ბავშვებისთვის სკოლებში უფასო კვება მოითხოვა. ზურაბ ქარჩავა კარავში დარჩენას და შიმშილობის დაწყებას აპირებდა, მაგრამ პოლიციელებმა მას კარავი წაართვეს და პოლიციის განყოფილებაში …

კაცი ქიბარ ხალვაშის ოჯახის გავლენებზე: „ქონებას ვერ ვიბრუნებ“

„მოსამართლის მიერ ხელმოწერილი ორი სააღსრულებო ფურცელი მიჭირავს ხელში და ჩემს ქონებას მაინც ვერ ვიბრუნებ,“ – ამბობს ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე. ის ბათუმში, შანიძის 16-ში მდებარე უძრავი ქონების, ასევე საწარმოს და ძვირადღირებული დანადგარების დაბრუნებისთვის იბრძვის. ბიზნესმენი ამბობს, რომ სასამართლოში დავის მოგების მიუხედავად, უკვე 3 წელია განზრახ ჭიანურდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან საქმე „ოცნებასთან“ დაახლოებულ ხალვაშების ოჯახს ეხება. …

ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო

პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო ხელვაჩაურში 7 მაისს მომხდარ ინციდენტზე – ჟურნალისტზე სავარაუდო მუქარისა და ძალადობის შემთხვევაზე, რომელშიც საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ. ჟურნალისტი, გამოცემა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი სულხან მესხიძე ამბობს, რომ გამომძიებლისგან წერილი მიიღო: „გარემოებების შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა,“ – წერს გამომძიებელი რევაზ ირემაძე …

რატომ არ გაუფორმეს ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება მოთხოვნის მიუხედავად

„მოლაპარაკება არასოდეს არც კი იწყება ბრალდების მხარის მიერ პირებთან, როდესაც მათი მხრიდან არ არის აღიარება,“ – აღნიშნა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა თამარ იაკობაძემ. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მოთხოვნის მიუხედავად, რატომ არ გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება ზურაბ ჭავჭანიძეს? ზურაბ ჭავჭანიძე ერთ-ერთი მსჯავრდებულია „4 ოქტომბრის საქმეზე“, რომელსაც დღეს, 22 ივნისს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. …

Exit mobile version