სიახლეები

ბათუმის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება – რა თქვეს კომპანიაში?

20.09.2025
ბათუმის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება – რა თქვეს კომპანიაში?

დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. მუნიციპალურ კომპანია „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ მიზეზი ძლიერი წვიმაა და წყლის მიწოდება საღამოს 10 საათიდან აღდგება.

„უხვი ნალექის გამო დღეს 11 საათიდან შეგეზღუდებათ წყალმომარაგება,“ – აღნიშნულია სმს შეტყობინებაში, რომელიც ბათუმში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიიღეს.

„ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ სათავე ნაგებობაზე წყლის სიმღვრივის გამო შეუწყდა ბათუმს წყლის მომარაგება და დაწყებულია წყლის გაფილტვრა, პირველ რიგში, წყალი კორპუსების მაღალ სართულებზე მცხოვრებ ოჯახებს შეუწყდებათ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: