მთავარი,სიახლეები

ბათუმის დიდი ნაწილი ისევ უწყლოდაა დარჩენილი – რას ამბობენ „ბათუმის წყალში“?

21.09.2025
ბათუმის დიდი ნაწილი ისევ უწყლოდაა დარჩენილი – რას ამბობენ „ბათუმის წყალში“?

ბათუმის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. კომპანია „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ უწყლობა „სტიქიურად მოსულ უხვ ნალექს“ უკავშირდება.

მუნიციპალურ კომპანიაში „ბათუმის წყალი“ გვითხრეს, რომ წყლის მიწოდება საღამოს 6 საათიდან აღდგება.

„წყალმომარაგება შეეზღუდა შემდეგ მისამართებზე მცხოვრებ აბონენტებს: გოგებაშვილის, ო. ჭილაძის, ე. ნინოშვილის, საბაჟოს შესახვევი, ქუთაისის, ზ. გამსახურდიას, ხულოს, გენ. მაზნიაშვილის, კ. გამსახურდიას, ს. ჟღენტის, ნ. დუმბაძის, კ. მარჯანიშვილის, ნ. ბარათაშვილის, დ. თავდადებულის, ჭაბუა ამირეჯიბის, ს. ესენინის, ზ. ბერიძის ქუჩებზე, იმედაშვილსის ქუჩა (#1-დან 15-მდე; 2-დან -14-დან), ლ. ასათიანის ქუჩა (1#-დან 41-მდე; 2-დან 54-მდე), ვაჟა ფშაველას ქუჩა (#1-დან 5-მდე; 2-დან 8-მდე), 26 მაისის ქუჩა (#1 -დან 5-მდე; 2-დან 8-მდე), რუსთაველის ქუჩა, თ. აბულაძის ქუჩა, ალ. ახმეტელის ქუჩა, მ. აბაშიძის ქუჩა (#1-დან 49-დან; 2-დან 46-დან), ა. მელაშვილის ქუჩა , გორგილაძის ქუჩა (#1-დან 13-მდე; 2-დან 8-მდე) მერაბ კოსტავას ქუჩა, ი. აბაშიძის ქუჩა , ნოე ჟორდანიას ქუჩა , ფარნავაზ მეფის ქუჩა (#1-დან 71-მდე; 2-დან 70-მდე), საიათნოვას ქუჩა , გორგასალის ქუჩა (#1-დან 51-მდე; 2-დან 60-მდე), ჭავჭავაძის ქუჩა (#1-დან 39-მდე ; 2-დან 34-მდე), ვალემბერგის ქუჩა, რ.კომახიძის ქუჩა, რევაზ კომახიძის I შეს., ა. წერეთლის ქუჩა (#1-დან 15-მდე), ზუბალაშვილის ქუჩა (#1-დან 39-მდე; 2-დან 34- მდე), შ. ხიმშიაშვილის ქუჩა, შოთა რუსთაველის ქუჩა (#57-დან 61-მდე), ფიროსმანის ქუჩა, ვ. გორგასალის ქუჩა (#154-დან 162-მდე; 153-დან 159-მდე), ჯავახიშვილის ქუჩა (#2-დან 10-მდე; 1-დან 9-მდე), ტბელ აბუსერიძის ქუჩა (#2-დან 46-მდე; 1-დან 37-მდე), ლ. გუდიაშვილის, გ. ა. აბაშიძის ქუჩა და შესახვევი, კაჭარავას, რ. გორდეზიანის, მალაზონიას, ჟ. შარტავას ქუჩა (#4-დან 22-მდე, 1-დან 15-მდე), ლორიასა და ა. მიქელაძის ქუჩები,“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ მიერ დღეს, 21 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში მოსახლეობის ნაწილი უწყლოდ გუშინ, 20 სექტემბერს დილიდან დარჩა. წყალი დღეს ქალაქის იმ ნაწილში უკვე აქვთ, სადაც გუშინ იყო გათიშული გვიან საღამომდე. წყლის მიწოდება სრულად არ აღდგენილა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: