მთავარი,სიახლეები

თურქეთში შრომითი მიგრანტების დასახმარებლად ორგანიზაცია შექმნეს

28.10.2019 • 2979
თურქეთში შრომითი მიგრანტების დასახმარებლად ორგანიზაცია შექმნეს

მიგრანტების შრომითი უფლებების დასაცავად თურქეთში, სტამბოლში არასამთავრობო ორგანიზაცია „იასამანი“ შეიქმნა. ორგანიზაცია სტამბულის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან ერთად იმუშავებს.

„მიგრანტების დასახმარებლად იმუშავებენ ის თურქი ადვოკატები, რომლებიც ეთნიკური ქართველები არიან, მაგალითად, სეზან გოქჩენი, მისი ქართული გვარია ბარამიძე, ასევე მუსტაფა ილქენჯი, მისი ქართული გვარია დიასამიძე. ისინი უანგაროდ გაუწევენ კონსულტაციებს მიგრანტებს, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემა აქვთ: მძიმე შრომა, ხელფასის ვერ აღება, შეთანხმების დარღვევა და ასე შემდეგ.

ეს ადვოკატები, ასევე, მზად არიან, უფასოდ დაიცვან კონკრეტულ სიტუაციებში ადამიანები, როცა ამის საჭიროება დადგინდება,“ – გვითხრა ადვოკატმა ლელა ბჟალავამ. ის ბათუმელი ადვოკატია და ამბობს, რომ ორგანიზაციასთან კომუნიკაცია საქართველოდან ექნება, განსაკუთრებით საკონსულოსთან ურთიერთობის დროს.

ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: ორჰან ბერიძე, რომელიც სტამბულის სასამართლოში მუშაობს ქართული ენის თარჯიმნად და სოფიო ბოლქვაძე.

„იასამანს“ შესაძლოა დაუკავშირდეთ სტამბულის ჩრდილო ნაწილში, სარიერში, პელიკან ევლერი იოლუს ქუჩა #6/2. ტელ: 05317014109

გადაბეჭდვის წესი


ასევე: