Batumelebi | „კანონიერი ქურდების საქმეზე“ საზღვარგარეთ მყოფ პირს ბრალი წარუდგინეს „კანონიერი ქურდების საქმეზე“ საზღვარგარეთ მყოფ პირს ბრალი წარუდგინეს – Batumelebi

„კანონიერი ქურდების საქმეზე“ საზღვარგარეთ მყოფ პირს ბრალი წარუდგინეს

„კანონიერი ქურდების საქმეზე“ კიდევ ერთ პირს წარუდგინეს ბრალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებული ამ დროისთვის საზღვარგარეთაა და მასზე ძებნა გამოცხადდება. ამ საქმეზე შსს-მ 13 პირი გუშინ, 20 მაისს, დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული გ.ღ. 1974 წელსაა დაბადებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, რომლებიც სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ, ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ გ.ღ. -ს, რომელიც სხვადასხვა დავასთან დაკავშირებით იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს,“ – აცხადებს შს სამინისტრო.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი