მთავარი,სიახლეები

ხულოში დაიწვა ხის სახლი, სადაც 7 ადამიანი ცხოვრობდა

19.05.2020 • 2292
ხულოში დაიწვა ხის სახლი, სადაც 7 ადამიანი ცხოვრობდა

ხულოში, სოფელ საციხურში ხის სახლი დაიწვა. სახლში 7 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„სახლი დაიწვა, ასევე ბოსელი და დამხმარე ნაგებობა… ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა… სავარაუდოდ, დენის გამო გაჩნდა ხანძარი, თამაშობდა შუქი და რაღაცას აკეთებდნენო,“ – გვითხრა ხულოს მერიის წარმომადგენელმა სოფელ საციხურში მერაბ შავაძემ.

ხანძარი ლოკალიზებულია.

მერის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზეა უცნობია, რით დაეხმარება მუნიციპალიტეტი ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს.

ხანძარი სოფელ საციხურში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: