ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ბათუმის აეროპორტი“, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და პაკისტანის მოქალაქეების ი.დ.-სა და ა.მ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოაჩინეს, ჯამში, 21 918,71 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 268-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 21 918,71 ლარი [საქონლის ღირებულების 100%] შეეფარდათ.