სიახლეები

ბათუმის ხელოვნების მუზეუმს 15 წელი შეუსრულდა

26.12.2013 •
ბათუმის ხელოვნების მუზეუმს 15 წელი შეუსრულდა

 

 

ბათუმის ხელოვნების მუზეუმი დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს მუზეუმის აფიშების გამოფენა – „ისტორიული მიმოხილვა“ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 15 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების აფიშები, ასევე მუზეუმის აქსესუარები და სუვენირები.

 

„ყველა გამოფენისთვის კეთდებოდა სპეციალური აფიშა. თავდაპირველად ხელით იწერებოდა, მერე როცა განვითარდა პილიგრაფიული ბეჭდვა, ჩვენც დავიწყეთ პილიგრაფიული აფიშების ბეჭდვა“, – აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ.

 

ბათუმის ხელოვნების მუზეუმი 1998 წლის 19 დეკემბერს გაიხსნა. სხვადასხვა დროს აქ ჩატარებულა მხატვრების ვალერიან ილიუშინის, კახა ნიჟარაძის, გია ბუღაძის, რუსუდან ფეტვიაშვილის, მერაბ აბრამიშვილის, ბექა ბოლქვაძის, შოთა ზამთარაძის, გოგი ჩაგელიშვილის და სხვა მხატვართა ფერწერულ ნამუშევართა გამოფენები. ასევე გამოიფინა ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები.

 

2009 წელს, 18 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე მუზეუმი პაბლო პიკასოს შემოქმედებასაც მასპინძლობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: