სიახლეები

„შინი“, „მგზავრები“ და „ვია გრა“ ბათუმში

25.12.2013
„შინი“, „მგზავრები“ და „ვია გრა“  ბათუმში

 

პირველად ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება საშობაო ბაზრობა. სხვადასხვა ჯიხურებში წარმოდგენილი იქნება საახალწლო ნობათი. ბავშვებს თოვლის ბაბუები და ფიფქიები უმასპინძლებენ, სცენაზე კი ყოველდღიურად ფოლკლორული ანსამბლები და ცნობილი მუსიკალური ჯგუფები ჩაატარებენ საახალწლო კონცერტებს.

 

საახალწლოდ დაგეგმილი  კონცერტების განრიგი ასეთია:

31 დეკემბერი – ანსამბლი “შინი” და მაია ბარათაშვილი

27 დეკემბერი – “ჯაზბენდი”, “სითი ბენდი”

28 დეკემბერი – “The Pickupers”, ვაჟა ტუღუში და ბენდი “ფრანი”

29 დეკემბერი – “Memo”, “Goofy land”

2 იანვარი – “Goofy land”, “მგზავრები”

3 იანვარი – “Old Muse”, “Antibiotic”, “Surprise”

4 იანვარი – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმგერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ანსამბლი “ხორუმი”, “ბანი”

5 იანვარი – “Gravity”, “SvanSikh”

7 იანვარი – “New Band”, “Goofy land”, ჯგუფი “რეგიონი”

11 იანვარი – “ვია გრა”

 

ახალი წლის ღამის კონცერტი დაიწყება 22:00-დან და გაგრძელდება ღამის 1 საათამდე. სხვა კონცერტები  კი  საღამოს 20:00 საათიდან გაიმართება.

 

 

ახალი წლისა და ზამთრის პერიოდში შიდა ტურისტების მოსაზიდად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბათუმის ტურისტულ სააგენტოსთან ერთად სპეციალურ მარკეტინგულ ღონისძიებას ახორციელებს. აჭარის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში“ კერძო სექტორის სტიმულირებასა და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

 

27 დეკემბრიდან  თებერვლის ბოლომდე აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ  30%–დან 50%- მდე   ფასდაკლებებით რეგიონის სასტუმროებში. პროექტი „უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში“  მოიცავს როგორც სასტუმროებს, მათ სერვისსა და პროდუქტს, ასევე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტში ფასდაკლებებს, უფასო კონცერტებსა და  კულტურულ ღონისძიებებს.

 

პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ იხილონ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი: https://batumievents.com და ინფორმაციის მიღებასთან ერთად ისარგებლონ არსებული  შემოთავაზებებით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.