სიახლეები

„მოსასპობი“ ტერმინები თომასგან

24.12.2013
„მოსასპობი“ ტერმინები თომასგან

ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე ზემოთ ჩამოთვლილ ყველა იმ ტერმინს, რომელსაც საზოგადოება შშმ პირების მიმართ არ უნდა იყენებდნეს „მოსასპობ“ სიტყვებს უწოდებს. ის ყველას და მათ შორის ჟურნალისტებსაც სთხოვს  ხელი შეუწყონ შშმ პირების მიმართ სწორი ტერმინოლოგიის გამოყენების დამკვიდრებას.

„ხშირად იყენებენ შშმ პირების მიმართ სიტყვას – ინვალიდი, რაც დაბრაკულს, უუნაროს და გამოუსადეგარს ნიშნავს. როცა ადამიანი შშმ პირია და არაადაპტირებულ გარემოში ცხოვრობს, მაქსიმალურად ხელი ეშლება, რომ გარეთ გამვიდეს და ამას ემატება შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება მის მიმართ, ვიღაც მას დაბრაკულს ეძახის და ეს  მისთვის დამამცირებელია. ეს  შემდეგ განაპირობებს ადამიანის ჩაკეტვას და უფრო და უფრო კარგავს საზოგადოებასთან კონტაქტის დამყარების უნარს, ამიტომ ვთხოვ ყველას, ნუ გამოიყენებენ ამ სიტყვებს.“

თომას ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“  შშმ პირების მიმართ სწორი ტერმინოლოგიის დამკვიდრების მიზნით პროექტს ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებს შეხვდა.

ორგანიზაციის წევრებმა შეხვედრაზე ჟურნალისტებს  წინასწარ მომზადებული დოკუმენტი გადასცეს, სადაც იმ ტერმინების შესახებაა განმარტებული, რომელთა დამკვიდრებასაც ისინი ითხოვენ ან ეწინააღმდეგებიან.

შეხვედრას ესწრებოდა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“  საბჭოს წევრი ნათია როყვა, რომელმაც ორგანიზაციის წევრებს განუმარტა იმის შესახებ, თუ რა ფორმით შეიძლება მიმართონ ქარტიას იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე  მედიაგამოცემა მათ უფლებებს დაარღვევს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: