შუახევის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარემ სოსლან ზოიძემ განაცხადა, რომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ბინების გადაცემა კორუფციული სქემით ხდება. მისი განცხადებით, ამ სქემაში მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის დანაშაულებრივი საქმიანობა იკვეთება.