სიახლეები

471-ათასიანი ტენდერი საქალაქო ავტობუსების ნაწილების შესაძენად

20.02.2014
471-ათასიანი ტენდერი საქალაქო ავტობუსების ნაწილების შესაძენად

 

სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების მიწოდება ტენდერში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ას ოცი დღის განმავლობაში. ამასთან, მიმწოდებელი უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ მის მიერ მიწოდებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალებების სწორი ექსპლუატაციის პირობებში, არ გამოავლენს რაიმე დეფექტს, ხოლო ასეთი დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს წუნდებული (უხარისხო) საქონლის შეცვლას და განახორციელებს შეცვლასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებას საკუთარი ძალებითა და საშუალებებით.

სატენდერო პირობის თანახმად, ყოველი შემოთავაზებული სათადარიგო ნაწილი ხარისხით სრულად უნდა შეესაბამებოდეს ორიგინალური დეტალების მონაცემებს. მინიმალური საგარანტიო ვადებია: აგრეგატებზე – ერთი წელი; კვანძებსა და დეტალებზე – ექვსი თვე.

 

 „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტს გამარჯვებულთან შემდგომში დააზუსტებს. ბათუმში საქალაქო ტრანსპორტი მძღოლების გაფიცვის გამო ერთ კვირაზე მეტია არ მოძრაობს. მძღოლების მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდა – „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა დღეს თანმდებობა დატოვა.

 კომპანიის მონაცემებით მის მფლობელობაშია ავტობუსები: ზონდა _ 101 ერთეული, ბოგდანი – 20 და ფავი 21 ერთეული. რაც შეეხება სამარშრუტო ქსელს, არის 15 საქალაქო და 6 საგარეუბნო. კომპანიაში 483 ადამიანია დასაქმებული (აქედან 322 მძღოლი და 45 კონტროლიორი).

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 2004 წელსაა დარეგისტრირებული და მისი 100 პროცენტი წილის მფლობელი ქალაქ ბათუმის მერიაა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.