ოქროსმედალოსნების დაჯილდოება

 

ქედის მუნიციპალიტეტში დღეს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის 2012-2013 წლის კურსდამთავრებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.  

ფესტივალი „ბათუმური საღამოები“ გაიხსნა

 

დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიხსნა მუსიკალური ფესტივალი „ბათუმური საღამოები“, რომელიც  რვა დღე გაგრძელდება. 

გაზიფიცირება 20 დღეში, განვადებით

 

„სოკარ ჯორჯია გაზი“ 2014 წლის 13 თებერვალს 12:00 საათზე (ქალაქ ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩა №20-ში), გამართავს ბრიფინგს მოსახლეობაში მიმდინარე ინდივიდუალური გაზიფიცირებისა და განვადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

არჩილ ხაბაძე: „ბიძინა აფხაზავასთან კითხვები გვაქვს“

 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს არჩილ ხაბაძემ მთავრობის აპარატსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში შესაძლო თანამდებობრივ ცვლილებებზე ისაუბრა. 

„ადრეული ჩარევის“ პროგრამის პრეზენტაცია ბათუმის მერიაში

 

დღეს, ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველომ“ აჭარის სამთავრობო უწყებების სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

ბათუმში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

 

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 140 მძღოლი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა და მუშაობა შეწყვიტა. მძღოლების მოთხოვნაა, საათობრივი ანაზღაურება 4 ლარიდან 4,5 ლარამდე გაიზარდოს. 

ბათუმის მერი დასვენებას და მოვლენების გადაფასებას გეგმავს

 

ბათუმის საკრებულოს სხდომამდე, სადაც მერის გადადგომას კენჭი უნდა უყარონ, ერთი დღით ადრე „ბათუმელებმა“ ჯერ კიდევ მოქმედ  მერს ჯემალ ანანიძეს, საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში მის უახლოეს გეგმებზე ჰკითხა.

 

„მილევად რეჟიმში ვარ, კონკრეტული შემოთავაზება არ მაქვს, არც ბიზნესი. მე ვფიქრობ ახლა უნდა დავისვენო და რაღაცეები გადავაფასო. თავშესაქცევად კი მაქვს უნივერსიტეტი, კვირაში სამჯერ მაქვს ლექციები“

 

 

„გადაფასების პერიოდის“ შემდეგ ჯემალ ანანიძე ბათუმის მერის თანამდებობაზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ორი ფაქტორის გათვალისწინებით არ გეგმავს.

დღეს „აპოლოში“ „მელანქოლიას“ აჩვენებენ

 

კოთოთეატრ „აპოლოში“ ევროკავშირის კინოფესტვალის ფარგლებში დღეს 18:00 საათზე რეჟისორი ლარს ფონ ტრიერის დანიური ფილმს, „მელანქოლიას“ უჩვენებენ. 

მე-16 სკოლის დირექტორი გასაუბრების შედეგებს გაასაჩივრებს

 

ბათუმის #16 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამთა კვარაცხელიამ დირექტორების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის, გასაუბრების შედეგების გასაჩივრების გადაწყვეტილება მიიღო. 

საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობას შეასრულებს

 

იმ შემთხვევაში თუ საკრებულო ბათუმის მერის გადადგომის საკითხს მხარს დაუჭერს, მერის მოვალეობის შესრულება ახლად დანიშნულ ვიცემერს გიორგი ერმაკოვს დაეკისრება. ხვალ, 13 თებერვალს ბათუმის საკრებულოში მერის გადაყენებას უყრიან კენჭს. ჯემალ ანანიძემ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე  დაახლეობით ორი კვირის წინ დაწერა.  

საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით აჭარაში 67 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს

 

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მოსახლეობას შეხვდება.  შეხვედრის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების სასოფლო-სამეურნეო ბარათების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ფერმერებისათვის. 

რატომ შეიძლება დაითხოვონ „ბათომის“ დამფუძნებელი სარეკომენდაციო საბჭოდან

 

 

 

ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერი, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე შესაძლოა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს შემადგენლობიდან დაითხოვონ. ეს ინფორმაცია „ბათუმელებთან“ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბიძინა აფხაზავამ დაადასტურა. შოთა გუჯაბიძის საბჭოდან დათხოვნის მიზეზად მან ის გარემოება დაასახელა, რომ საბჭოში საზოგადოება „ბათომის“ ორი წევრია, შოთა გუჯაბიძე და ნინო ინაიშვილი. თუმცა საბჭოში მყოფი ქალაქის მთავარი არქიტექტორი გია რამიშვილი ასევე საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველის დათხოვნა საბჭოდან? „ბათუმელები“  შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა. 

აჭარაში მაღალი ძაბვის ქვესადგური აშენდება

 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ენერგო-პროს ბათუმის ფილიალში ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ. მთავრობის წევრებს დღეს არ უსაუბრიათ ამ პროექტის ფარგლებში რამდენ ოჯახს მოუწევს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა.

უფასო გამოკვლევები

 

 აჭარის   ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე მოსკოვის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრალური ინსტიტუტის პროფესორ სოვოლოდ გოროხოვთსა და სამედიცინო ცენტრ „მედინას“ დირექტორ ჯუმბერ უნგიაძეს შეხვდა. 

სკოლის მოსწავლეების აქცია

 

მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები თამთა კვარაცხელიას დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ. 

სამართლის სკოლა მოსწავლეებისთვის

 

  მე-9, მე-10 და მე-11 კლასიის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ ისწავლონ სამართლის სკოლაში. ისინი სამი თვის განმავლობაში მიიღებენ ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე, სახელმწიფო სამართალსა და დემოკრატიის შესახებ.

ადვოკატების აქცია პროკურატურასთან

 

ხვალ, 12 თებერვალს ბათუმში, იუსტიციის სახლის წინ ადვოკატების მდუმარე აქციაა დაგეგმილი.

„ქართული ოცნება“ ქედაში: მურმან დუმბაძე გუნდის დაშლას ცდილობს

 

„ქართული ოცნების“ ქედის რაიონულ შტაბში პარტიის აქტივისტებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე კოალიციის მხარდამჭერებმა ერთიანი გუნდის შესაძლო გაყოფაზე ისაუბრეს და პარტიის მდივანს, კახი კალაძეს თხოვნით მიმართეს, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, ასლან ლორთქიფანიძე, პარტიის რაიონული ორგანიზაციის მუშაობას სამომავლოდაც გაუძღვეს.  

ბათუმში ბარაკული ტიპის სახლს ცეცხლი გაუჩნდა

 

 ბათუმში პუშკინის №147-ში სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ამ წუთებში ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.

ბათუმში ერთი დღით მიკროავტობუსების რაოდენობა გაიზრდება

 

ხვალ, 12 თებერვალს, თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საქალაქო-სამარშრუტო მიკროავტობუსები საგანგებო რეჟიმში – შემცირებული ინტერვალით იმუშავებენ. ასევე, დროებით გაიზრდება მიკროავტობუსების რაოდენობა.

სოფელ ვაშლოვანში კორპუსის აშენებაზე ტენდერი გამოცხადდა

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხულოში, სოფელ ვაშლოვანში სოციალურად დაუცველი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლის აშენებაზე 4 მილიონამდე ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

აჭარაში სისხლის ბანკით 6000 ადამიანმა ისარგებლა

 

დღეს „ჰემა-2012”-ის სისხლის სამსახური სამედიცინო საქმიანობას ახალ შენობაში განაგრძობს. 

როგორ გავხდე კაპიტანი

 

 

ბათუმის საზღვაო აკადემიის 50 კურსდამთავრებული, ბოლო 15 წლის განმავლობაში, გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი. ამ ფაკულტეტზე წელს 300 სტუდენტი სწავლობს. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში იცვლება გენდერული ტენდენციებიც _ კაპიტნის კარიერისთვის საზღვაო აკადემიაში ორი გოგონა ემზადება. რა გზის გავლა უწევთ გემთწამყვანობის მსურველებს და რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგონ კაპიტნობის უფლება? ამ დეტალებზე ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი, ირაკლი შარაბიძე გვესაუბრა.   

აი ია

 

1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილი დაიბადა. 1865 წელს გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, 1876 წელს – „დედა ენა“, მას შემდეგ 138 წელი გავიდა _ საუკუნეზე მეტი, კაცობრიობამ ორი მსოფლიო ომი გამოიარა, ჩვენ საბჭოეთად წოდებულ შავ ხვრელში გავიარეთ, ადამიანმა კოსმოსში იმოგზაურა; კინო, ტელევიზია, რადიო და კომპიუტერი შექმნა;  მოდერნი პოსტმოდერნმა შეცვალა, ციფრულმა ტექნოლოგიებმა და ინტერნეტკომუნიკაციებმა განვითარების იმ ფაზას მიაღწია, რომ პლანეტის მასშტაბით ინფორმაციის გაცვლა წამებში ხდება. 

იზაურა & სავაში

 

იზაურა მაინც სულ სხვაა. ის პირველი შემოიჭრა საბჭოთა ეკრანებზე. მონა იზაურამ ყოფილი კავშირის მილიონობით ამხანაგის გული დაიმონა _ თუმცა, ეს მხოლოდ ლათინო-ამერიკული სერიალებით ცხოვრების დასაწყისი იყო…

იზაურას მოჰყვნენ მარიანები, კასანდრები, ხუანები და ვინ მოთვლის კიდევ სიყვარულისა თუ მუხთალი წუთისოფლისგან განაწამები რამდენი გმირისთის დაიღვარა მაყურებლის უმანკო ცრემლი. 90-იანებში სერიალები გახდა სამეზობლოში, ტრანსპორტსა და სამსახურებში საუბრის მთავარი თემა _ ჩვენ ხომ მაშინ სხვა პრობლემები არ გვაწუხებდა…

აქცია „ჭაჭის შადრევანთან“

 

 

დღეს, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „მწვანე ჯგუფი“ ბათუმში „ჭაჭა თაუერთან“ მშვიდობიანი აქცია გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები  ქალაქში ახალგაზრდული სკვერის – „მშვიდობის პარკის“ გაშენებას მოითხოვენ, სადაც განთავსდება ახალგაზრდებისთვის  ბიბლიოთეკაც.

მძღოლები ისევ გაიფიცებიან

 

 

დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურმა გაერთიანებამ მძღოლების უფლებების დასაცავად ბრიფინგი გამართა, რომელიც შპს „სინოჰიდროსა“ და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ დასაქმებული მძღოლების მოთხოვნებს შეეხებოდა.  ავტობანზე დასაქმებული მძღოლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ავტობუსის მძღოლები კი საპროტესტო აქციას  12 თებერვლისთვის გეგმავენ.  

„ჩაჭრა“ გასაუბრებაზე, წარმატებული ტესტირების შემდეგ

 

ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებს შორის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა დირექტორმა, თამთა კვარაცხელიამ დირექტორების შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. მე-16 საჯარო სკოლის დირექტორს გავლილი ჰქონდა ყველა სახის ტესტირება, რაც კი განათლების სამინისტროს დღემდე ჩაუტარებია პედაგოგებისა და დირექტორებისთვის. დირექტორების გამოცდის პირველ ეტაპზე, სადაც დირექტორობის 800 მსურველი აბარებდა ტესტირებას, მიღებული ქულების მიხედვით, ის ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ხუთეულს შორის მოხვდა. ამის მიუხედავად მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი გასაუბრების ეტაპზე „ჩაჭრეს“. 

პროკურატურის განმარტება გაუპატიურების მცდელობაზე

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აჭარაში გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა.

ახალი ცხელი ხაზი სასწრაფო სამედიცინო სამსახურში

 

სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, მოქალაქეთა შენიშვნების გამო, ახალი ცხელი ხაზი – 27-70-10 ამოქმედდა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. 

 

ქალაქის მერიამ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის 4 რეანომობილი შეიძინა.  ზამთარსა და ზაფხულში, გაზრდილი მოთხოვნის გამო, ცენტრს ექიმთა 2-2 ბრიგადა ემატება. ამ პერიოდისთვის მედპერსონალის სახელფასო ხარჯებსაც, დანამატის სახით, მერია შეავსებს.

გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

 

 

მომხდარი ფაქტის შესახებ, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსს, თანამშრომელმა იანვრის დასაწყისში წერილობით მიმართა. ფაქტს, „ბათუმელებთან“ საუბარში  სამმართველოს უფროსი, ვახტანგ წულაძეც ადასტურებს.  

კინო აფიშა

  

კინოთეატრ „აპოლოში“ დღეს ნახავთ:

 

 

12:00 ტარზანი 3D – 7 ლარი

14:00 ტარზანი 3D – 7 ლარი

16:00 ფრანკენშტეინი 3D – 8 ლარი

18:00 უოლ სტრიტის მგელი – 8 ლარი

22:00 უოლ სტრიტის მგელი -8 ლარი

 

დისკვალიფიცირებულები და „შავ სიაში“ მოხვედრილები

 

 

33 თეთრის გამო ჩაშლილი ტენდერი

 

 

33 თეთრით გაზრდილი ჯამი, ტექნიკური ან კომპიუტერული პროგრამების სხვაობასთან დაკავშირებული მცირე ცვლილება და სხვა მსგავსი ტიპის გადაცდომები ტენდერებში შეთანხმების გაუქმების მიზეზი ხშირად ხდება. ელექტრონულ ვაჭრობაზე ყველაზე ხელსაყრელი წინადადების გამო შერჩეული კომპანია შეთანხმების ხელშეკრულების ნაცვლად დისკვალიფიკაციას იღებს. შემსყიდველი კი ტენდერს განმეორებით აცხადებს და სხვა კომპანიასთან უკვე გაზრდილი ფასით თანხმდება.

აჭარის ექვსი ჩემპიონი ჭადრაკში

 

 

ბათუმში დასრულდა 16 წლამდე გოგონებისა და ბიჭების აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში. სულ 18 საპრიზო ადგილის მფლობელი გამოვლინდა. აქედან ექვსი, სამი გოგონა და სამი ბიჭი თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში აჭარის ჩემპიონები გახდნენ. 

როდის შეწყდება ანსამბლის წევრების აქცია

 

სამხატვრო ხელმძღვანელად თემურ ქორიძის დაბრუნების მოთხოვნით აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა კიდევ ერთი აქცია გამართა. 

Exit mobile version