სიახლეები

ბონის ყოფილი საავადმყოფო გასხვისდება

19.02.2014
ბონის ყოფილი საავადმყოფო გასხვისდება

 

1840 კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 4734 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი სამინისტრომ პირობიან აუქციონზე გუშინ გაიტანა. წლიური სარგებლობის საწყისი ფასი 60 ათასი ლარია. აუქციონი 5 მარტს დასრულდება.

 

აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს 20-საწოლიანი კარდიოქირურგიული კლინიკის ამოქმედება და ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურების განხორციელება, სადაც დასაქმდება საქართველოს არანაკლებ  20 მოქალაქე; ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა ამოქმედდეს დამატებით არანაკლებ 20-საწოლიანი მრავალპროფილური საავადმყოფო და დასაქმდეს დამატებით არანაკლებ საქართველოს 50 მოქალაქე.

 

სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ ქონებაზე არსებული ყველა გაუმჯობესება აღირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად და მოსარგებლეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული ხარჯები.    

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: