აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ პროკურატურა ამ წუთებში დატოვა. მისი დაკითხვა აჭარის პროკურატურაში რამდენიმე საათს გაგრძელდა.
დაკითხვიდან გამოსულმა ლევან ვარშალომიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
„მოწმის სახით ვიყავი დაბარებული. არჩევნები მოდის და ტერორი უფრო გამკაცრდება. არ გამოვრიცხავ პროკურატურში ჩვენი პარტიის წევრების დაბარებას. მიხარია, რომ დღეს იმ ქალაქში ვცხოვრობ, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ვაშენებდით“.