ბათუმში, ყაზბეგის ქუჩა 5/7-ში, 19 და 20 თებერვალს, 13:00-18:00 საათზე, იგეგმება სწრაფი ტესტირება აივ შიდსზე. ტესტირება უფასოა და მისი გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს კამპანია „უთხარი მეგობარს“, რომლის მიზანიც აივ ინფექცია შიდსის ტესტირების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
საქართველოში ბოლო თვენახევრის განმავლობაში შიდსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა _ ინფორმაცია ამის შესახებ შიდსის ცენტრმა გაავრცელა.