ნეტგაზეთი • RU

„ნაციონალები“ ნათია სურგულაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

 

 

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ დუმბაძე ყოფილი ვიცე-მერის ნათია სურგულაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

 

 

დეპუტატ ნოდარ დუმბაძის განმარტებით, ბათუმის საკრებულოს მიერ ახლახან შექმნილი „კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელად ნათია სურგულაძის  დანიშნვით ბათუმის საკრებულომ საჯარო სამსახურების შესახებ საქართველოს კანონის 65-ე მუხლი დაარღვია. ამ მუხლის მიხედვით,   სახელმწიფო მოსამსახურეს გათავისუფლების დღიდან 3 წლის განმავლობაში არ შეუძლია ისეთ სამსახურში წამყვანი პოზიცია დაიკავოს, რომელსაც ბოლოს 3 წლის განმავლობაში ზედამხედველობდა.  

 

საკრებულოს იურისტის, სულიკო შვენთიძის განმარტებით კი,  ნათია სურგულაძის დანიშვნით საკრებულოს კანონი არ დაურღვევია, რადგან „სურგულაძე  განათლებისა და კულტურის დარგს კი არ ზედამხედველობდა, არამედ კურატორი იყო“.  

 

ნათია სურგულაძე წლების განმავლობაში ბათუმის მერიაში, ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობდა. მან ცოტა ხნის წინ დაწერა განცხადება გადადგომაზე. ნათია სურგულაძის ნაცვლად ვიცე-მერად გიორგი ერმაკოვი დაინიშნა.

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ინაიშვილი