კამპანიის ფარგლებში დღეს „პრესკაფეში“ უკრაინელმა ტრენერმა იულია როსკევიჩმა (ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის აივ დადებით ადამიანთა გაერთიანება) ჩაატარა „სალსას“ გაკვეთილები, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
„დღეს თქვენ პირველად იცეკვეთ სალსა და დამერწმუნებით, რომ ეს არ იყო საშიში. ასევე არ არის საშიში თითოეულმა ჩვენგანმა ჩაიტაროს სწრაფი ტესტირება აივ/შიდსზე. ყველამ მოვუწოდოთ ჩვენს მეგობრებს, რომ ჩაიტაროს ტესტირება და მათ უთხრან თავიანთ მეგობრებს“ – ასე მიმართა „სალსას“ გაკვეთილის შემდეგ უკრაინელმა ტრენერმა იულია როსკევიჩმა დამსწრეებს.
ცეკვის დაწყებამდე დამსწრეებს აინტერესებდათ, თუ რა ასაკიდან არის შესაძლებელი აივ/შდსზე ტესტირება, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეალური ხალხი რეალური ხედვის“ წარმომადგენელმა მედეა ხმელიძემ უპასუხა: ,,ჩვენი პროექტის ფარგლებში 15 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, მაგრამ სხვა შემთხვევებში მშობლის თანხმობაა საჭირო.“
შეგახსენებთ, რომ ბათუმში 19 და 20 თებერვალს 13:00-18:00 იგეგმება სწრაფი ტესტირება აივ/შიდსზე. მისამართი: ყაზბეგის ქუჩა 5/7. ტესტირების გავლა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.