გიორგი ერმაკოვი – ერთდროულად ორ თანამდებობაზე

 

დღეს  ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ერმაკოვის ლეგიტიმაციის საკითხი დააყენა. მისი განცხადებით, გიორგი ერმაკოვი, რომელიც მერის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით ასრულებს, ამავდროულად მერის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელიცაა.

გონიოს განძის გამოფენა პირველად


დღეს ბათუმში რეაბილიტირებული არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „საზოგადოება პირველად იხილავს მუზეუმში დაცული საგანძურის იმ ნიმუშებს, რომლებიც დღემდე არასოდეს ყოფილა გამოფენილი. მათ შორისა ე.წ. „გონიოს განძის“, ფიჭვნარის, კაპანდიბის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები (ძვ. წ. V ს. – ახ. წ. II-I სს.)“

ორსულობისთვის სასჯელგადავადებულის გათავისუფლებაზე სასამართლო იმსჯელებს

 

ხვალ, 28 თებერვალს, ხელვაჩურის რაიონული სასამართლო იმსჯელებს გაათავისუფლოს თუ არა  სასჯელისგან ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგი ნათია შალიკაშვილი, რომელიც ყაჩაღობის ბრალდებით 2008 წელს დააპატიმრეს. მას  2009 წელს 11 წელი და 4 თვე პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ლევან თევზაძემ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გემურაულში  მომხდარი ყაჩაღობისთვის.   ნათია შალიკაშვილი წინასწარი პატიმრობიდან ფეხმძიმობის გამო გაათავისუფლეს.

 

ანსამბლის აქცია გრძელდება

ბათუმის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები პროტესტს აგრძელებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია – ანსამბლის სამხატვრო ხლმძღვანელად თემურ ქორიძე დაბრუნდეს.

უფასო აუდიოლოგიური კვლევა ახალშობილებისთვის

 

ბათუმის მერიაში ჯანმრთელობის დაცვის ახალიი პროგრამა – ახალშობილთა  აუდიოლოგიური  სქრინინგი ამოქმედდა, რომელიც  ყველა ახალშობილის აუდიოლოგიურ კვლევას გულისხმობს, შემდგომში სხვადასხვა პათოლოგიების თავიდან აცილების მიზნით.

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციას ბათუმის სტუდენტები შეუერთდნენ

 

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის „ელსას“ წარმომადგენლობა დაფუძნდა. იურიდიული ორგანიზაცია, უნივერისტეტის სამართალმცოდნეობის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და მის საქმიანობაში ჩართვა მხოლოდ მათ შეუძიათ.

გაზეთ „ბათუმელების“ განცხადება

 

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, სამინისტროს გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების წარმოდგენისას გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებს არაკომპეტენტური უწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.  

 

როგორც ჩანაწერით ირკვევა, მინისტრი გამოეხმაურა გაზეთ „ბათუმელების“ 2013 წლის ნოემბერში მომზადებულ სტატიას – „სამთავრობო კომფორტი საბიუჯეტო პრობლემების ფონზე“, სადაც „ბათუმელები“ სამინისტროების მიერ ოფიციალურად მოწოდებული დოკუმენტების თანახმად წერდა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, სხვა მინისტრებთან შედარებით, ყველაზე მეტ საწვავს მოიხმარს.

გიგი უგულავას სარჩელს სასამართლო განიხილავს

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი. თუმცა ნაწილობრივ.

მებაღეობისა და მეყვავილეობის შესახებ ჰოლანდიური კომპანიების პრეზენტაცია ფერმერთათვის

 

ამ წუთებში აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა მომსახურების სერვისცენტრში, ჰოლანდიური კომპანიების „ბილანსია“-სა და „ფრანსენ როუზის“ ხელმძღვანელები ფერმერებს ხვდებიან. ისინი ჰოლანდიაში მებაღეობისა და მეყვავილეობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრებენ და ამ კუთხით აჭარაში არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან.

„ია გრუზისნკი პარენ“

 

 

გოგიჩა (მამუკა გოგიჩაიშვილი) „იმედის“ ოპერატორია. ჩემ დროსაც იყო და ახლაც იქ მუშაობს. მგონი ყველაზე კარგი ოპერატორია, ვისთანაც მიმუშავია (ამირან ბაბუ, არ გეწყინოს). ერთმანეთი პროფესიულად კიევში გავიცანით. 

„მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N550).

ინტერვიუ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ერმაკოვი, ინტერვიუს ჩაწერის დროს ჩქარობდა. ინტერვიუ 31 დეკემბრის ქუჩაზე ჩავწერეთ. ქალაქის ამ ტერიტორიაზე გიორგი ერმაკოვი გზის რეაბილიტაციას აკვირდებოდა. “ბათუმელებთან” ერმაკოვმა პრიორიტეტებზე, ასევე რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებსა და მარიხუანას ლეგალიზაციაზე ისაუბრა.

სადაზღვევო კომპანიის ეშმაკობები

 

(რაღაა იგი აბჯარი, თუკი თან ახლავს ხვრელია)

 

წინამდებარე წერილი საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყოფილი მინისტრის თუ არა, მინიმუმ მისი მოადგილის  კორუფციულ სქემაში აშკარა ჩართულობამ დამაწერინა. 

აჭარის ჩემპიონატი ძალოსნობაში

 

აჭარის ჩემპიონატი ძალოსნობაში დაბა ჩაქვში 1–2 მარტს ჩატარდება. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს: აჭარის ყველა უძლიერესი ძალოსანი.

საქველმოქმედო ფონდი პედაგოგებისა და მოხელეების ხელფასით

ფონდი „ქველმოქმედება“ ახლახან შეიქმნა. მისი მთავრი მიზანი არის შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობა; გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, ძვირადღირებული სამკურნალო პროცედურებისა და უნაყოფობის მკურნალობის დაფინანსება; ობოლ ბავშვებისა და სტუდენტებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა; მრავალშვილიანი, კერძოდ, 4 და მეტშვილიანი დედებისადმი ფინანსური მხარდაჭერა. ფონდი მუნიციპალიტეტში დასაქმებული პედაგოგებისა და საჯარო მოხელეების ხელფასის 1%-ით ივსება. ფონდში თანხის შეწირვა ნებაყოფლობითა.


<!** Image 1 align="left" width="300" height="600" >

რა ჟურნალ-გაზეთებს კითხულობს ხელისუფლება აჭარაში

 

აჭარის მთავრობამ, უმაღლესმა საბჭომ, ბათუმის მერიამ, საკრებულომ და აჭარის სამინისტროებმა ჟურნალ-გაზეთები 2014 წლის დასაწყისში გამოიწერეს. გამარტივებული შესყიდვების დოკუმენტაციის თანახმად, ყველაზე მეტი დასახელების ჟურნალ-გაზეთი აჭარის უმაღლეს საბჭოს აქვს გამოწერილი, ყველაზე ნაკლები – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს.  

ბათუმში „ბერეტას“ შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

 

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რომან დ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. 

წიგნის პრეზენტაცია არქეოლოგიურ მუზეუმში

 

 

დღეს არქეოლოგიურ მუზეუმში წიგნის _ „აჭარა წარსული და თანამედროვეობა” _ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში ასახულია აჭარაში 2012 წელს განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები. წიგნის რედაქტორია ამირან კახიძე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელი.  

კონკურსი მეხუთე და მეექვსეკლასელებისათვის

 

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს რეგისტრაციას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება მათემატიკასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სამინისტროს ვებგვერდის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, ობიექტურობისა და  საჯარო ქცევის კულტურის გამომუშავებას.

  

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამით 20 634 ქობულეთელი ისარგებლებს

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაობის ხელშეწყობის პროექტის“ განხორციელება დაიწყო. 

ქობულეთში საკრებულოს თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის ხელძღვანელად აირჩიეს

 

 

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პრაიმერი  მიმდინარეობს, რომლის შედეგებითაც პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის ვინაობა გამოვლინდება.   

ზაზა ხატიაშვილის მხარდამჭერი ბათუმელი ადვოკატების განცხადება

 

ბათუმელი ადვოკატების ჯგუფმა ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.  

სად გაშენდება საკურას ხეივანი ბათუმში

 

 

ბათუმში საკურას ხეივნის გაშენება დრამატული თეატრის უკან, ილია ჭავჭავაძის ძეგლის  მიმდებარე ტერიტორიაზე განიხილება – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ გამწვანებისა და  ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსმა, ეთერ მაჭუტაძემ მოაწოდა. მისივე თქმით, საკურას ხეივნის გაშენების ადგილად იგი თავდაპირველად „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიას განიხილავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ადგილას სხვა პროექტის განხორციელება იგეგმება.  

რეპრესირებული ბებია და შვილიშვილი სტალინზე

 

 

ნუნუ ოქროპირიძე – ბებია.

თეა ჭანტურიშვილი –  შვილიშვილი.

ნუნუ: სტალინს 37 წელი რომ არ ჰქონოდა, ქვეყანა მიჰყავდა წინ, არც სესხები, არც ვალი. სოფლის მეურნეობა განავითარა.

თეა: ნუნუ, არ ეთანხმები იმას, რომ სისხლსა და ცრემლზე აშენება ადვილია?…

ნუნუ: „კაკებეშნიკს“ სახლი უნდოდა. უარი როგორ გაბედაო და მამა დააპატიმრა.

თეა: ბაბუს წერილი სტალინისადმი გაგაგიჟებს, ბოლო წუთამდე სჯეროდა მისი. საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ –  დღემდე მისი დატოვებული ნაღმებით ცხოვრობს ევროპა. ბედნიერი ვარ, რომ ბებია თავის ისტორიას ყვება, თუ მომავალ თაობას არ ეცოდინება ამის შესახებ, ყოველთვის გვექნება იმის საშიშროება, რომ სტალინი განმეორდეს.  

რა უშლის ხელს ახალგაზრდა მოჭადრაკეების უკეთ წვრთას

 

7 წლამდე, 12 წლამდე და 16 წლამდე ჯგუფებიდან თითო გამარჯვებული გოგო-ბიჭი – სულ ექვსი მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ჩემპიონატი მაის-ივნისში მარნეულში გაიმართება. მანამდე მათ არ ექნებათ ერთიანი საწვრთნელი შეკრება – მწვრთნელებთან ინდივიდუალურად მოემზადებიან. 1-9 თებერვალს ჭადრაკში 16 წლამდე გოგონებისა და ჭაბუკების აჭარის ჩემპიონატი ჩატარდა. მასში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან 100 მოჭადრაკე მონაწილეობდა. საქართველოს ჩემპიონატზე ამ ტურნირის გამარჯვებულები მიემგზავრებიან. 

პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდების რეგისტრაცია 21 მარტამდე გაგრძელდება

 

 

პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდებში წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, თუმცა დაემატა სამი საგამოცდო საგანი: ქართული ენა, განკუთვნილი იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლება სურთ, ბუნებისმეტყველება და უცხოური ენა-კომპიუტერი.

ერთჯერადი მატერიალური დახმარება ტყუპების ოჯახებს

 

ბარცხანაში მცხოვრები შენგელიების ოჯახს წლისა და ორი თვის სამი ტყუპი ჰყავს. ოჯახი ექვსი თვის განმავლობაში ტყუპებისთვის დახმარებას კომპანია „ჰუმანასგან“ იღებდა. დღეიდან კი  „წითელი ჯვრის“ შუამდგომლობით, მათი საკვები პროდუქტებით და ჰიგიენური საშუალებებით მომარაგებაზე,  კომპანია „აჭარა ლაზური“ იზრუნებს.

ლელას მონათხრობი

 

ლელა გოგიაშვილი მცირეწლოვან შვილთან ერთად შუახევის ეკომიგრანტთა საცხოვრებელ სახლში ერთი თვის წინ თვითნებურად მეორედ შესახლდა. იგი ამბობს, რომ დახმარების არა ერთი თხოვნის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი პრობლემები არ გაითვალისწინა, რის გამოც იძულებული გახდა, საცხოვრებელ სახლში თავისუფალი ბინა უკანონოდ დაეკავებინა.  

“თუ რაღაც მართლა გინდა, აგისრულდება”

 

 

ნონიკა სურმანიძე ჰიპერაქტიური გოგონაა. ყოველ დილას შვიდ საათზე იღვიძებს, ფიქრობს, რომ რაც უფრო დატვირთული ხარ, მით უფრო მეტი რამის მოსწრება შეგიძლია.

ბათუმის ციხის რემონტი დასრულდა

 

 

ბათუმის №3 დაწესებულების რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულების ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროცესი მარტის დასაწყისში დასრულდება და პატიმრებსაც ამ დროისთვის გადმოიყვანენ ბათუმში.

მეციტრუსეებს თანხის ნაცვლად შაქარს სთავაზობენ

 

 

ქობულეთში საკონსერვო ქარხანა მანდარინს 5 თებერვლის შემდეგ აღარ იბარებს, ფერმერებს კი კომპანიისგან  ჩაბარებული მანდარინის საფასური ამ დრომდე არ მიუღიათ. 

ჩაის სერვიზები და ჭაღები კულტურული პროგრამის ფარგლებში

 

ჩაის სერვიზი, ტორტის თეფშების ნაკრები, ელექტროჭაღი და სამზარეულოს მიქსერი –  ამ ნივთების შესაძენად ხულოს მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურმა ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 5 000-მდე ლარია.  

კლასიკური მუსიკის საღამო – ფესტივალი „ბათური საღამოები“

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური  ცენტრში გრძელდება ფესტივალი „ბათუმური საღამოები.“ 26  თებერვალს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ  კლასიკური მუსიკის საღამოს. პროგრამაშია ქართველ და ევროპელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.  

აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია 4 მილიონ 741 ათას ლარად

 

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში, სრულად გამოიცვლება სანიაღვრე ქსელი, მოწესრიგდება ქუჩის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ფილები და ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდება განათების სისტემა. 

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

 

საქართველოს პარლამენტის შენობაზე ქუთაისში და საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაზე თბილისში, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებში, დღეს დილიდან დროშები დაუშვეს. საქართველოს სახელმწიფო და აჭარის არ-ის დროშები დაშვებულია ბათუმშიც. 

Exit mobile version